სულხან საბა ორბელიანი - 27. სწავლა ბზობასა ამა სოფლისა დიდებისა სიცუდისათვის
სულხან საბა ორბელიანი - 27. სწავლა ბზობასა ამა სოფლისა დიდებისა სიცუდისათვის
"და ერი იგი, რომელიმე წინა უვიდოდეს და რომელიმე უკანა ჰყვებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსან[ნ]ა ძესა დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გვაცხონენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!" - იტყვის წმიდა მათე სახარების კა, თ (მათე 21, 9).

ჰხედავთა ერთა ჰურიათასა, დღეს ვითარისა/ დიდებითა შეიყვანეს იესუ ქალაქად იერუსალიმისა? რამეთუ ვირსა ზედა მჯდომარესა ფერჴთა ქვეშე დაუფენდეს სამოსელთა მათთა და ოსანნასა უღაღადებდეს და სახელითა უფლისაჲთა მოსლვად იტყოდეს, მცირედთა დღეთა შემდგომად შეიპყრეს და მაცდურობით ხადოდეს; დღეს უგალობდეს გალობასა და რტოჲთა ბაიასაჲთა წინა უძღოდეს და ხვალისა შემდგომად ჯვარსა დამოჰკიდეს განშიშვლებული; დღეს ეტყოდეს: "გვაცხონენ, რომელი ხარ მაღალთა შინა", და ხვალესა უკან ეკიცხოდეს: "სხუანი აცხონნა და არ ძალ-უც თავისა თჳსისა ცხონებად" (მათე 27, 42; მარკოზ 15, 31).

ამისთვის იტყვის სოლომონ იგავსა იდ თავსა შინა: "მხიარულებასა თანა-ჰყ/უების მწუხარებაჲ და სიხარულსა შეუდგს გლოვაჲ" (შდრ.: იგავ. 14, 13).

იხილეთ, მოყვარენო სოფლისანო და მიმნდობნო და მტკიცედ შეთვისებულნო საწუთოჲსა ამისნო, რამეთუ ვითარ-ძი იქცევის სოფელი ესე და ვერა დაადგრების წესსა ზედა ერთსა და დღითი-დღე იცვლის საქმეთა თვისთა და სხვადასხვა იქმნების ჟამითი-ჟამად, რამეთუ: რომელსამე ჟამსა მყინვარე არს და სხვა ჟამ სიცხით დამწველ, სხვასა დროსა მწვანითა და ყვავილითა შემკულ და სხვასა დროსა განშიშვლებული სრულიად, კვალად ნათელი ბრწყინვალე და კვალად ბნელ საცთომელ. ესრეთ აქცევს არსებათა თვისთა ზედასა-ზედა და თვით ვერა მტკიცედ მდგომელი წესსა ზედა ერთსა კეთილსა გი/ნა ბოროტსა. ვითარმცა დაადგინნა მოყვარნი თვისნი უცვალებლად და კეთილად და მხიარულებით?

ვინაჲთგან ქრისტესა, დამბადებელსა ყოველთასა, დღეს ესეთი დიდება შეასხა: ვირთა მჯდომარესა ყოველივე ერი წინა ურბიოდა, | და ზარისა მისგან ქალაქი იგი შეიძრა და ყოველთა უკვირდა შესლვა მისი და შემდგომად ექვსისა დღისა განშიშვლებულსა მოავლო ქალაქი იგი განბასრებით, სხვათა ვისაღა გაქვნდესთ სასოება, რაჲთამცა თქვენა კეთილი გიყოსთ და დაემკვიდროს თქვენ თანა მტკიცედ?

იხილენით: მეფენი ქვეყანისანი ვითარ განუმძლავრებიეს და სიმაღლედ აღუყვანიეს და მისნი სახელნი კიდეთა სოფლისათა განუფენიეს და ხვალე საფლავისა სიღ/რმეთა შთაუტევებს; ვითარ მონანი და მსახურნი განუმრავლებიეს და ყმანი და აზნაურნი ურიცხვნი მძრწოლარე შიშსა ზედა სამსახურად განუკრძალავს და მერმე ნიჩბითა მტვერთა მიაყრიან; ვითარ ლაშქრითა დარაზმულნი ვლიან და მჴედართა სიმრავლისაგან გზათა ვერა _ წარვლიან [და] უკანასკნელ მარტოდ დაუტევებნ; ვითარ საუნჯენი ოქროჲთა და ვეცხლითა აღუვსია და ზარდაჴშანი პატიოსნითა თვალ-მარგალიტითა და კიდობანნი ნაქსოვითა უამავრითა და ერთსა ოდენ სამკვდროსა ტილოჲსა სამოსელსა მისცემენ, სხვასა არარასა; ვითარ ნელსაცხებელთა სუნნელთა მცხებელნი და ინანითა და ვარდის წყლითა მბანებელნი სოფლისა ვითარებათაგან მყრალთა წუთხთა და წალათა მადინებელი არიან; ქვეყანათა მპყრობელნი და მტერთა ზარისა დამცემელნი, ვიეთთა მომაკვდინებელნი, ვიეთთა დამაპატიმრებელნი, თვისთა მონათაგან ჴელითა და ფერჴითა შეკრულნი წარიღებიან უპატიურად; თვისთა მამულთა არა-კმამყოფნი, სხვათა ადგილთაცა მცილობელნი ცალიერნი განვლიან; ოქრო-მოთვალულთა სავარძელთა ზედა მჯდომელნი მიწასა ზედა წოლათა დასჯერდებიან?

ამისთვის იტყვის წინასწარმეტყველი დავით მჱ ფსალმუნსა შინა: "ნუ გეშინინ, რაჟამს გამდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისაჲ, რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი და არცა შთაყვეს დიდება მისი მის თანა, რამეთუ სული მისი ცხორებასა მისსა ოდენ იკურთხოს" (ფს. 48,17-19).

ჰოჲ, სოფლისა მოყვარენო, იცანთ სოფელი ესე, რამეთუ მოკლე არს და ცუდ და წამსა თვალისასა განქარვებადი! ვინაჲთგან თვით ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რომელმან შექმნა სოფელი და რაი არს მას შინა, მას ჯვარითა სიკვდილი მიაგო და ორთა ავაზაკთა შორის დამოჰკიდა და მძლავრთა მეფეთა ესრეთ ბოროტად განამგზავრებს, ვითარ გგონიესთ თქვენთვის კეთილისა მყოფელად და თქვენ თანა დამდგრომელად? მაცთური და მატყუებელი ყოვლისა კაცისა სოფელი ესე გეჩვენების ტკბილად/ და დაგმწარდების ძნელად, მოგეცემის უხვად და წარგეპარვის სწრაფად; თვით სავსე არს ტყუილითა და გეჩვენების შენ მართლად, გასწავლის პარვასა სხვათასა და თვით განმზადებულ არს წარპარვად სულისა თქვენისა; გწვრთის რბევად მეზობელთასა და თვით ნებავს მორბევა სახლთა თქვენთა; გეტყვის ბოროტის ყოფასა ძმათასა და თვით არს ბოროტის მყოფელი ყოველთა; გირჩევს შექმნასა საჭურველთასა და აღლესვასა ფრიად და მოკლვად მოყვასთა თქვენთან და წამსა შინა მოკლვად თქვენდა განმზადებულ არს. ამისთვის, რათა მოგაცთუნოს და ტყუვილითა თვისითა განგაშოროსთ ღმრთისაგან და გამოგიყვანოსთ სასუფევლისა დიდებისაგან/ და მიგცეს უწყალოთა ეშმაკთა დასამკვიდრებლად ჯოჯოხეთსა შინა.

ნუ სცთებით, საყვარელნო, ნუ მიჰყოლიხართ - სოფლისა ამის სიმუხთლესა, ნუ დაგივიწყებიესთ წარუვალი დიდება სასუფევლისა მის და ნეტარება ზეციერი მცირისა და წუთისა ამის სოფლისათვის.

რასა ხედავთ სოფელსა ამას შინა კეთილსა განგრძობილსა და ბოროტსა მოკლებულსა?

უკეთუ დიდება მოგეცეს, სიმდიდრე შეგაწუხებს და მრავალნი გაჭირვებენ, ხოლო, უკეთუ გლახაკ ხარ, გული გითქვამს სიმდიდრისათვის; უკეთუ გშიის, მუცელი გაშფოთებს და, უკეთუ განსძეღ, სტომაქი შესჭირდების მოდნობად; უკეთუ შიშველი ხარ, გცივის და, უკეთუ შეიმოსე რამე, გა/ცვეთასა ზრუნავ; უკეთუ ქვეითი ვლი, დაშვრები და, უკეთუ ცხენოსან ხარ, განუსვენებელი ხარ ცხენისა მსახურებისაგან; უკეთუ უქორწინებელი ხარ, გეოცნების ქორწილი. დაქორწინებულსა შეუდგს მიზეზი მწუხარებისა მრავალი. უკეთუ უშვილო ხარ, დამძიმდები გონებითა უმკვიდრობისათვის და, უკეთუ შვილიერ ხარ, გაშფოთებენ საქმენი მათნი მრავალი რიგად; უკეთუ მეფეთა მონებასა ქვეშე ხარ, გეშინის მეფეთა მიერ და, უკეთუ თავისუფალი ხარ, - განგარისხებენ ყმანი მარადის.

არა არს სოფელსა ამას განსვენება: არცა კეთილი რამე მოუწყინარი, არცაღა გეჴსოვნების გუშინ რა კეთილი იხილე, ანუ ძოღან რა ბოროტი მოგეცა, და არცაღა იცი ხვალე/ გინა მწუხრი რა ყოფად არს შენ ზედა. ვითარცა სიზმრისა წუხანდელისა ჴსენება, ეგრე არს დილანდელი საქმე შუადღე.

ვინაჲთგან ესრეთ არს სოფელი ესე, საქმენი მისნი წარმავალ და ცუდ, რაჲსათვის დაემონები სოფელსა ამას და მოიძულებ სასუფეველსა? რა სარგებელ არს, უკეთუ პირველად სოფელმან ამან კეთილი გიყოს, მას საუკუნესა დასასჯელად მიგზიდნეს, ვითარცა იტყვის მათეს სახარების ივ, კვ: "რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველივე სოფელი შეიძინოს და სული თვსი იზღვიოს? ანუ რა მისცეს კაცმან საჴსრად სულისა თჳსისათჳს?" (მათე 16, 26) რა სარგებელ არს, უკეთუ სოფელმან ამან ყოველივე სამეფო მოგანიჭოს და ყოველივე საშვებელი მოგცეს და სასუფეველსა განგაშოროს და მწარითა სატანჯველითა იტანჯებო/დე? რა სარგებელ არს, სოფელი ესე მცირე ჟამი დღე ყოველ ლხინთა გიმზადებდეს, და სმა-ჭამათა და სანოვაგეთა გიმრავლებდეს და მას საზარელსა ჯოჯოხეთსა შინა ენასა წყურვილით გიჴმობდეს, პირს ვაებითა, ხახასა კვნესითა, კბილთა ღრჭენითა და მუცელსა შიმშილითა აღგივსებდეს? რა სარგებელ არს, ესე წარმავალი სოფელი თვალთა სიხარულითა, ყურთა ქებითა, გულთა მლევანებითა, ცხვირთა სუნნელებითა და წარუვალსა საუკუნესა თვალთა სისხლისა ცრემლითა, ყურთა ეშმაკთა ყვედრებითა, ცხვირთა სიმყრალითა და გულთა ძნელისა შიშითა უთმინოჲთა აღგივსებდეს? რა სარგებელ არს აქა, თუ გვამნი სტავრითა მოსილნი, წელნი ზოსტერითა მორტყმულნი, ყელნი მანიაკითა, ჴელნი ბეჭდითა პატიოსნითა, ფერჴნი ოქროჲსა მოთვალულითა შეგიმკვნეს და მას ძნელსა უფსკრულსა ჯოჯოხეთსა შინა სული ცეცხლითა შემწველითა, ჴორცი უძილისა მატლითა, წელნი ვეშპითა მოხვეულნი, ყელნი ცეცხლ-გველებითა, ძუძუნი ასპიტ-ჩამოკიდებულნი, ჴელნი მჴურვალე ჯაჭვითა, ფერჴნი დაუჴსნელის ხუნდითა, ძვალნი ტკივილითა საუკუნომდე გქონდეს? აქა სარკითა და მარმარილოჲთა ნაშენებთა სახლთა დაგსმიდეს და მუნ ტარტაროზთა შინა მარადის გტანჯვიდეს, აქა აბანოთა ვა/რდის წყლისაჲთა გაბანებდეს და მუნ კუპრთა მდუღარეთა და წუმწუბათა აღნთებულთა შინა დაინთქმოდე?

ესოდენი ბოროტი შეუდგს სოფელსა ამასა.

ვითარცა არა სარგებელ არს სიზმართა შინა სიმდიდრე, და შვება პატიმრისა კაცისა და განეღვიძოს, ჯაჭვთა შინა კრულ იყოს, ეგრეთვე არად სარგებელ არს ამის სოფლისა დიდება და შვება და მუნ ტანჯვა დაუსრულებელი.

უკეთუ აქა დღე ყოველ იტანჯებოდე და მუნ განსვენება მოგეცეს, არა გაჴსოვდეს ტანჯვა და, უკეთუ აქა დიდითა დიდებითა იყო და მუნ იტანჯებოდე, არა სარგებელ არს, რამეთუ ათასთა წელიწადთა შინა წამ და წუთ ტანჯვა სოფელსა ამას შინა უადვილეს არს ერთისა ჟამისა ჯოჯოხეთისა ტანჯვასა, რამეთუ ესრეთ მწარე არს, და ათასთა წელიწადთა სრულიად ქვეყნისა ჴელმწიფობასა უდიდებულეს არს ერთსა წამსა შინა სასუფევლისა ხილვა, რამეთე ესრეთ ტკბილ არს და მდიდარ დიდებით, რამეთუ სასუფეველსა შინა ყოფა ღმრთისა თანა-ყოფა არს და პირისპირ მისისა დიდებისა განცდა, ხოლო ჯოჯოხეთსა შინა ყოფა მარადის ღმრთისა რისხვასა შინა ყოფა არს და მძვინვარეთა ეშმაკთა პირისპირ ჭვრეტა.

ყოველთა უწყით, ვითარ საზარელ არს ჯოჯოხეთი, არამედ მისსას უსაზარლეს -განვრდომა პირისაგან ღმრთისა. ყოველთა იცით ვითარი სიმწარე აქვს ტანჯვასა ჯოჯოხეთისასა, არამედ -, უფროჲსად დიდი ტანჯვა აქვს, რაჟამს თქვას ქრისტემან: "წარვედით ჩემგან, დაწყეულნო მამისა ჩემისანო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათჳს და მსახურთა მისთათჳს" (მათე 25, 41).

დღეს ვირთა ზედა მჯდომარე ქრისტე მოსრული იერუსალიმად შოლტითა განასხამს ტაძრისაგან ღმრთისა განმსყიდველებსა და მეკერმეთა და ტაძართა შემაგინებელთა, ხოლო მეორედ ოდეს მოვიდეს ქერობინთა ზედა მჯდომარე, მაშინ განასხამს პირისაგან თვით ღმრთისა განმსყიდველებსა სულთა მათთასა და შემაგინელთა ჴორცთა მათთაჲთა, ცოდვილთა სატანჯველად საუკუნოდ.

ნუ, ძმანო, ნუ საყვარელნო, ნუ მიენდობით სოფლისა ამის შვებათა და განცხრომათა, ნუ დაივიწყებთ დაუსრულებელსა მას საუკუნესა, არამედ თავითა დამდაბლებულითა და გულითა შემუსრვილითა მივეგებოდეთ სიმდაბლით მოსრულსა ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა.

მდიდართა დაუფინეთ სამოსელნი, გლახაკთა მოჰკაფენით ხეთა რტოები და სიხარულით უღაღადოთ ოსანნა და ვიტყოდეთ: "გვაცხონენ, რომელი ხარ მაღალთა შინა მიდევნებული", შეუდგეთ კვალსა ქრისტესა, რომლისათვის იტყვის დავით პვ ფსალმუნსა შინა: "დადვას გზად სლვაი თჳსი" (ფს. 84, 14).

ამისთვის ჩვენცა დავმდაბლდეთ, ვინაჲთგან ქრისტე დამდაბლდა; ამისთვის გვიყვარდეს სიგლახაკე. ვინაჲთგან ქრისტე დაგლახაკნა; ამისთვის ჩვენცა ვიღვაწოთ, ვინაჲთგან ქრისტემან ჩვენთვის იღვაწა; ჩვენცა მოვკვდეთ სახელისათვის ქრისტესისა, ვინაჲთგან იგი მოკვდა ცოდვათა ჩვენთათვის.
უკეთუ მისთვის/ მოვკვდეთ, ჭეშმარიტად მის თანაცა აღვსდგეთ და მის თანა ვსუფევდეთ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat