კაცის სულიერი ხარისხი შეიცნობა იმით, თუ რამდენად დაითმენს შეურაცხყოფას
კაცის სულიერი ხარისხი შეიცნობა იმით, თუ რამდენად დაითმენს შეურაცხყოფას
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
გაგრძელება
პეტრე - ძალზე მიკვირს, მამაო, როგორ შეეძლოთ პაპთან ცილი დაეწამებინათ ასეთი დიდებული ადამიანისთვის?

გრიგოლი
- რად გიკვირს, ჩემო საყვარელო პეტრე? განა ჩვენ ყველანი ცოდვისკენ მიდრეკილნი არა ვართ? ნუთუ არ იცი, რომ წინასწარმეტყველის სულით ავსებულმა დავითმა განიკითხა მონის მიერ ცილწამებული იონათანის ძე (2 მეფეთა 16,3-4)? ჩვენ ხომ გვწამს, რომ ღვთის გამოუკვლეველი მსჯავრით, დავითის ბრძანება სამართლიანი იყო, მაგრამ ისიც ვიცით, რომ იმავე დროს ადამიანური გაგებით - უსამართლობა. ამის მერე კიდევ გვიკვირს, რომ წინასწარმეტყველის მადლს მოკლებულებს ცილისმწამებლის ენა ზოგჯერ შეგვაცოდინებს? მით უმეტეს, არ უნდა გაგიკვირდეს, როცა ამგვარ განსაცდელში ვარდებიან უმაღლესი მწყემსმთავარნი, რომელთაც მრავალი საზრუნავი აქვთ. მრავალ საგანზე გაფანტული ყურადღება ნაკლებად შეჩერდება ერთ რამეზე, და რაც უფრო ფართოა ჩვენი საქმიანობისათვის საგანთა წრე, მით უფრო ადვილად ტყუვდება ჩვენი გონება რომელიმე ერთ მათგანთან ურთიერთობისას.

პეტრე - სამართლიანია თქვენი სიტყვები, წმინდაო მამაო.

გრიგოლი - უთუოდ უნდა მოგითხრო ზოგიერთი რამ, რაც ამ წინამძღვარზე მიამბო ფრიად პატივცემულმა კაცმა ვალენტინმა. მისი თქმით, წმინდა ეკვიციუსის სხეული ნეტარი მოწამის, ლავრენტის სახელობის ტაძარში დაასვენეს. ერთხელ ამ წმინდანის კუბოზე ერთმა ახალმოწამემ პურიანი ჭურჭელი დადო, არც კი უფიქრია, გაეკითხა, რამხელა წმინდანი იყო დასვენებული, რომ მერე თაყვანი ეცა მისთვის. უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა. ტაძარში არაფერი განძრეულა, ეს ჭურჭელი კუბოდან მოისროლა. ასე რომ, ყველასთვის ნათელი გახდა, თუ როგორი დიდი მამა იყო დასვენებული ტაძარში.

გავიხსენებ პატივცემული ფორტუნატის ნაამბობს - მე მას დიდ პატივს ვცემ არა მარტო ხანდაზმული ასაკის გამო, არამედ სულიერი ღვაწლისა და გულის უბრალოებისთვის. ვალერიის მხარეს ლონგობარდები (გუთების ერთ-ერთი ტომი) დაესხნენ თავს. წმინდა ეკვიციუსის მონასტრის ბერები ნახსენებ ტაძარში, წმინდანის საფლავთან დაიმალნენ. გამძვინვარებული ლონგობარდები ტაძარში შეიჭრნენ და ბერები გარეთ გამოყარეს საწამებლად. ძმათაგან ერთ-ერთმა ღრმა მწუხარებით შეღაღადა: "ჰოი წმინდაო ეკვიციუს, ნუთუ გინდა, რომ ჯალათები ნებისაებრ მოგვექცნენ?" მაშინვე არაწმინდა სულმა შეიპყრო ლონგობარდები, მიწაზე დასცა და იქამდე ტანჯავდა, სანამ ამის შესახებ არ შეიტყვეს ტაძრის გარეთ მყოფმა თავისიანებმა. ამის შემდეგ მათგან ვეღარავინ გაბედა, ასე კადნიერად დასხმოდა თავს წმინდა ადგილს. ამგვარად დაიცვა წმინდა ეკვიციუსმა თავისი მოწაფეები და შემდგომ ბევრს შეეწია, ვინც მის კუბოს შეუვრდა.

თავი V. ამბავი წმინდა სტეფანეს ეკლესიის პარამონარ კონსტანტინესი
ახლა მოგიყვები ჩემი ნაცნობი ეპისკოპოსის მონათხრობს. ის მრავალი წელი მონაზვნურად და ღვთისმოშიშებით ცხოვრობდა ქალაქ ანკონეში. მის მონაყოლს ადასტურებენ ჩემი ნაცნობი ხანშიშესული ანკონელები. ქალაქის ახლოს, წმინდა მოწამე სტეფანეს ეკლესიაში პარამონარის მოვალეობას (პარამონარს ტაძრის დარაჯობა, მის სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნვა ევალებოდა, - კ.კ.) ასრულებდა თავისი ცხოვრებით პატივისცემის ღირსი კონსტანტინე. მის წმინდა ცხოვრებაზე ყველგან ლაპარაკობდნენ, რამეთუ ამ კაცს სრულიად მოეძულებინა ყოველივე მიწიერი და მთელი სულით მხოლოდ ზეციურს მისჯაჭვოდა. ერთხელ ეკლესიაში ზეთი შემოაკლდათ. კონსტანტინემ კანდელებში უშფოთველად ჩაასხა წყალი და ფითილი მოამზადა. კანდელები აანთეს, წყალი ისე იწვოდა, თითქოს მათში ზეთი ყოფილიყო. აბა, დაფიქრდი, ჩემო საყვარელო პეტრე, რამდენად დიდი მოღვაწე იყო ეს კონსტანტინე, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში სტიქიის თვისების შეცვლა შეეძლო.

პეტრე - მამაო, მართლაც განსაცვიფრებელი რამ მომიყევით. მაგრამ მსურს შევიტყო, სულიერი სიმდაბლის რომელ საფეხურზე იყო ეს ადამიანი, რომელიც ასეთ უჩვეულო საქმეებს მოიმოქმედებდა.

გრიგოლი - კარგია, რომ სასწაულთმოქმედებისას ცდილობ კაცის სულიერი მდგომარეობა შეიტყო, რამეთუ სასწაულების გარეგნული მოქმედება კაცის სულს დიდ საცდურში აგდებს. წმინდა კონსტანტინეს სულიერ სიმდაბლეში შემდგომი მონათხრობი უფრო დაგარწმუნებს.

პეტრე - დიახ, ამხელა სასწაულის შემდეგ ჩემს დასამოძღვრად მის სულიერ სიმდაბლეზე მოთხრობაღა დაგრჩენიათ.

გრიგოლი - სხვადასხვა მხრიდან უამრავი ხალხი მოდიოდა მის სანახავად. ერთხელ შორეული ოლქიდან მოვიდა ვიღაც. ამ დროს წმინდა კონსტანტინე ხის სკამზე იდგა და კანდელებს ასწორებდა. წმინდანი ტანდაბალი გახლდათ, გამხდარი და შეუხედავი. წმინდანის სანახავად მოსული კაცი ყველას სთხოვდა, მამა კონსტანტინე მანახეთო. აუსრულეს სათხოვარი, მაგრამ რადგან უბირი ადამიანები სულიერ სათნოებებზე ხშირად გარეგნული შესახედაობით მსჯელობენ, ამ კაცსაც არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ეს წმინდა კონსტანტინე იყო. ის, რაც მას წმინდანზე გაეგონა, ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ახლა ხედავდა. "შეუძლებელია, ასეთი სახელგანთქმული კაცი უსახური იყოსო", - ფიქრობდა. როცა ყველამ დაუდასტურა, სწორედ ეგ არის წმინდა კონსტანტინეო, დაცინვით თქვა: - მეგონა, ვინმე დიდებულ ადამიანს ვნახავდი. ეს კი კაცსაც არა ჰგავსო. როგორც კი მისი სიტყვები მოესმა წმინდა კონსტანტინეს, თავი ანება კანდელების გასწორებას, გახარებული სწრაფად მივიდა სტუმართან, მკლავებში მოიმწყვდია, უჩვეულო სიყვარულით ეამბორა და მადლიერებით აღსავსე გულით უთხრა: - მხოლოდ შენ შემაფასე სამართლიანადო. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რამდენად ღრმა იყო წმინდანის სიმდაბლე, როცა მან დიდი სიყვარული აჩვენა თავის უხიაგად მომხსენებელს. კაცის სულიერი ხარისხი შეიცნობა იმით, თუ რამდენად დაითმენს შეურაცხყოფას. როგორც ამაყებს უყვართ სხვათაგან პატივისცემა, ასევე უხარიათ თავმდაბლებს, როცა ამცირებენ. ისინი მშვიდნი რჩებიან, როცა სხვები არად აგდებენ, რადგან ხედავენ, რომ მათ მიერ საკუთარ თავზე ჩამოყალიბებულ აზრს სხვებიც ამტკიცებენ.

პეტრე - ახლა კი ვხედავ, მამაო, რამდენადაც დიდი იყო ეს კაცი თავისი სასწაულმოქმედებით, უფრო აღმატებული ყოფილა თავისი სიმდაბლით.

თავი VI. ამბავი ანკონის ეპისკოპოს მარცელინისა
იმ დროს ქალაქ ანკონის ეპისკოპოსი იყო მარცელინი, კაცი მკაცრად მოსაგრე. ფეხების დაავადებამ სიარულის უნარი მოუსპო, ამიტომ, როცა სადმე წასვლა სჭირდებოდა, მსახურებს საკაცით უნდა წაეყვანათ. ერთხელ ვიღაცის უყურადღებობით ანკონში ხანძარი გაჩნდა, მალე ცეცხლი გაძლიერდა და ყველა მის ჩასაქრობად გაეშურა. მაგრამ რაც უფრო გულმოდგინედ ასხამდნენ წყალს, ხანძარი ბობოქრობდა და მთელ ქალაქს გადაბუგვით ემუქრებოდა. ცეცხლი ახლომახლო შენობებს მოედო, ქალაქის კარგა დიდი ნაწილი გადაწვა და მის გავრცელებას ხელს ვეღარავინ უშლიდა. ამ უბედურებით შეძრულმა ეპისკოპოსმა თავის მსახურებს უბრძანა, საკაცით გაეყვანათ და ცეცხლის პირისპირ დაედგათ. ბრძანება შეასრულეს. ყველას გასაკვირად, ხანძარი მეტად აღარ გავრცელებულა და თავისით ჩაქრა. ახლა განსაჯე, ჩემო საყვარელო პეტრე, თუ რაოდენ სიწმინდეს ფლობდა ეს უძლური კაცი, როცა თავისი ლოცვით შეძლო საშინელი ცეცხლის ჩაქრობა.

პეტრე - განვიხილავ, მამაო, და განვცვიფრდები!

თავი VII. ამბავი სორაქტოვის მთის მონასტრის ეკონომოს ნონოზისა
ახლა კი მოგითხრობ იმას, რაც ანკონის მეზობელ მხარეში მოვისმინე შენს ნაცნობ ეპისკოპოს მაქსიმინესა და ღირს მამა ლავრიონისგან. ორივე ახლაც ცოცხალია. მოხუცებული ლავრიონი ცხოვრობდა ქალაქ ნემეზის ახლოს, სუპენტონის მონასტერში, რომელსაც წმინდა და ღმერთშემოსილი მამა ანასტასი წინამძღვრობდა. სუპენტონის მონასტერთან, სორაქტოვის მთაზე მეორე მონასტერი იყო. იქ მოღვაწე ერთი ფრიად პატივცემული კაცი, ეკონომოსი ნონოზი, განთქმული იყო მაღალსულიერებითა და მკაცრი მოღვაწეობით. ეს მიზეზი და მონასტრის სიახლოვე ანასტასის განაწყობდა, ხშირად სწვეოდა ნონოზს. იმ მონასტრის წინამძღვარს, სადაც ნონოზი ცხოვრობდა, სასტიკი ხასიათი ჰქონდა. ნონოზი კი საოცარი სიმშვიდით დაითმენდა მის გაბრაზებას. თავმდაბლობით მთელ ძმობას აღემატებოდა და ხშირად დიდი სიმდაბლით წინამძღვრის რისხვას აცხრობდა. რადგან მონასტერი მთის წვერზე მდებარეობდა, ძმებს პატარა ბაღიც კი არ ჰქონდათ. მთის კალთაზე იყო საამისო ადგილი, რომელსაც კლდე ფარავდა. ერთხელ ნონოზმა იფიქრა: კლდე რომ არ უშლიდეს, აქაურობა საბოსტნედ გამოდგებოდაო. მაგრამ ლოდი იმდენად დიდი იყო, რომ 50 წყვილი ჯორიც ვერ დაძრავდა.

წმინდანმა ღმერთს მიმართა შეწევნისთვის და შუაღამის სიჩუმეში ლოცვას ჩაუღრმავდა. დილით ძმებს ლოდი მოწყვეტილი დახვდათ.

ერთხელ ეს წმინდა კაცი ტაძრის კარიბჭეში შუშის კანდელებს წმენდდა. ერთი ხელიდან გაუვარდა და დაიმსხვრა. წინამძღვრის მოსალოდნელი მრისხანებით შეშინებულმა ნონოზმა ნამსხვრევები მოაგროვა, საკურთხევლის წინ დადო და დიდი გოდებით შეუდგა ლოცვას. ლოცვა დაიწყო და დაინახა, რომ კანდელი მთელი იყო. ამ ორი სასწაულით ის ორ წმინდა მამას მიემსგავსა: კლდის გადადგმით - წმინდა გრიგოლს, რომელმაც სიტყვით მთა გადააადგილა, ხოლო კანდელის აღდგენით - წმინდა დონატს, რომელმაც ასევე აღადგინა გატეხილი ჭურჭელი.

პეტრე - ვხედავ, მამაო, რომ ძველად მოხდენილი სასწაულები დღესაც მეორდება.

გრიგოლი - თუ გინდა, ერთ სასწაულზეც მოგითხრობ, რომლის მოხდენითაც წმინდა ნონოზი ელისე წინასწარმეტყველს მიემსგავსა.

პეტრე - მოუთმენლად ველოდები, რომ მოვისმინო.

გრიგოლი - ერთხელ მონასტერში ზეთი შემოაკლდათ. ზეთისხილის კრეფის დრო იდგა, მაგრამ მონასტრის ბაღში ზეთისხილის ხეებს ნაყოფი არ ესხა. წინამძღვარმა ძმები გაგზავნა მეზობელ მხარეში ზეთისხილის კრეფაში მოსახლეობის დასახმარებლად - გასამრჯელოთი მონასტრისთვის ზეთი უნდა ეყიდათ. მაგრამ ღვთის კაცი ნონოზი, თავისი დიდი სიმდაბლით, შეეწინააღმდეგა ამას, ეშინოდა, მონასტრიდან გასულ ძმებს რაიმე სულიერი ვნება არ შემთხვეოდათ. და რადგან მონასტრის ბაღში, ხეებზე აქა-იქ ება ზეთისხილი, ნონოზმა ძმებს უბრძანა, დაკრიფეთ, გამოწურეთ და მომიტანეთო. ძმებმა ბრძანება შეასრულეს და ზეთი პატარა ჭურჭლით მიუტანეს. როცა ყველა წავიდა, წმინდა ნონოზმა ჭურჭელი საკურთხევლის წინ დადგა და ღმერთს შეევედრა. მერე ძმებს უბრძანა, ამ ჭურჭლიდან ცოტ-ცოტა ზეთი მონასტრის ყველა ჭურჭელში ჩაასხითო. მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭელი თითქმის ცარიელი იყო, წმინდანმა მათზე თავსახურის დაფარება უბრძანა. ხოლო როცა კვლავ გახსნეს, ზეთით სავსე აღმოჩნდა.

პეტრე - აშკარად ჩანს, რომ მუდმივად აღსრულდება თვითონ ჭეშმარიტების მიერ ნათქვამი: "მამაი ჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ" (იოანე 5,17).

თავი VIII. სუნეპტონის წინამძღვარი ანასტასი
გრიგოლი - ზემოხსენებული ანასტასი რომის ეკლესიის ნოტარიუსი გახლდათ, რომელ თანამდებობაზეც ღვთის წყალობით ახლა მე ვმსახურობ. სურდა რა, მთელი თავისი ცხოვრება ღმერთისთვის მიეძღვნა, დაუტევა ეს საქმე და საცხოვრებლად სუპენტონის მონასტერი აირჩია. იქ კი, როგორც მზრუნველი მწყემსი, მართავდა მონასტერს. მრავალი წელი გაატარა დიდ ღვაწლში. როცა, ყოვლადძლიერი ღმერთის ნებით, უკვე ჟამი მოახლოვდა მიწიერ ცხოვრებაში მოღვაწეობისთვის კეთილმიგებისა, ერთ ღამეს მონასტრის თავზე მდგარი კლდიდან მოესმა ხმა, რომელსაც ხმაური სდევდა: "მოვედ, ანასტასი!" ამის მერე მონასტრის შვიდ ძმასაც მოუხმო სახელებით. მერე ხმა ცოტა ხნით დადუმდა და მერვე ძმასაც უხმო. მთელ ძმობას ესმოდა ეს ხმა და არავის ეეჭვებოდა, რომ ეს ხმა სახელებით მოხმობილ ბერებს უეცარ სიკვდილს აუწყებდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat