ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია
ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია
"ჭეშმარიტება თვით იესო ქრისტეშია და რამდენადაც ახლოს ვართ უფალთან, იმდენად ახლოს ვართ ჭეშმარიტებასთანაც. მის მადლს, როგორც არასდროს, ყველაზე ძლიერად სწორედ პასექის დღეებში შევიგრძნობთ.

ქრისტეს აღდგომით ზეიმობს ღვთაებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღესასწაული, ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: "უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო რამე არს ქადაგება ესე ჩვენი და ამაო არს სარწმუნოება ეგე თქვენი".
I კორ. 15,14

"ჩვენ აღვდგებით, ვინაიდან სულნი ისევ შეუერთდებიან სხეულებს, რომლებიც გახდებიან უკვდავნი და მოსცილდებათ ხრწნადობა და წარვდგებით ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე. სატანა და მისი დემონები, და მისი კაცი, ე.ი. ანტიქრისტე, ურწმუნონი და ცოდვილნი მიეცემიან მარადიულ ცეცხლს... კეთილის მოქმედნი განათლდებიან, ვითარცა მზე, ანგელოზებთან ერთად მარადიულ სიცოცხლეში, უფალ იესო ქრისტესთან, მარად მისი მჭვრეტელნი და განსცხრებიან მისგან გამომდინარე სიხარულით, მადიდებელნი მისნი მამისა თანა და სულისა წმიდისა თანა უსასრულოდ უკუნითი უკუნისამდე. ამინ".
(წმინდა იოანე დამასკელი)

"ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი, ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი გზის გამნათებელი.

შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.

სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყრობილ იყვნეს მას შინა".

მაშ, დავივიწყოთ მიწიერი განსაცდელი და ამ წარმავალი წუთისოფლიდან მარადიულობას მივაპყროთ თვალი".
(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II)

"თავისი ადამიანური ბუნების სიკვდილით უფალმა კი არ მოიცილა სხეული, არამედ იმისთვის მიიღო ადამიანთაგან სიკვდილი, რომ სხეულით მკვდრეთით აღმდგარიყო და ადამიანებიც უკვდავნი შეექნა სხეულითაც, რამეთუ როგორც კი სიკვდილი მის სხეულს შეეხო, უმალვე თვით სიკვდილი განქარდა სრულიად".

***
"თავისი ადამიანური სხეული ქრისტემ დიდხანს არ დატოვა უსიცოცხლო მდგომარეობაში და მხოლოდ მცირე ხნით უჩვენა ადამიანებს თავისი სიკვდილის კვეთებით მომკვდარი სხეული, რამეთუ მესამე დღესვე აღადგინა იგი მკვდრეთით, შემდეგ კი ზეცად აღამაღლა თავის ღმრთაებასთან და შექმნა საუკუნო ნიშად სიკვდილის ძლევისა და ამ სხეულში გაცხადებული უხრწნელებისა და უნდობლობისა".
(წმინდა ათანასე ალექსანდრიელი)

"შეუძლებლად ეჩვენებათ მკვდართა აღდგომა ამქვეყნიური სიბრძნის სიბნელით მოტყუებულ ბრძენთ, რომელთაც ვერ შეიცნეს, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რომ მისი მრავალსახოვანი სიბრძნე შეიძლება განვჭვრიტოთ, მაგრამ ქმნილებათა გონებისთვის იგი მიუწვდომელია. ღმერთისთვის ყველაფერია შესაძლებელი, მისთვის სასწაულები არ არსებობს. უძლურია ადამიანის გონება: რის ნახვასაც არ ვართ ჩვეულნი, აუხდენელი გვგონია. ღმერთის საქმეები კი, რომლებსაც მუდმივად და უკვე გულგრილად ვუყურებთ, რასაკვირველია, უდიდესი სასწაულია და მიუწვდომელია. და ყოველ წელიწადს მთელი კაცობრიობის თვალწინ ბუნება იმეორებს სწავლებას მკვდართა აღდგომის შესახებ, ფერისცვალებით, საიდუმლო ქმედებით გვიხატავს მას".
(წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი)

"ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი არ ქრება ღმერთისთვის, როგორც არ უნდა განიბნეს თუ განიხრწნას, დაე, თუნდ სრულიად დაიფერფლოს, რადგან ისინი იმ სტიქიებად იქცევიან, რომლისგანაც მიღებულ იქნენ შემოქმედი ღმერთის ყოვლადძლიერი და ყოვლისმპყრობელი ხელით".
(ნეტარი ავგუსტინე)

"რისთვის მივეახლო წარმავალს და რად უნდა ვესწრაფოდე ამქვეყნიურს?! - მე ხომ მთავარანგელოზის ხმას მოველოდები, უკანასკნელ საყვირს, ცათა გარდაქმნას, ქვეყნის შეცვლას, სტიქიათა გათავისფლებას, მთელი სამყაროს განახლებას".
(წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი)

საიდუმლოს გასაღები
"ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.

ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.

ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.

ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.

ქრისტე აღსდგა - მაშასადამე, ყველა მიწიერი სიძნელე დაძლეულია.

ყველა სიძნელე დაძლეულია, მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ბოროტებისა და ტანჯვის ბორკილები დამსხვრეულია, რამეთუ ქრისტე აღსდგა!"
(წმინდა ნიკოლოზ სერბი)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat