სულხან საბა ორბელიანი - 31. სწავლა ცოდვასა ზედა დაუდგრომლობისათვის. ნააღდგომევს ქადაგება
სულხან საბა ორბელიანი - 31. სწავლა ცოდვასა ზედა  დაუდგრომლობისათვის. ნააღდგომევს ქადაგება
"ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღ[მრ]თოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა" დავით იტყვის წინასწარმეტყველი ა ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 1, 1).

რაჲსათვის იტყვის: "ნეტარ არს/ კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა?" ვინაჲთგან გზასა ზედა ვლა ჯერ-არს და არა დგომა გზასა ზედა წეს არს, ვინ დადგება გზათა ზედა, არამედ მარადის ვალს? რაჲსათვის ნატრის, რომელი არა დგა გზასა ცოდვილთასა? ამისათვის რამეთუ გზა ცოდვილისა არს მარადის ცოდვასა ზედა სლვა და ცოდვილმან რომელმან დაუტეოს ჩვეულებისა მისი, იგი არს, რომელი არა დადგა გზასა ცოდვილთასა. პირველად ნატრის, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა, ესე იგი არს: რომელმან დაიცვას თავი თვისი ცოდვათაგან და არა მიჰბაძოს უღმრთოებათა წარმართთასა და დაიცვას თავი თვისი ქალწულებით და მოწყალებით და ანგარებისა და მოხვეჭისაგან და ყოვლისა ცოდვისაგან უბიწოდ. ხოლო შეუდგენს ამას და თანა-ზიარ-ჰყოფს უცოდველისა ამის ცოდვილსა მას, რომელი არა დადგეს გზასა ზედა თვისსა, არამედ მოიკვეთოს და მოიქცეს, რომლისათვის იტყვის მაცხოვარი წმიდა მათეს სახარების: "არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათე 9, 13).

ცოდვილნო, არს სინანული, ნურვინ წარიკვეთთ სასოებასა, უეჭველად არს სინანული, უკეთუ გენებოსთ, ცოდვილნო.

ამისათვის იტყვის. ლუკა მახარებელი იგავსა უძღებისა მისთვის შვილისა, რომელი განეყო მამასა თვისსა და განუყო მონაგები თვისი და წარვიდა შორს სოფელსა და განაბნია მონაგები იგი და ცხონდებ/ოდა არა წმიდებითა. შემდგომად სიგლახაკისაგან დადგა მეღორედ და განძღებად ძირთაგან მწვანვილთათა აღმონაღებთაგან ღორთასა გული ეტყოდა, და უკანასკნელ შეინანა, და წარვიდა მამისა და ეტყოდა: "მამაო, ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ ღირს წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე, ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი" (ლუკა 15,18-19), და აღადგინა იგი მამამან და ამბორსუყო და შემოსა სამოსელი პირველი და დაუკლა ზვარაკი ჭამებული და ყო განცხრომითა.

ამა იგავსა ცოდვილთათვის იტყვის, რომელი - განუდგა მამასა ზეციერსა და წარვიდა ეშმაკისა სოფელსა და წარაგო მადლი ღმრთისა და ცხონდებოდა არა წმიდებითა, უკანასკნელ შეინანა და მოვიდა სინანუ/ლად და ღმერთმან მამამან არღარა უჴსოვნა შეცოდებანი, არამედ უხუცესსა მას უცოდველსა ძმასა ახარებს: "ძმა ესე შენი წარწყმედული იყო და ჰპოვა, მომკვდარი იყო და განცოცხლდა" (ლუკა 15, 32).\

ჰოი ცოდვილნო მოქცეულნო, ნეტარ ხართ ჭეშმარიტად და დავითცა სამართლად გნატრისთ, ვინაჲთგან მრავალმოწყალემან ღმერთმან არა ადრე მოავლინა თქვენ ზედა სიკვდილი და სულ გრძელ გექმნა, და აწ სინანულად მოხველ და ღმრთისა მიხვალთ.

ჰოი ცოდვილო, იცან თავი შენი და შენცა ადრე ჰყავ მოქცევა ცოდვისაგან და მისლვა სინანულით მამისა ღმრთისა, რომელსა მართალი უყვარს და ცოდვილსა სწყალობს, და შეინანე, რათა არა გეწიოს სიკვდილი.

ყოველნივე სოფლისა ამის ბუნებანი შეიცვალებიან ადრე, ვინაჲთგან სოფელიცა იქცევს ზნეთა თვისთა და საქმეთა. შენცა, მოყვარემან სოფლისამან, ჰბაძე საყვარელსა შენსა და ისწავე სოფლისაგან ერთსა საქმესა ზედა დაუდგრომლობა და ნურცა შენ დაადგრები მარადის ცოდვასა ზედა.

არცა დაადგრების ჰაერი მარადის ზამთრისა მყინვარებასა ზედა, მოიზიდვენ მზისა შარავანდედთა სიტფოსა და დაიწყებენ დნობად თოვლთა, რცხად მყიათა ნაზამთრთა. შენცა განაგდე სიზამთრე და ყინვისა მიერი უნაყოფოებისა მსგავსი ცოდვა შენი, რომელი არა უტევებს ნაყოფისა გამოღებად თავსა შენსა, და მოიზიდე მადლი მზისა მის სიმართლისა ქრისტესი, და ადინე ცრემლი თვალთა შენთა, მსგავსად თოვლისა ლანქერისა, და განბანე გვამი შენი და იყოფოდე განბანილი, ვითარცა იტყვის ესაია: "განიბანენით, განიწმიდენით და მოისპეთ უკეთურება".

ქვეყანა უძრავი და უჴმო იწყებს ძრვასა და მცენარეობასა და განჰყრის შარშანდელთა მდელოთა ჴმელთა და დამპალთა და შეიმოსს მწვანეთა შვენიერთა. შენცა განიღვიძე უძრავისა მისგან ძილისა და იწყე ძრვად აღმოცენებად ნაყოფთა და განაბნიე განჴმელი და დამპალი, ძოღან ნაქმარი ცოდვა, და შეიმოსე მწვანე შვენიერი, რომელ არს სინანული, და მიისწრაფე, სადა დავითს გული უთქმიდა და იტყოდა: "ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრო მე".

ზღვანიცა შეიცვლიან ბანებასა თვისსა/ და დაუტევებენ ზამთართა, მქსინვარეთა ქართა და ქოთებათა და ღელვათა თვისთა და ნიავ-კეთილითა ავლენენ ნავთა და ხომალდთა.

ჰბაძევდ შენცა და დაუტევე ცოდვისა ქარნი, რომლითა იგვემებიან საცნობელნი შენნი, და აღავლინე გონებისა შენისა ზღვასა საღმრთოთა წერილთა სწავლათა - ნავნი წინამძღვართა შენთანი.

მდინარენიცა განჴეთქენ ხორგთა და განაბნევენ თოვლთა და მისცემენ გზათა მებადურთა და განუსვენებენ მესათხევლეთა და ანადირებენ თევზთა. შენცა განჴეთქე შეშინებული გულისხმა შენი და მიეც მეთევზურთა ქრისტესთა მოციქულთა გზა შენი, რათა ქადაგებანი მათნი შევიდენ გულად შენდა და ნადირობითა განისვენონ შენთა თანა.

გიხილავსა, ჭანდარნი უგრძნობელნი ვითარ განჰყრიან ქერქთა მქისეთა და არა მარადის უტევებენ გვამსა ზედა თვისთა? არცაღა ნერგთა ოდენი ძალი გაქვს, რათა ცოდვისა შებღალული ქერქი მოიძარცო და ახალი შეიმოსო ქრისტეს მიერი ძალი?

ირემთა უგულისხმოთა რქანი დაეზარდნენ და დაუდიდდენ და დაუმძიმდენ, წლითი-წლად განაგდებენ და არღარა იქონებენ და ჩჩვილთა აღმოიჴეთქენ. მეცნიერო, შენცა განაგდე დამძიმებული ცოდვა, რომელი განხმელ არს კეთილთაგან, და აღმოიჴეთქე ახალი რქა თავსა შენსა, ძლევა ქრისტესი, მაოტებელი მტერთა უკეთურთა.

ფრინველნიცა განჰყრიან, რა განერყვნას [ფრთენი] და დაუმწიკვლდეს ნაკრტენითა თვისითა, და ახალთა და კეთილთა შეიმოსენ. შენცა ნუ უდარეს იქმნები ფრინველთა და განიყარე ფიცხელნი და მწიკვლევანი ვნებანი და კეთილი სინანული შეიმოსენ.

არწივნი რა დაბერდებიან, აღფრინდებიან ჰაერთა შინა და მუნით შთაჴდებიან წყაროსა რასამე შინა და განახლდებიან და განჭაბუკნებიან სიბერისაგან. შენცა აღაფრინე გონება შენი ზეცად მამისა მიმართ და შთამოიჭერ მუნით წყაროსა მას, რომელ არს მოძღვარი სულიერი, და აღსარებისა მიერ განაჭაბუკე ცოდვით დაბერებული/ სული შენი.

გველნიცა განიძრობენ ქერქთა თვისთა მრავალჟამობისათვის და შენ არა განიძარცო ცოდვა და ეგო უკურნებელად, არცაღა გველად საგონებელ იყო.

დათვი მძვინვარე და ყაპუზუნა მებრძოლი შეიცვალებენ ბუნებათა თვისთა და კაცთა მიერ სწავლითა დამშვიდნებიან და დაუტევებენ ველურებასა და, ვითარცა კაცნი, ვლენან და როკვენ და საბელთა განვლიან, და შენ პირმეტყველი და გულისხმიერი ისმენ სწავლასა და მრავალსა მოძღვრებასა და არა დაუტევება მაგას ველურებისა უსაძაგლესსა ცოდვის ჩვეულებასა?

ამისათვის იტყვის/ იერემია წინასწარმეტყველი: "მოაქციე ფერჴი შენი გზისაგან ფიცხელისა და სასა შენი - წყურვილისაგან, რამეთუ ცოდვისა გზა ფიცხელ არს სლვად და განმაჴმობელ სასათა, განშორება ღმრთისაგან".

მამა ზეციერი მოგელის, ცოდვილო, სინანულად. ძე, ზვარაკად წოდებული, განმზადებულ არს შენთვის დაკლვად, სული წმიდა მზა არს შემოსად სამოსლისაებრ, განცხრომა და სიხარული ანგელოზთა განწესებულ არს ცოდვითა მოქცევისათვის. დავით წინასწარმეტყველი გნატრისთ წინასწარ.

მოვედით, ცოდვილნო, მოისწრაფედ უფლისა მიმართ, დაუტევენით ძველნი იგი ნაქმარნი თქვენნი, საქმით, ხოლო ნურღარა იქმთ, არამედ ჴსენებით მარადის გაჴსოვდესთ ბოროტის მოქმედება/ თქვენი და სულთქმით იტყოდეთ წინაშე უფლისა: "ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არა ღირს ვარ ძედ შენდა წოდებად" (ლუკა 18, 19), და ნურღარა მიიქცევით ცოდვისა მიმართ და დაიმკვიდროთ სასუფეველი ცათა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat