სულხან საბა ორბელიანი - 32. სწავლა ახალ კვირიაკესა ძვირის არაჴსენებისათვის
სულხან საბა ორბელიანი - 32. სწავლა ახალ კვირიაკესა ძვირის არაჴსენებისათვის
"ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმა თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგვიპტელთა, ხოლო აწ ნუ სწუხართ, ნუცა ფიცხელ გიჩნსთ თქუენ, რამეთუ მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხოვრებისა თქვენისათვის მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა" — დაბადების მე თავსა შინა იოსებ ეტყვის ძმათა თვისთა (შესაქ. 45, 4).

გესმისთ, საყვარელნო, ოდეს/ იოსებ იხილნა თვისნი შეურაცხის - მყოფელნი და განმსყიდველნი ძმანი, ვითარ მოწლედ ეუბნებოდა, ვითარ შეიტკბნა, ვითარ განაძლიერნა და განამტკიცნა, რათა არა შეშინდენ ძმისაგან არა-ძვირის მომჴსენისა და ტკბილისა და საყვარლისა გამომზრდელისა? ეგრეთვე აქა იხილეთ: იესუ ოდეს შევიდა ძმათა თვისთა მოციქულთა თანა, რომელთასა ეტყვის მარიამ მაგდალინელს: "წარვედ და უთხარ ძმათა ჩემთა და პეტრეს", ამა ძმათა თანა ოდეს შევიდა კართა ჴშულთა, ვითარ მშვიდობასა მისცემს, ვითარ განამტკიცებს, ვითარ განაძლიერებს და ვითარ არწმუნებს მათ? ვინაჲთგან არა არს ძვირის მომჴსენე მათთვის, ეტყვის: "მშვიდობა თქვენთა", მისცემს შე/ბერვით სულსა წმიდასა:

- "ვითარცა მე მომავლინა მამამან, მეცა წარგავლინებ თქვენ. მე ვარ ძმა თქვენი იესუ, მომეახლენით და ნურღარა მევლტით. მე ვარ ძმა თქვენი იესუ, რომელი განმყიდა ერთმან თქვენთაგანმან. ცხორებისათვის სოფლისა მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქვენსა, ხოლო აწ ნუ სწუხართ, რომელი ჩემთანა სიკვდილსა იქადოდით და დაიმალენით, ნუცა ფიცხელ გიჩნს უარისყოფა შენ, პეტრე, რამეთუ კაცი თავისა თვისისა მინდობილი დაცემად განმზადებულ არს. აწ მოვედით, ამბორს-მიყავით და მიიღეთ ნიჭი ჩემი სული წმიდა და წარვედით ყოველსა სოფელსა და არქვით მამასა ჩემსა, ვითარმედ; ცხოველ არს ძე შენი, არქვით მამასა ჩემსა, რომელიც არს ნებისმყოფელი ჩემი, ვითარცა იტყვის მახარებელი მათე იბ: "რომელმან ყოს ნება მამისა ჩემისა ზეცათაჲსა, იგი არს მამაჩემი, დედაჩემი, ძმა ჩემი და დაჲ ჩემი" (მათე 12, 50). არქვით მამასა ჩემსა ნებისყოფისათვის ღმრთისა, აღმასრულებელსა სჯულთასა და განშორებულსა ბოროტთაგან, სათნოყოფისათვის ჩემისა და უთხარით: მიგიწოდს ძე შენი საყვარელი: აჰა, კარაულები და ჯორები, ტვირთული სამკაულითა და სამოსლებითა მისითა! აჰა საზრდო და ნუზლი, ქვეყნით ცად აღმყვანებელი. მიუთხარით დედათა ჩემთა პატიოსნება, დამარხულთა მართალ მეუღლეთა ახარეთ შეყრა ჩემი და პურისმტედ ყოფნა ჩემთანა; მოუსწრაფეთ ძმისწულთა ჩემთა, მარტვილთა და მოწამეთა, რომელთათვის განმიმზადებიეს გვირგვინი პატიოსანი და ღვაწლისა მძლეობი/სა სანიჭარნი, მოუწოდეთ დათა ჩემთა ენკრატისად სახელდებულთა, რომელთა არა ინებეს საწუთროჲსა ამის წარმავლობანი და ნებამყოფლობისათვის ჩემისა იჭირვოდენ აქა და აწ ჩემთანა იხარებდენ. მიართვით ეტლნი სძალთა ჩემთა, ქალწულთა წმიდად მყოფელთა, რათა ეტლთა ღმრთისათა აღმჴედრდენ და შევიდენ მარიამ მშობელისა ჩემისა თანა, რომლისათვის იტყვის დავით მდ ფსალმუნსა შინა: "მიერთვნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მოყუასნი მისნი" (ფს. 44, 14). მოუწოდენით ყოველთა მომყმართა ჩემდამო, რამეთუ იფქლი ჩემი ურიცხვ არს საუნჯეთა ჩემთა. უქადაგეთ ჰურიათა: ნუ რცხვენისთ შეურაცხებასა ჩემსა ზედა, ნუ ეკდემისთ ტანჯვათა/ ჩემთა ზედა, ნუ იშიშვიან სიკვდილისა ჩემისათვის. აჰა, ცხოველ ვარ, ცხორებისათვის თქვენისა მომავლინა მე ღმერთმან. ავაზაკი მოიქცა, სისხლით შებღალული ვაცხონე, ლონგინოზ, რომელმან გვერდსა მიგმირა, სახელსა ჩემსა ქადაგებს. ვინა მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო. უქადაგეთ, რათა ადრე მოიქცენ ჩემდამო. ესე არს ჟამი იგი, რომლისათვის იტყოდა წინასწარმეტყველი: "საჭურველი თქუენი შეჰქმნათ საჴნისად და მახვილები თქუენი მანგლად" (ესაია 2, 4). აწ იხილეთ, რამეთუ ჩემთვის ავაზაკმანცა და ასისთავმან საჭურველი და მახვილნი მათნი შექმნეს მანგლად. ჰხედავთა, რამეთუ მსოფლიოთა მეფეთა მსგავსად არა არს ბრძოლა სიკვდილისა ჩემისა?/ იხილეთ, ვითარ მონათა ჩემთა არა აღიღის მახვილი, ამისთვის არა უტევე, რათა მშვიდობა ვყო და სიმშვიდითა ჩემითა გაცხოვნენ თქვენ".

იოსებ განისყიდა წინასწარ მისა და განსყიდვასა ამას ქრისტესასა მოასწავებდა. იოსებ განსცა ძმამან მისმან იუდა, ხოლო ქრისტე - ძმად წოდებულმან მოწაფემან იუდა. იოსებ მოუწოდა ძმათა მისთა სიმშვიდით გამოზრდად იფქლითა, ქრისტემანცა მოგიწოდა ძმათა თვისთა, ჰურიანო, გამოზრდად ზეცისა სანოვაგითა.

მოვედით, ნუ ჰყოვნით!

გესმისთ, საყვარელნო, უბრალოდ განსყიდულმან იოსებ ვითარ შეუნდო ძმათა მისთა შეცოდებანი და ვითარ სიტკბოებით შეიწყნარნა და ვითარ გამოზარდნა სიყმილსა შვიდისა წლისასა, ეგრეთვე უცოდველი ქრისტე ვითარ მოუწოდს მგვემელთა თვისთა და ჯვარის მცმელთა და ნათესავთა მათთა სიტკბოებით და ასწავებს გზასა სასუფევლისასა, ვითარ მიუტეობს ყოველსა კაცსა შეცოდებათა მისთა და შეცოდებისა წილ განუღებს კართა სასუფევლისათა?

აწ თქვენ მიერცა ჯერ არს, ქრისტეანად სახელდებულნო, რათა მიუტევნოთ თქვენცა შეცოდებანი მტერთა თქვენთა, ვითარცა იტყვის მათე მახარებელი ვ: "უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან ზეცათამან მოგიტევნოს შეცოდებანი თქუენნი" (მათე 6, 15).

იხილეთ, ძმანო საყვარელნო, უკეთუ შენ არა მიუტეობ მტერთა შენთა ცოდვასა მას, რომელი კაცი ხარ, და ნათესავ მისი და ტომი სახლისა მისისა, ვითარღა გნებავს მოტევება ღმრთისა მიერ ცოდვითა შენთასა, რომელი გასწავებს სჯულსა შენსა: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი"? და შენ ბრძანებათა მისთა გარდახვალ და ძმათა და ნათესავთა შენთა შეცოდებათა არა მიუტეობ, ვითარღა იტყვი ქრისტეანე ყოფასა? ქრისტეს რომელიცა სტანჯვიდეს, მათთვის ევედრებოდა: "მამაო, მიუტევე, რამეთუ არა იციან რასა იქმან" (ლუკა 23, 34), და შენ ოდეს დასდგები ლოცვად, მაშინ იწყება ძვირის-ჴსენებასა ძმისა შენისასა და განიზრახავ, რა ბოროტი შეამთხვიო შენ მას და ანუ ღმრთისა მიერ რა ბოროტი მოუხდეს, ვითარ გისმინოს უფალმან ლოცვა იგი, რომელი ბრძანებს პირითა მათე მახარებლისაჲთა: "უკეთუ შესწირვიდე მსხვერპლსა და მოგეჴსენ/ოს: ძმაჲ შენი გულძვირ რაიმე არს, დაუტევე მსხვერპლი იგი, და პირველად მივედი, და დაეგე ძმასა შენსა და შემდგომად შეწირე მსხვერპლი?" (მათე 5, 23 -24)

ჰოი საყვარელო, შენ უკეთუ უთხრა მონასა შენსა ანუ ჴელქვეშესა შენსა უდარესსა ვისმე: "ესე მნებავს და ყავ ესე", და შენ არა გისმინოს სიტყვა იგი, და შემდგომად მან გთხოოს ნიჭი რამე, უსმინება და მიანიჭება კეთილსა რასამე, ანუ არა ეტყვია: "რომელსა შენ თანა-გაც სმენად სიტყვათა ჩემთა და რომელი გიბრძანე არა ჰყავ, ვითარ ითხოვ ნიჭსა მაგას ჩემგან, ბოროტო?"

აწ შენ გიბრძანებს უფალი, რაჲთამცა მიუტეო მტერთა შენთა. შენ არა თუ მიუტეობ ლოცვათა შინა შენთა, გონებანი შენნი არა თუ ღმერთთან არიან, არამედ -ძვირის-ჴსენებასა შინა მტრისა შენისსა, და განიზრახავ მისთვის ბოროტსა.

ჰხედავა, რა მიუგო პეტრეს უფალმან, ოდეს ჰკითხვიდა პეტრე: "უკეთუ შემცოდოს ძმამან ჩემმან, მიუტეო, ვიდრე შვიდგზისამდე?" (მათე 18, 21) ხოლო უფალმან მიუგო: "არა გეტყვი შვიდგზის, არამედ სამოცდაათშვიდგზის" (მათე 18, 22). რომელი იქმნების ოთხას ორმეოცდაათგზის მიტევება.

არა იცია, კაცო ცოდვილო, თუ ვითარ დღითი-დღე სცოდავ და ჟამსა ერთსა შინა რაოდენსა შესცოდება ღმერთსა, არამედ არა გულისხმა-ჰყოფ და არა შეგირაცხიეს ცოდვად? და უკეთუ მრავალგზის შესცოდო დიდითა ცოდვითა, წამსავე შინა გნებავს მოტევება ღმრთისა მიერ, ხოლო უკეთუ/ შეგცოდოს შენ ნათესავმან შენმან მცირედი რამე, არა თუ მიტევება მისი გნებავს, არამედ იავარ-ყოფა მისი და მოსპოლვა ქვეყნისაგან სრულიად. შენნი მრავალნი ცოდვანი არად შეგირაცხიეს და, ძმათაგანმან შენმან უკეთუ გაწყინა რამე, იგი მარადის შენ წინაშე ჩანიედ. შენ არა იგლოვ საგლოველსა ბრალთა შენთა, რომელ არს წარმწყმედელი სულთა შენთა, და მწუხარედ მოიჴსენებ ძვირის-ზრახვასა, რომელი შეუცოდებია მოყვასსა შენსა. უკეთუ მიუტეობდე, რომელი დაჰფარავს ცოდვათა შენთა სიმრავლესა, და ილოცავ მარადის მამისა: "მომიტევე, ვითარცა ჩვენ მიუტეობთ თანამდებთა მათ ჩვენთაო". მარქვ, რომელიღა მოგიტეოს მამამან, ვინაჲთგან არცა, რასაც შენ ხარ მომტევებელი სხვათა? არა იქმენა თვით თავით შენით შემასმენელ წინაშე ღმრთისა თავისა შენისა, რომელი ითხოვს მიტევებასა მსგავსად შენდა, რომელი მარადის იჴსენებ ძვირსა ძმისა შენისსა და იშთობი მუნამდის, ვიდრე მიაგო ერთისათვის ათი წილი უბოროტესი, რომელი შეგცოდა? მაშა, თვით შენვე ექმნები მსაჯულ თავსა შენსა და თვით შენვე განუმზადებ სატანჯველსა სულსა შენსა, ვინაჲთგან გნებავს ბოროტისათვის მიგება ბოროტისა, შენცა მოღებად ხარ ბოროტისათვის ბოროტისა!

ნუ, ძმანო საყვარელნო, მოიჴსენენით იოსებ, ვითარ იგი უბრალოდ განყიდეს ძმათა, და მან კეთილი მიაგო ბოროტისა წილ და იქმნა დიდ ყოველთა შორის! მოიგონეთ მეუფისა ჩვენისა ქრისტესნი, ვითარ დაბადებულთა მისთაგან ვითარ-ძი ბოროტნი შეემთხვნენ, რომელნი არა აღრიცხვიან კაცობრივითა ენითა: გვემა, ტანჯვა, კიცხევა და ბასრობა, შიშვლივ ჯვარსა დამოკიდება და დამსჭვალვა, და იგი მათთვის ილოცვიდა და რაოდენნი კეთილნი უყო და არა ბოროტნი მიაგნა, რამეთუ დღესაც ცხორებენ ჰურიანი სიმდიდრითა ფრიადითა და არა მოსპოლვა ნებავს მათი.

თქვენცა, საყვარელნო, მიუტევენით ბოროტნი მოყვასთა თქვენთა და განიწმიდენით გულნი თქვენნი ძვირის-ზრახვისაგან ნათესავთა თქვენთა, რათა აღასრულნეთ ბრძანებანი ქრისტესნი, და განწმედილთა და წმიდათა მოგცესთ სავანე იოსების თანა ძმათმოყვარ/ისა ქრისტემან, ღმერთმან ჩვენმან, სულგრძელმან და არა ძვირის მოჴსენემან, რომელსა შვენის დიდება უკუნისამდე, ამინ.

ხატის წყარო

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat