თაყვანი ეცი ღვთის განგებას, რომელმაც სწორედ ასეთი სამსახური გიბოძა
თაყვანი ეცი ღვთის განგებას, რომელმაც სწორედ ასეთი სამსახური გიბოძა
#76. წერილი კაცს, რომელიც დიდმოხელე გახდა, მაგრამ ბედნიერება ვერ პოვა
წერილიდან პირდაპირ ცრემლი მოედინება. თქვენ მაღალი თანამდებობისთვის ზრუნავდით. გეგონათ, ბედნიერებას მოგიტანდათ. სხვებიც ასე იქცეოდნენ, ამიტომაც ბრძოლა, შიშის დაძლევა და სხვების ჩამოშორება გიხდებოდათ. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ბედნიერება და ცხოვრებაც ამ მაღალი თანამდებობის მერე დაიწყებოდა. აქამდე თავს უბედურად და თითქმის არარაობად თვლიდით. საბოლოოდ, მიზანსაც მიაღწიეთ. რამდენიმე დღე თავს ახალშობილივით გრძნობდით. მერე კი თანდათანობით გული გაგიტყდათ. ბედნიერება ისევე შორს იყო, როგორც ადრე. მხოლოდ წინათ თუ გჯეროდათ, რომ ის სადღაც იქ, მაღალ თანამდებობაში იყო, ახლა კი ამის რწმენა დაკარგეთ. აფრინდით ღრუბლებამდე, თითქმის ვარსკვლავებამდე, ახლა კი მწარედ ინანიებთ, რომ სხვების მიბაძვით ბედნიერებისკენ არასწორი გზით ისწრაფოდით. ამიტომ გსურთ, ძველ, მოკრძალებულ თანამდებობას დაუბრუნდეთ, როცა ნაკლები პასუხისმგებლობა გქონდათ და გარშემომყოფთა შურის ნესტარი ასე მწარე არ იყო. შესაძლოა ყალბი მონეტების ამბავი გამოგადგეთ.

ერთ დიდ პარკში სახალხო სეირნობისთვის ემზადებოდნენ. შიგ მხოლოდ ბილეთებით უშვებდნენ. ბევრს სურდა შესვლა, მაგრამ ფული არ ჰქონდათ. ერთმა მდიდარმა კაცმა გადაწყვიტა, ადამიანური ვნებები გამოეცადა და ბავშვების ჯგროში მუჭით ყალბი ოქროს მონეტები გადაყარა, რომელთა შორის ერთი ნამდვილი ვერცხლის დინარიც ერია. ბავშვები ეცნენ მონეტებს: იკამათეს, იჩხუბეს, ყველა მონეტა წამოკრიფეს. ვერცხლის დინარს კი ყურადღება არავინ მიაქცია, რადგან ფიქრობდნენ, ოქრო ვერცხლზე ძვირფასიაო. ვისაც ეს ყალბი მონეტები ეჭირა, თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ როცა ბილეთების საყიდლად მივიდნენ, გაირკვა, რომ ფული ყალბი იყო. პოლიციელმა ისინი ციხეში წაიყვანა. ერთი მათგანი ყველაზე გონებამახვილი აღმოჩნდა: როცა დაინახა, მის მეგობრებს რა დაემართა, ყალბი მონეტა მაშინვე მოისროლა, ვერცხლის მონეტა აიღო, ბილეთი იყიდა და პარკში შევიდა.

ახსნა ამგვარია: მხიარულება - ზეციური სასუფეველია ანდა მოუკლებელი სიხარულის სამეფო. ყალბი მონეტები - ხორციელი სურვილებია, მიწიერი პატივმოყვარეობაა და თავის მოტყუება, რომელიც ადამიანს ჭეშმარიტი სიხარულის სამეფოს განაშორებს და მიჰყავს ბნელისა და ტანჯვის სამეფოში. ნამდვილი ვერცხლი სიმბოლოა მართალი სულის შინაგანი სიკეთისა და სიმართლისა. ამსოფლიური ელვარებით მოტყუებული ბავშვები - ცოდვილები არიან. ხოლო ის ბავშვი, რომელმაც ყალბი ოქროს მონეტა გადააგდო და ვერცხლის მონეტის მოსაძებნად გაიქცა, სიმბოლოა მონანული ცოდვილისა.

#172. წერილი ერთ მეწარმეს ჭეშმარიტ ბატონობაზე
მეკითხები, როგორ გავხადო ჩემი ვაჟი ბატონი, რომ მთელი სიცოცხლე ჩემსავით არ წვალობდეს. ბევრი კი ვიტანჯე, მაგრამ რწმენა და ღვთისმოშიშება შევინარჩუნეო, - ამბობ.

კაცო ღმრთისაო, თვითონ შენ ხარ ნამდვილი ბატონი, ქრისტიანული აზრით ხომ ნამდვილი ბატონი ისაა, ვინც ყველანაირ განსაცდელსა და ტანჯვაში საბატონო სული შემოინახა. ერისკაცული, წარმართული აზროვნებით კი ბატონად ის ითვლება, ვინც თავის სულს ყოველდღიურად განსაცდელში აგდებს გარეგნული ხელმწიფებით - ძალაუფლებით, სიმდიდრითა და დიდებით. ჩვენზე კი არ ბატონობენ, არამედ ჩვენშია ჭეშმარიტი ხელმწიფება. უზრუნველობა და უსაქმურობა - სულის დაღუპვისა და პიროვნების გახრწნის გარანტიაა.

შინ ორი გუთანი გვქონდა: ერთი სუფთა და მბრწყინავი, მეორე კი დაჟანგული და უფერული. პაპაჩემს ჩვევაც ჰქონდა: სუფთასა და მბრწყინავ სამუშაო იარაღს "ბატონ გუთანს" ეძახდა. "მე და ბატონი გუთანი დღეს მიწის მოსახნავად წავალთო, - ამბობდა, - იმ ჟანგიანს კი თავი დაანებეთ, დაე უფრო დაიჟანგოსო". მსახურებით მიიღწევა ნამდვილი ბატონობა, სულის ბრწყინვალება და ხასიათის სილამაზე. მოვედი, რათა გემსახუროთ, - უთხრა უფალმა მოციქულებს. ის მათ მიწაზე მსახურად ყოფნას ასწავლიდა, რომ შეენახათ საუფლო სული და ებატონათ ზეცაში. მოციქულნიც იყვნენ გუთანივით წმინდანი და ბრწყინვალენი, მათი საშუალებით კი სამყაროს პატრონმა დაამუშავა სოფელი და დათესა მასში კეთილნაყოფიერი თესლი ზეციური სასუფევლისა და ზეციური მეუფებისა. ნამდვილი ბატონი ისაა, ვისაც საუფლო სული აქვს და საუფლო ხასიათი. ვინც მეხსიერებაში იმარხავს ზეციური სამეუფო წარმოშობის ამბავს, ვინც თავის მოკლე მიწიერ ცხოვრებას უქმობაში კი არ ატარებს, არამედ ღმერთს ადიდებს და იღვწის მოყვასისა და საკუთარი სულის ხსნისთვის, ვინც სიმდიდრისას თავს გლახაკად თვლის და სიღატაკისას - ღმერთით მდიდრად, ვინც ყველაფერს მადლიერებით იღებს, სასოებით ითმენს და რწმენით კვდება. ვისაც მოციქულის სიტყვისაებრ სათნო უჩნს ყოფნა "უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნულებათა და იწროებათა ქრისტესათვის" (2 კორ. 12,10).

ვინც დაუტევა მოჩვენებითი მიწიერი ბატონობა, შეუდგა ქრისტეს - იგია ღვთისმიერი ბატონი, ქრისტეს დიდებული და ზეციური არისტოკრატი.

უფლისმიერი კურთხევა და მშვიდობა შენზედა.

წერილი #45. მემანქანე სტემანს, მოსაწყენ სამუშაოს რომ უჩივის
თავი მოგაბეზრა მოსაწყენმა სამუშაომ და ჩივი, სხვა ხელობანი უკეთესი გგონია. წუხხარ და შფოთავ, უკეთესი სამუშაო რომ ვერ გიპოვია. სანამ კალამს ავიღებდი, დიდხანს ვფიქრობდი, რა მომეწერა. ფიქრებით გავითავისე შენი მდგომარეობა და სამსახური. თავი შენს ადგილას წარმოვიდგინე, სამანქანო განყოფილებაში, ხმაურსა და გუგუნში. მტვერსა და ოფლში გახვეული გზას გავცქერი. ჩემს უკან პატარა სახელმწიფო დგას: მოხუცები, ბავშვები, მშობლები, დიდებულები, დიპლომატები, მოხელეები, გლეხები, მუშები, მოსამსახურეები. ყველანი, გარემოებათა ძალით და უნებური ნათესაობით, ჩემზე არიან დამოკიდებულნი, ერთმანეთში საუბრობენ, ანდა ჩაფიქრებულნი დუმან. თითოეული მათგანი ფიქრებით დანიშნულების სადგურისკენ ისწრაფვის, სადაც უნდა ჩამოვიდეს. მათ რომ იქამდე მიაღწიონ, ჩემზეა დამოკიდებული, მე კი ღმერთზე. ისინი ჩემზე არ ფიქრობენ, არ მიცნობენ, ვერც კი წარმოუდგენიათ, რამდენად მნიშვნელოვანი ვარ მათთვის. და ეს მახარებს! როცა მატარებელი დაიძრა, არავინ მოსულა ჩემს სანახავად და გასაცნობად. შეკითხვაც არავის გასჩენია: გიჟი ხომ არ არის ეს კაცი ან ბრმა, ანდა მთვრალი? მას ხომ ჩვენი სიცოცხლე ვანდეთ! ის ამ "ქალაქის" თავია, რომლის მოქალაქეებიც დროდადრო ვხდებით ხოლმე. ასეთი რამ არავის უფიქრია და ეს მახარებს. მახარებს, რომ ამდენმა ადამიანმა დაუფიქრებლად მომანდო სიცოცხლე, მე, მათთვის უჩინარსა და უცნობს, მოგუგუნე მანქანაში ჩამალულს, და გახარებული თრთოლით ღმერთს ვადიდებ: "ჰოი, უფალო, დიდო და საოცარო, დიდება შენდა, გმადლობ, რომ სიცოცხლე, გონება და ამგვარი სამსახური მიბოძე! სამსახური მომეცი, ღმერთო, შენი მსგავსი. რამეთუ შენ, ჩემს უფალს, უხილავს, დაფარულსა და შეუცნობს შენი წმინდა სულით, მიგყავს ჩვენი ცხოვრების შემადგენლობა. შენ სამყაროს მემანქანე ხარ, მრავალი და მრავალი მგზავრი არც ჩაფიქრდება შენზე, არ გამოიკვლევს საიდუმლოებებს შენი ყოფიერებისა, მაგრამ გულდაჯერებულნი სხდებიან შენს შემადგენლობაში, მიდიან და მიდიან... ეს უეჭველად გახარებს შენ, უსასრულოდ გახარებს. შენ უწყი ის ადგილი, სადაც განუსვენებ შენს ცოდვილ მგზავრებს, სად მისცემ საზრდელს, ვის სად ჩამოსვამ. მათ ნათლად არ იციან, საბოლოოდ რომელ სადგურში ჩერდება შენი საოცარი მატარებელი, მაგრამ სხდებიან მატარებელში, მიჰყვებიან, ჩამოხდებიან შენი, უხილავი, შეუცნობი და მათთვის დაფარული მემანქანის მოიმედენი. ათას-ათასჯერ ქებას შეგასხმენ, განგადიდებენ და თაყვანს გცემენ ყოვლის მხედველს და ყოვლადძლიერ შემოქმედსა და მძღოლსა ჩემსა. შენზე დავამყარებ ჩემს იმედებს ყველანაირი განსაცდელისას".

ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, სხვა რომელი უკეთესი სამსახური გინდა? განა შეიძლება იყოს სამუშაო მასზე უმჯობესი? პეტრე მოციქული მებადურობდა, პავლე კი კარვებს კერავდა. დაფიქრდი, შენი სამსახური რამდენად მნიშვნელოვანია და აღმატებული, ვიდრე მათი საქმიანობა. თაყვანი ეცი ღვთის განგებას, რომელმაც სწორედ ასეთი სამსახური გიბოძა.

ღმერთმა გაკურთხოს და ჯანმრთელად გამყოფოს.

წერილი #218. ვაჭარ მ-ს: მსახურიც ადამიანია
ჩემთან თქვენი ერთი მსახური მოვიდა, სახელად სპასოე. ჩიოდა, სამსახურიდან უსამართლოდ გამათავისუფლაო. არ მესმის, რატომ გაათავისუფლეთ, თუ ორივენი დამნაშავენი იყავით. მან ხელი გიბიძგათ, თქვენ კედელზე მიანარცხეთ. მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, მას საჩივლელი არაფერი ექნებოდა, მაგრამ სხვა რამეც გამოირკვა.

თქვენ საკუთარ ვერცხლის ქორწილს ზეიმობდით. როცა სტუმრები წავიდნენ, სუფრასთან მსახურები მიიწვიეთ და მათთან ერთად სმა გააგრძელეთ. დათვერით. მსახურებიც დათვრნენ. დათვრა სპასოეც, რომელიც მანამდე არ სვამდა. მთვრალი მღეროდა და სადღეგრძელოს წარმოთქმის საშუალებას არ გაძლევდით. გაცეცხლებულმა ტუჩებში შემოსცხეთ, მან ხელი გკრათ, თქვენ კი კედელს მიანარცხეთ. ასე დამთავრდა ზეიმი თქვენი ვერცხლის ქორწილისა, სპასოესთვის კი უმუშევრობის ხანა დაიწყო. მთვრალმა მთვრალს დაარტყა, ანგარიში გასწორებულია. საწყაო საწყაოს სანაცვლოდ. მაგრამ თქვენ ზომიერებას გადააჭარბეთ, როცა მეორე დღეს სპასოე სამსახურიდან გაუშვით.

პოლონეთის მეფე კაზიმირი მეტად აზარტული მოთამაშე იყო და ერთხელ თავის კარისკაცთან ერთად თამაშობდა. კარისკაცი აგებდა, მეფე კი იგებდა. გაბრაზებულმა კარისკაცმა მეფეს სილა გააწნა. საქმე სასამართლომდე მივიდა და მსახურს სიკვდილი მიუსაჯეს. როცა მეფეს განაჩენი მიუტანეს, ხელი არ მოაწერა. თქვა: - დამნაშავე მე ვარ და არა ის. არ ეკადრება მეფეს, ვნებები გაუღვივოს ქვეშევრდომებსო. მგონია, რომ ამგვარად უნდა განსაჯოთ თქვენც. მსახური იმდენად არ არის დამნაშავე, როგორც მისი ბატონი, რომელმაც მას სასმლის დალევა აიძულა. თქვენ მოუხმეთ დასალევად და არა მან. სიმთვრალე კი, როგორც სიგიჟე, ყველას ათანასწორებს. მთვრალ ხალხში ვერ გაარკვევ, რომელია ბატონი და რომელი - მსახური. მარტო ერთი სპასოე რატომ არის დასჯის ღირსი, როცა ეს ორივემ დაიმსახურეთ? ამაში დიდი წილი თქვენი დამსახურებაა, თქვენ კი ყველაფერი მას დააბრალეთ. საცოდავ სპასოეს თქვენს ეზოში განძი რომ ეპოვა, განა მაშინ უარს იტყოდით საკუთარ წილზე?

ერთხელ პავლე მოციქულმა წერილი მისწერა ერთ ბატონს, სახელად ფილიმონს, მისსავე მონაზე, ონისიმეზე. მოციქული სთხოვდა, ონისიმე უკანვე მიიღეთ არა როგორც მონა, არამედ "უფროისღა მონისა", ვითარცა "საყვარელი ძმა". "შეიწყნარე ეგე ვითარცა მე", - სწერს წმინდა პავლე. ამიტომაც გთხოვთ, ეს ღვთისმოშიში ქრისტიანი სპასოე მიიღეთ ისე, როგორც მე მიმიღებდით. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე თქვენთვის, ორივესთვის მოკვდა. მსახური თქვენი ბრძანებით დათვრა: ხედავთ, ის იმდენად ერთგულია თქვენი, რომ თქვენს გამო ცოდვაშიც კი ჩადგა ფეხი. მიიღეთ ის უკან სასწრაფოდ, რომ უნებურად არ გაცხადდეს თქვენი უსამართლობა უფლისა და კაცთა წინაშე.

წერილი #183. ფაბრიკანტს - სულიერ სიცარიელეზე
შენ მშობლიური ქალაქი ძალზე ახალგაზრდამ დატოვე. თითქმის ორმოცი წელი უცხო მხარეში ცხოვრობდი. ჯაგრისების ფაბრიკაში მუშაობდი, დროთა განმავლობაში მისი მფლობელი გახდი, გამდიდრებას ცდილობდი და გამდიდრდი. დაოჯახდი, დაქვრივდი. ღმერთო, რამდენი დღეა ამ ორმოც წელიწადში და თითოეულ დღეს სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობდი. ოცნებობდი, თუ როგორ შეხვდებოდი ძველ მეგობრებს, მარჯვნივ და მარცხნივ კეთილ საქმეებს გააკეთებდი მთელი ქალაქის გასაკვირად! უცხო მხარეში ყველაფერი მობეზრებული გქონდა, მხოლოდ სამშობლოსა და ნათესავების მოგონება გითბობდა სულს. ბოლოს, დადგა სანატრელი ჟამიც, ყველაფერი გაყიდე და შინ დაბრუნდი.

მაგრამ ვაი, რომ იმედი მწარედ გაგიცრუვდა! ამ ორმოცი წლის მანძილზე ბევრი შენი მეგობარი და ნათესავი გარდაიცვალა. ირგვლივ მხოლოდ უცნობი სახეები, უცნობი ხალხია. ეძებ ძველ სახლს - უკვე აღარ დგას. ძველი მეგობრების კარზე აკაკუნებ და უცნობები გიღებენ, გაოცებულები გეუბნებიან, რომ არ იცნობენ მათ, ვისაც კითხულობ. ისევ უცხო მხარეში ხარ! ისევ უცხოებთან! ისევ სიცარიელე, იმაზე უარესი, სამშობლოსთან განშორებისას რომ გქონდა. შენმა ქარავანმა ჩაიარა, სხვა კი არა ჩანს. სულიერად აღელვებული გამოცდი ქალაქს. ჩამოჯექი მორზე და ატირდი: "ახლა სადღა წავიდე? ახლა ვიღას მივეკუთვნები? სად არის ჩემი მიწა, ჩემი სამშობლო?"

შენ ზეციურ ქალაქს მიეკუთვნები, ზეციურ იერუსალიმს, აღთქმულ მიწას, ზეციურ სამშობლოს. იქ ნახა ნავსაყუდელი შენმა ქარავანმა. შენ კი შეუერთდი ახალ ქარავანს და გიხაროდეს, რომ ისიც იმავე მიზნისკენ ისწრაფვის. ორმოცი წელი შენი სული სავსე იყო აჩრდილებით, ამიტომაც ახლა ცარიელია. ახლა აავსე იგი წარუვალობით და უკვდავებით, ისე, როგორც არასოდეს გაგიკეთებია. აავსე ის ღმერთით, შენი შემოქმედით. გწამდეს ღმერთი, გწამდეს ქრისტე, ქმენ ის სიკეთე, რის გაკეთებაც გინდოდა და ნუ ელი კაცთაგან შექებას, მხოლოდ ღვთის შეწყალება გინდოდეს. ახალგაცნობილი მოქალაქენი შეგიყვარებენ ისევე, როგორც უყვარდი მათ, დღეს რომ აღარ არიან ცოცხალნი. რამეთუ ისინი მოწყენილნი არიან, იტანჯებიან და სიკეთეს ელიან. ელიან ნამდვილ კეთილ ადამიანს, დაე, გაიხარონ შენი პოვნით. მშვიდობა და ნუგეში უფლისა მიერ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat