აბბა დოროთე
ღმერთმა ადამიანს შეუქმნა მთელი ცა და ამკობენ მას ვარსკვლავები. ადამიანის გამო შექმნა მან მიწა, რასაც თავისთვის ამუშავებენ კაცნი. ისინი, რომლებიც ვერ გრძნობენ ღვთის ესოდენ წინაგანგებას, სულით უგუნურნი არიან.
***
რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისაგან. ამრიგადვე, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისას, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის.***
ყველაზე გვიან შექმნა ღმერთმა ადამიანი, რათა მას ყველა საკვირველება დაენახა, უფლებულიყო მათზე, გულისხმაეყო მისთვის ბოძებული, ეცნა ძალა შემოქმედისა.წმინდა ანტონი დიდი
ასეთია სამი ბოროტი თვისება ფარისევლისა: ამპარტავნება, მოყვასის შეურაცხყოფა და პირში მოფერება ანუ მოტყუება.
***
ფარისეველი აქებს თავის თავს. იგი კმაყოფილია თავისი თავით, მას არა თუ არაფერი აწუხებს, არამედ გახარებულია კიდეც თავისი კარგი კაცობის გამო.***
ფარისევლობაა ყოველთვის, როდესაც ითმენ შენს გულში სიყალბესა და სიცრუეს, ისე კი არ ლაპარაკობ და მოქმედებ, როგორც მოითხოვს შენი სინდისი და ჭკუა, არამედ სიცრუით და სიყალბით.***
ვფიქრობ, რომ ადამიანს არ ჰყავს ფარისევლობაზე უსაშინლესი მტერი. იგი მით უფრო საშინელია, რამდენადაც მეტად დაფარულია, ამასთანავე მზაკვარი და შეუმეცნებელია.წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)