ისწავლე აქედან, ჩემო პეტრე, თუ როგორ იცავს უფალი მათ, ვინც ახლანდელ ცხოვრებაში თავს იმდაბლებს
ისწავლე აქედან, ჩემო პეტრე, თუ როგორ იცავს უფალი მათ, ვინც ახლანდელ ცხოვრებაში თავს იმდაბლებს
წმინდა გრიგოლ დიალოგოსი - "დიალოგები"
(გაგრძელება)
თავი 4. ეკვიციუსზე, ვალერიის ოლქის მონასტრის წინამძღვარზე

გრიგოლი:
- ახლა მოგითხრობ, თუ რა შემიტყვია ფრიად პატივცემული ფორტუნატისგან, რომელიც პუტეოლის მონასტრის წინამძღვარი გახდა. ასევე ვიტყვი იმ ამბებსაც, რაც მოუყოლიათ ჩვენთვის სხვა პატივცემულ პირებს.

ვალერიის პროვინციაში არაჩვეულებრივი წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა ვინმე ეკვიციუსი. წინამძღვარი ფორტუნატი ახლოს იცნობდა მას. მისი დიდი სულიერი გმირობები ყველასთვის კეთილმოკრძალების მაგალითები გახლდათ. ეკვიციუსი, როგორც მაღალსულიერი ადამიანი, ამ ოლქის მრავალ მონასტერს მართავდა. ახალგაზრდობის წლებში ძალზე ტანჯავდა და ებრძოდა მას ხორციელი ზრახვები. ამ ყველაზე მძიმე განსაცდელმა აიძულა, უფრო გულმოდგინედ ელოცა. დაუცხრომელი ლოცვით ღვთისაგან კურნებას და ძალას გამოითხოვდა ვნებებთან საბრძოლველად. საბოლოოდ, იგრძნო, რომ გაუქრა ყოველგვარი ხორციელი სურვილი და განსაცდელიც ჩამოშორდა. თავს უსხეულოსავით გრძნობდა. ღვთის მადლით, სათნოებებში განმტკიცებული ეკვიციუსი თუ იმ დრომდე მხოლოდ მამათა მონასტრებს მართავდა, ამის შემდეგ დაიწყო დედათა მონასტრის მართვაც. თუმცა შემდგომში ის მუდამ ჩააგონებდა თავის მოწაფეებს, რომ მისი მაგალითით დაუფიქრებლად არ ესარგებლათ...

ამ დროს რომში შეიპყრეს ჯადოქრები, მათ შორის იყო ვინმე ბასილი, რომელმაც მოასწრო ბერის სამოსის ჩაცმა და ვალერიის ოლქში გაიქცა. გამოეცხადა ფრიად პატივცემულ ამიტერანის ეპისკოპოსს კონსტანტინეს. სთხოვა, ეკვიციუსის მონასტერში გაეშვა. ეუბნებოდა, - შესაძლოა, ჩემი ექიმობით გამოვადგე მონასტერსო. ეპისკოპოსმა მაშინვე წაიყვანა მონასტერში ცრუბერი და ღვთის კაცს, ეკვიციუსს მისი მიღება სთხოვა. მან შეხედა ბასილს და ეპისკოპოსს უთხრა: - შენ ბერის კი არა, ეშმაკის მიღებას მიბრძანებო. შენ კი მხოლოდ საბაბს ეძებ, ჩემი ბრძანება რომ არ შეასრულოო, - უთხრა ეპისკოპოსმა. "მე გეუბნები იმას, რასაც მასში ვხედავ, - უპასუხა ღვთის კაცმა, - რომ არ იფიქრო, თითქოს გეურჩებოდე, შენი ნებისამებრ მოვიქცევი".

რამდენიმე დღის შემდეგ ღირს მამას დიდი ხნით მოუხდა მონასტრის დატოვება, რათა ჭეშმარიტების სიტყვით დაემოძღვრა სულიერი ნუგეშის მაძიებლები. ეკვიციუსის წასვლის შემდეგ მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ დედათა მონასტერში ერთი მონაზონი, რომელსაც ხრწნად სხეულზე სილამაზის კვალი ჰქონდა შემორჩენილი, ავად გახდა, საშინლად იტანჯებოდა და თან გაიძახოდა: - უთუოდ მოვკვდები, თუ ბერი ბასილი არ მოვა და ჯანმრთელობას არ დამიბრუნებს თავისი ხელოვნებითო. წინამძღვრის არყოფნის გამო, მონაზონთაგან ვერავინ გაბედა დედათა მონასტერში შესვლა, მით უმეტეს, ბასილმა, რომელზეც მამებმა ჯერ არაფერი იცოდნენ. გაგზავნეს მაცნე ღვთის კაცთან, აცნობეს ყოველივე - მონაზონი ბასილის მისვლას ითხოვსო. წმინდა კაცს მწარედ გაეღიმა და თქვა: განა არ გეუბნებოდით, რომ ეს კაცი კი არა, დემონია? წადით და გააგდეთ მონასტრიდან. ავადმყოფობით გატანჯულ ღვთის მხევალზე კი ნუ შეწუხდებით, სნეულება გაუვლის და ბასილსაც არ მიიხმობსო. დაბრუნდნენ მაცნენი და შეიტყვეს, რომ მონაზონი სწორედ იმ დროს განიკურნა, როცა მათ ამაზე ეუბნებოდა მონასტრიდან შორს მყოფი ეკვიციუსი. ასე მოახდინა მართალმა კაცმა სასწაული, მიჰბაძა ამით თავისი მოძღვრისა და უფლის იესო ქრისტეს მაგალითს. როცა მას სამეუფო კაცმა შინ გაყოლა და თავისი ძის განკურნება სთხოვა (იოანე 4,46), უფალმა ერთი სიტყვით განკურნა ყმაწვილი, ხოლო როცა მამა შინ დაბრუნდა, შეიტყო, რომ მისი ძე სწორედ მაშინ განიკურნა, როცა მის განკურნებაზე მოისმინა თვით ჭეშმარიტების ბაგეთაგან.

წინამძღვრის ბრძანებით, მონაზვნებმა ცრუ ბერი ბასილი გააგდეს მონასტრიდან, ამ დროს მან აღიარა, რომ თავისი ჯადოქრული ოსტატობით ეკვიციუსის კელიას ხშირად ჰაერში სწევდა ხოლმე, მაგრამ წმინდანს ვერაფერს ვნებდა. მცირე ხნის შემდეგ ეს ჯადოქარი რომში კოცონზე დაწვეს.

ასეთი რამეც მოხდა ამავე დედათა სავანის ერთი მონაზონი ერთხელ მონასტრის ბაღში შევიდა. ხილი დაინახა და ისეთი სიხარბით დაუწყო ჭამა, დაავიწყდა, წინასწარ ჯვარი გამოესახა. უეცრად არაწმინდა სულმა შეიპყრო და მიწაზე დასცა. როცა მისი საშინელი ტანჯვა დაინახეს, მაშინვე შესთხოვეს მამა ეკვიციუსს, ეჩქარა და თავისი ლოცვით განეკურნა სნეული. როგორც კი მან ბაღში შეაბიჯა, მონაზონში შესულმა არაწმინდა სულმა ქალის ბაგეებით ყვირილი მორთო: - ეს რა ვქენი, ეს რა ვქენი? ხილზე ვიჯექი, ეს მოვიდა და ხილთან ერთად შემჭამაო. წმინდა კაცმა მრისხანედ უბრძანა არაწმინდა სულს: "გამოდი მაგ მონაზვნისგან და არასოდეს დაბრუნდე ყოვლადძლიერი ღმერთის მხევლის სხეულშიო". ეშმაკი მაშინვე გამოვიდა.

ვინმე ფელიქსმა, ნურსიის მხარის ველმოჟამ, კასტორის მამამ, რომელიც ახლა რომში სახლობს, შეიტყო, რომ ღვთისმოშიშ ეკვიციუსს სამღვდელო ხარისხი არა ჰქონდა, მაგრამ ყველგან დადიოდა და სხვებს მოშურნედ მოძღვრავდა. ამიტომ მეგობრულად ჰკითხა: "როგორ ბედავ ქადაგებას, როცა არც სამღვდელო ხარისხი გაქვს და არც რომის ეპისკოპოსისგან ქადაგების ნებართვაო". წმინდა კაცმა ამგვარად აუხსნა ქადაგებისადმი თავისი კადნიერება: "მეც ჩავფიქრებულვარ ამაზე, მაგრამ ერთხელ, ღამით ხილვაში წარმომიდგა მშვენიერი ჭაბუკი, ენაზე ისეთი იარაღით შემეხო, ექიმები რომ იყენებენ სისხლის გამოსაშვებად და მითხრა: "ჩემს სიტყვებს დავდებ შენს ბაგეზე, წადი და იქადაგეო". იმ დროიდან მოყოლებული, რომც მოვისურვო გაჩუმება, არ შემიძლია".

პეტრე: - მამაო, რა ღვაწლს ეწეოდა ეს წმინდა კაცი, რომელმაც საყოველთაო სარწმუნოებით ღვთისგან მადლის ამგვარი ნიჭები მიიღო?

გრიგოლი: - ჩემო საყვარელო პეტრე, ღვაწლი (მოსაგრეობა) მადლის ნიჭზეა დამოკიდებული და არა პირიქით, მადლი ღვაწლიდან არ მოდის, თორემ მაშინ მადლი მადლი აღარ იქნებოდა. ყოველ ღვაწლს წინ უსწრებს მადლის ნიჭები, თუმცა ამის მერე მადლის ნიჭნიც იზრდება იმავე საზომით, რომლითაც ღვაწლი. თუ გსურს ნამდვილი ცნობები შეაგროვო ამ ღვთის მონის ცხოვრებიდან, ჰკითხე ალბინს, დიდად პატივცემულ ეპისკოპოსს რატენისა. ბევრი სხვაც იცნობდა მას. მეტი რა ღვაწლის შეტყობა გინდა, როცა იცი, რომ ეს ღვთის მონა მოშურნეობით უთავსებდა თავის უბიწო ცხოვრებას სხვათა დამოძღვრის საქმეს. ისე მოშურნედ იღვწოდა კაცთა სულების ღვთისადმი შესაძენად, რომ რამდენიმე მონასტერს მართავდა, ამავე დროს, ყველგან მიმოდიოდა: ეკლესიებში, ქალაქებში, სოფლებში, თვით ქრისტიანთა სხეულებშიც შედიოდა და ადამიანთა გულებში აღანთებდა ზეციური მამულისადმი სიყვარულს. ტანსაცმელი ისეთი შეურაცხი ეცვა და ისე უბრალოდ გამოიყურებოდა, რომ ვინმე უცნობი შეხვედრისას სალმის ღირსად არ მიიჩნევდა. სამგზავროდ ოჩან ცხენს ამოარჩევდა. უნაგირის ნაცვლად ცხვრის ტყავს ხმარობდა, აღვირის მაგიერ თოკს. სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან თან გულზე ჩამოკიდებული ტყავის ჩანთით წმინდა წერილი მიჰქონდა, რათა განეღო ღვთის სიტყვის წყარო და მოერწყო სულიერი ჯეჯილი.

მის მქადაგებლობაზე ხმა გავარდა და რომამდე მიაღწია; მაშინ რომის ეპისკოპოსის კრებულიდან ზოგიერთი ფარისეველი (რომლებიც მსმენელთა სულებს ჩვეულებისამებრ თავიანთი ენით მოინადირებენ და მერე ღუპავენ) მწყემსმთავარს საჩივრით მიადგა: უწმინდესო მამაო, ერთმა კაცმა, სრულიად გაუნათლებელმა, თავს ქადაგების ნება მისცა და მიიტაცა თქვენი მოვალეობა. ხომ არ ინებებთ, გავგზავნოთ კაცნი, მოვიყვანოთ და გავაგებინოთ საეკლესიო წესი და რიგიო.

ჩვეულებისამებრ ასე ხდება: თავისი მოვალეობის მოშურნედ აღსრულებაში პირმოთნეობა აღწევს ხოლმე. რომის ეპისკოპოსმა დაუჯერა თავის კრებულს და ეკვიციუსის რომში ჩამოყვანა ბრძანა. ამასთან, პაპს არ უნდოდა, რომ მის ბრძანებას რაიმეთი შეურაცხეყო ღვთის კაცი, ამიტომაც თავის დეფენსორს იულიანეს (რომელიც შემდგომში საბინიის ეკლესის ეპისკოპოსი გახდა) უბრძანა, წმინდა ეკვიციუსი რომში შესაბამისი პატივით ჩამოეყვანა. იულიანე მაშინვე გაეშურა წმინდა ეკვიციუსის მონასტერში, სადაც მხოლოდ რამდენიმე ბერი ნახა, წიგნების გადამწერნი. "სად არის წინამძღვარი?" - ჰკითხა მათ. ცოტა მოშორებით ბალახს თიბავსო, - უპასუხეს ბერებმა. იულიანეს ერთი მოსამსახურე ჰყავდა, ძალზე ამაყი და კადნიერი. სწორედ ის გაგზავნა წინამძღვრის მოსაყვანად. მსახურმა მინდორში მთიბავებს უხეშად ჰკითხა: - სად არის ეკვიციუსიო. მიუთითეს. წინამძღვარს თვალი მოჰკრა თუ არა, მსახური უჩვეულო შიშმა აიტანა. თრთოლით მიუახლოვდა ღვთის კაცს, დავარდა მის წინაშე, ეამბორა მუხლებზე და თავისი ბატონის მოსვლა ამცნო. მისალმების შემდეგ ღვთის კაცმა უთხრა: - აიღე ალერდი და თქვენს ცხენებს წაუღე. საქმეს დავასრულებ და მოვალო.

იულიანეს გაუკვირდა მსახურის დაგვიანება, ხოლო როცა დაინახა მინდვრიდან მომავალი ბულულმოკიდებული მსახური, განრისხებულმა დაუყვირა, - მე შენ წინამძღვრის მოსაყვანად გაგგზავნე და არა თივის მოსატანადო. ამასობაში ღვთის კაცი მოწესრიგდა, თავისი ქამრით თივის ბულული შეკრა და მონასტერში დაბრუნდა.

აი, ის არისო, - უთხრა მსახურმა. იულიანეს გული უჩვეულო შიშმა მოიცვა და აკანკალდა. მოსვლის მიზეზის თქმის თავი არ ჰქონდა. მდაბლად დაემხო ღირსი მამის ფერხთა წინაშე და ლოცვა სთხოვა. აუწყა, უწმინდეს პაპს თქვენი ნახვა სურსო. წმინდა ეკვიციუსმა მთელი გულით მადლობა შესწირა ყოვლადძლიერ ღმერთს და უბრძანა ძმებს, სამგზავრო ცხენები მოემზადებინათ, თან დაჟინებით მოითხოვდა, პაპის მოციქული მასთან ერთად ახლავე გამგზავრებულიყო. ეს შეუძლებელია, წმინდაო მამაო, - უთხრა იულიანემ, - ხანგრძლივი მგზავრობით დაქანცული ვარ და დღეს მგზავრობა არ შემიძლიაო.

ჩემო შვილო, - უთხრა მას ღირსმა მამამ, - თუ დღეს არ წავალთ, ვეღარც ხვალ წავალთო.

შეეწყალა ღვთის კაცს დაქანცული პაპის მოციქული და იმ ღამეს მონასტერში დარჩა. მეორე დღეს, გათენებისას, მონასტერში ცხენით მოვარდა პაპის მეორე მალემსრბოლი, პატარა ბიჭი, რომელმაც იულიანეს მღვდელმთავრის წერილი მიუტანა. ის უბრძანებდა, ღვთის კაცი აღარ შეეწუხებინა და მონასტრიდან აღარ წამოეყვანა. როცა იულიანემ მალემსრბოლს ჰკითხა, - რა იყო განკარგულების ასე უცაბედად შეცვლის მიზეზიო, მან უპასუხა, იმავე ღამეს, როცა იულიანე მონასტერში წამოვიდა, პაპს რაღაც საშინელი ხილვა ჰქონდა. ის გაკიცხეს, უთხრეს, როგორ გაბედე მონასტრიდან ღვთის კაცის წამოყვანაო. იულიანე მაშინვე მივიდა წმინდა ეკვიციუსთან და ლოცვა სთხოვა, ასევე აუწყა, რომ პაპმა უბრძანა, აღარ შეწუხებინათ და მონასტრიდან არ წაეყვანათ. ღვთის კაცი ძალზე დამწუხრდა: - აკი, გუშინ გეუბნებოდი, თუ დღეს არ წავალთ, ხვალ საერთოდ ვეღარ წავალთ-მეთქი. შემდეგ კი, პაპის მეორე მოციქულისთვის თავისი სიყვარული რომ გამოეხატა, შეიყვანა სენაკში და უხვად დააჯილდოვა, თუმცა კი მალემსრბოლს ფულის გამორთმევა არ უნდოდა. ისწავლე აქედან, ჩემო პეტრე, თუ როგორ იცავს უფალი მათ, ვინც ახლანდელ ცხოვრებაში თავს იმდაბლებს, რარიგად ჩაირიცხებიან ზეციური სამშობლოს მოქალაქეებად ისინი, ვისაც არ რცხვენია კაცთაგან დამცირებისა და საპირისპიროდ ამისა, ღვთის თვალთა წინაშე შეურაცხნი არიან, საკუთარი თავისა და მოყვასის წინაშე ამაო დიდების ქედმაღლურად მაძიებელნი, ამიტომაც ბრძანა თავად ჭეშმარიტებამ: "თქვენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავთა თვისთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქვენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი, საძაგელი არს წინაშე ღმრთისა" (ლუკა 15,15).

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat