სულხან საბა ორბელიანი - 28. სწავლა ვნებისათვის უფლისა და იოსების განსყიდვისათვის და ურგების სავაჭროჲსათვის
სულხან საბა ორბელიანი - 28. სწავლა ვნებისათვის უფლისა და იოსების განსყიდვისათვის და ურგების სავაჭროჲსათვის
ძველი სჯული სახე იყო ახლისა ამის სჯულისა: ვითარცა რა მხატვარი პირველად დახატის აჩრდილსა ხატისასა საჩვენებლად კაცთასა, ხოლო შემდგომად ფერებითა შეასრულებს, ხატი ვისიცა იყოს, ეგრეთვე ყოველი სახე ახლისა სჯულისა _ პირველსა მას სჯულსა შინა წინასწარ წარმოიჩინა მოსწავებითა საქმეთა მიერ, ვითარცა იოსებისა მიერ მცირედნი - რამე ქრისტეს ტანჯვანი მოესწავეს.

ვითარცა მამამან იაკობ საყვარელი ძე თვისი იოსები მიავლინა ძმ/ათა მათთა თანა სამწყსოთა შინა, რათა მათ თანა მწყსიდეს, მამამანცა სახიერმან მოავლინა ძე თვისი იესუ ძმათა მათ ჴორციელებრივ კაცთა თანა მწყემსად ცხოვართა წარწყმედულთა, რათა მათ თანა შვრებოდეს და მოიპოვნეს. იხილეს იოსებ მისრული მათდა, აღივსნეს შურითა, შეიპყრნეს, განძარცვეს და გვემეს. იესუცა. ოდეს იხილეს ჰურიათა მოსრული სოფლად, შეიპყრეს, და განძარცვეს და ჯვარს აცვეს. იოსებ მიჰყიდა ძმამან მისმან იუდა ისმაიტელთა ოც დრაჰკნად, იესუცა განყიდა მოწაფემან მისმან იუდა ოცდაათ ვეცხლად. იუდა, ძმამან იოსებისამან, ამისათვის განყიდა ძმა თვისი, ვინაჲთგან სხვათა ძმათა ენებათ სიკვდილი/ იოსებისი, რაჲთამცა განარინა სიკვდილისაგან და არა დასთხიონ ძმათა მათ სისხლი მისი. ხოლო იუდა ისკარიოტელმან განყიდა ქრისტე და არა განეკრძალა დათხევად სისხლისა მისისასა, არამედ დასთხია და არა შეიგონა. იუდამან განყიდა იოსებ ამისათვის, რათა მამასა უდიდესად უყვარდა ძმათაგან და მოსევდა სამოსლითა ჭრელებულითა. არამედ ისკარიოტელმან იუდა რაისათვის განყიდა იესუ, რამეთუ მამამან მოავლინა არა ჭრელითა სამოსლითა, არამედ რათა იუდასათვის ჯვარს-ეცვას? იუდამ განყიდა ძმა თვისი, რამეთუ ძმა ძმისა მამულისა წილისა განმყოფელ არს და თვისად ენება ძმისაცა. არამედ იუდა ისკარიოტელმან რაჲსათვის განყიდა ქრისტე, ვინაჲთგან მოვიდა, რათა სასუფეველიცა/ თვისი იუდას მოსცეს? იუდამ განყიდა ძმა თვისი, რამეთუ ჩვენებისა ხილვითა ძმათაგან თაყვანისცემა თქვა. იუდამ რაისათვის განყიდა ქრისტე, ვინაჲთგან ფერჴნი დაბანნა და მონურად მსახურა? იუდამ განყიდა იოსებ, ვინაჲთგან უპატიოსნესად ვიდოდა ძმათაგან. იუდამ რად განყიდა იესუ, ვინაჲთგან ესრეთ პატიოსან ყო, რამეთუ იქმოდა სასწაულებსა და ნიშნებსა?

ეჰა, განყიდა ყოველივე! განყიდა და ვითარ განყიდა?

იხილეთ, მორწმუნენო, უსარგებლო მონაგები! ვაჭარნი იჭირვიან და შვრებიან, რათა მონაგები თვისი განყიდონ უმრავლესად, ხოლო იუდა ისკარიოტელმან განყიდა მომგებელი თვისი და თვისთა სულთა დამბადებელი და არა სარგებელი ქმნა.

ქვეყნისა მოქმედნი/ შვრებიან ოფლითა პირისა მათისაჲთა და შემდგომად ნამუშაკევთა აღრიცხვენ და რაოდენნი წლითი-წლად ეკმარების მას, თვით დამარხვენ და, უკეთუ ნაკლებ არს, მოიყიდიან და, უკეთუ ნამეტნავი, განყიდიან. ხოლო ბოროტმან იუდა არა განიგონა, არცა თქვა გონებასა თვისსა: "ესე ჩემი ნამუშაკევი არა არს და მე შემმუშაკებელისა ჩემისა ვითარ ჴელ-ვჰყო განსყიდად? ანუ თუ ესე განვყიდო, რომელიღა დამიშთება სწორი ამისი? ანუ ვითარ შეიძლების შეუძლებელი კაცთა მიერ?"

მოგზაურნი წარვლენ შორთა გზათა და ზღვათა შინა ვლენან, რათა განყიდონ სავაჭრო თვისი სარგებელად, და, ოდეს ქარნი აღდგებიან დანთქმისათვის, ევედრებიან ღმერთსა, ხოლო იუდა უსჯულო/ ქართა შემრისხველისა და ღელვათა დამაყენებელისა განსყიდად მირბის.

დედაკაცნი სთვენ თითისტარითა ძოწეულსა ზეზისასა,რათა მათითა განიმრავლონ სარგებელი, და კაცნი ქსოვენ საქსოველთა ოქრო-ქსოვილთა და სხვანი შართა რათა და ლაინთა და ხამთა, რათა მოიგონ მოსაგებელი რამე, ხოლო იუდა იჭირვის და ქსოვს ბადესა ვერაგობისასა, რათა ზაკვით შეიპყრას უფალი.

ანგარი განსცემს ვაშთა ვეცხლთასა, რათა საუნჯენი აღავსნეს, იუდა მოიყიდის ვეცხლსა მრავლითა ფასითა, რათა ერთა შორის განაბნიოს.

ფერეზიკნი ორისა დანგისა სავაჭროჲთა ეცდებიან, რათა შესძინონ ოთხი, და/ ეჩინჩვიან, რაჲთამცა შემატა მწვლილისა ნაოთხალი, ხოლო იუდა განჰყიდის თვალთა და მარგალიტთა დამბადებელსა ოცდაათ ვეცხლად ადვილად და არა ეჩინჩვის.

ვეცხლის-მოყვარენი შეიკრებენ ტყუვილითა და ცრუფიცებითა განმრავლებისათვის ვეცხლთა და განუფართებენ ვაშკარანთა პირთა, რათა ადრე აღივსნეს, ხოლო იუდა უსასყიდლოსა განყიდის და მოიყიდის შიშთვილსა და მოუმახვრებს, რათა ადრე დაიშთოს თავი თვისი.

იუდა ჰოი, ჰყიდი მოძღვარსა შენსა? აწ მითხარ, რაჲსათვის ჰყიდი? მცირისა ფასისა არს განსყიდული ეგე და ფასმრავლად ჰყიდია? ანუ დღეთა სიგრძე მოივაჭრე და/ საზრდოდ ჰყიდია? ანუ დედაწულნი მომყმარნი გყვანან და გამოსაზრდელად ჰყიდია? რაჲსათვის იქმ, უბადრუკო? მხოლოდ თავისა შენისა კიდე ხოლო არავინ გივის და მაგასაცა დაიშთობ დღესვე? ვისთვის - გნებავს ფასი უსასყიდლოჲსა მაგის?

იუდამ გაყიდა უფალი და ფასი იგი დააბნია წინაშე ჰურიათა, იწყო სინანული და შიშთვილ იბა.

იხილეთ, . მორწმუნენო, ანუ განსყიდა ვითარი ქმნა, რომელ დააბნია ფასი, და ანუ სინანული, რომელ დაიშთო თავი?

იხილეთ, მორწმუნენო, და განეკრძალენით ურგებისა სავაჭროჲსაგან, რომელი მომაკვდინებელ არს თავისა და წარმწყმედელი სულთა. უფროჲსად მოივაჭრენით სულნი თქვენნი, რომლისაგან/ დიდი სარგებელი გეყოსთ. უკეთუ სულნი თქვენნი განსყიდულ იყვნეს და სხვანი მრავალნი კეთილნი მოივაჭრნეთ, რა სარგებელ გიყოსთ თქვენ? ამისთვის ბრძანებს იუდასაგან განსყიდული მაცხოვარი ჩვენი: "რაი სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შეიძინო და სული თჳსი იზღვიო?" (მათე 16, 25) ყოვლისა სოფლისა - შეძინებადცა არა სარგებელ არს სულისა თვისისა წარწყმედა, არა თუ სხვისა რაჲსამე მცირისათვის წარიწყმიდო.

იხილეთ, ვითარ ცუდ არს ამის სოფლისა სიმდიდრე და ცოდვითა მონაგები: იუდამ განთიად მოიგო ვეცხლი და სამისა ჟამისა შემდგომად განაბნია წინაშე ჰურიათასა, წარვიდა და მოიკლა თავი და არარა არგო საშოვარმან მან და ვერცხლისა სიყვარულ/მან. ეგრეთვე ცუდ არიან მონაგებნი ამის სოფლისანი და უჴმარ დღესა მას სიკვდილისა ჩვენისასა ესრეთ:

ვითარცა რა ფარშამანგი ერთი ჯდეს გალიასა შინა ერთსა მცირესა და ბოლო მისი არა განემართებოდეს და შეიმუსროდეს და არა განუფართო გალია იგი, რათა განსვენებით ვიდოდეს, და არა აჭამო საზრდელი მისი, რათა განპოხნეს, არამედ ჰრცხიდე გალიათა მისთა და ჰმოსდე ნაქსოვითა, გინა შეამკობდე მძივებითა, და განირყვნას ფარშამანგმან მან ბოლო და ფრთენი, და არა იზრუნო, და შემდგომად მოკვდეს, — რა სარგებელი იყოს გალიისა მის რცხა და მძივებითა კაზმა? არა უმჯობეს არსა ფარშამანგისა განძღება?

ეგრეთვე პატიოსნისა სულისა თქვენისა გალიანი გვამნი თქვენნი არიან.

რა სარგებელ არს, რათა გვამთა თქვენთათვის მოიღვაწებდეთ უსამართლოდ და ცოდვითა და სულსა თქვენსა მშიერსა უტევებდეთ?

ამისთვის იტყვის წმიდა მათე სახარების ვ, კე: "ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გვამი — სამოსლისა" (მათე 6, 25), რამეთუ ოდესცა განეშორნეს სული გვამსა მას, უჴმარ და საძაგელ იქმნების.

ამისთვის გვიღირს პირველად, რათა მოვიყიდნეთ სულნი ჩვენნი ძვირფასად და არა განვყიდნეთა სულნი ჩვენნი ვეცხლსა ზედა უჴმარსა, ვითარცა ყო იუდა საწყალობელმან.

მირბიოდა იუდა მღდელთმოძღვართა თანა, რათა განეშოროს მოძღვარსა თვისსა და მისცეს მათ ჴელთა შინა, ხოლო თქვენ მიირბინეთ მღდელთმოძღვართა თანა, რათა განეშოროთ ცოდვასა და აღსარება და სინანული ჴელთა შინა მისცეთ. განყიდდა იუდა უფალსა თვისსა და ვეცხლსა აღიღებდა და განაბნევდა ცუდად, ხოლო თქვენ განყიდენით მონაგები თქვენი, რა იგი გაქვსთ, და განაბნიეთ გლახაკთა ზედა. წინამავალ ექმნებოდა იუდა ერთა უსჯულოთათა, რათა შეიპყრას ძე ღმრთისა, ხოლო თქვენ წინამავალ ექმენით ერთა უმეცართა და ასწავეთ გზანი ძისა ღრმთისანი, რომელი მან გვასწავა. ამბორს-უყოფდა იუდა პირსა მოძღვარისასა სიცრუით, რათა შეიპყრან ერთა მათ, ხოლო თქვენ ამბორს-უყავით ფერჴთა წინამძღვართა თქვენთათა სიყვარულით, რათა ერთა შეიყვარონ./ მშვიდობასა ეტყოდა იუდა დამბადებელსა, რათა უმშვიდობლობა და შფოთი აღძრას, ხოლო თქვენ მშვიდობასა ეძიებდით ქრისტესსა, რომელი მან დაგიტევათ. შეინანა იუდა დასჯისათვის იესუჲსა, და იშთო თავი თვისი და წარწყმდა საწყალობლად; შეინანეთ თქვენცა ცოდვანი თქვენნი ნუ თავის მოკლვითა, არამედ გულისა სიმჴურვალითა და სულთქმითა და შეგენდვნენ.

ესე არს საზრდელი სულთა თქვენთა, ესე არს განფართება გალიათა მისთა, რომელმან არა განრყვნას ფრთენი და ბოლონი თვისნი და ეგოს უკვდავად საუკუნოდ.

უკეთუ სირთა და ფრინველთა ფრთენი განრყვნას კაცმან. ფრინველნი იგი უშვერ იქმნებიან; არა უფროჲსად ჯერ არსა ჩვენ მიერ, რათა არა განვრყვნეთ ფრთენი სულთა ჩვენთ/ანი? რამეთუ ფრინველი უკეთუ აღფრინდეს, აღვალს ვიდრე ორთა, გინა სამთა მილიონთა სიმაღლედ ჰაერისა, ხოლო სულთა ჩვენთა თანა აც, რათა აღფრინდეს ყოველთა ცათა უმაღლესად.

ხედავა, რაოდენისა. სიმაღლისა აღფრენად განმზადებულ არს და ვერ აღვალს განრყვნილითა ფრთითა და უკეთუ მუნ ვერ აღფრინდა უეჭველად დაითქმიან ქვესკნელად. და ქვესკნელთა დათქმად არს შთაჴდა ჯოჯოხეთად და მეგობარ-ყოფა დამშთვარისა იუდასი. რა სარგებელი არს? უკეთუ არა დაიშთო თავი შენი და განრყვნა ფრთენი სულისა შენისანი, ეგრეთვე იქმნე, ვითარცა ნებსით მოშთობილი, რამეთუ თავისაცა მოშთობა შთაიყვანს კაცსა ჯოჯოხეთად და სულისა ფრთეთა განრყვნაცა. და რომელმანცა ცოდვამან კაცი წარწყმიდა, ყოველივე გზა ჯოჯოხეთად მიმყვანებელი არს. და ჯოჯოხეთად შთასლვა იუდასა თანა ყოფა არს მეგობრობა მისი, დაღაცათუ მას უმეტესი სატანჯველი აქვნდეს, არცა განსვენებით არიან სხვანი ცოდვილნი.

ნუ, საყვარელნო, თქვენ ეცით საზრდელი სულთა და განკაზმენით ფრთენი სულთა თქვენთანი, რათა განმარტებითა მათითა აღფრინდეთ სიმაღლესა ჰაერისასა და აღმაღლდეთ ზეცად, სადა აღამაღლნა წმიდანი თვისნი ქრისტემან, ღმერთმან ჩვენმან და მეუფემან, მის თანა სუფევითა დაუსრულებელითა. და უბრწყინვალესად მზისა ნათობენ სიმრავლეთა თანა ზეცისა ძალთათა, და ხედვენ მარადის/ პირსა მამისა ზეცათასა, და თანამოდასე არიან წმიდათა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა და მოძღვართა თანა.

ხედავა, ვითარი სიპატიოსნე აქვს და დიდება სულისა ფრთეთა განურყვნელობასა და ვითარი ბოროტი ტანჯვა განრყვნასა, რომელი გამოიყვანს პირისაგან ღმრთისა და პირსა ეშმაკთასა ხედვენ მარადის?

განეკრძალენით და გეშინოდესთ მისგან, რათა განერეთ მას, და გაქვნდესთ სასოება უფლისა იესუ ქრისტესი, რამეთუ მისი არხ ყოველი დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat