წმინდა კვიპრიანე კართაგენელი - ეკლესიის ერთიანობის შესახებ
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი - ეკლესიის ერთიანობის შესახებ
გთავაზობთ ნაწყვეტებს წმინდა მამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომიდან:
"ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ვერც ღმერთი იქნება მამა"

როდესაც უფალი თავად შეგვაგონებს: თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი (მთ. 5,13), როდესაც მცნებად გვიდებს, ვიყოთ უბოროტონი და უმანკონი და ამასთან მეცნიერნი (მთ. 10,16), ყველაზე ჯეროვანი ხომ არ იქნება, საყვარელნო ძმანო, გავითვალისწინოთ ვერაგი მტრის ხრიკები, გულითადად მოვინდომოთ და თვალგაფაციცებულებმა წინასწარ ამოვიცნოთ ისინი, გავექცეთ მათ, რათა ჩვენ, ვინც შევიმოსეთ ქრისტე - სიბრძნე მამა ღმერთისა, არ აღმოვჩნდეთ იმდენად უგუნურნი, რომ არ გავუფრთხილდეთ საკუთარ ცხონებას?!

ამრიგად, არ უნდა გვეშინოდეს ისეთი დევნისა, როცა თავს დაუფარავად გვესხმიან და ლამობენ ღვთის მონათა შემუსვრასა და დამხობას - სადაც საფრთხე აშკარაა, იქ გაფრთხილება იოლია; როგორც კი მომხდური თავის ზრახვას გამოააშკარავებს სულიც წინასწარ განეწყობა მასთან საბრძოლველად. გაცილებით მეტად უნდა გვეშინოდეს და ვუფრთხოდეთ მტერს, რომელიც ფარულად მოიპარება, მშვიდობისმყოფელად მოგვაჩვენებს თავს და გვაცდუნებს, იდუმალი გზებით შეუმჩნევლად შემოსრიალდება - ვითარცა მცურავი ანუ გველი მარად ასეთია მისი ბოროტება - ფარული, ცბიერი თვალთმაქცობით აცდუნებს ადამიანებს! ასე შეაცდინა მან სამყაროს არსებობის დასაწყისში უმანკო სულები, რომლებმაც გაუფრთხილებლად და იოლად დაუჯერეს მის ალერსიან, პირფერობით სავსე სიტყვებს!


საყვარელნო ძმანო, გვმართებს - ვუფრთხოდეთ არა ოდენ აშკარა და თვალსაჩინო სიცრუეს, არამედ ცბიერებითა და მზაკვრობით ოსტატურად შენიღბულსაც. მას შემდგომ, ოდეს მტერი გამოაშკარავებული და ძლეულ იქმნა ქრისტეს მოსვლით, რამაც ნათელი მოჰფინა წარმართებს და აღმოუბრწყინა ბედნიერების მომტანი მაცხონებელი მნათობი ადამიანებს, მათ უფრო სიღრმისეულად აღიქვეს სულიერი მადლი, ბრმებს აეხილათ თვალები და ღვთისკენ მიმართეს მზერა, დავრდომილნი სამუდამოდ განიკურნენ, ხეიბრებმა ეკლესიას მიაშურეს, მუნჯებმა ხმამაღლა იწყეს ლოცვა.

უფალი ეუბნება პეტრეს: და მე გეტყვ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა (მთ. 16,18-19); და თავისი აღდგომის შემდგომ კვლავ უცხადებს: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი (ინ. 21,16). ამრიგად, მაცხოვარმა ერთ [საძირკველზე] დააფუძნა ეკლესია. მართალია, თავისი აღდგომის შემდგომ მან ყველა მოციქულს თანაბარი უფლება მიანიჭა და უთხრა: ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ (ინ. 20,21-23), მაგრამ მაინც ინება, ეჩვენებინა, რომ ეკლესია ერთია და ერთით დაიწყო ეს ერთობა. რა თქმა უნდა, დანარჩენ მოციქულებსაც პეტრეს დარი ღირსება და უფლება ჰქონდათ, მაგრამ დასაწყისში მითითებულია ერთი [მოციქული], იმის ნათელსაყოფად, რომ ეკლესია ერთია. ამასვე აცხადებს სულიწმიდა, უფლის პირით: ერთ არს ტრედი ჩემი, სრული ჩემი; ერთ არს დედისა თჳსისა, რჩეულ არს მშობლისა თჳსისა (ქებათა ქება 6,8).

მას, ვინც ეკლესიის ამ ერთიანობას არ იცავს, როგორ შეუძლია ეგონოს, რომ სარწმუნოებას იმარხავს?! ვინც წინ აღუდგება და უპირისპირდება ეკლესიას, რა იმედი უნდა ჰქონდეს მის წიაღში ყოფნისა?! როდესაც პავლე მოციქული ამავე საგანზე მსჯელობისას ეხება ერთობის საიდუმლოს, ამბობს: ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებითა თქუენისაჲთა; ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი (ეფ. 4,4-6).

ზუსტად ეს ერთიანობა უნდა დავიცვათ მტკიცედ და შევინარჩუნოთ; ეს განსაკუთრებით ეხებათ ეპისკოპოსებს - პირველმჯდომარეთ ეკლესიაში - რათა ცხადყონ, რომ თავად ეპისკოპოსობაც ერთია და განუყოფელი. დაე, ნურავინ მოატყუებს ძმობას! დაე, ნურავინ დაემუქრება სარწმუნოების ჭეშმარიტებას მუხანათური ღალატით! ეპისკოპოსობა ერთია და ეპისკოპოსთაგან თითოეული სრულად მონაწილეობს მასში. ასევე ერთია ეკლესიაც, თუმცა წევრთა შემომატებით გავრცობილი იგი მრავალ ნაწილად იყოფა. მრავალსხივოსან მზესაც ხომ ერთი სინათლე აქვს; ხეც დატოტვილია, მაგრამ მყარად ფესვგადგმული ტანი ერთი აქვს; ბევრი წყარო გამოედინება ერთი სათავიდან და უხვი წყალი მრავალ ნაკადად იყოფა, მაგრამ თავწყარო მათ მაინც ერთი აქვთ. მოაშორე სხივები მზეს - ამ წყაროსთან ერთიანობას მოწყვეტილი სინათლე ვერ იარსებებს; გადატეხე ხის ტოტი - ის ვეღარ გაიზრდება; გადაუკეტე ნაკადულს სათავე - იგი დაშრება.

უფლის ნათლით გაცისკროვნებული ეკლესიაც ასევე მთელ ქვეყანას ჰფენს თავის სხივებს, მაგრამ ყველგან ამგვარად განფენილი ნათელი ერთია და სხეულის ერთიანობა განუყოფელი რჩება. მთელ დედამიწას ფარავს მისი ნაყოფით დახუნძლული ტოტები; მისი წყალუხვი მდინარეები შორს მიედინება... მაგრამ ერთია თავი, ერთია დედა - გამოღებული ნაყოფის სიუხვით გამდიდრებული.

ჩვენ მისგან ვიბადებით, მისი რძით ვიკვებებით, მისი სული გვასულდგმულებს. ქრისტეს სასძლოს დამახინჯება შეუძლებელია - იგი წმინდაა და უხრწნელი, აქვს ერთი სახლი და უბიწოდ ინახავს ერთი სარეცელის სიწმინდეს. ეკლესია ჩვენ - თავისგანვე შობილთ - გვამზადებს ღმერთისა და სასუფევლისთვის. ეკლესიისგან ყოველი განდგომილი ემსგავსება მემრუშე დედაკაცს, ეკლესიის აღთქმები მისთვის უცხო ხდება; ვინც ქრისტეს ეკლესიას მიატოვებს, დაკარგავს ქრისტეს მიერ მისთვის წინასწარ განკუთვნილ ჯილდოს. იგი ეკლესიისთვის ხდება უცხო, უხმარი, მტერი. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის მამა ვერ იქნება ღმერთი. ეკლესიას განშორებული კაცი მხოლოდ მაშინ შეძლებდა ცხონებას, ნოეს კიდობნის გარეთ დარჩენილთაგან ვინმე რომ გადარჩენილიყო. უფალი ასე შეგვაგონებს: რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (მთ. 12,30).

ქრისტესმიერი მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებს. ვინც სხვაგან, ეკლესიის გარეთ, შეკრებს, იგი განაბნევს ქრისტეს ეკლესიას. უფალი ამბობს: მე და მამაჲ ჩემი ერთ ვართ (ინ. 10,30). მამისა, ძისა და სულიწმიდის შესახებ აგრეთვე წერია: ესე სამნი ერთ არიან ( 1ინ. 5,7). ვის შეუძლია იფიქროს, რომ ღვთაებრივ უცვალებლობაზე დაფუძნებული და ზეციურ საიდუმლოებთან შეერთებული ეს ერთობა ეკლესიისა დაირღვევა და დანაწევრდება ურთიერთსაპირისპირო სურვილების შეუთანხმებლობის გამო?! არა, ვინც ამ ერთობას არ იცავს, ის არ მისდევს საღვთო რჯულს, არ იმარხავს მამისა და ძის მიმართ რწმენას, არ ადგას გადარჩენის ჭეშმარიტ გზას!..


ნუთუ ფიქრობ, რომ შესაძლებელია ეკლესიიდან მოშორებულმა იცხოვრო და სხვა სამყოფელი მოიწყო? ჰრააბეს, რომელსაც ეკლესიის წინასახის შექმნა უკავშირდება, ეთქვა: მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ძმანი შენნი და ყოველი სახლი მამისა შენისაჲ შეჰკრიბე შენ თანა სახლსა შინა შენსა; და იყოს, ყოველი, რომელი გამოვიდეს სახლით შენით გარე, თანამდებ იყოს თავისა თჳსისა (ნავ. 2,18-19). გამოსვლათა წიგნში მოცემული კანონის თანახმად, პასექის საიდუმლოსთვის აუცილებელი იყო, რომ დაკლული კრავი - წინასახე ქრისტესი - შეეჭამათ ერთ სახლში. ღმერთი ასე ბრძანებს: სახლსა შინა ერთსა იჭამოს... არა განიღოთ ჴორცთაგანი გარე (გამოსლვ. 12,46). ხორცი ქრისტესი - სიწმინდე უფლისა - არ შეიძლება სახლიდან იქნეს გამოტანილი, მორწმუნეთათვის კი არ არსებობს სხვა სახლი, თვინიერ ერთი ეკლესიისა. ამ ერთსულოვნების სავანეს ახსენებს ფსალმუნებში სულიწმინდა: ღმერთმან დაამკვიდრნის ერთსახენი სახლსა (ფს. 67,7). ღვთის სავანეში, ქრისტეს ეკლესიაში, მხოლოდ ერთსულოვანნი, ურთიერთშეთანხმებულნი და გულწრფელნი ცხოვრობენ და თანამყოფობენ.

სულიწმიდაც ამისთვის გამოჩნდა მტრედის სახით. ამ უბრალო და უწყინარ არსებას, რომელიც არ არის ავი, არ იკბინება და ბრჭყალებით დაუნდობლად არ იკაწრება, უყვარს ადამიანთა საცხოვრისი და მეწყვილესთან ერთად მხოლოდ ერთ ბუდეს იშენებს. ისინი ბარტყებს ერთად ჩეკენ, ერთმანეთის მხარდამხარ დაფრინავენ, განუშორებლად ცხოვრობენ, ამბორით ადასტურებენ თავიანთ თანხმობას, სიმშვიდესა და ერთსულოვანებას.

ნურავინ იფიქრებს, თითქოს კეთილ ადამიანებს შეეძლოთ, ეკლესიას გამოეყონ. ქარი ვერ გაფანტავს ხორბალს, ვერც ქარიშხალი ამოთხრის ფესვმაგარ ხეს. გრიგალს მხოლოდ ბზე მიაქვს, მისი ქროლვა მარტოოდენ სუსტ ხეებს სცემს ძირს. სწორედ მათ შეაჩვენებს და შერისხავს იოანე მოციქული: ჩვენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი, იყვნეს, და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა (1ინ. 2,19). ერესები ხშირად ჩნდებოდნენ და ჩნდებიან იმის გამო, რომ თავნება გონებამ ვერ ჰპოვა მშვიდობა საკუთარ თავში; ხოლო განხეთქილების მთესველი ორგულობა არღვევს ერთიანობას. უფალი გვინარჩუნებს თავისუფალ ნებას და უშვებს, ჭეშმარიტებაზე პაექრობაში გამოიცადოს ჩვენი გული და გონება და ნათლად გამოჩნდეს ღირსეულთა წმინდა სარწმუნოება. ამას წინასწარ გვაუწყებს სულიწმიდა მოციქულის პირით: რამეთუ წვალებანიც ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ (1კორ. 11,19). ასე გამოიცდებიან ერთგულნი და მხილებას მიეცემიან ორგულნი. ასე გენეშორებიან ურთიერთს მართალთა და ურჯულოთა სულები ჯერ კიდევ განკითხვის დღემდე, ასე გამოირჩევა ღვარძლი იფქლისგან! განგდებულ იქნებიან ისინი, ვინც საღვთო განჩინების გარეშე, თვითნებურად, იჩემებენ უგუნური ბრბოს მეთაურობას; კანონიერი კურთხევის გარეშე აცხადებენ თავს ბელადებად; ისაკუთრებენ ეპისკოპოსის სახელს ამ წოდების ვინმესგან მიუნიჭებლად. სულიწმიდა ფსალმუნებში მათ უწოდებს მსხდომთა საჯდომელთა უსჯულოთასა (ფს. 1,1), წყლულთა და სენთა სარწმუნოებისა - მოიხსენიებს ადამიანებად, რომლებიც იოლად დამყოლთ აცდუნებენ გველური სისინით, ოსტატურად ამახინჯებენ ჭეშმარიტებას და დამღუპველი ენით ანთხევენ სასიკვდილო შხამს; მათი სიტყვა ვრცელდება, ვითარცა სრსჳლი (2ტიმ. 2,17), მათი საუბარი სასიკვდილო სახადივით ედება თითოეულის გულს.

უფალი მათ წინააღმდეგ ღაღადებს, მათგან იცავს და განარიდებს თავის გზაკვალარეულ ერს, როდესაც ამბობს: ნუ ისმენთ სიტყუათა წინასწარმეტყუელთასა. რომელნი გიწინასწარმეტყუელებენ თქუენ, რამეთუ გაამაოებენ თქუენ იგინი. ხილვასა გულისა მათისასა იტყვან და არა პირისაგან უფლისა. ეტყვან ურჩთა სიტყვსა უფლისათა: მშჳდობა იყოს თქუენდაო და ყოველთა მავალთა ნებათაებრ მათთა ყოვლისა მავალისა, საცთურითა გულისა მამისაითა. ჰრქუას: არა მოვიდენ შენ ზედა ძჳრნი... არა მივავლინებდ წინაწარმეტყუელთა, და იგინი რბიოდეს, არ ვიტყოდე მათდა მიმართ და იგინი წინასწარმეტყუელებდეს. და თუმცა დგეს გუამოვნებასა ჩემსა შორის, და ისმინნეს სიტყუანი ჩემნი, ასწავებდესმცა ერსა ჩემსა და მოაქცევდეს მათ გზისაგან მათისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა მათთა (იერ. 23,16-17;21-22). მათვე აღწერს და მათზე მიანიშნებს უფალი, როდესაც ამბობს: მე დამიტევეს წყაროა წყლისა ცხოველისაა, და უთხარნეს თავთა მათთა ჯურღმულნი გაჴურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა (იერ. 2,13). შეუძლებელია სხვა ნათლისღება, გარდა ერთისა. ისინი (ერეტიკოსები) კი ფიქრობენ, რომ მონათვლა შეუძლიათ; მათ დაუტევეს წყარო ცხოვრებისა და ხალხს ცხოველმყოფელი, მაცხონებელი წყლის მადლს ჰპირდებიან. მათგან ადამიანები, ნაცვლად განბანვისა, ბიწიერებით ივსებიან; ცოდვები კი არ წარეხოცებათ, უფრო უმძაფრდებათ. ასე იბადებიან არა ღმერთის, არამედ ეშმაკის შვილები. სიცრუისგან გაჩენილნი აღთქმული ჭეშმარიტების ღირსნი ვერ გახდებიან. ორგულობით შობილნი სარწმუნოების მადლს განეშორებიან. შმაგი განხეთქილებით უფლისმიერი მშვიდობის დამარღვეველნი ჯილდოდ სიმშვიდეს ვერ მიიღებენ.

დაე, ზოგიერთები ნუ მოიტყუებენ თავს უფლის ნათქვამით: სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვს, მუნ ვარ მე შორის მათსა (მთ. 18,20) - მას იმოწმებენ სახარების დამამახინჯებლები და ცრუ განმმარტებლები. ეს სიტყვები მეორე ნაწილია ნათქვამისა, რომლის დასაწყისიც მათ გამოტოვეს. ერთ ფრაგმენტს შეგვახსენებენ, მეორეს კი ვერაგულად გვიმალავენ. როგორც თავად განეშორნენ ეკლესიას, ისე ანაწევრებენ ერთსა და იმავე ფრაზას. უფალი თავის მოწაფეებს მოუწოდებს, დაიცვან ერთსულოვნება და მშვიდობა: ამენ გეტყვ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათვსვე საქმისა, რომელიც ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. რამეთუ სადაც იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვს, მუნ ვარ მე შორის მათსა (მთ. 18,19-20) და ამ სიტყვებით გვიჩვენებს, რომ მთავარია არა მვედრებელთა მრავალრიცხოვნება, არამედ მათი ერთ-სულ ყოფა. უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა, - გვეუბნება მაცხოვარი.

ამგვარად, უფალმა მცნებად დაგვიდო, უპირველესად ვიყოთ ერთსულოვანნი, შეხმატკბილებულნი; გვასწავლა, მართლად და გაბედულად დავეთანხმოთ ურთიერთს. მაგრამ როგორ დაეთანხმება ვინმეს ის, ვინც უპირისპირდება თავად ეკლესიის სხეულს და მთელ ძმობას?!

ამრიგად, როცა უფალი მცნებად გვიდგენს და გვეუბნება: სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა, ამით ეკლესიის შემქმნელი და დამაფუძნებელი არ გამოყოფს ადამიანებს ეკლესიისგან, არამედ სარწმუნოებიდან განდგომილთ ამხელს და მართალთ მშვიდობისკენ მოუწოდებს. უფალი თავისი სიტყვებით ცხადყოფს, რომ მისთვის ორ-სამ ერთსულოვნად მლოცველთან ყოფნა უფრო სათნოა, ვიდრე მრავალრიცხოვან განსხვავებულად მოაზროვნესთან; და მცირერიცხოვანთა შეთანხმებული ლოცვით უფრო შესმენილ იქნება თხოვნა, ვიდრე ვედრებით მრავალთა, რომლებიც ერთმანეთში ვერ თანხმდებიან. ამიტომაც ლოცვის კანონის დადგენისას უფალმა იქვე დაურთო: და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაიმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი (მრკ. 11,25). მსხვერპლშეწირვის მსურველს, რომელიც ვინმეს ემტერება, უფალი საკურთხეველთან არ უშვებს, უბრძანებს, ჯერ შეურიგდეს ძმას, მერე კი მშვიდობით დაბრუნდეს და მიართვას ძღვენი ღმერთს (იხ. მთ. 5,23-25). უფალმა არ მოხედა კაენის შესაწირს, რადგან ვერ იქნებოდა მოწყალე მისდამი, ვისაც შურდა ძმისა, სძულდა და უპირისპირდებოდა მას.


და აი, სრულდება წინასწარმეტყველება - ახლოვდება ამა სოფლის აღსასრული და უკვე ჩნდებიან ასეთი ადამიანები, უკვე დგება ასეთი ჟამი. მტერი სულ უფრო შმაგდება, ადამიანებს ატყუებს ცდომილება, აღაზევებს სიცოფე, აღაგზნებს შური, აბრმავებს გულისთქმა, რყვნის უკეთურება, სძლევს ამპარტავნება, დაუნდობელს ხდის უთანხმოება, ბოლოს უღებს მრისხანება. მაგრამ ჩვენ ნუ შეგვძრავს და შეგვაშფოთებს მრავალთა უკიდურესი და მოულოდნელი მუხანათობა. უმჯობესია, ნაწინასწარმეტყველებმა ჭეშმარიტებამ განგვიმტკიცოს რწმენა. წინასწარ ნაუწყების თანახმად, ზოგიერთი ასეთი უნდა გამხდარიყო; ასე რომ, დაე, დანარჩენი ძმები უფრთხილდნენ მათ, რადგან ამის შესახებაც იწინასწარმეტყველა უფალმა თავის შეგონებაში: თქუენ იხილეთ და ეკრძალენი, აჰა ესერა წინაისწარ გითხარ თქუენ ყოველი (მრკ. 13,23). გევედრებით, გაექეცით ასეთ ადამიანებს და, როგორც სასიკვდილო სენს, ისე მოარიდეთ თქვენ სმენას მათი დამღუპველი სიტყვები, თანახმად წმინდა წერილისა: მოზღუდე ყურნი შენნი ეკლითა და ნუ ისმენ სიტყუათა უსჯულოთასა, რადგან განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი (1კორ. 15,33). თავად უფალი გვასწავლის და მცნებად გვიდებს - განვეშოროთ ასეთებს: ბრმანი არიან და წინამძღუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაა ბრმასა თუ წინა-უძღინ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან (მთ. 15,14). უნდა ზურგი შევაქციოთ და გავექცეთ ყველას, ვინც გამოეყო ეკლესიას, რამეთუ გარდაგუარძნილ არს ეგევითარი იგი და სცოდავს და არს იგი თვთ დასჯილ (ტიტ. 3,11).

ნუთუ ქრისტესთან არის ის, ვინც მოქმედებს ქრისტეს მღვდლების წინააღმდეგ, განეშორება ქრისტეს სასულიერო დასსა და ერთან ურთიერთობას?! ის - ეკლესიის წინააღმდეგ ამხედრებული და უგულებელმყოფელი საღვთო განგებულებისა - არის საკურთხევლის მტერი, ქრისტეს მსხვერპლის უარმყოფელი, სარწმუნოების მოღალატე, ღვთისმსახურების მგმობი, ურჩი მონა, ურჯულო ძე, საძულველი ძმა. მან არად ჩააგდო ეპისკოპოსები, მიატოვა ღვთის მღვდლები, გაკადნიერდა და აღმართა სხვა საკურთხეველი, მიუღებელი სიტყვებით შეადგინა სხვა ლოცვა, მოჩვენებითი მსხვერპლშეწირვებით შებილწა უფლის ჭეშმარიტი მსხვერპლი; და არც უნდა შეისმინოს, რომ საღვთო წესგანგების საწინააღმდეგოდ აღძრული უგუნური კადნიერებისთვის საღვთო განგებულებისამებრ დაისჯება კიდეც.


დაე, აღმსარებელთა მაგალითი ნურავისთვის გახდება დამღუპველი! დაე, აღმსარებლის საქციელიდან ნურავინ ისწავლის ტყუილს, ამპარტავნებას, ორგულობას! ის აღმსარებელია... დაე, იყოს მშვიდი და წყნარი, მიუსადაგოს თავისი ქმედებანი კეთილმოწესეობას; გამოირჩეოდეს კეთილკრძალულებით, რაკი ქრისტეს აღმსარებლად იწოდება, მიჰბაძოს ქრისტეს, რომელსაც აღიარებს. ქრისტე გვეუბნება: რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს (მთ. 23,12); თავად მაცხოვარიც განდიდებულ იქნა მამისგან იმიტომ, რომ მან - მამა ღმერთის სიტყვამ, ძალამ და სიბრძნემ - თავი დაიმდაბლა ამქვეყნად (იხ. ფლპ. 2,89). როგორ ეყვარება ქედმაღლობა მას, ვინც ჩვენ თავმდაბლობა დაგვიდო მცნებად და თავადაც თავმდაბლობისთვის მიიღო ჯილდოდ დიდებული სახელი მამა ღმერთისგან?! ადამიანი ქრისტეს აღმსარებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემდგომ მისი მიზეზით არ დაიგმობა ქრისტეს დიდება და ღირსება. ქრისტეს მაღიარებელი ენა არ უნდა იყოს ავი და გესლიანი, ბოროტმეტყველი და მაგინებელი; სახოტბო სიტყვების შემდეგ არ უნდა გადმოანთხიოს გველის შხამი ძმებსა და ღვთის მღვდლებზე.

და აღმსარებელი, თუ მოგვიანებით გახდება მანკიერი და უსინდისო, თავის აღმსარებლობას შეარცხვენს ცუდი ქცევით, საკუთარ ცხოვრებას შებილწავს სამარცხვინო საქმეებით; და ბოლოს, თუ მიატოვებს ეკლესიას, სადაც აღმსარებელი გახდა, გაწყვეტს ერთობასთან კავშირს, ადრინდელ რწმენას უღალატებს, მაშინ თავს ნუ მოიტყუებს, თითქოს არჩეულია დიდებული ჯილდოს მისაღებად აღმსარებლობის გამო. პირიქით, სწორედ ამისთვის დაიმსახურებს უფრო დიდ სასჯელს. უფალმა ერთ-ერთ მოციქულად აირჩია იუდაც, ვინც შემდგომ გაყიდა იგი. თუმცა მოციქულთა რწმენა და სიმტკიცე ვერ შეარყია იმან, რომ იუდა განუდგა მათ კრებულს; ასევე ვერც აღმსარებელთა ღირსებასა და სიწმინდეს დააკნინებს ზოგიერთი მათგანის მუხანათობა. ნეტარი მოციქული თავის ეპისტოლეში გვეუბნება: არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაი განაქარვოსა? ნუ იყოფინ! იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ და ყოველი კაცი ცრუ (რომ. 3,3-4).


ჩვენთან კი ერთსულოვნება დაირღვა, მოწყალების გაცემის სიუხვე შემცირდა. ოდესღაც ზეციური საუნჯის მოსაგროვებლად სახლებსა და სოფლებს ყიდდნენ და მიღებულ საფასურს მოციქულებს აძლევდნენ, რათა მათ უპოვართათვის დაერიგებინათ. ახლა კი საამისოდ ჩვენი შემოსავლის მეათედსაც ვეღარ ველევით; როდესაც უფალი გვიბრძანებს ქონების გაყიდვას, ჩვენ, პირიქით, უფრო მეტს ვიძენთ და ვაგროვებთ. ასე დაგვეშრიტა რწმენის ძალა! ასე დაკნინდა მორწმუნეთა სიმტკიცე! უფალმა წინასწარ იცოდა, რომ ასეთი დრო დაგვიდგებოდა: მო-რაი-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა? (ლკ. 18,8). და აჰა, აღსრულებული მისი წინასწარმეტყველება! ჩვენ რწმენას არაფერი ადასტურებს: არც ღვთისმოშიშება, არც სიმართლის კანონი, არც სიყვარული და არც საქმე. მომავლის არავის ეშინია, არავინ ფიქრობს უფლის დღესა და საღვთო რისხვაზე; ურწმუნოთათვის განკუთვნილ სამომავლო სასჯელზე და მოღალატეთათვის განმზადებულ მარადიულ ტანჯვაზე. ჩვენს სინდისს ამისი რომ სჯეროდეს, შეეშინდებოდა კიდეც; მაგრამ არ ძრწის, რადგან არ სწამს. რომ სწამდეს, გაფრთხილდებოდა, ამ სიფრთხილით კი საშიშროებასაც თავიდან აიცილებდა.

გამოვიღვიძოთ, საყვარელნო ძმანო, რამდენადაც ეს ძალგვიძს, გავეყაროთ ადრინდელი მცონარების ძილს, ფხიზლად დავიცვათ და აღვასრულოთ უფლის მცნებანი, გავხდეთ ისეთნი, როგორადაც გვიბრძანა ყოფნა თავად უფალმა: იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ. და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუღონ მას. ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღვძარენი (ლკ. 12,35-37).

გვმართებს, ვიყოთ წელშემორტყმულნი, რათა განკითხვის დღემ არ მოგვისწროს დაბნეულებს და მოუმზადებლებს. დაე, კეთილი საქმეებით სხივებს ჰფენდეს და ბრწყინავდეს ჩვენი სინათლე, რომელიც ამა სოფლის წყვდიადიდან მარადიული დიდების ნათლისკენ წაგვიძღვება. მუდმივი მზრუნველობითა და წინდახედულებით ველოდოთ უფლის მოულოდნელ მოსვლას; რათა, ოდეს იგი მოგვიკაკუნებს, რწმენით მღვიძარენი დავხვდეთ და ვსასოებდეთ ღვთისგან ჯილდოს მიღებას ჩვენი სიფხიზლისთვის.

თუ ამ ბრძანებებს დავიმარხავთ, ამ შეგონებებსა და მცნებებს დავიცავთ, მოულოდნელად ვერავინ დაგვადგება თავს და ვერ გვნახავს ეშმაკეული ხიბლით მიძინებულთ. და ჩვენ - მღვიძარე მონანი - მეუფე ქრისტესთან ერთად ვიმეფებთ.

ბეჭდვაელფოსტა
13.09. 2014
..
რა ძლიერია,წმინდანია.როგორი ბრძნული საკითხებია.ღმერთო ყველას ესე გაგვინათე გონება და ასე დაგვანახე ჭეშმარიტება.
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat