***
უფალი მანამდე უფრთხილდება შენს სულს, ვიდრე შენ საკუთარ ენას უფრთხილდები.
***
ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს.***
სულიწმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით.ღირსი ანტონი დიდი
მრავალმეტყველება განაგდებს მადლს და სპობს სულის სიმხურვალეს.
ბერი პართენი კიეველი
უნდა განიხილო თუ ვის ეუბნები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებლობას ღებულობს, მაშინ ესაუბრე მას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ ისაუბრებ.
წმინდა ბერები ბარსანოფი დიდი და იოანე
მრავალმეტყველება არის საჯდომელი, რომელზეც ცუდმედიდობას უყვარს გამოცხადება და თავის საზეიმოდ წარმოჩენა. მრავალმეტყველება არის ნიშანი უგუნურებისა, კარი ავსიტყვაობისა, წარმძღვანელი უჯერო სიცილისაკენ, მსახური სიცრუისა, ამომძირკველი გულის სითბოსი, მომწოდებელი მოწყინებისა, წინამორბედი ძილისა, გამფლანგველი ყურადღებისა, გამანადგურებელი გულითადობისა, გაცივება წმინდა სითბოსი, შელახვა ლოცვისა.
***
საკუთარ შეცოდებათა შემცნობელს თავის ენაზეც გააჩნია ძალაუფლება; ხოლო მრავლისმეტყველს ჯერ კიდევ ვერ შეუცვნია, როგორც საჭიროა, საკუთარი თავი.***
მცირედთ თუ ძალუძთ შეაკავონ წყალი კაშხალის გარეშე; და უფრო მცირედნი არიან ისეთნი, რომელთაც ძალუძთ დაადუმონ თავშეუკავებელი ბაგენი.წმინდა იოანე კიბისაღმწერელი