***
ძეო ჩემო! ნუ განამრავლებ სიტყვებს: მრავალსიტყვაობა განაშორებს შენგან ღმერთის სულს.***
უფალი მუდამ იცავს შენს სულს, მანამ შენ იცავ შენს ენას.***
არასოდეს დაიფიცო არც იმაზე, რაც საეჭვოა, და არც იმაზე, რაც უეჭველია.***
ძეო ჩემო! უდიდესი მონაპოვარია ისწავლო მდუმარება. მდუმარება - უფლისადმი მიბაძვაა, რომელმაც "არარა მიუგო, ვიდრემდის უკვირდაცა პილატეს" (მარკოზ. 15, 5)დაე, შენმა ენამ იხელმძღვანელოს შენი გონებით: სიტყვები დაუფიქრებლად წარმოთქმულნი - კურო და ეკალია.
***
მას, ვინც ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, ნურაფერს ეტყვი.***
ნურასოდეს ნუ ისაუბრებ იმ კეთილ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც აპირებ, - აღასრულე იგი ისე, რომ არ განაცხადო წინასწარ.წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
მავნეა სიტყვა, რომელსაც არანაირი სარგებლობა არ მოაქვს მსმენელთათვის.
წმინდა ბარსანუფი დიდი
სიტყვა აზრის გარეგნული არსია და როგორც ცუდი აზრისაგან ითესება ჩვენს სულში ცოდვა, ასევე ცუდი სიტყვისაგან ითესება იმის სულში ცოდვა, ვინც ჩვენ გვისმენს.
მრავლისმეტყველება შეაგინებს ადამიანს.
ღირსი ბარსანოფე
სულიერ ზრდასა და მრავლისმეტყევლებას შორის უკუპროპორციულობაა.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი