სიკვდილი დროებითი განშორებაა, ძილია, სამოსლის შეცვლაა
სიკვდილი დროებითი განშორებაა, ძილია, სამოსლის შეცვლაა
"ჩვენ ქრისტეს სხეულის ასონი ვართ, მას ვეკუთვნით, საუკუნოდ შევუნაწევრდით ქრისტეს და იგი ჩვენ ხელიდან არ გაგვიშვებს. როგორ შეიძლება მოვკვდეთ, თუკი სული ღვთისა ჰგიეს ჩვენ შორის? შეუძლებელია ღვთისაგან ბოძებული სიცოცხლე განშორდეს წყაროს სიცოცხლისას. თავად ქრისტეა სიცოცხლე ჩვენი და იგი ღვთის მიერ ჩვენთვის იქმნა არა მარტო "გამოხსნა, არამედ სიმართლე", რათა ცოდვისაგან განწმენდილნი გავმხდარიყავით იმ ზეციური სასუფევლის ღირსნი, სადაც ვერ შევალს ვერა არაწმინდა (I კორ. 1,30). ვუმზერთ რა მას, წინ მივემართებით იმ ურყევი რწმენით, რომ შეუძლებელია დაიღუპოს ჩვენი სულები, კვდებიან რა ცოდვისთვის ქრისტეს წმინდა სისხლით, მის მიერვე განცოცხლდებიან საუკუნო ცხოვრებისთვის, სამარადისო ნეტარებისთვის".
მართლმადიდებელი მოძღვრის დღიურიდან

"ჩვენი მამები გადავიდნენ დედამიწიდან ცაზე, სადაც იმყოფებიან ღვთის სიყვარულში და ჭვრეტენ მას. უფლის მშვენიერება ატყვევებს ყველა სულს სიხარულით და სიყვარულით. ეს მშვენიერება დედამიწაზეც შეიმეცნება, მაგრამ ნაწილობრივ, რადგან სრულქმნილი სიყვარულის ატანას ხრწნადი სხეული ვერ შეძლებს. დედამიწაზე უფალი სულს აძლევს იმდენს, რამდენის დატევნასაც შეძლებს და რამდენის მიცემაც სურს უფლის გულუხვ სულს".

***
"ჩემი სული მიუახლოვდა აღსასრულს და ძლიერ სურს უფლის ხილვა, მასთან მუდმივად ყოფნა. უფალმა მაპატია უამრავი ცოდვა და სულიწმინდით მომცა შემეცნება, თუ როგორ უყვარს მას ადამიანი".
წმინდა ბერი სილუანი

"მიეჩვია ყოველდღე და ღამე სული ჩემი სხეულის დატოვებას და სამყაროს კიდეებამდე გართხმას; ასე გართხმული გრძნობს, როგორ დაცურავენ მასზე მზე და ვარსკვლავები, ჩემს ტბაზე მონარნარე გედების დარად. ანათებს იგი მზესთან ერთად და ცხოველყოფს სიცოცხლეს დედამიწაზე. უპყრია მთანი და ზღვები, მართავს ქარებსა და ქარიშხლებს, ჭვრეტს წარსულს, დღევანდელსა და ხვალინდელს და ღამის გასათევად დედამიწის სევდიან და ჟამგასულ სავანეში ბრუნდება, უბრუნდება სხეულს, რომელსაც კიდევ მცირედჟამ იტყვის თავისად და რომელიც ჩრდილივით ირხევა სასაფლაოთა ბორცვებს, ნადირთა ბუნაგებსა და გაცრუებული იმედების კვნესას შორის.

სიკვდილს არ ვემდური, ღმერთო ცოცხალო, რისთვის დავემდურო? ადამიანმა თავად შექმნა მისგან საფრთხობელა. სიკვდილზე მეტად არაფერი მიბიძგებს შენთან შესახვედრად, უფალო".
წმინდა ნიკოლოზ სერბი

"რწმენა ადამიანში ნერგავს გრძნობას და გრძნობით შეგნებას იმისას, რომ სიკვდილი მთელ ქვეყანაზე დამარცხებულია, ადამიანის ბუნებას ელის მარადიული ცხოვრება უფალ იესო ქრისტესთან და მარადიული სიხარული მასში. ამიტომ ქრისტიანები ისე არ გლოვობენ თავიანთ მიცვალებულებს, "როგორც სხვა დანარჩენები, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ". ჩვენი გლოვა თანდათან გადადის ლოცვით სევდასა და სიხარულში: სევდა გვიპყრობს დროებით განშორების გამო, სიხარული კი - მარადიული სიცოცხლის გამო".

***
"ადამიანის დარდი მიცვალებულთათვის" - სრულიად ბუნებრივია, რადგან სიცოცხლე ღვთისგანაა, სიკვდილი კი ეშმაკისგან. ადამიანისთვის, რომელსაც აქვს ღმერთის მსგავსი ბუნება და რომელიც მას ურიცხვი გზით იზიდავს უფლისაკენ, ღვთიური უკვდავებისა და მარადიულობისაკენ, სიკვდილი ყოველთვის და ყველგან "უკანასკნელი მტერია". ამ მტრის განადგურება შეეძლო და მართლაც გაანადგურა ღმერთკაცმა ქრისტემ თავისი აღდგომით. ამით ჩვენი ოდინდელი, თავდაპირველი დარდი აქცია სიხარულად, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს: ვერც კაცთაგანი, ვერც ანგელოზთაგანი, ვერც ეშმაკეული და ვერც თვით სატანა. ამ სიხარულში ყოველი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი, შეჰყავს მხოლოდ მკვდრეთით აღდგომილი და მარად ცოცხალი ღმერთკაცის რწმენას".
ღირსი იუსტინე პოპოვიჩი

"სახიერი ღმერთი არ დაუშვებდა იმას, რომ თავის ხატად და მსგავსად ერთგზის შექმნილი, ღვთის სიტყვას ნაზიარები გონიერი არსება დაღუპულიყო და ხრწნადობის გზით ისევ არმყოფობაში დაბრუნებულიყო".
წმინდა ათანასე დიდი

"როგორც პირველქმნილი ადამის ურჩობას შედეგად მოჰყვა კაცთა მოდგმის წყევა, წყევას - გახრწნა, გახრწნას კი - სიკვდილი, ასევე მეორე ადამის ანუ ქრისტეს მორჩილებას წყევის ნაცვლად კურთხევა მოჰყვა, კურთხევას - უხრწნელება, უხრწნელებას - უკვდავება, უკვდავებას - სიცოცხლე, მსგავსი ღვთისგან მონიჭებული პირველი სიცოცხლისა".
ღირსი სვიმეონ ღვთისმეტყველი

"რადგანაც მაცხოვარმა აღადგინა სხეული, სიკვდილი შიშს აღარ გვგვრის. მორწმუნენი ფეხქვეშ ქელავენ სიკვდილს, როგორც კნინს და უმალ სიკვდილს ამჯობინებენ, ვიდრე ქრისტეს უარყოფას. მათთვის უეჭველია, რომ გარდაცვლილნი არ იღუპებიან, არამედ ცოცხალნი არიან და აღდგომის მეშვეობით უხრწნელნი შეიქმნებიან. ღმერთმა დახსნა სიკვდილის სალმობანი".
წმინდა ათანასე დიდი

"თუკი სიკვდილი გაშინებს, ჯერ არა ხარ ქრისტესთან სიყვარულით შეკავშირებული. როცა ქრისტეს შეუერთდები, აღარად მიიჩნევ მიწიერ ცხოვრებას და იჩქარებ, გაემგზავრო იქ, სადაც შენ მიერ "შეყვარებული" იმყოფება".
ღირსი მამა თეოგნოსტე

"სიკვდილი დროებითი განშორებაა, ძილია, სამოსლის შეცვლაა. სხეული სულის სამოსელია. ამ სამოსელს სიკვდილით მხოლოდ დროებით განვიმოსავთ, რათა აღდგომის ჟამს, უფრო მეტი დიდებით განბრწყინებულებმა, კვლავ შევიმოსოთ იგი".
წმინდა იოანე ოქროპირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat