სულხან საბა ორბელიანი - 29. სწავლა ფერჴთა საბანლად მიპყრობისათვის და ამპარტავნებისა
სულხან საბა ორბელიანი - 29. სწავლა ფერჴთა საბანლად მიპყრობისათვის და ამპარტავნებისა
ჰოი, სერი ტკბილი და მომტევებელი ცოდვათა/ ჩვენთა, რომელსა ზედა მოგვეცნეს ორნი დიდებანი ღმრთისანი - ჩვენ კაცთა ცოდვილთა, რამეთუ დღესა ამას მოგვცა საჭმლად ჴორცი თვისი პატიოსანი და სასმლად სისხლი თვისი წმიდა და ამათ თანა ზიარ- გვყო თვისა და მეორედ მოიდრიკნა მუჴლნი და დაბანნა ფერჴნი მოწაფეთა და ამცნო მათცა ეგრეთ - ჩვენდა ყოფად. და ჴორცისა მისისა ჭამითა აღგვამაღლნა დიდებითა და დაბანითა ფერჴთაჲთა გვასწავა სიმდაბლე.

ჰოი, ურცხვინოება იუდასი დღესა მასვე, რამეთუ მიიღო პური ჴელთაგან უფლისათა უღირსებით და წარუპყრნა ფერჴნი მეუფესა დაბანად ამპარტავნებით.

ამისთვის იტყვის დავით ფსალმუნსა ლე: "ნუ მოვალნი ჩემ ზედა ფერჴნი ამპარტავნებისა და ჴელნი ცოდვილისანი - ნუ შემძრავნ მე." (ფს. 35, 11)

იხილეთ ურცხვინოჲსა იუდასი მას ღამესა ამპარტავნება მისი: სერობასა ზედა ჴელთა შთაუყოფს პინაკთა შინა; ამპარტავნებითა მიიღებს ჴორცსა და სისხლსა ცოდვათა მომტევებლისასა; ამპარტავნებით ეტყვის მოძღვარსა, რაჟამს იგი ეტყოდა საზოგადოდ მოწაფეთა: "ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე" (მათე 26, 21), ხოლო მან თქვა: "ნუ უკუე მე ვარ, მოძღუარ" (მათე 26, 22); ამპარტავნებით წარუძღვა ერთა, ეტყოდა: "მე მიგცე თქუენ ღმერთი შეკრვად" (მათე 26, 48); ამპარტავნებით ჰრქვა: "მოძღვარ, გიხაროდენ" (მათე 26, 49), რომელსა შეკრვასა ახარბებდა; ამპარტავნებით ამბორს-უყო პირსა მეფისასა, რომლისა მოსე ძვილ მხილველ იქმნა.

ჰოი, ურცხვინო ამპარტავნება იუდასი! მეუფესა თვისსა ფერჴთა მწიკვლიანთა შთაუდებს ჴელთა შინა შემოქმე/დსა ადამისსა და არა იწიწვის, ამბორს-უყოფს პირსა სულთასა და არა შეშინდების. პეტრე შეიკდემს და ჴელთა და თავთა დაბანადცა არა უტევებს, ხოლო იუდა შესვარულთა ფერჴთა არდაგსა შინა უფლისათა წარუხვევს, სერობასა მას იუდა ჴელთა მიჰყოფს საჭამადსა ქრისტესსა, და იქმს დიდსა ამპარტავნებასა და საძაგელ ყოველთასა იქმნების. იოანე მოეხვევის მკერდსა მეფისასა სიმდაბლით და სანატრელად განითქმის.

ჰოი, სიბოროტე იუდასი და ამპარტავნება! უფალი ყოველთა და მეუფე ფერჴთა დაბანად მისა მოვალს და არა შეიკდემს და თვით ფერჴთა უფლისათა დამსჭვალვად მირბის და არა შეირცხვენს. ამისთვის იტყვის დავით რჱ ფსალმუნსა შინა:/ "მომაგეს ბოროტი კეთილისა წილ და სიძულვილი სიყუარულისა წილ" (ფს. 108).

ჰოი, სიბორგილე იუდასი! რა არს სიძულვილი ესრეთ ბოროტი, რომელ მან მოიძულა მოძღვარი თვისი? რა ბოროტი იხილა მისთანა, რომელ უჯეროება ასწავა? რა იყო მას შინა საძაგელება, რომელ ესრეთ მოიძაგა, ვიდრე მოძღვარი. სხვათა მისცა მოკლვად და თვით თავი თვისი მოიკლა?

იხილეთ, მორწმუნენო, იუდა განმცემელი, ამპარტავანი! იხილეთ იუდა - მტერი ყოვლისა ჭეშმარიტებისა: მოძღვარი ასწავლიდა სიმდაბლესა, იგი სწავლობდა ამპარტავნებასა; მოძღვარი ამცნებდა სიყვარულსა ყოველთასა, ხოლო იგი დაიმარხვიდა სიძულვილსა დიდსა; ქრისტე წარავლინებდა მოციქულად წარმართთა/ მოქცევისად, ხოლო იუდა მიისწრაფოდა მღვდელთმოძღვართა თანა ქრისტეს განცემად; მეუფე მიავლინებდა ქადაგებად ყოველთა სოფელთა სინანულისათვის, იგი მირბიოდა კრებულთა თანა ჰურიათასა წარწყმედად; ქრისტე მისცემდა მადლსა განსხმად ეშმაკთა, ხოლო იუდა მოიწვევდა მოყვასად; ქრისტე მისცემდა ძილთა კურნებათა სნეულთა, ხოლო იუდა სწყლვიდა მრთელთა; ქრისტეს მისცემდა ჴელმწიფებასა აღდგინებად მკვდართასა, ხოლო იუდა მოჰკლვიდა აღმადგინებელსა მკვდართასა; ქრისტე ასწავლიდა აღსლვად სასუფეველად და დაჯდომად საყდართა დიდებისათა, ხოლო იუდა იჭირვოდა განღებად ჯოჯოხეთთა და შთაჴდად მუნ; რაოდენსა მოძღვარი კეთილსა ასწავებდა, იუდა/ ამპარტავნებითა კეთილისა წინააღმდგომად ბოროტსა იქმოდა.

ამისთვისცა დამოჰკიდა მოძღვარი თვის შორის ავაზაკთასა განშიშვლებული, ხოლო თვით დამოეკიდა შიშთვილსა განბასრებული.

იხილეთ, მორწმუნენო, ამპარტავნებამან რა უყო მოწაფესა, ვითარ მომაკვდინებელ ექმნა მოძღვარსა, სიმდაბლით მოსრულსა ცხორებად ჩვენდა!

ამისთვისცა, საყვარელნო, უჴმარ არს გონიერთაგან ამპარტავნისა კაცისა სწავლება და შეუსმინარისა შეგონება, რამეთუ: ვითარცა ცუდად შვრებიან მუშაკნი დათესვად მარილისა, რათა მწყურნებასა ადგილსა აღმოეცენოს მარილი და განმრავლდეს, ეგრეთვე ცუდად მაშვრალ იქმნებიან მოძღვარნი ამპარტავანთანი, რამეთუ, რა იგი/ მას ნებავს, მას ისწავლის და, რა იგი მოძღვარსა სწადს, არა შეისმენს, რამეთუ ეშმაკნი ღმერთმან შექმნნა ანგელოზად და ამპარტავნებისა მიერ გარდამოცვივნეს, რამეთუ: რა იგი იყო ნება ღმრთისა, არა ქმნეს და, რა იყო ნება თვისი, იგი ისწავეს. არამედ მისცა კაცთა ღმერთმან თავისუფლება და, უკეთუ უნებს ვისმე ამპარტავანთაგანსა, განერებისცა ამპარტავნებისაგან ძალითა ღმრთისაჲთა. მე ესრეთ მგონეს, რამეთუ ვერა აგრძნობს ამპარტავანი ამპარტავნებასა თავისა და თვისისა. და უკეთუ სხვამან ჰრქვას, არა ირწმუნებს და ჰგონეს თავი თვისი მდაბალი და მოქმედებულნი მისნი სიმდაბლით, რამეთუ: სადაცა შევალს ამპარტავნება, მუნ შეუძლებელ არს დადგრომად ყოველნი სათნოებანი კეთილნი; დააბნელებს გონებასა კაცთასა, ვითარცა დააბნელოს კვამლმან ძლიერმან თვალნი კაცთა თვალტკივნეულთანი. სადაცა მოედების ცეცხლი მაღნართა დიდთა, წინა კერძო სიცხე მისი განაგმობს სინოტივესა და სინედლესა ხეთა და თივათასა, ხოლო შემდგომად აღეგზნების ცეცხლი და დაიწვის და არღარა დაშთების ნაყოფიერება. ეგრეთვე სადაცა გულსა კაცისასა შევალს ამპარტავნებისა ცეცხლი, წინარე მისა განაჴმობს ძალი მისი სათნოებათა კეთილთა და შემდგომად ამპარტავნება დაიმკვიდრებს და უნაყოფო იქმნების.

ვითარცა არიან მაკვდინებელნი თვალნი ვასილისკოთანი, რომელიცა ცხოველი იხილა თვალითა, არა დაშთა ცო/ცხალი, ეგრეთვე ამპარტავნებისა თვალმან რაოდენიცა იხილნის კაცთა შინა კეთილნი და ქველნი, ყოველნივე მოაკვდინოს და განლიოს. ვითარცა ქარი სასტიკი რა ეკვეთოს ხვავსა ბზისასა და განაბნიოს, ეგრეთვე ამპარტავნება - რა შევიდეს კაცთა შორის, მადლთა ხვავთა მისთა სრულიად განაბნევს. ამპარტავანი გონებითა მივალს ზეაღმართ დიდებისად, ხოლო საქმითა მიერ აღმოჰკვეთს ქვე მთხრებლთა და შთავალს ჯოჯოხეთისა მიმართ. ხოლო თქვენ განეშორენით, მორწმუნენო, ბოროტსა ამას სნეულებასა განმაგდებელსა პირისაგან ღმრთისათა, რამეთუ ამპარტავნებამან განაგდო პირისაგან ღმრთისა სამოილ დასითურთ თვისით. ამპარტავანება ძეთა სასუ465 ფევლისათა გამოიყვანს და/ დაჯედ ტარტაროზისა იქმს.

ამისთვის იტყვის ლუკა მახარებელი ა: "განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთა" (ლუკა 1, 51), რამეთუ საძაგელი ღმრთისა არს და საძულელ კაცთა.

ამპარტავნებისაგან იშობებიან შეურაცხება მოყვასთა, სიძულილი ძმათა, უმორჩილოება უხუცესთა თვისთა, მრისხანება უდარესთა თვისთა და ამათ გამო იშვების ბრძოლა და კაცის კლვა. ამპარტავნებისაგან დაიბადების მოუსმინარობა, თავდაჯერებულება და ცუდ დიდებობა და ამათ მიერ იქმნება მიღება ცნობისა, დატევება სჯულისა. რაღასა ვაგრძელებ, ამპარტავნებისა შვილნი არიან ეშმაკნი და მის მიერნი მოჴმულნი/ ცოდვანი, რომელნი იქმნებიან კაცთა მიერ შემაწუხებელნი ღმრთისანი. არავინ ამპარტავანთაგან დაემკვიდრა ქრისტეს თანა, გარნა მდაბალნი და შეურაცხების მოყვარენი. არა-ზვავნი მოწაფე-იქმნნეს უფლისა, არამედ სათნოების მყოფელნი. არა ზეშთა-მჩენნი იქმნეს ძედ სასუფევლისა, არამედ თავგანწირულნი, არა ცუდდიდების მოყვარნი აღფრინდებიან ზეცად, არამედ ნებსით დაგლახაკებულნი.

ამისთვის, ძმანო საყვარელნო, განიშორეთ თქვენგან ამპარტავნება უფროსად ასპიტისა მაკვდინებელისა და ნუ მიეახლებით უფროჲსად გესლისა მისგან მწამლველისა, რათა არა მოსწყდეთ სრულიად. არამედ გაქვნდენ თერიაყად გესლისა მის განმაქარვებლად სიმდაბლე და უპოვარებისა მოყვარება და შეიყვარეთ ნაკლულევანებისა მოთმინება და არა მრავალისა ქონებისათვის ზრუნვა და კმა-საყოფელისა დაჯერება, რამეთუ ესენი არიან - მომაკვდინებელნი ზეშთა-მჩენობისა და განმაძებელი ამპარტავნებისა. ესე არს აღმაფრინებელი ზეცად და შემყვანებელი სახლსა ღმრთისასა, მეგობარ-მყოფელი სულთა თქვენთა წმიდათა თანა ღმრთისათა და მხიარულ-მყოფელი განსვენებასა შინა. ესე არს განმწმედელი ჴორცთა თქვენთა და წმიდა-მყოფელი, რომელ იქმნეს ტაძარ ღმრთისა და მოვიდეს, დაემკვიდროს მას შინა, რომლისათვის ქრისტე ბრძანებს/: "მე და მამა მოვიდეთ და სავანე ვყოთ მისთანა" და დაიმკვიდროს თქვენთანა სულმან ყოვლად წმიდამან აწ და უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat