გასაკვირი მხოლოდ ის არის, როცა ვინმე ქვეყნიურ დიდება-პატივს მოიძულებს
გასაკვირი მხოლოდ ის არის, როცა ვინმე ქვეყნიურ დიდება-პატივს მოიძულებს
ამპარტავანი კაცი ყოველი ხერხით ეძიებს პატივს, დიდებასა და ქებას, ყოველთვის სურს რაღაცის ჩვენება, სხვებისთვის მითითება, მბრძანებლობა, უფროსობა. ვინც მის სურვილს ეწინააღმდეგება, მასზე მრისხანებს და ემტერება.

პატივისა და უფროსობის დაკარგვისას დრტვინავს, ყვედრის და გმობს - როდის შევცოდე? რაში ვარ დამნაშავე? ნუთუ ამის ღირსია ჩემი შრომა და დამსახურება? ხშირად ასეთი კაცი თავს იკლავს.

სხვის საქმეებში თვითნებურად ერევა, ყველას სწავლება სწადია, თუმცა თავისი საქმეც არ იცის. ასე აბრმავებს ამპარტავნება.

ურცხვად იქებს და აღიმაღლებს თავს - ესა და ეს საქმე გამიკეთებია, საზოგადოების წინაშე ასეთი და ასეთი დამსახურებები მაქვსო. ჰოი, კაცო! დამსახურებებს რომ ითვლი, შენს ცოდვებზე რატომ არაფერს ამბობ? თუ მათი გამოცხადებისა გრცხვენია, მაშ, თავის ქებისაც შეგრცხვეს.

სხვა ადამიანებს შეურაცხყოფს და ამცირებს - ფლიდია, უვარგისიაო... ადამიანო! ისიც შენნაირი ადამიანია. ჩვენ, ყველანი, კაცნი ვართ. ის ცოდვილია, მაგრამ, ვფიქრობ, არ უარყოფ, რომ ეს სახელწოდება შენც გეკუთვნის. ამან იმ ცოდვით შესცოდა ან სცოდავს, შენ სხვა ცოდვით სცოდავ, შესაძლოა იმავე ცოდვითაც: "ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა" (რომ. 3,23).

რაც სიკეთე აქვს, თავის თავს, თავის მონდომებასა და შრომას, თავის გონებას მიაწერს და არა ღმერთს. ჰოი, კაცო! შენი თავისაგან რა გაქვს, როცა დედის მუცლიდან შიშველი გამოხვედი? რა გვექნება, თუკი ღმერთი არ მოგვცემს, წყარო ყოველივე სიკეთისა? რა შეუძლია შენს მონდომებასა და შრომას იმის დაუხმარებლად, რომელსაც ერთადერთს ძალუძს ყოველივე და რომლის გარეშე ყოველი კაცი არარაობაა, როგორც აჩრდილი სხეულის გარეშე?

ეს ღმრთისა და კაცთათვის საძაგელი ამპარტავნების ნაყოფია; მწარეა ეს ნაყოფი. "კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა" (ლუკა 16,15). ამიტომაც წერია: "ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს" (ლუკ. 14,11).
წმინდა ტიხონ ზადონელი

თუკი ღვთის გზაზე სიარული გსურს, ნუ ეძიებ პატივს. გზა ღვთისა მხოლოდ ისაა, რომ კაცმა ყველაფერში უარყოს საკუთარი ნება და თავი უკანასკნელად, ყველაზე უმცირესად მიიჩნიოს.
წმინდა ბარსანოფი დიდი

როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ შიშველ კაცს ჰგვანან, რომელიც მცირე ძონძს დაეძებს სიშიშვლის დასაფარავად. ასე ეძებენ სათნოებებისგან შიშველნი დიდებას კაცთაგან. სიმდაბლის გამო წმინდანები უარს ამბობდნენ, როცა ღმერთი კაცთა დასახმარებლად გზავნიდა ხოლმე მათ. მოსე ამბობდა: "გევედრები შენ, მიავლინე სხვა უძლიერესი ჩემსა, რამეთუ მე ხმაწულილ ვარ და ენამძიმე" (შდრ. გამოსლ. 4; 10,14); ხოლო იერემია ამბობდა: "ჭაბუკ ვარ მე" (იერ. 1,6). ერთი სიტყვით, ყველა წმინდანმა, როგორც ვთქვით, სიმდაბლე მცნებათა აღსრულებით მოიპოვა. მაგრამ რა არის ეს სიმდაბლე და როგორ იშვება სულში, ამისი სიტყვით გამოთქმა არავის ძალუძს. თუკი კაცი გამოცდილებით არ შეიცნობს სიმდაბლეს, ამას მხოლოდ სიტყვებით ვერ მიხვდება.
წმინდა ამბა დოროთე

სხვაა გონება საყდარზე ამაღლებულისა და სხვა - სკორეზე მჯდომარისა და იქნებ ამიტომაც იჯდა ქალაქგარეთ სასკორეზე დიდი და მართალი იობი, რამეთუ სრული სიმდაბლე მოიპოვა და თქვა სულიერი შემეცნებით: "დავიკნინე თავი ჩემი და დავლსბი, და შევრაცხე თავი ჩემი მიწა და ნაცარ" (იობ. 42,6).
წმინდა იოანე სინელი

კარგი იქნება, თუ ყველა შენს სათნოებას უზარმაზარი სანთელივით დაანთებ. მაგრამ თუ საკუთარ თავში დიდებისმოყვარეობას ვერ დაამარცხებ, იგი ქარიშხალივით ჩააქრობს ყველა შენს სანთელს. შენ კვლავ აანთებ მათ, მაგრამ ქარი ხელახლა დაუბერავს. ამიტომ თავდაპირველად ქარი უნდა შეაჩერო.
წმინდა ნიკოლოზ სერბი

მთავრები და ბატონკაცები, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს, უჯერო და სულისთვის მავნე საქმეები აკეთონ, არ ბატონობენ ადამიანის სულზეც, რადგან ღმერთს იგი თავისუფლად და საკუთარი ნებელობის ხელმწიფედ შეუქმნია. ისინი მხოლოდ ქვეყნიურ საქმეებს განაგებენ და ხელი არა აქვთ ადამიანის ღვთივმიმადლებულ თავისუფალ ნებასთან. თავისუფალი ნება შემოქმედი ღმერთის მიერ ყოველი ადამიანისთვის ბოძებული ნიჭია, რომელიც მას ყოველგვარ ქვეყნიურ ხელმწიფებაზე, იძულებასა და მთავრობაზე აღმატებულად შეიქმს.
წმინდა ანტონი დიდი

* გსურს დიდი შეიქნა? - მაშინ ყველაზე მცირედ და უმნიშვნელოდ მიიჩნიე საკუთარი თავი (მარკ. 9,35).

დაიმდაბლე ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს; ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩენობა - მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.

* თუკი ნახავ, რომ კაცს ვისმე უდიდესი ღირსებისათვის მიუღწევია ამქვეყნად, ნუ გაგიკვირდება, რამეთუ გასაკვირი მხოლოდ ის არის, როცა ვინმე ქვეყნიურ დიდება-პატივს მოიძულებს.
წმინდა ეფრემ ასური

კეთილი, თუნდ მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არა ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
ნეტარი ავგუსტინე

როცა გაქებენ, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ღირსი არა ხარ ქებისა.

ჩვენ ყოველთვის და ყველა შემთხვევაში უნდა დავიმდაბლოთ თავი.

შევიყვარებთ სიმდაბლეს და ღვთისგან დიდებას მივიღებთ. დავკარგავთ სიმდაბლეს და დავკარგავთ ღვთის წყალობასა და დიდებას.

როგორც სინათლის გარეშე ბნელია ყველაფერი, ასევე ადამიანში სიმდაბლის გარეშე წყვდიადის გარდა არაფერი რჩება.
წმინდა სერაფიმე საროველი

არსებობს უაზრო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მეტად დამღუპველი ტიტულები, აი, სწორედ იმის მსგავსი, მომავალი ანტიქრისტე ღმერთს რომ უწოდებს საკუთარ თავს. ამიტომაც გაბედულად ვიტყვი: ყოველი, ვინც კი თავს მსოფლიო ეპისკოპოსად ხმობს და ამით სხვა ეპისკოპოსებზე მაღლა დააყენებს საკუთარ თავს, არის ანტიქრისტეს წინამორბედი...
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

დაბლობში მინდვრები თითქმის ყველთვის უხვი და მოსავლიანია, მაღალი მთები კი გამოფიტული და უბარაქოა. ასევე, თავაწეული თავთავი მუდამ ცარიელია, ხოლო თავდახრილში ბევრი მარცვალია. გქონდეთ დამდაბლებული გული და გამდიდრდებით ყოველივე ხსნისთვის საჭიროთი.
სერგი ნილუსი

* ნუ ისწრაფვი, გახდე უხუცესი, რადგან ამის გაფიქრებაც კი მარცხის ტოლფასია. სურვილიც ნუ გექნება უხუცესობისა, თუ მანამდე მორჩილი არ ყოფილხარ.

* თუ იუნგა არ ყოფილხარ და პირდაპირ კაპიტანი გახდი, რჩევა მაინც ჰკითხე ზღვაოსნობაში გამოცდილებს, რომ არ ჩაიძირო შენს მეზღვაურებთან ერთად.

* ის, ვინც მარტო თავად ისწრაფვის წოდებებისკენ, მთელი სიცოცხლე მარტოდვე მოუწევს ბრძოლა. ვისაც ადამიანები აწინაურებენ, ადამიანები შეეწევიან, ხოლო ვისაც ამაზე ღვთისგან ეუწყება, მწედ ღმერთი ეყოლება.
წმინდა პაისი ათონელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat