წმინდა ეფრემ ასური
ცხონების დასაწყისი საკუთარი თავის ყვედრებაა.
ამბა ევაგრე
გიყვარდეს თავმდაბლობა, რომელიც ღმერთს უყვარს.
***
ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს.არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
თუ თავს უარესად მიიჩნევ, უფალი უკეთესად ჩაგთვლის.
***
ნეტარია კაცი, რომელიც თავს ყველაზე უარესად თვლის.***
მაშინ ხარ დიდი, თუ საკუთარ თავს არარაობად მიიჩნევ.წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
გიყვარდეს თავმდაბლობა: იგი შენს ცოდვებს დაფარავს.
წმინდა ანტონი დიდი
თავმდაბლობა ერთ-ერთი ნიშანია ჭეშმარიტი გონიერებისა.
***
თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა.წმინდა ბასილი დიდი
ისეც ხდება, რომ ზოგიერთი დიდებისათვის იმდაბლებს თავს.
ამბა დოროთე
შენი თავმდაბლობის შემყურე მტერიც თავმდაბალი გახდება.
***
დიდია იგი, ვინც ღვთის წინაშე საკუთარ არარაობას გრძნობს!***
საკუთარი თავის დამამცირებელმა ცხონების სწორი გზა ჰპოვა.ამბა ისაია