მღვდელი გულში თავის სამწყსოს უნდა ატარებდეს
მღვდელი გულში თავის სამწყსოს უნდა ატარებდეს
ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გული გვქონდეს ფაქიზი და მსუბუქი, მხოლოდ მაშინ მოითავსებს ის ცოცხალ რწმენასა და ღვთის სიყვარულს
წმინდა იოანე კრონშტადტელი

დარიგებები სამღვდელო პირებს
* რწმენის ძალით, ჯვრითა და იესოს სახელით გულის მთები გადაადგილდება, ანუ სატანა, რომელიც მთასავით აწევს გულს.

* როცა ხედავ, ვნებები გძლევენ და მათთან ბრძოლაში ძალა გეცლება, მთელი გულით შეღაღადე: შენ ჩემი სიმაგრე ხარ, უფალო, შენ ხარ ჩემი ძალიც, ჩემი ღმერთი, შენ ჩემი სიხარული ხარ.

* ხშირად ვიქნევ სულიერ მახვილს, ანუ ჯვარს, და მით ვკვეთ - თქვენ რა იფიქრეთ? - წიაღსა ჩემსა. რამეთუ ჩვენი სული ჩვენს შინაგანშია, და როგორც თვითონ არის უხილავი, ასეთსავე მტერს ებრძვის შეუსვენებლად. ჰოი, რა ბასრია, ძმანო ჩემნო, მახვილი ესე, ისე ძლიერ მოსწყლავს ჩემს მტრებს, რომ ბრძოლის ველს ტოვებენ და გამირბიან. სული კი უეცრად სიმშვიდეს ჰპოვებს. ეს ცხადია, მაგრამ ვერ ხედავ, მხოლოდ შეიგრძნობ და ისე სავსებით, როგორც ავადმყოფი გრძნობს, როგორ შეუხორცდა მტკივნეული ჭრილობა.

* ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გული გვქონდეს ფაქიზი და მსუბუქი, მხოლოდ მაშინ მოითავსებს ის ცოცხალ რწმენასა და ღვთის სიყვარულს ყოველივე სულიერი საგნისა და სიწმინდისადმი. მაგრამ თუ ის განსქელდება (განსქელდა იმ ადამიანთა გულები, - შეადარე: გამოსვლა 6,10) და დამძიმდება (ნუუკვე დამძიმდნენ გულნი თქვენნი, - ლუკა 21,34) საჭმელ-სასმლისგან - მათი გამაუხეშებელი და დამამძიმებელი თვისებისგან, ცხოვრებისეული საზრუნავისგან, მაშინ ვეღარ დაიტევს რწმენას, სიყვარულს და მასში ადვილად ჩაიბუდებს ეშმაკი. თქვენ ამას შინაგანი შიშითა და შფოთით შეიტყობთ.

* ეშმაკი ყველანაირად ცდილობს, დაფაროს ჩვენგან ადამიანთა ნათელი სახე და უღიმღამოდ წარმოგვიდგინოს. უკიდურესად იფრთხილე, ეშმაკის თვალებით არ შეხედო ადამიანებს.

* საიდან არის ჩვენში ეს შიში, რომელიც გვართმევს ღვთის ყოვლადძლიერებისა და სახიერების იმედს? თითქოს წყალს გაუცხოებული ბავშვები ვიყოთ, რწმენის ოკეანეში შეცურვისა და დარჩობის გვეშინია.

* მთლად რომ არ დავუძლურდე ღვთისმსახურებისას, როგორც მღვდელი, სარწმუნოების საქმეში სხეულის სიზარმაცისადმი მიდრეკილების გამო კეთილად განმზრახველმა ღმერთმა სატანას და მის განსაცდელის ცეცხლს მიმცა გამოსაწრთობად, რათა განწმინდოს ჩემი მსახურება და ჩემივე სასურველი გახადოს. მან მიმცა შიშისა და შფოთის სულს, რომელიც მსახურების ჟამს მაწვევს უცნაურ შიშს, გულიდან და ბაგიდან ამომგლეჯს ლოცვის სიტყვებს, დამტოვებს შერცხვენილს და ეშმაკის განხურვებულ ისართაგან მომწვარს, დაუმთავრებელ ლოცვებს შორის - რომ საბოლოოდ ვისურვო როგორც უდიდესი სიკეთე, წაუბორძიკებელი მსახურება.

* "ნუ უდებ ჰყოფ, რომელ ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინასწარმეტყველებითა დასხმითა ხელთა ხუცობისათა" (1 ტიმოთ. 4,14).

ყველგან ღვაწლია საჭირო, მადლი სიზარმაცისა და დაუდევრობისთვის კი არ მოგვეცემა, არამედ შესაწევარია ჩვენი უძლურებისა.

* "მონა ჩემი იობი ილოცებს" (იობ. 42,8) - სახეა მღვდლობისა და მისი მსახურების სიმაღლისა.

* მღვდელმა ყველა ღვთისმსახურება უნდა ჩაატაროს მათი ზეციური ღირსების შეცნობით და ღვთის მადლით თავისი ღირსების კეთილმოკრძალებული შეგრძნებით, მისი მნიშვნელობისა და ხარისხის შეცნობით, თავმდაბლად.

* ცხოვრება შენი ღვთის მსახურების რიგია, განვლე იგი სიზარმაცის გარეშე და გწამდეს, რომ ის მალე დამთავრდება და შენს ადგილს, ამავე რიგს სხვები დაიკავებენ.

* "აჰა ესერა ჩვენ დავუტევეთ ყოველივე და შეგიდეგით შენ" (მარკ. 928), - დევიზია მღვდლისა.

* ქრისტიანი მღვდელი ისე უნდა იქცეოდეს, რომ ჭეშმარიტად გულით შეეძლოს თქმა უფლისადმი: "რაი ძეს ჩემი ცათა შინა და შენგან რაი ვინებე ქვეყანასა ზედა? მოაკლდა გულსა ჩემსა (შენით ავსება) და ხორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე" (ფსალ. 72,25-26).

* უფალსა იესო ქრისტესა მსახურებდეთ (შეადარე: კოლას. 3,24), - უთხრა მოციქულმა მონებს თავის ეპისტოლეში. განსაკუთრებით მღვდლისთვის არის ნათქვამი ეს. ჰოი, რარიგად უნდა ასრულებდეს მღვდელი ყველა მსახურებას და საეკლესიო წესებს.

* მხოლოდ ერთი მადლმოსილი ნუგეშისცემისთვის ნუ მსახურებ ღმერთს მთელი გულით, ეს ანგარებიანი და არამყარი მსახურება იქნება, არამედ, ვითარცა ქმნილებამ შემოქმედისა და სიცოცხლის მომცემლის მიმართ, აღასრულე, როგორც აუცილებელი მოვალეობა.

* გახსოვდეს, რა უთხრეს უფალს მოციქულებმა: აჰა ესერა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ (მათე 19,27). შენთვისაც საჭიროა, დაუტევო ყველა ცხოვრებისეული სიკეთე და ზრუნვა მათზე, რომ იყო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი. მრავალგზის გამოცდილება, რაც კი გქონია, ამაში გარწმუნებს. შენთვის უმაღლესი სიკეთე არის ქრისტე.

"წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა" (მათე 19,21). უფალი სულაც არ მოითხოვს შენგან ასეთ მსხვერპლს, სათნო რომ ეყო და არც შენ გინდა მისი მიძღვნა.

ჭეშმარიტად, უფლისთვის, რომელმაც ჩემთვის სული დადო და მე ზეცა მიბოძა, უნდა დავუტეო ყოველივე და დაუფიქრებლად შევუდგე უტკბესი იესოს კვალს.

* შენ მღვდელი ხარ. უფლებაც გაქვს და გევალება კიდეც, ხელმძღვანელობდე და მწყსიდე შენთვის მინდობილ სიტყვიერ ცხოვარს, რომ საცხვრე ეზოში, უფლის ეზოში შეიყვანო. "სიმონ იონაისო, გიყვარ მეა უფროის ამათსა? აძოენ კრავნი ჩემნი" (იოანე 21,15-16).

* გახსოვდეს, რომ ახალ ხარისხში დანიშნულებას შენი უფლისგან, იესო ქრისტესგან სესხულობ. შენ მღვდელი ხარ. ვისი? - ქრისტესი. ანუ მისი სახელით და მის მიერ დადგენილი. შენ მწყემსი ხარ სიტყვიერ ცხოვართა. მაგრამ ეს მწყემსობა ნასესხები გაქვს ქრისტეს მწყემსობიდან: ერთადერთი მწყემსი არის უფალი იესო, მხოლოდ მასთან დამოკიდებულებაში შეიძლება ვუწოდოთ ყველა კაცს სიტყვიერი ცხოვარი, ამ სიტყვის სრული სისავსით და მნიშვნელობით, მხოლოდ ის არის ჩვენი მწყემსი. შენ ხარ მოძღვარი რწმენისა. მაგრამ კვლავ ერთადერთი მთავარი და მასწავლებელი რწმენისა - იესო ქრისტეა. ეცადე, მიემსგავსო ამ უმაღლეს მღვდლემთავარს, მწყემსსა და მოძღვარს: ის სრულყოფილებაა შენი. ის - ღმერთია შენი, შემოქმედი და გამომსყიდველია შენი. კეთილკრძალული იყავი, ილოცე მის წინაშე, გიყვარდეს იგი. ეცადე, უფალთან ერთად მისი ცხოვარნიც გიყვარდეს, როგორც იესოს უყვარდა და უყვარს ისინი, "სიმონ იონაისო, გიყვარ მეა?" (იოანე 21,15). მზად იყავი ყოველთვის, რომ მთელი გულით უპასუხო: "ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ" (იოანე 21,16). მაშინ ის მოგიგებს: "აძოენ კრავნი ჩემნი" და შენ მათ უფლის ეზოში შეიყვან.

* "მომკალმან სასყიდელი თვისი მოიღოს და შეკრიბოს ნაყოფი ცხოვრებად საუკუნოდ" (იოანე 4,36). რარიგ დიდი დანიშნულება აქვს მწყემსებს: ისინი ზეციური ქალაქისთავმა საუკუნო ცხოვრებისთვის ნაყოფის შესაკრებად დაადგინა. ეს ნაყოფნი კი - უფლის გონიერი ცხოვარნი არიან.

* მოციქული ბრძანებს: "იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნებსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულსმოდგინედ. ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას. და გამოჩინებასა მას მწყემსმთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გვირგვინი" (1 პეტრე 2-4).

შეგიძლია ჯვრით ხელში ეწვიო სამწყსოს დასამოძღვრად, როგორც წინასწარ განზრახულად, ისე - როცა საჭიროება მოითხოვს. შეგიძლია მიხვიდე გარკვეულ დღეებში, ანდა ჩვეულებრივ თუ ტაძრის დღესასწაულებზე, ასეთი კი შვიდი გაქვს წელიწადში. მრევლთან სტუმრობისას ჯვრით ხელში მდუმარედ რომ არ იდგე და მარტო დასწავლილ ცარიელ ფრაზებს არ წარმოთქვამდე, მაგალითად, ასეთს: "როგორ ხართ" ანდა "როგორ შეხვდით დღესასწაულს", - სჯობს მათ მაგივრად დასამოძღვრი კითხვები შესთავაზო: თუ ჩასწვდით დღესასწაულის არსს? ყველა დღესასწაული გახსენებთ თუ არა იესო ქრისტეში საუკუნო ცხოვრებას? ჩათვალეთ თუ არა თავი ვალდებულად, დღესასწაულს სულიერად შეხვედროდით, ბავშვური გულწრფელი სიხარულით? თუ გახსოვთ ღვთის მიერ გაკეთებული სიკეთე და მადლიერების გრძნობა თუ გაქვთ უფლის მიმართ? თუ ცდილობთ, ღმერთი მთელი გულით გიყვარდეთ? სიყვარულით კი უფალი ყველაზე წინ მოყვასში უნდა გიყვარდეთ, ეს არის დასაწყისი სიყვარულისა. თუ გახსენდებათ, რომ ჩვენთვის უცნობია, როდის დაგვიდგება სიკვდილის ჟამი, თუ ცდილობთ, განემზადოთ ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე პასუხის მისაგებად? თუ ცდილობთ, ისე იცხოვროთ, რომ კეთილი პასუხი მიუგოთ კაცობრიობისთვის იმ საშინელ განსაცდელების ჟამს? აქ, ამ მიწაზე კეთილდღეობით მცხოვრებს, ხომ არ დაგავიწყდათ მომავალი საუკუნო ცხოვრება? ხომ არ შერყვენით საღმრთო წესრიგი, საკუთარი არსობის მიზნად ახლანდელი ცხოვრება ხომ არ გაიხადეთ, რამეთუ ის მხოლოდ მცირე სამზადისი ჟამია იმ დაუსრულებელი ცხოვრებისთვის?

* "შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრე გამოიხატოს ქრისტე თქვენ შორის" (გალატ. 5,19) - აი მაგალითი ცხოვართა მიმართ მწყემსის სიყვარულისა!

* მოციქული ქრისტესი "ვიდრე კრულებამდე, ვითარცა ძვირისმოქმედი" სახარებისთვის იტანჯებოდა: "ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთვის, რაითა მათცა ცხოვრებაი პოვონ ქრისტე იესუს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა" (2 ტიმ. 2,9-10).

განა ჩვენც ყოველთვის არ უნდა დავითმენდეთ ჩვენს ცხოვართათვის, რათა ისინი ცხონდნენ, რათა ცხოვრება პოვონ ქრისტე იესუს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა? დიახ, ჩვენ გულწრფელნი უნდა ვიყოთ სამწყსოსთან დამოკიდებულებისას და მუდამ თვალწინ გვყავდეს ისინი მათი საუკუნო სიკეთისთვის.

* მღვდელმა ლოცვისას თავი სამწყსოსგან არ უნდა განაცალკევოს, თორემ მისი ლოცვა ცოდვილი და უღირსი იქნება ღვთისთვის. მღვდელი გულში თავის სამწყსოს უნდა ატარებდეს, რათა მოციქულ პავლესავით შეეძლოს, მათ თავისი "წიაღი" უწოდოს, ნიშნად თავის გულთან მათი მარადის და განსაკუთრებული სიახლოვისა, როგორც არწივმა მართვეები, ისინი თავისი სიყვარულის ფრთებით უნდა ატაროს.

* ჰოი სიმფრთხალევ! ჰოი გაუგებარო სულმოკლეობავ!

მთავარია, სასო არ წარიკვეთოთ, ყოველთვის გქონდეს ღვთის გულმოწყალების იმედი. თქვი ხოლმე: ვეებერთელაა ადამიანური უძლურებანი!

* თუ ღვთისმსახურებისას წაიფორხილებ, სასოს წუთითაც ნუ წარიკვეთ, მაშინვე გამოასწორე. თუ სათანადოდ ვერ გამოასწორებ, მაშინ სინდისი დაგტანჯავს, სასჯელი კი შენს სულს მიეწევა. სასოს მაშინაც ნუ წარიკვეთ, თუ წირვისას უფლის ნიჭნი არ მიგიღია: ჭამე და სვი უფლის სისხლი და ხორცი და მთელი გულით შესთხოვე ღმერთს, მოგიტევოს ცოდვები, რომ მისი წმინდა საიდუმლო გექცეს სიხარულად და მხიარულებად - და აუცილებლად აგისრულდება სათხოვარი.

* გახსოვს გამოთქმა: თვალები გაშინებენ - ხელები თავისას აკეთებენ. დაე, შენც ასე მოიქეცი, თუნდაც გონება ხორცისა გაშინებდეს ლოცვის სიტყვების სიმრავლით, ენამ ამ დროს თავისი საქმე აკეთოს და ლოცვები წარმოთქვას.

* უნდა გვქონდეს ღვთისადმი მეტად გულწრფელი და ცოცხალი რწმენა (ასისთავისა), რომელსაც უეჭველად სჯერა, რომ ღმერთი თავისი სახიერებით და ყოვლადძლიერებით აღასრულებს ჩვენთვის სასიკეთო თხოვნას. უნდა გავყვეთ იესოს და ვაცალოთ მკვდრებს თავიანთი მკვდრების დაფლვა (მათ. 8,22). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლიტურგიაზე მშვიდად და წესისაებრ უნდა ვიმსახუროთ, არ ავჩქარდეთ, როცა გვთხოვენ, დავუჩქაროთ და მიცვალებულის წესის ასაგებად წავიდეთ სასაფლაოზე.

ნუ იქნები მშიშარა მცირე რწმენისგან, არამედ მხნედ იდექი სარწმუნოების მიერ.

* ლოცვის წარმოთქმისას შეუმჩნევლად ჩქარობ კაცთა მაამებლობის გამო; ეცადე, ღმერთს თანაეყო და სიტყვასიტყვით წაიკითხო ლოცვანი.

* თუ გინდა არ აჩქარდე ლოცვათა კითხვისას, ჭვრიტე ღმერთი, რომელსაც ევედრები, თითოეული სიტყვა მტკიცედ, აუჩქარებლად წარმოთქვი.

* ლოცვის უპატივცემულობა, სწრაფად ჩაკითხვა ანდა შფოთისგან ბოლომდე არწაკითხვა წმინდა ლოცვის უგულებელყოფაა. შემდეგ სხვას რაღას სცემ პატივს? - ხედავ, ღმერთი დროულად მიგანიშნებს, გონს მოხვიდე და გამოსწორდე. ჩაუღრმავდი ლოცვებს, რომელსაც საეკლესიო წესების აღსრულებისას კითხულობ. სახლის ლოცვები მოაწესრიგე, ასევე კურთხევანიდან ლოცვების წაკითხვაც.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat