სულხან საბა ორბელიანი - 26. სწავლა ვნებისათვის უფლისა და ადამის თანანადების გარდაჴდისათვის
სულხან საბა ორბელიანი - 26. სწავლა ვნებისათვის უფლისა და ადამის თანანადების გარდაჴდისათვის
"წარიყუანეს იგი, რათა ჯუარსა აცუან" — [იტყვის] მათეს სახარების [თავი კზ, ლა](მათე 27, 31).

რაისათვის აცვეს ჯვარსა ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი?

ისმინეთ, მორწმუნენო, რამეთუ დასაბამსა ოდეს შექმნა ადამ, ესრეთ პატიოსნებით შექმნა და სიწმიდით შეამკო, რათა სამკვიდრებელ თვისად ყოს; ესრეთ პატიოსან ყო ბუნება კაცთა, რამეთუ ჟამთა უკანასკნელთა ღმერთი ზეცით გარდამოჴდა და კაც იქმნა და ბუნება ჩვენი განაღმრთო, არა თუ აღვიდა კაცი და ღმერთ იქმნა, არამედ ღმერთი დამდაბლდა სიყვარულისათვის კაცთაჲსა, გარდამოჴდა და ბუნება კაცთა მიიღო, აღამაღლა და განაღმრთო, ესრეთ პატიოსან შექმნა ბუნება ჩვენი.

ხოლო ადამ არა აცადა დროს-ცემა დამბადებლისა ჩვენისა, და განზრახვითა ეშმაკის/აჲთა გარდაჴდა მცნებასა ღმრთისასა და ენება წარპარვით განღმრთობა ჭამითა ხილისაჲთა, რომლისა მიერ გამოვსცვივენით სამოთხით საშვებელით და მიგვეტაცა და მიგვეღო პატიოსნება ჩვენი. და ძედ ადამისად უწოდა თავსა თვისსა ძემან მაღლისა ღმრთისამან, რათა განწმიდოს შეცოდება ადამისი და არა დაგვიტეოს ვალი იგი პაპათა ჩვენთა ჩვენ, და მაშინ მიპარვით ღმერთყოფისა წადილმან, რომელმან მოკლა ადამ, აწ – სიკვდილითა თვისითა მიანიჭოს და აღამაღლოს ზეცად.

აწ, ძმანო და საყვარელნო მეგობარნო, ვინაჲთგან ქრისტემან, დამბადებელმან ჩვენმან,/ გარდაიჴადა თანანადები იგი მამისა ჩვენისა დაგლახაკებითა მამისა თვისისა, რა-მე თანა-გვაც ჩვენ და რამე უნდა ვყოთ ამისად, ნაცვლად მადლობისა შეწირვად გამომჴსნელისა ჩვენისა მიმართ?

თუცა მამასა ჩვენსა ვისიმე ემართა ვალი მცირე რაიმე, და სხვამან ვინმე კაცთაგანმან გარდაიჴადა თანანადები იგი, ვინა უწყის, რაოდენსა მადლსა მიუძღვანებთ და რაოდენსა მადლობასა და ქებასა მისდა განვჰფენთ, სადაცა მისწვდეს ჴმანი ჩვენნი. უფროჲსად არა გვიღირსა მადლობა და ქება მისი, რომელი უფალმან ჩვენმან დაგლახაკებითა თვისითა/ გამოგვიჴსნნა ჩვენ თანანადებისა მისგან გამოუჴსნელისა საუკუნედ მიმართ?

მეუფე ჩვენი დაგლახაკნა ჩვენთვის და ჩვენ არა დავგლახაკნებით მისთვის და არცა-თუ გლახაკთა მივსცემთ ფოლსა ერთსა, არცა სიტყვათა კეთილთა ვეტყვით, ვინაჲთგან ვიხილავთ, რათა მოგვეჴსენნეს ჩვენ უფალი ჩვენთვის დაგლახაკებული და სახელითა მისითა ვყოთ მას ზედა კეთილი რამე.

ქრისტე იგინა ჩვენთვის, ინერწყვა და განიბასრა, რათა გვასწაოს ჩვენ მოთმინება, ხოლო ჩვენ იგი შეურაცხად და საკიცხელად მიგვაჩნს, რომელი ჩვენისა ჴსნისათვის უფალმან თავს-ისხნა, და არა მოვითმენთ, არცა მოვიგონებთ დღესა მას, რა იგი მოითმინა იესუმ.

ქრისტე განიყიდა მოწაფისა მიერ ურწმუნოჲსა, რათა აღმოიყვანოს სული ჩვენი ჯოჯოხეთისაგან, ტყვექმნილი თანანადებისა მის მამისა ჩვენისა ვაჴშთა სიმრავლისაგან, და ჩვენ არა განვეკრძალებით და გვნებავს, რათა ცოდვითა ჩვენითა მეორედ განვყიდნეთ სულნი ჩვენნი და მოსყიდულება ქრისტეს მიერი იგი ცუდ ექმნათ.

ერთი ვინმე კაცთაგანი რომელი იყოს გლახაკი და უსახლო, და მოვიდეს უფალი მისი, და აღუშენნეს სახლი და განამდიდრნეს კაცი იგი, და მან ჴელითა თვისითა დაარღვიოს სახლი იგი და განაბნიოს სიმდიდრე მოცემული უფლისაგან თვისისა, ოდეს მოვიდეს უფალი იგი, რა-მე სიტყვა უგოს უფალსა კაცმან მან? სახედ ამისა იხილეთ: ვითარი სირცხვილი თანა გვე/დვას, ძმანო, ვინაჲთგან ქრისტე ჩვენთვის განისყიდა, რათა მისისა განსყიდვითა თავისუფალ იქმნეს სული ჩვენი, და აწ ჩვენ თვით თავით თვისით განვიყიდნეთ? რა-მე სიტყვა უგოთ, მოვიდეს მომავალი იგი ქრისტე დღესა მას საშინელსა?

თავთა დაადგეს ეკლისა გვირგვინი, ვიდრეღა საწერტელნი მისნი შეჰჴდეს ტვინადმდე; იგვემა ქრისტე შოლტითა ეგოდენი, ვიდრე არა დაშთა ტყავი მრთელი ჴორცთა მისთა ზედა, რათა ტყავისა იგი სამოსელი, რომელი შეგვემოსა ურჩებით გამოვრდომითა მამისა ჩვენისაჲთა, იგი განგვძარცოს და შეგვმოსოს უხრწნელი სამოსელი საქორწინე, ღირსი ზეცისა სასუფევლისა, ხოლო ჩვენ ნებსით ჩვენით განვიძარცვავთ სამოსელსა უფლისა მიერ მოცემულსა და შევბღალავთ ცოდვითა.

მეფემან ვინმე მსოფლიომან შემოსოს აზნაურსა ვისმე თვისსა შესამოსელი ბრწყინვალე და მან განიძარცოს და განაგდოს, იხილე, თუ რამე უპატიურობა ეყოს მას ყოველთაგან. ამით სახით სცანით: რა-მე უნდა გვეყოს ჩვენ, ვინაჲთგან არა დავიმარხავთ პატიოსნად სამოსელსა, ქრისტეის მიერ მოცემულსა?

ქრისტე ჯვარს ეცვა ორთა შორის ცოდვილთა, რომლისათვის იტყვის წინასწარმეტყველი: "უშჯულოთა თანა შეირაცხა და თავს იდვა უკეთურთა თანა სიკვდილი", ხოლო ჩვენ არცაღა მოყვასთა ჩვენთა თანა ჯდომასა თავს-ვიდებთ, არამედ ვიტყვით: "იგი არა ჩვენი სწორი არს და ვით/ კადნიერ იქმნა დაჯდომად ჩემთა ანუ ჭამად ჩემთა"? არა თუ სიკვდილი და მეგობარ-ყოფა თავს ვიდვათ ცოდვილთა თანა, რათა მეგობრობითა ჩვენითა მანცა უკეთურმან კეთილი რამე შეიძინოს, და კეთილისყოფითა მისითა ჩვენცა მოვიღოთ მადლი ღმრთისა, რომლისათვის ბრძანებს ჩვენთვის ჯვარცმული: "უკეთუ მოაქციოთ ცოდვილი გზათაგან მისთა, სული თვისი იჴსნეს სიკვდილისაგან და ცოდვანი თვისნი დაფარნეს". ხოლო ჩვენ არა ვეძიებთ, რაჲთამცა ცოდვილი მოაქციოთ და ცოდვანი ჩვენნი დაიფარნენ, არამედ ვეძიებთ, რათა თავნი ჩვენი უსჯულოებად შევსცვალნეთ და ცოდვანი ჩვენნი საცნაურ იქმნენ.

ჰოი, უგუნურება ჩვენი, მორწმუნენო!

ჰოი, თავჴედობა ჩვენი და განურჩეველობა ჩვენი!

სახელად ოდენ ვიწოდებით ქრისტიანედ და საქმეთა ქრისტეჲსთა არარასა ვიქმთ, რა იგი ქმნა და გვიჩვენა თვალითა და გვასწავა წერილითა!

ამისთვის ბრძანებს წმიდა სახარება იოანეს იე, კბ: "უკეთუმცა არა მოვედ, და ვეტყოდე მათ: ცოდვამცა არა აქუნდა, ხოლო აწ მიზეზი არა აქუსთ ცოდვათა მათთათჳს" (იოანე 15, 22).

ვაი, ჩვენდა ქრისტეანენო, რა საზარელ არიან სიტყვანი ესე!

დაგვბადა უფალმან ესრეთ პატიოსანი, ვიდრეღა ღმერთმან შეიყვარა და გარდამოჴდა და განკაცნა და ჩვენნი ჴორცნი მიიხვნა, ხოლო ჩვენ წარვსწყმიდეთ პატიოსნება და სიყვარული უფლისა და მტერმან დაგვიმონა, არავე უგულებელს-გვყო, და ჯვარს ეცვა ჩვენთვის, განსყიდული ჩვენთვის და აღმოგვიყვანა სიღრმ/ეთაგან ჯოჯოხეთისათა ჩვენ, ტყვენი, ტყვემან მან ჴსნისათვის ჩვენისა, და გვამცნო, გვასწავა გზანი კეთილნი, რათა შევიდეთ, სადა თვით იგი არს სასუფეველსა ღმრთისასა. კვალად ჩვენ არა დავსცხრებით სიბოროტისაგან და ცოდვისა და გვწადის, რაჲთამცა გამოვახვნნეთ სულნი ჩვენნი ზეცისა იერუსალიმისაგან აწ თქუთ: რომელიღა მიზეზი გვაქვს, ვინაჲთგან თვით პირითა მით უტყველითა გვიბრძანებს: "არღარა გაქვსთ მიზეზიო, ვინაჲთგან მოველ და გეტყოდე თქვენ?"

აწ შემდგომად დღეთა ამათ, ვინაჲთგან უმიზეზო უქმნა წარწყმედა სულთა ჩვენთა, და თავისუფლება მოუციეს უფალსა და კეთილი და ბო/როტი უსწავებიეს განრჩევად და ძალ-გვიც, რაცა გვინდა, ვქმნათ; ნურღარა ვიქმთ საქმესა ესეთსა, რომელ თავთა ჩვენთა დასჯიდეს, და სულთა ჩვენთა ზე აღსლვად დააბრკოლებდეს, და მიზეზისა თქმა არა ძალ-გვედვას და სიტყვისა მიცემა ვერ თავს ვიდვათ და სიყვარულისა წილ დამბადებელსა ჩვენსა ვაჩვენოთ სიძულვილი. ვინაჲთგან სულთა ჩვენთა ჴსნისათვის ჯვარს ეცვა, მოვიჴსენებდეთ ჟამ ყოველ დღეთა მათ სატანჯველისა მისისათა, რომელ ადამის ცოდვათათვის თავს ისხნა და სულნი ჩვენნი თავისუფალ ყვნა.

აწ განთავისუფლებულ/სა სულსა ჩვენსა ნურღარა დავამონებთ მტერთა ჩვენთა, რამეთუ არავინ მებრძოლთაგანმან შეიკრის ჴელი, ოდეს იხილის მტერი თვისი, და არცა მეორემან შემუსრის საჭურველი თვისი, ოდეს ღვაწლი ენების, არამედ უფროჲსად მჴნე იქმნის და განძლიერდის, რათა მრე ეყოს მტერთა. ხოლო თქვენცა მჴედარნი ქრისტესნი და მებრძოლნი ეშმაკთანი შეიჭურენით საჭურველითა უძლეველითა, პატიოსნითა ჯვარითა, და დადეგით - მჴნედ და გაქვნდეთ გულთა თქვენთა ვნებანი ქრისტესნი, რომელი ჩვენთვის თავს ისხნა, და განგემარჯოსთ. და ღვაწლისა მძლენი სიხარულითა დიდითა წარემართენით თქვენთვის ჯვარცმულისა მიმართ, ხოლო მუნითცა მოგეგებნენ დასნი ანგელოზთანი და გუნდნი წმიდათანი, რათა მოდასე გყონ მათდა, და ადიდებდე ღმერთსა უკუნისამდე.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat