არც თავმდაბლობა გაქვს, არც მოთმინება, ხედავ, შენც ფარისეველივით იქცევი
არც თავმდაბლობა გაქვს, არც მოთმინება, ხედავ, შენც ფარისეველივით იქცევი
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
მტრისთვის ლოცვა
(დასასრული)

ვინც სიცოცხლის ბოლოს საშინელ ავადმყოფობასა და განსაცდელებს დაითმენს, მხოლოდ მათ და მათგანაც ყველას არ შეუძლია თქვას: "მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ასე ვიტანჯო".

სულით ძლიერნი კი სხვანაირად ამბობენ. ერთხელ, როცა სამრევლო ეკლესიაში ვმსახურობდი, წამიყვანეს ავადმყოფის საზიარებლად, რომელიც 40 წელი საწოლს გახლდათ მიჯაჭვული. აღსარება ვათქმევინე, ვაზიარე, მერე კი მისი ნუგეშისცემა მოვისურვე... ის კი მეუბნება: "ძვირფასო მამა საბა, გნებავთ დამიჯერეთ, გნებავთ ნუ დამიჯერებთ, მაგრამ სიმართლეს გეტყვით: მე ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით. მიმძიმს ხოლმე იმის მოსმენა, როცა "მწუხარეს" ან უბედურს მეძახიან. შემინდეთ, მამაო".

ავადმყოფის გამოცდა მომინდა და ვუთხარი, - ალბათ უფრო გახარებული იქნებოდი, თუ უფალი განგკურნავდა-მეთქი. "ჰოი არა! - მომიგო მან, - მე ხომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენია: ადამიანები ორი საუკუნე არ ცხოვრობენ. მაგრამ თუ ღმერთი მიბრძანებდა, რომ სამი საუკუნე ამ საწოლზე მიჯაჭვულს დამეთმინა ჩემი ავადმყოფობა, ღვთის შეწევნით, სიხარულით და მადლიერებით შევასრულებდი".

- რატომ, ადამიანებს ხომ ჯანმრთელობა სურთ. ამბობენ კიდეც, ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიაო. წმინდა ეკლესია მუდმივად ლოცულობს თავისი სამწყსოს ჯანმრთელობისა და ცხონებისთვის. განა ჯანმრთელობა ცუდია და წარმწყმედელი?

- მამაო, ნუ გამომცდით. ყველაფერი ეს კარგია, მაცხოვნებელია, მაგრამ ქრისტემ თქვა, - ვისაც დატევნა შეუძლია, დაე დაიტიოსო. ასეთია ჩემი პირდაპირი პასუხი თქვენს შეკითხვაზე. რაც შეეხება ნათქვამს, - ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიაო, ასე ერის ადამიანები ამბობენ, ყველაფერ მიწიერს რომ არიან მიჯაჭვულნი. მათ გემრიელად ჭამეს და კარგად გამოიძინეს, თავბრუ არ ესხმით და მხნედ გამოიყურებიან. ეს არის და ეს! ცნება, "ჯანმრთელი სული", სწორად გვესმის, თუ განუწყვეტლივ ღმერთი გვახსოვს და ღვთისმოშიშებით ვცხოვრობთ. ისინი კი, ვინც ასე ამბობს, ცოტას ფიქრობენ ღმერთზე ან საერთოდ არ იცნობენ მას. სწორი იქნებოდა გვეთქვა: "უძლურ სხეულში ჯანმრთელი სულია" და "უძლურებაში შეიცნობა ღვთის ძალა". უკრძალველ ჯანმრთელ სხეულში კი ყველანაირი არაწმინდება სახლობს: ბილწი გულისთქმები და სურვილები... სისხლი კი, ვითარცა გავარვარებული ღუმელი ბაბილონისა, აღვივებს ხორციელ ვნებებს.

- გეთანხმები, მაგრამ მაინც რატომ გირჩევნია, 300 წელს იავადმყოფო, ვიდრე განიკურნო? თუ ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამის მაგალითი არა გვაქვს? მართალია, ძნელია ბრძოლა, მაგრამ უფალი ყველას შეეწევა, ვინც კი მას დახმარებას სთხოვს. მაინც ასე ჯიუტად რატომ გინდა ავადმყოფობა?

- მე არ ვჯიუტობ, მხოლოდ ღვთის ნებას ვემორჩილები. მე ღმერთისთვის ავადმყოფობა არ მითხოვია, მაგრამ როცა დავსნეულდი, არც განკურნებას ვევედრები. მან უკეთ იცის, რა არის ჩემთვის სასარგებლო: სნეულება თუ ჯანმრთელობა. თუ ღმერთი განმკურნავდა, ისევე ვიტყოდი მადლობას, როგორც ახლა ვარ მადლიერი ნაბოძები სნეულების გამო, მაგრამ სული უფრო სნეულების და განსაცდელის დასათმენად მაქვს განწყობილი, ვიდრე სრულ ნეტარებაში საცხოვრებლად. ავადმყოფობითა და მწუხარებებით სული სწრაფად იძენს სათნოებებს და ისე მდიდრდება, რომ შეუძლია სხვებსაც უწილადოს ეს სიმდიდრე, როგორც, მაგალითად, ღირსმა ვასილი ახალმა თავის მორჩილს თეოდორას უწილადა მადლი. მე კი სულიერად შეჭირვებული არაერთი ახლობელი მყავს!

დამიჯერებ ალბათ, ჩემო მეგობარო, რომ დამატკბო ამ ღვთის მონასთან საუბარმა. ერთია, როცა წმინდა მამათა ნაწერებს კითხულობ და სხვაა, როცა მათ სწავლებებს ხორცშესხმულს ხედავ. ეს ამბავი დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ ჩვენი საუბარი ცხადად ჩამრჩა მეხსიერებაში.

ეს იმიტომ მოგიყევი, რომ უფრო ადვილად მიხვდე, რატომ ეძახიან მტრებს კეთილისმყოფლებს. ისინი გვეხმარებიან, რომ ზეცაში დავაუნჯოთ უხრწნელი საგანძური, ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენ სიხარულით მივიღებთ მათგან წყენას, ისევე როგორც ის ავადმყოფი დაითმენდა სნეულებას.

ჩვენ გვაწყენინეს და ვაპატიეთ. მეტიც, ვილოცეთ მათი ცხონებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ამით კეთილი საქმე შევიძინეთ საუკუნო ცხოვრებისთვის, საუნჯე გავიმრავლეთ ზეცაში.

ბოროტმა ადამიანებმა ეს არ იციან, ანდა ივიწყებენ, თორემ სხვა დროს ერთმანეთს არაფერს ავნებდნენ. ეშმაკებიც ასე იქცევიან: გამოცდიან კაცს და ვნებას აყენებენ, სანამ მისი სულის ცთუნების და წარწყმედის იმედი აქვთ. როცა ნახავენ, ადამიანს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე სცოდოს, გარბიან, რადგან იციან, რაც მეტად გამოცდიან კაცს, ის მეტ ჯილდოს მიიღებს ღვთისგან.

ბოროტი ადამიანი უპირველესად საკუთარ სულს ღუპავს, განამზადებს საუკუნო სატანჯველისთვის. გულახდილად რომ ვთქვათ, ცოტა თუ ლოცულობს გულწრფელად და სიყვარულით საკუთარი მტრებისთვის... მაშ, რისი იმედი აქვთ მათ, ვინც მოყვასს თუნდაც მცირე ზიანს აყენებს?

სინანულის და მისი ნაყოფის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სწრაფადვე მივიღოთ ზომები გამოსასწორებლად, ხოლო ისინი, ვინც გვამძიმებენ, დავფაროთ ჩვენი სიყვარულით და გავუკეთოთ სიკეთე.

ავადმყოფური თავმოყვარეობა. მწერ: "მამაო, ძალიან მეწყინა! ასე რატომ გამლანძღა? ცუდი რა გავუკეთეო". ეს ნიშნავს, რომ საქმის არსს ვერ ხვდები. რა თქმა უნდა, მისთვის ცუდი არაფერი გაგიკეთებია, მაგრამ როცა მის მაგივრად სხვას მიმართე, ამით მის თავმაღლობის ვნებას შეეხე. მისი ვნება შენს თავმოყვარეობის ვნებას შეეჯახა და ხანძარიც გაჩაღდა: განაწყენდი. გულში თავმოყვარეობის ვნება რომ არ გქონოდა, თანაუგრძნობდი მას და ილოცებდი მისთვის, როგორც სულიერი ავადმყოფისთვის. სნეული და საცოდავია ის, ვის გულშიც ვნებები არ ჩამცხრალა. აი ის უმიზეზოდ, ასანთივით აენთო. განა კარგად არის? განაწყენებული სამი დღე-ღამე ტიროდა. ყველაზე ახლობელმა, ვისი იმედიც ჰქონდა, გული მოუკლა, სხვასთან წავიდა... რაღას აღარ წამოიდგენს მისი ავადმყოფური წარმოსახვა, ვნებიანი გული, თავმაღლობა, ეჭვიანობა. თუ ვინმე მეორესთან უმძრახად არის, ნაწყენნი არიან ერთმანეთზე - ნიშნავს, რომ ორივე თავიანთი ვნებებისდა მიხედვით იქცევა და დამღუპველი გზით მიდიან.

ვინც აღსარებისთვის ემზადება, თავი ქრისტეს მცნებებისდა მიხედვით უნდა განიხილოს. ჰოდა, შენც განიხილე. ქრისტემ თქვა: ნეტარ არიან მდაბალნი გულითა. ანუ ნეტარნი არიან ის ქრისტიანები, რომლებიც სულით მდაბალნი არიან, რომლებიც ერთმანეთზე არ ამაღლდებიან. თავს ყველა კაცზე და თვით სხვა ქმნილებაზე უარესად თვლიან. ასრულებ შენ ღვთის ამ მცნებას? არა, რა თქმა უნდა. თავს ყველაზე უარესად არ თვლი. საკუთარი ადამიანური ღირსებით ყოყოჩობ და აღგაშფოთებს თითოეული დატუქსვა ან დამამცირებელი სიტყვა. ამბობ, მე ხომ კაცი ვარ, ღვთის ხატება. განა შეიძლება დამამცირონო?

ბუნებრივია, არავისი დამცირება არ შეიძლება, ვინც ასე გექცევა, თავისი ცოდვების გამო პასუხს აგებს ღვთის წინაშე, შენ მხოლოდ საკუთარ თავს უცქირე, განიხილე და აცხოვნე.

რა სიკეთე მიიღე აღშფოთებით? ცოდვას ცოდვა მიუმატე და გააძლიერე ხანძარი, რომელიც შეიძლება გეენის ცეცხლში გადაიზარდოს... დაივიწყე სინანული და შედეგიც ინებეთ! მაშინ ვერავინ გადაგარჩენს, ვერც დედა, ვერც მამა, ვერც მეგობარი და ვერც მტრები... ახლა კი ყველაზე მეტად ჩვენი მტრები გვაცხოვნებენ. მათ, თავისდა შეუცნობლად, ცხონებისკენ მივყავართ, სიკვდილის შემდეგ ვერავინ დაგვეხმარება და აღარც სინანულია, სიკვდილის შემდეგ ცოდვებისგან ვეღარ გიხსნიან. იქ მხოლოდ საშინელი სატანჯველია, და დაუსრულებელი, ნაგვიანევი სინანული, რომლის გამოც ცოდვილნი კბილებს აღრჭენენ.

ღვთის ხატება. მწერ, ღვთის ხატება ვარო. გამახსენდა: მეგობარზე გაბრაზებული გოგონა მეუბნებოდა: "მამაო, მასზე არ გავბრაზდებოდი, მაგრამ მან ჩემი სახით შეურაცხყო ღვთის ხატებაო".

ერთი და იგივე ავადმყოფობაა, ერთი და იგივე სიმპტომებია... მაშინ მისი მკაცრად მხილება მომიხდა, ვუთხარი: - ავადმყოფური თავმოყვარეობა გჭირს და შეინანე-მეთქი. თავის მართლება დაიწყო. ცდილობდა თავისი სიმართლის დამტკიცებას. იძულებული გავხდი, მეთქვა: "მოდი, უფრო სიღრმისეულად შევხედოთ, მართლა ასეა? დავუშვათ, მართალი ხარ, მაგრამ თავს მკაცრი, პირუთვნელი მსაჯულივით ყოველმხრიდან შეხედე, რითი შეგიძლია თავის მოწონება?

ღვთის გარეგნული ხატება უფალმა მოგცა. შენი ნებით არ დაბადებულხარ ადამიანად... უფალმა პატივი მოგაგო და თავის ხატად და მსგავსად დაგბადა. მადლობ ამისთვის შემოქმედსა და კეთილისმყოფელს? ნათლობისას სულიწმინდის ყოვლისგამწმენდელი მადლი მიიღე და უფალმაც გიბოძა ქრისტეს მემკვიდრეობა. ზეციური სასუფეველი განემზადა შენთვის, თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი იქნები, თუ იცხოვრებ ღვთის მცნებათა მიხედვით და არ შერყვნი მის წმინდა ხატებას. მაგრამ ფარისეველივით ამაყობ საკუთარი მოჩვენებითი სიმართლით, სინამდვილეში კი... მოდი, ვნახოთ, როგორ ამახინჯებ ღვთის ხატებას საკუთარ თავში: დადიხარ თავდაუბურავი მაშინ, როცა საღმრთო სათნოებათა და ღვთისმოშიშების წესით თავსაფრის გარეშე სიარული არ შეიძლება. მდიდრულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ყიდულობ - არ გაქვს უბრალოება. მიჰყვები მოდას. ეს ცოდვაა.

დროის დაკარგვაც კი არ მინდა იმ სათნოებათა ჩამოსათვლელად, რომელიც ჩვენ, ქრისტიანებს უნდა გვქონდეს და არ გვაქვს, იმ ვნებათა და ბოროტ ჩვევათა ჩამოსათვლელადაც, რომლებიც ჩვენში არ უნდა იყვნენ და გაფურჩქნილან. ვფიქრობ, არ შემეწინააღმდეგები.

ხედავ, რამდენად არის შელანძღული შენში შენ მიერ ღვთის ხატება! რატომ არ ყვირი: მიშველეთ, ვიღუპებიო! უფალსა და ღვთისმშობელს ცრემლებით რატომ არ სთხოვ ცხონებას? რატომ არ აღგაშფოთებს საკუთარი თავი ისევე, როგორც სხვები? ეს შენ შერყვენი საკუთარ თავში ღვთის ხატება როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. შენ არ ბაძავ ქრისტიან მოღვაწეებს და ყოველდღიურად ჯვარს აცვამ ქრისტეს. არც თავმდაბლობა გაქვს, არც მოთმინება, დაუსრულებლად დრტვინავ. მან ვიღაცას შეხედა, ის თავისებურად იქცევა, სხვამ საწყენი სიტყვა მითხრა, მეოთხემ ანგელოზის დღე არ მომილოცა, სალამზეც კი არ მიპასუხა...

მთელი დღეები ამგვარ ფუჭ საუბრებში, ფიქრებსა და სიბრაზეში გაგდის. უფალმა მოუკლებლად ლოცვა გიბრძანა, მაგრამ ამ მცნების შესრულება არ შეგიძლია - "არა გცალია!.."

გოგონა ატირდა. მრისხანების კი არა, სინანულის ცრემლები სდის. გავიფიქრე: "ძალიანაც კარგი. ცოდვების გამო გულის შემუსვრას მიეჩვიოს. ეს სასარგებლოა მისთვის". შენც ასევე გმართებს გულის შემუსვრა, იმნაირადვე მკურნალობა ავადმყოფობისა. მე და შენ მხოლოდ ღვთის ერთი მცნება - "ნეტარ არიან მდაბალნი გულითა" განვიხილეთ. დანარჩენი მცნებების მიხედვით თვითონვე შეიმოწმე თავი, შეესაბამები თუ არა ქრისტიანის წოდებას?

ქრისტემ ბრძანა: ნეტარ არიან მგლოვარენი (საკუთარ ცოდვებზე), ნეტარ არიან მდაბალნი, მართალნი, სიყვარულით აღსავსენი, მოწყალენი, წმინდანი გულითა და სხეულით, ყველასთან ერთად მშვიდად მცხოვრებნი.

ხედავ, შენც ფარისეველივით იქცევი - მას ცუდი რა გავუკეთეო? აქედან გამოდის, რომ მეუბნები: მამაო, მე კარგი ვარ, ის კი ცუდია. უფალი კი ადგება და გაამართლებს მას სინანულის ანდა მისდამი ლოცვითი შუამდგომლობის გამო, შენ კი განგსჯის ამპარტავნული ფიქრებისა და განკითხვისთვის. ჰოდა, ასეთი "კარგი" უმადლოდ დარჩები. ვინ იქნება დამნაშავე? მხოლოდ შენ, სხვას ნუ დაადანაშაულებ. შენს ცოდვებს კეთილმშვენიერი საბაბით მალავ: იწერები, - ღვთის ხატება ვარო. ქრისტე ხატია ღვთისა მამისა, ხორცში მოსული, სულით კი თვითონ ღმერთია! მაგრამ ის არ აღშფოთებულა, როცა ამცირებდნენ, შეურაცხყოფდნენ, აფურთხებდნენ მის უწმინდეს სახეს, სცემდნენ და ჯვარზეც გააკრეს. მას არასოდეს უსაყვედურია მათთვის, არამედ მამა ღმერთს თავის ჯვარმცმელებისთვის ევედრებოდა.

როცა ჩვენ წავიმუშაკებთ ჩვენი შინაგანი კაცის გამოსასწორებლად, მაშინ როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად ვიქნებით მსგავსნი იესო ქრისტესი და მისი ყოვლადწმინდა დედისა. მაშინ გვექნება უფლება ვთქვათ: მე ხატი ვარ ღვთისა, მანამდე კი მტვერი და მატლი ვართ და არა ადამიანები. გასაგებია? ნუ გაბრაზდები და გეწყინება მკვეთრი ტონი - ასეთი წამალი ეფექტიანია.

სულიერი მამა მარტო ალერსიანი კი არ უნდა იყოს. ამხილე, განურისხდი, მაგრამ აცხოვნე! - ბრძანებს მოციქული.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat