***
სათნოებაში წარმატება ნიშნავს, თავმდაბლობაში წარმატებას.***
გაიხსენე ძლიერთა დაცემა და საკუთარ სათნოებებში დამდაბლდი.წმინდა ეფრემ ასური
მართალიც კი ღვთის წინაშე ასე უნდა ამბობდეს: მართალი არა ვარ.
თუ გსურს, ღვთის წინაშე იყო დიდი, საკუთარ თავში დაიმდაბლე თავი.
***
ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია.***
ნეტარია ის, ვინც ყველაფერში იმდაბლებს თავს, რადგან იგი ამაღლდება!***
თავმდაბლობის სრულყოფილება ისაა, რომ სიხარულით აიტანო ცრუ ბრალდებები.წმინდა ისააკ ასური
ღვთის შიში ადამიანს ამდაბლებს, მაგრამ ამავე დროს აღამაღლებს კიდეც.
***
ვისაც საკუთარი ცოდვები ახსოვს, იგი ადვილად მოიპოვებს თავმდაბლობას.***
სადაც გაბოროტება და მრისხანებაა, იქ თავმდაბლობის სული არ დაივანებს.წმინდა იოანე ოქროპირი
სრულყოფილება ისაა, რომ თავი მოყვასზე ნაკლებად ჩათვალო.
ამბა იაკობი
ვინც მეტად შეიცნობს უფალს, მით უფრო მდაბალი ხდება, ეშინია და უყვარს იგი
წმინდა ტიხონ ზადონელი
ღვთისგან განდიდებულმა ადამიანებმა თავმდაბლობა მისგანვე უნდა ისწავლონ.
ამბა ისაია