სულხან საბა ორბელიანი - 30. სწავლა დიდის ხუთშაბათისა
სულხან საბა ორბელიანი - 30. სწავლა დიდის ხუთშაბათისა
"რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემზედა შეტყუილი" - იტყვის მგალობელთ-მთავარი მეფე დავით მ ფსალმუნსა შინა (ფს.40,10).

ვინ განადიდა მის ზედა შეტყუილი?

იუდა ისკარიოტელმან, ერთმან ათორმეტთაგანმან. რომელი ჭამდა სერობასა ქრისტეს თანა პურსა მას კურთხეულსა, მან განადიდა მის ზედა შეტყუილი.

როსკიპმან უპატიურმან, მპოვნელმან პატიოსნებისამან. ქრისტეს თანა განადიდა განმართლება და მოციქულმან პა/ტიოსანმან, მჭამელმან საღმრთოჲსა ტრაპეზისამან, განადიდა შეტყუილი. მეძავი სახლთა სამეძაოთა, რომელი მარადის ისმენდა სიტყვათა საძაგელთა და ჰყოფდა სიმღერათა და სიღოდათა, ვითარ აღდგა [და] იუდა უბადრუკი, მოწაფე ქრისტესი, რომელსა მარადის ესმოდა სწავლა საღმრთო, იხილეთ, ვითარ დაეცა საწყალობელად! უწმინდური დედაკაცი და სხვათაცა სიწმიდისა განმძარცველი დიდი წმიდა იქმნა და მოწაფე სხვათა განმწმედელი, და თავისა თვისისა წარმწყმედელი და უფლისაგან წმიდად რჩეული, სრულიად უწმიდურ იქმნა. მარიამ უცხო, უცნობი ქრისტესი, მეძაობისა დამტევებელი, ქრისტეს მეცნიერ იქმნა და მოყვასი ქრისტესი, ურ/ცხვი, უგლიმი, ქრისტესგან უცხო იქმნა. მარიამ სამეძაოსა სამკაულთა განმსყიდველი, მომვაჭრებელი ნელსაცხებელისა, ქრისტეს მპოვნელი და იუდა - ქრისტეს განმსყიდველი, ოცდაათს ვეცხლად შიშთვილის მპოვნელი, ლირწი სრბით მომავალი ფერჴთა ქრისტესთა შემოვალს მოციქულთა კრებულთა შინა, რათა ცოდვანი მიეტევნეს, წმიდა ქრისტეს მიერ ფერჴდაბანილი სრბით მივალს ჰურიათა კრებულთა თანა, რათა ცოდვანი განიმრავლნეს. მწიკვლევანი დედაკაცი მოისწრაფის ამბორის-ყოფად ფერჴთა ქრისტესთა, რათა ზეცას აღმაღლდეს, რჩეული უფლისა მოვალს ამბორებად ქრისტესა პირსა ზედა წარმდებად, რათა ქვესკნელად შთაჴდეს. მემრუშე მოივლტის და ცრემლითა განბანს ფერჴთა უფლისათა და თმითა წარჰჴოცს, რათა მადლი ღმრთისა მოიყიდოს, და სასწაულთა მოქმედი იუდა მოვალს შემთხვევად, რათა ღმერთი განყიდოს. მარიამ არა ჰრიდებს ძვირფასისა ნელსაცხებელისა დათხევასა და მოციქული დრტვინავს სხვისა საუნჯისა საჴმარად ყოფისათვის დღეს. მარიამ ისმენს: "წარვედ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი", და მოწაფე ისმენს: "ადრე ჰქმენ, რა იგი გნებავს". მარიამისათვის იტყვის უფალი: "სადაცა იქადაგოს, სახარება ესე საჴსენებლად მაგისა იყოს" (მათე 26, 13), და იუდასათვის იტყვის: "უმჯობეს იყო მისთვის, თუცა არა შობილიყო კაცი იგი" (მათე 26, 24). მეძავი განათლებული და მოციქული დაბნელებული, ორნივე დღეს შეიყრებიან; მარიამ მრავალ-მცოდველი, დღეს სრულიად უცოდველი, და იუდა უცოდველი, ცოდვისა გარდამეტებულისა მომპოვნებელი, დღეს იჴსენებიან.

აწ, ძმანო საყვარელნო, თქვენცა, რომელნი შემოკრებული ხართ დღეს აქა, იცით და გესმისთ ორთავე საქმენი; რომელნი ხართ უცოდველნი, განეკრძალენით თავთა თქვენთა. რჩეულსა მოწაფესა და სასწაულთა მოქმე[დ]სა მოციქულსა რა უყო უკრძალველობამან? ცოდვილნო, გიხაროდესთ და მიჰბაძეთ მარიამს, სინანულმან ვითარ ქრისტეს საყვარელი შექმნა! გესმეს არა მცოდველნო, და ესევდ უფალსა და დაიფარე/ თავი შენი საფარველითა ღმრთისაჲთა და ეკრძალე ვეცხლის მოყვარებასა, რომელმან წარწყმიდა იუდა. გულისხმა-ყავ, ცოდვილო: უკეთუ მარიამს მიეტევა ცოდვა, შენცა მოგეტევებისა. ისწრაფე დატევებად ცოდვათა შენთა, ვითარცა დაუტევა მარიამ ვეცხლის-მოყვარება. ნუ განლაღნები, უცოდველო, ცოდვისა უქმნელობისათვის. შენ თუ გგონეს თავი შენი უცოდველ, გარნა არავე ხარ უცოდველ. ნუ უსასო იქმნები, ცოდვილო, რამეთუ ქრისტე ცოდვილთათვის დაისაჯა დღეს, - არა ანგელოზთა და მართალთათვის. ნუ ზვაობ, უცოდველო, თუცა ვერა ხედვიდე ცოდვასა შენსა. დავით იტყვის: "ვიდრე დედისა მუცლით ჩუენით/ ვსცოდეო". და ეგრეთვე შერაცხე თავი შენი ცოდვილად. ნუ გცონინ, ცოდვილო, და ნუ იტყვი: "დიდ არს ცოდვა ჩემი და არღარა მომეტევების". ესეოდენ დიდ ვერა არს ცოდვა შენი, თუცა გარდაემატა ღმრთისა მოწყალებასა. განიგონე, უცოდველო, რომელსა შეგირაცხიეს მადლისმოქმედად თავი: არავინ არს უცოდველ, გარნა მხოლოდ ღმერთი, და ნუ მიენდობი სიბრმესა გულისა შენისასა, ნუცა განიკითხავ ცოდვილსა. უკეთუ შენ იგი ცოდვა არა გაქვნდეს, მეორისა საცთურითა შეპყრობილ ხარ.

აჰა, იუდა მარტო ვეცხლის მოყვარებამან წარწყმიდა და ვეცხლიცა იგი განაბნია და არა არგო, არამედ გამოიწვლილენ საქმენი შენნი და მცირედი ცოდვა შენი უდიდეს სხვისა ცოდვილისასა გიჩნდეს და ღმრთისა თანა დაემკვიდრო. ეგრეთვე შენ, ცოდვილო, ნუ ადროებ შენ სინანულსა და იტყვი: "ხვალე ვინანო, ანუ ზეგე და ანუ სიბერისა ჟამსა". ოდეს სცნა მარიამ და მოეგო გონებასა თვისსა, მყის განყიდა მონაგები თვისი და იყიდა ნელსაცხებელი მრავალ-სასყიდლისა, მიისწრაფა ქრისტესა და დაასხა თავსა, ამბორს-უყო ფერჴთა და ცრემლითა დაალტვნა და მიეტევნეს ცოდვანი. უკეთუ ქრისტესა ვერა ხედავ, ხატნი მისნი პატიოსანნი წინა გისხენ მიისწრაფე და ეგრეთ ყავ, ვითარცა ყო მარიამ, და ჭეშმარიტად ხატისა მის პირმშოჲსა მიერ მოგეტევნენ ცოდვანი თქვენნი. თვით ბრძანებს: "რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძოო" (იოანე 6, 37). არა თქვა, თუ, უკეთუ მართალი მოვიდეს, არა განვაძოო,რა სამართალ არს მართლისა განძება ანუ უცოდველის არა-შეწყნარება? არამედ ესრეთ თქვა: "რომელიცა ცოდვილი რომლითაცა ცოდვითა შეპყრობილი მოეგოს გონებასა თვისსა, და დაუტეოს ცოდვა და მოვიდეს ჩემდა, დაღაცათუ იგი უსასო იყოს ფრიადისა ცოდვისა მიტევებისა, არცა იგი განვაძო და არცა სხვა". ვინაჲთგან ესრეთ თქვა: "რომელი მოვიდეს, ესე იგი არს: დაღაცათუ ბოროტის-მოქმედი იყოს, იგიცა არა განვაძო, არა თუ კეთილის მყოფელიო".

აწ მოვიდეთ ყოველნი ცოდვილნი და შეუდგეთ უცოდველთა მათ პატიოსანთა ნუ უსასოდ, არამედ კდემით და სულთქმით, ნუ მოწყინებით და/ უდებებით, არამედ სიხარულით და სწრაფით, მსგავსად მარიამისა მივრბიოდეთ ქრისტესა, რომელი არა განგვაძებს, და ვიყიდოთ გულისა ჩვენისა სიმჴურვალითა ნელსაცხებელად ცრემლნი ჩვენნი და დავასხათ ხატსა მაცხოვრისასა და მოვიღოთ მისგან სმენა: "მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, სოფელსა ამას შინა ქმნილნი, და დაიმკვიდრე სასუფეველი უკუნისამდე, ამინ".

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat