დედა ხშირად ეჩხუბებოდა, როგორ აძლევ სხვას სამოსს, როცა თვითონ ღარიბი ხარო
დედა ხშირად ეჩხუბებოდა, როგორ აძლევ სხვას სამოსს, როცა თვითონ ღარიბი ხარო
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
(გაგრძელება)

თავი 9
გრიგოლი - ერთხელ წმინდა ბონიფაციუსის მონასტერში ორი გუთი შევიდა. თქვეს, - რავენაში მიგვეჩქარებაო. წმინდა მამამ მათ მომცრო ჭურჭლით ღვინო გაატანა, გზაში რაიმეთი რომ მოძლიერებულიყვნენ. მაგრამ გუთებს რავენამდე ღვინო არ გამოლევიათ. რამდენიმე დღე რავენაში დაყვეს, ყოველდღე სვამდნენ ღვინოს და არ ილეოდა. ბოლოს იმავე გზით დაბრუნდნენ თერანტეში, წმინდა მამასთან. ღვინოს სვამდნენ, ეპისკოპოსის ბოძებულ ჭურჭელს კი არ აკლდებოდა.

ცოტა ხნის წინ იმ მხრიდან ერთი მოხუცებული ეკლესიის მსახური მოვიდა. უთუოდ უნდა მოგითხროთ ის, რაც მან მიამბო წმინდა ბონიფაციუსზე. ერთხელ წმინდანმა მონასტრის ბაღში დაინახა, რომ ყველა მცენარეს ჭია დასეოდა. ბოსტნეული ლამის ერთიანად განადგურებულიყო. მან უთხრა ჭიებს: "იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებთ, დაუტევოთ მცენარეები და ბოსტნეულს ნუ გაანადგურებთო". ჭიები უკვალოდ გაქრნენ. წმინდა სამღვდელო ხარისხის მადლთან ერთად, ყოვლისშემძლე ღმრთის წინაშე იზრდებოდა წმინდა ბონიფაციუსის ზნეობრივი წარმატებაც.

ეს სასწაულნი, მღვდელმთავრობისას აღრულებულნი, ისე არ არიან საკვირველნი, როგორც ყრმობის ასაკში მომხდარნი. ჯერ კიდევ პატარა შინ ხშირად სამოსის გარეშე ბრუნდებოდა, რადგან გლახაკთ აძლევდა იმ იმედით, რომ უფალი, რომლის თვალთა წინაშე მოიმოქმედებდა კეთილ საქმეებს, სამაგიეროს მიუზღავდა. დედა ხშირად ეჩხუბებოდა, როგორ აძლევ სხვას სამოსს, როცა თვითონ ღარიბი ხარო. ერთხელ ქალი ბეღელში შევიდა, სადაც მთელი წლისთვის ხორბალს ინახავდნენ. შვილს ლამის მთელი მარაგი ღატაკებისთვის დაერიგებინა. სასოწარკვეთილი დედა ატირდა - რა გვეშველება, შიმშილით დავიხოცებითო. ამ დროს მოვიდა ღვთისმოშიში ყრმა, ბონიფაციუსი და სცადა მისი დამშვიდება. ალერსით რომ ვერა გააწყო, დედას სთხოვა, ბეღლიდან გასულიყო, სადაც ცოტა ხორბალი ეყარა. დადგა ღვთის წინაშე და ლოცვა დაიწყო. მცირე ხნის შემდეგ დედას სთხოვა, ბეღელში შედიო. იქ ხორბალი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე დედამისს შეენახა. განცვიფრდა დედა ამ სასწაულით. შეიგრძნო, თუ რამდენად ქმედითი იყო ყრმის ლოცვა. ამის მერე თვითონ აძალებდა შვილს ხორბლის დარიგებას. დედის საქათმეს მელია შეეჩვია. ერთხელ ბონიფაციუსის თვალწინ მელიამ ერთ-ერთ ქათამს ჩაავლო პირი. ყმაწვილი მაშინვე წავიდა ეკლესიაში, განაპყრო ხელნი და ღმერთს მიმართა: "ღმერთო, ნუთუ არ გინდა, რომ დედაჩემმა ეს ქათამი მომიმზადოს საჭმელად? ის ფრინველებს გამოზრდის, მათ კი მელია იტაცებს!" დაასრულა ლოცვა, გამოვიდა ეკლესიიდან და უეცრად ხედავს: მელია დაბრუნდა, პირით მოტაცებული ფრინველი მოიყვანა. გაუშვა თუ არა, მაშინვე მოკვდა.

პეტრე - საკვირველი ამბავია, მამაო, უფალი თუ როგორ ასრულებს მისდამი მსასოებლის ლოცვა-ვედრებას. ასეთ უმნიშვნელო საგნებზეც კი.

გრიგოლი - ჩემო საყვარელო პეტრე, ყოველივე ეს ჩვენი შემოქმედის ბრძნული განზრახვით აღესრულება, რათა მცირეს მიღებისას გულში უფრო მეტის იმედი გამოვზარდოთ. უმანკო და ღვთისმოშიშმა ბავშვმა თავისი ბალღური სურვილის აღსრულება იხილა. ამან დააჯერა, თუ რამხელა კადნიერებით შეიძლება სთხოვოს ღმერთს უფრო მეტი.

პეტრე - სამართლიანია შენი სიტყვები, მამაო.

თავი 10. ამბავი ტუდერტის ეპისკოპოსის ფორტუნატისა
გრიგოლი - იმავე ქვეყანაში, ქალაქ ტუდერტში, ეპისკოპოსად იყო ვინმე ფორტუნატი, კაცი ღვთისმოშიშად მცხოვრები. მან ღვთისგან მიიღო უჩვეულო ნიჭი არაწმინდა სულების განდევნისა. ზოგჯერ მისი ლოცვის ძალით ეშმაკთა მთელი ლეგიონები იძულებულნი ხდებოდნენ, შეპყრობილთაგან გამოსულიყვნენ. ასევე ძლიერი ლოცვით იგერიებდა მასზე მოსულ დემონთა ჯგროს. ფორტუნატთან ძალზე ახლოს იყო ჩვენი ეკლესიის დეფენსორი, იულიანე, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა რომში. იგი წმინდა ფორტუნატის აღსრულებულ საქმეთა მომსწრე გახლდათ. იმდენად სასიამოვნო მოსასმენი იყო ჩვენთვის მისი გულისხმისმყოფელი მოგონებები წმინდანზე, რომ თითქოს თაფლი წვეთავდა იულიანეს ბაგეთაგან, ამიტომაც მსურს, მის მონათხრობთაგან მოგიყვე.

ტუსციასთან ახლოს ერთ ცნობილ ქალბატონს შინ ახალმოყვანილი რძალი ჰყავდა. ერთხელ დედამთილმა რძალი ქმართან ერთად წმინდა სებასტიანეს სახელობის ტაძრის კურთხევაზე მიიწვია. წასვლის წინა ღამეს რძალმა თავი ვეღარ შეიკავა და ქმართან ხორციელი სურვილი დაიკმაყოფილა. დილით სინდისმა ძალზე ამხილა, მაგრამ მიცემული პირობის გამო წასვლაზე უარის თქმაც რცხვენოდა. ამიტომ ტაძრის კურთხევაზე წავიდა. როცა წმინდა მოწამე სებასტიანეს ნაწილები ტაძარში შეაბრძანეს, ბოროტი სული თავს დაესხა რძალს და ყველას წინაშე ტანჯვა დაუწყო. ერთმა დეკანოზმა მაშინვე საკურთხევლიდან სინდონი (სამღვდელო სამოსელია) გამოიტანა და ეშმაკეულს დაადო, მაგრამ არაწმინდა სული მასვე დაესხა თავს. ერთმა ქალი შინ წაიყვანა. ეშმაკი არ წყვეტდა მის ტანჯვას. ეშმაკეულის ნათესავებმა, მისდამი სიყვარულის გამო (თუმცა არა სულიერი, არამედ ხორციელი სიყვარულისგან), ყველანაირი საშუალება სცადეს, ქალისთვის ჯანმრთელობა რომ დაებრუნებინათ. საბოლოოდ, ვიღაც ექიმბაშებს ჩაუგდეს ხელში - სურდათ, ჯადოსნური წამლით განეკურნათ ქალის სხეული, მისი სული კი საბოლოოდ დაეღუპათ. ექიმბაშებმა ქალი მდინარეში ჩასვეს და არაწმინდა სულის განსადევნად განგრძობილი შელოცვები დაიწყეს. ყოვლადძლიერი ღმერთის გამოუკვლეველი ნებით, როგორც კი ჯადოსნური ხელოვნების დახმარებით ქალიდან ერთი დემონი გამოვიდა, მის მაგივრად ლეგიონი შევიდა. ავადმყოფმა ძლიერად დაიწყო ბრძოლა და ყვირილი. შეწუხებულმა მშობლებმა შვილი წმინდა ეპისკოპოს ფორტუნატს მიუყვანეს და მასზე ზრუნვა სთხოვეს. მღვდელმთავარი დღედაღამ დიდხანს ლოცულობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ფორტუნატმა ქალი მშობლებს ისეთი გამოჯანმრთელებული და დამშვიდებული დაუბრუნა, თითქოს არაწმინდა სული არასოდეს შესულიყო მასში.

სხვა დროსაც ღვთის კაცმა ასევე განაძევა ერთი ადამიანისგან არაწმინდა სული. ეს ასე მოხდა: ერთხელ, მიმწუხრისას, როცა ქალაქში სიმშვიდემ დაისადგურა, ეშმაკი მწირის სახით დადიოდა ქალაქის ქუჩებში და ყვიროდა: "აი, რა ქნა ვითომდა წმინდა ეპისკოპოსმა ფორტუნატმა!.. სახლიდან მწირი გამოაგდო! ახლა კი მთელ ქალაქში ღამის გასათევს დავეძებ და ვერ მიპოვიაო". მისი ხმა მოესმა კაცს, რომელიც ცოლთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად შინ ბუხარს უჯდა. მწირი მიიპატიჟა და ჰკითხა, რა გააკეთა ეპისკოპოსმაო. ამ დროს არაწმინდა სული ეცა სახლის პატრონის შვილს, ცეცხლში ჩააგდო და გაგუდა. საცოდავი მამა მაშინ კი მიხვდა, თუ ვინ განაგდო ეპისკოპოსმა და მან კი მიიღო.

პეტრე - როგორ მოხდა, მამაო, რომ ძველისძველმა კაცთმოძულემ (ეშმაკმა) მკვლელობა ჩაიდინა სახლში, სადაც შეიფარეს?

გრიგოლი - საყვარელო პეტრე. ბევრი რამ კარგად გვეჩვენება, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის, რადგან კეთილი მიზნით არ აღესრულება. ამიტომ ამბობს სახარებაში თვითონ ჭეშმარიტება: "უკუეთუ თვალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელ იყოს". თუ არაწმინდა სურვილი წინ უსწრებს მოქმედებას, მაშინ თვითონ მოქმედება იქნება უგუნურება, თუმცა შეიძლება კარგად გვეჩვენებოდეს. ასევეა აქაც - თავსდატეხილმა სასჯელმა გამოამჟღავნა, რომ სტუმართმოყვარეობის საქმე არაწმინდა მიზნით აღესრულა. ვფიქრობ, კაცი, რომელმაც შვილი სტუმართმოყვარეობის გამოჩენისას დაკარგა, დაისაჯა იმის გამო, რომ კეთილი საქმე ღვთისმოშიშებით კი არ გააკეთა, არამედ ეპისკოპოსის დამცირების სურვილით. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, კეთილი საქმე სხვების კეთილი საქმეების დასამცრობად გააკეთონ, სიკეთის ქმნა კი არ სიამოვნებთ, არამედ თავიანთი სათნოებების განდიდებით სხვების დამცირება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ კაცი, რომელმაც უმასპინძლა არაწმინდა სულს, უფრო სიამაყით ხელმძღვანელობდა, ვიდრე სიკეთის გაკეთების სურვილით. უნდოდა, ყველას გაეგო, რომ იგი ეპისკოპოსს სათნოებებით აღემატებოდა, რადგან უმასპინძლა მისგან გამოძევებულს.

პეტრე - დიახ, შენი სიტყვები სამართლიანია. საქმის შედეგიდან აშკარაა, რომ მას საფუძველში არაწმინდა ფიქრი უძევს.

გრიგოლი - სხვა დროს კიდევ ასეთი რამ მოხდა: ერთმა კაცმა თვალისჩინი დაკარგა და კურნება წმინდა ფორტუნატს სთხოვა. როგორც კი ღვთისკაცმა ლოცვა წარმოთქვა, ბრმას თვალებზე ჯვრის ნიში გამოსახა, კაცს ბინდი გადაეწმინდა და მხედველობა დაუბრუნდა. ერთ მეომარს ცხენი გაუცოფდა, რამდენიმე კაცი ძლივს აკავებდა, ვინც კი ცხენს მიუახლოვდებოდა, ყველას მწარედ ჰკბენდა. საბოლოოდ შეიპყრეს და წმინდა ფორტუნატთან მიიყვანეს. ჯვრის გადასახვისთანავე ცხენს სიცოფემ გაუარა და იმაზე მშვიდი გახდა, ვიდრე ადრე იყო. სასწაულით გახარებულმა მეომარმა გადაწყვიტა, ცხენი ფორტუნატისთვის ეჩუქებინა. წმინდანმა უარი თქვა, მაგრამ რადგან მეომარი დაჟინებით სთხოვდა, ღირს მამას კი არ უნდოდა სიკეთისთვის ჯილდო და არც შემომწირველის უარით შეურაცხყოფა, სიყვარულით აღძრულმა იყიდა ცხენი, რომელიც სრულიადაც არ სჭირდებოდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat