სულხან საბა ორბელიანი - 25. სწავლა ქრისტეს ვნებისათვის და გლოვისათვის სულისა.
სულხან საბა ორბელიანი - 25. სწავლა ქრისტეს ვნებისათვის და გლოვისათვის სულისა.
"მკუდარსა ზედა არა იტყებდეთ" მოსე დას/წერს მეორეს სჯულის იდ თავსა შინა (II შჯ. 14).

ღმერთი გიბრძანებსთ და თავი წინასწარმეტყველთა მისთა მოსე სჯულად დაგიდებსთ, რათა არა ბოროტად სტიროდეთ მკვდართა თქვენთა. არამედ თუ ვისმე მოუკვდეს საყვარელი მისი, არა ისმენს ბრძანებათა ღმრთისათა, არცა მოიჴსენებს სჯულსა, დაწერილსა მოსეს მიერ, არამედ უმეტესად, გულმჴურვალედ ილტობის ცრემლითა, და ტირს ჟამითი-ჟამად და გოდებს განთიად და მიმწუხრი დაუცადებლად, იტყებს თავთა და იცემს მკერდთა, იფხვრის თმათა და წვერთა და იხოკნ ღაწვთა უწყალოდ, შეიმოსნ ძაძათა და ფლასთა და დალტობილნი აქვნ კალთანი და საყელონი, ვითარცა ნაწვიმარნი. არა ჭამნ არა თუ ჴორცთა და თევზთა, არცაღათუ ზ[ე]თითა ზავებულთა, არამედ მარილთაცა არა ურთვენ საჭამადთა მხალთა და ცერცვთათა, ვიდრე ორმეოცთა დღეთა, რომელიმე წლამდის და რომელიმე უმეტეს და უნაკლულეს. ამა მწუხარებითა და გლოვითა და ტირილითა აღასრულებენ; არცა ნუგეშინსა იცემენ მეგობართაგან, არცა მოილხენენ მოყვასთა ნახვითა მიერ, არცა მოსწყინდებათ, არცა მოსძაგდებათ, არამედ უმეტესად და უფროჲსად ჰმატებენ გლოვასა და ტირილსა, რათა დაჴსნან სჯულნი ღმრთისანი და წერილნი წინასწარმეტყველთანი.

ვინაჲთგან მოყვარულ არს ერი ესე გლოვისა და ტირილისა, მეცა გაუწყნე ამბავნი საგლოველ/ნი და მოგახსენნე საქმენი სატირალნი, თუცა არა ადრე შესძაგდებოდეს მარხულობად და გლოვად მის საგლოველისა დიდისა, რომელი გცემსთ ნუგეშსა და შეგიცვალებსთ გლოვასა · სიხარულად, რომლისათვის იტყვის დავით კთ ფსალმუნსა შინა: "მოაქციე გლოვაჲ ჩემი სიხარულად ჩემდა. და განჴეთქე ძაძაჲ ჩემი და გარე შემარტყ მე სიხარული" (ფს, 29, 12).

აჰა, ძმანო, უწყოდეთ, რამეთუ ორნი მკვდარნი გისხენ აწ წინაშე თქვენსა, უსაყვარელესი ძმათა და უპატიოსნესი მშობელთა, უტკბოსი მეუღლეთა და უსაწადელესი ძეთა და ასულთა, უკეთუ ხედავთ:

მას პირველი მკვდარი, რომელსა ხედავთ ჯვარსა ზედა განშიშვლებულსა, — ქრისტე, რომელი მოკვდა თქვენთვის, და,/ ვითარ მოკვდა, განიხილეთ: არა თუ ცოდვა რამე აქვნდა თავით თვისით, არამედ ცოდვათა ჩვენთათვის მოკვდა და, ოდეს მოკვდებოდა, ღამესა ილოცვიდა ჩვენთვის, ვიდრე შუა ღამედმდე ზე დგომით, და დავარდის ზედასა-ზედა, პირსა ზედა საღმრთოსა, ვიდრე ოფლნი მისნი იქმნა, ვითარცა სისხლი. შუა ღამესა ოდენ განიცა მოციქულისაგან და განისყიდა მოწაფისა მიერ და შეპყრობილ იქმნა ჰურიათაგან, სცემდეს უწყალოდ და შეჰკრვიდეს საბლებითა და მიითრევდეს, ვითარცა ძვირის მოქმედსა, და სცემდეს მძიღვითა. მიიყვანეს ეზოსა კაიაფასა, და განაშიშვლეს, და დააბეს, სვეტსა ზედა და სცემდეს შოლტითა, რომელიმე ლერწმითა, რომელიმე ჴურთითა, რომელიმე ეკლითა, რომელიმე კვერთხითა და დასდვნეს წყლულებანი მრავალნი, რომელსა არა დაშთა ტყავი მრთელი. სხვანი აგინებდენ, სხვანი განბასრევდენ, სხვანი ეკიცხოდენ, სხვა პირსა ნერწყვიდა, სხვა ყვრიმალსა სცემდა, სხვანი ეკლის გვირგვინსა დაადგმიდეს, რომლისა საწერტელნი შეჰჴდეს, ვიდრე ტვინამდე. მოციქულნი ივლტოდეს, მოწაფენი დაიმალნეს, ცრუმოწამენი შეკრბნეს, მაყვედრებელნი განმრავლდეს.

ამისთვის დასწერს დავით ლდ ფსალმუნსა შინა:/ "რამეთუ აღსდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და, რაჲ იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე, მომიგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკვიდრობაჲ სულისა ჩემისა იზრახეს" (ფს. 34, 11-12).

შემდგომად ამისა მიიყვანეს პონტოელის პილატეს მიერ, დასაჯეს და წარაქციეს ჯვარ-ცმად, განშიშვლებულს ქალაქი მოავლეს და შთაავლნეს კარნი მარიამ წმიდისა დედისა მისისანი, რომელმან არარა იცოდა, გარნა დგა და ილოცვიდა. ვითარცა ესმა ღაღადება, კრჩხიალი განკიცხვისა ძისა მისისა და სცნა, გამოიჭრა, ვითარცა განხელებული, იზახებდა, ვითარცა ლომი ლეკვისა მოშორებული, მორბიოდა, ვითარცა ირემი - ნუკრ-წარტყვენილი, ეწეოდა ძესა თვისსა საყვარელსა, და იცემდა ძლ/იერად მკერდსა თვისსა, და ტიროდა მწარედ და გოდებდა მწუხარედ, ძრწოდა დაუწყნარებლად და იღალვებოდა სასტიკად, ვინაჲთგან ეწია და იხილა ძე თვისი, საყვარელი, განშიშვლებული, ყელჯაჭვიანი, ჴელსაბელიანი, მჴართა ზედა ჯვარი ეტვირთა, და მიაქვნდა, და დამძიმებული დაეკვეთებოდის ქვეყანასა ზედა და სცემდეს უწყალონი ჰურიანი. ამისი მხილველი მარიამ შეშფოთებული ზარის საჴდელ-ქმნილიყო და მტკივნეულ იყო გული მისი, შეიწვებოდეს ნაწლევნი მისნი, კვნესოდეს ძუძუნი მისნი, ელმოდა მუცელი მწარედ და დაბნელებოდეს ნათელნი მზისანი, მიჰჴდის ცნობასა, და დაეცის/ ზედასა-ზედა დაბნედად, და აღადგინიან დედათა მათ და ეწიის ძესა თვისსა სრბითა ნაღვლიანითა.

ოდეს მიიწივნეს გოლგოთას, განსხირპეს ჯვარსა ზედა სამსჭვალებითა, დამსჭვალნეს ჴელნი და ფერჴნი, ვითარცა იტყვის დავით კა ფსალმუნსა შინა: "განხურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი და აღრაცხნეს ყოველნი ძუალნი ჩემნი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე, განიყუეს სამოსელი ჩემი და კუერთხსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი" (ფს. 21, 17 – 18).

ხოლო მარიამ მწუხარითა სულითა, აღტყინებულითა გულითა იტყოდა:

ტიროდა და გოდებით "ჰოი ძეო ჩემო საყვარელო, ვითარ გხედავ შენ? შვილო, შვილო, მხიარულებაო ჩემო, რა-მე ვყო? ნათელო თვალთა დედისათაო, დამიბრმო თვალთა ნათელი გვირგვინმან ეკლისამან, რომელი გწერტს თავთა შენთა! შვილო ჩემო, შვილო ჩემო, ყოველთა შესავედრებელო, ვისსა-მე მივივლტოდე მეხვაიშნება თანა? განმეცემიან ღვიძლთა სამსჭვალნი ჴელთა და ფერჴთა შენთანი. ვინა მიოხებს საზარელსა ამას საქმესა? სადა ვეძიო შემწე — წყალობისა ჩემისა, რომელსა განმიპობს გულსა ლახვარნი გვერდისა შენისანი? ვაი არს ჩემდა, ძეო ჩემო, სმენით და ხილვით! გხედავ შენ ჯვარსა დამოკიდებულსა და ვერარასა გარგებ; გელმიან, შვილო, ჴელნი და ფერჴნი და არ ძალ-მიც კურნება; სავსე ხარ ტკივილითა მწარითა და ვერა შეგეწევი; გხედავ ავაზაკთა შორის მოკიდებულსა და ვერა გარდამოგჴსნი; [გხედავ] გვერდგანღებულსა და წამალსა ვერა დაგდებ; გხედავ მწყურვალსა და არა მაქვს წყალი, რაჲთამცა გასვა, ხოლო უსჯულონი გასმევენ ნაღველსა და ძმარსა აღრეულსა. ვაი, საწყალობელსა დედასა: წარვიდე წყალთა მოღებად, ვინა უწყის, ვერღარა მოგისწრო, ვიდრე სიკვდიდმდე? რა-მე ვყო შეიწრებულმან? " ესრეთ მწარითა ტირილითა ვაებდა მარიამ და ღაღადებით ჴმობდა.

ძე სისხლითა ჯვარსა ღებევდა, ხოლო დედა ცრემლითა რცხიდა; ძე მოწყლული კვნესოდა, ხოლო დედა შემწვარი ვაებდა.

ესრეთ მოკვდა თქვენთვის ქრისტე და შთავი/და ჯოჯოხეთად და 401 აღმოიყვანა ადამ, მამა ჩვენი, და ყოველნი ძენი მისნი სათნოყოფილნი ჯოჯოხეთით ქვესკნელისაგან, სადა სულნიცა ჩვენნი მუნ მიმავალ იყვნეს, ხოლო ქრისტემან მოიყიდა სისხლითა პატიოსნითა.

აწ იცითა, თუ მეორე მკვდარი ვინა გივისთ, მეორე საგლოველი ვინა გიცთ, მეორე სამარხულო რა არს თქვენი?

თქვენთვის მკვდარის ქრისტეს მიერ განცოცხლებული, თქვენთვის ჯვარცმულის იესუს მიერ აღმოტაცებული, თქვენთვის განსყიდულის მიერ სისხლითა მოსყიდული და თქვენთვის ტყვისაგან გამოჴსნილი სული თქვენი, დღეს თქვენის ცოდვით მკვდარი; წინა გიცთ უხილავად სული თქვენი მაც/ოცხლებელი, სული თქვენი ქვეყანასა ზედა გამაუფლებელი, სული თქვენი ყოველთა კეთილთა უმჯობესი, მშობელთა უპატიოსნესი და ძმათა უსასურველესი, მეუღლეთა უტკბოსი, შვილთა უსაყვარლესი.

რამეთუ სხვა რომელიცა საყვარელი მოუკვდეს, კაცი თვით ცოცხალი მოილხენს და, უკეთუ სული განექცა, ყოველივე უჴმარ იქმნების, რამეთუ მოძრაობა მისი დადგების, ჴორცი მისი დალპების, თვალთა მხედვარობა დაუბრმების, შვენიერობა პირთა იავარ-იქმნების, გაწყობილობა ჰაეროვნებათა უშვერ-იქმნების, თმანი ნათხაზნი და წვერ-ულვაშთ სიჴშირე მომტვერდების, ბაგე-კბილთა თეთრ- წითლობა მოიშლების, ფერთა ელვა/რობა - წუთხოვან იქმნების, კეთილმოუბარი ენა დადუმნების, განზვავებული გული განლიგდების, ქედისა სიმაღლე შეიმუსრვის და ყოველ[ნი ძალნი ნასხამოანნი მიწათა შეერევიან, რომლისათვის იტყვის დავით რბ ფსალმუნსა შინა: "კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი; ვითარცა ყვავილნი ველისანი, [ეგრე აღყუავდენ]; რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცაღა იცნას ადგილი მისი" (ფს.102, 15-16).

ვინაჲთგან სული თქვენი ესრეთ უპატიოსნეს და უსაყვარელეს არს თქვენთვის ყოველთა საყვარელთასა და აწ დამბადებელი შენი ქრისტე და მისგან გამოჴსნილი სული ორნივე მკვდარნი – გისხენან, არა ჯერ-გიძსა, რაჲთამცა ორმეოცთა ამათ დღეთა იგლოვნეთ სიკვდილით ქრისტესი და სიკვდი/ლი თქვენგან მოკლულისა სულისა თქვენისა?

თუცა საყვარელისა თქვენისა სიკვდილსა გარდაჰვლით უზმაობით ორთა და სამთა დღეთა და არა – გნებავსთ ჭამა და სმა, ორთა ამათ მკვდართათვის იყო უზმა, ვიდრე მწუხრადმდე, რადამცა გსურის საზრდელი? თქვენთა მოყვართათვის უკეთუ ორმეოცთა დღეთა სჭამთ მხალთა და ცერცვთა მარილითა უზავებელითა და არა მოგინდებისთ კეთილი სანო[ვ]აგე ამა ორმეოცთა დღეთა შინა, რადა გსურის ჴორცთა და საურწყოთათვის, რომელნი სჭამთ შეზავებულითა ნივთებითა საჭამადთა მრავალფერთა და ხიზილალათა და ოდესმე თევზთაცა? მოკვდავთა კაცთათვის ორმეოცთა დღეთა იტყებთ თავთა, ღამე-დღე მწუხარედ სტირთ დაუცადებელად და არა გნებავსთ სიცილისა სმენად, მცირეთა ჟამთა ორთა ამათ უკვდავთა მკვდართათვის იცემდეთ მკერდთა და სცრემლეოდეთ, — რაჲსათვის შეგძაგდებისთ? წლამდის მწუხარენი ჰკვნესით საყვარელისა გაყრისათვის და ოხრავთ და ძაძითა შემოსილი ხვალთ, ლოცვისა დასრულებადმდე მწუხარე და სულთქმით - მკვნესარე ეჩვენოთ ქრისტესა, — რად არა იღვწით? გლოვასა შინა რაოდენნი ჟამნი განგიგრძელდესთ, არა გეწუხებინ და მოკლედ შეგირაცხიესთ, ხოლო სთვლით მარხვათა ამათ დღეთა, და ოხრავთ ორმეოცთა ამათ/ დღეთა სიგრძეთა და გსურისთ მოსლვა აღდგომისათვის.

უკეთუ ქრისტემან იმარხა ორმეოცი დღე და პურნი არა ჭამა შენთვის, რათა განგათავისუფლოს ცოდვათაგან, შენცა იმარხენ შვიდნი ჟამნი დღისანი მომკვდრისა სულისა შენისათვის, რათა განცხოელდეს. უკეთუ ქრისტესა ლოცვათა შინა ურვითა და შრომითა ოფლნი ექმნნეს, ვითარცა სისხლნი, შენცა დაშვერ ესოდენ, რათა გედინნეს ოფლნი მსგავსად წყალთასა, რათა სცხონდე. უკეთუ ქრისტემან დაითმინნა ტანჯვანი, რათა აღგამაღლნეს, შენცა მოითმინ[ნ]ე ზრუნვანი ამის სოფლისანი და ყვედრებანი მოყვასთა შენთანი და ამაღლდე. უკეთუ ქრისტე განშიშვლდა თქვენთვის, რათა შეგმოსოსთ პირველი იგი/ სამოსელი, თქვენცა განშიშვლდით ცოდვათა მძლავრობისაგან და შემკობილ იქმენით. თუცა ქრისტემან დაიმსჭვალნა ფერჴნი და ჴელნი სამსჭვალთაჲთა და ელმოდა მწარედ, თქვენცა დეგით ფერჴთა ზედა ვიდრე დაბუჟებამდე და ჴელგაპყრობილ ლოცევდით, ვითარცა ჯვარცმულნი. უკეთუ ქრისტემან მოითმინა წერტანი ეკალთა გვირგვინთანი, არა ჯერ-არსა, რაჲთამცა თავმოჴდით ილოცვიდეთ და მო[ი]თმინოთ სიცივე ქუდთა დაუბურველობითა მიერ, რამეთუ მოთმინება ესე თქვენი უადვილეს არს მოთმინებასა ქრისტესსა, რომელ თქვენთვის მოითმინა, და პატივი თქვენი დიდ არს, რომელი განუმზადებიეს ქრისტეს თქვენთვის?

და ესე არს გლოვანი ორთა მათ პატიოსანთა მკ/ვდართანი. ვინაჲთგან გლოვანი საყვარელთა თქვენთანი ავნებენ თავთა თქვენთა, და ვერ შეეწევიან მოყვასთა თქვენთა, ხოლო გლოვა და მარხულობა ორთა ამათ მკვდართა შეგეწევიან ფრიად და არა მავნებელ გექმნებიან, არამედ განმაცხოელებელ; გლოვა საყვარელთა თქვენთა დაჰჴსნის ბრძანებასა ღმრთისასა და გლოვა სულთა თქვენთა აღასრულებს მცნებასა უფლისასა.

შეიყვარეთ მარხვა ესე, ნუ მოგეწყინებათ შიმშილი მცირესა ჟამსა, ნუ შეგძაგდება გლოვა სულისა თქვენისა, ნუ გწადსთ სიცილი უფროჲს ცრემლისა, რამეთუ ცრემლსა და გლოვასა და მარხულობასა სულისა თვისისათვის მოაქვს მხიარულება,/ რომლისათვის იტყვის დავით რლვ: "რომელნი სთესვიდეს ცრემლით, მათ სიხარულით მოიმკონ" (ფს. 125, 5).

ესე არს ცრემლით თესვა სინანული და საკანონოსა მწუხარითა გულითა და შემწვარითა გონებითა ქმნა და გარდაჴდა. რომელი მოიმკით სიხარულით დღესა მას განჩინებისასა ნაშრომთა თქვენთა სიხარულით, რამეთუ არავინ უწყით რიცხვი ცოდვათა თქვენთა დღითი-დღე ნაქმართა თქვენგან, ხოლო ამისათვის დავიწყებულისა ცოდვისათვის უფრორე გიჴმსთ - ტირილი და სინანული რამეთუ უკეთუ თქვენ აქა დაგივიწყებიეს, მაშინ როდეს მსაჯული იგი სიმართლისა დაჯდეს საყდართა ზედა, წინაშე მისსა წარმოგიდგნეს განცხადებულად ცოდვანი თქვენნი; მაშინღა მოგეჴსენნეს, რა იგი გიქმნიეს, რომელი თვალითა შენითა იხილო და არღარა ძალგედვას თავისა თვისისა განმართლებად.

აწ, საყვარელნო, ამა ორთა მკვდართა სტიროდეთ, ამისათვის იგლოვდეთ, ამისათვის შეაწუხენით თავნი თქვენნი, რათა ცოდვილთა სინანულისათვის ნებსით კაცობრივ მკვდარმან და ნებსით ღმრთაებით აღდგომილმან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან იესუ ქრისტემან თქვენისა სინანულითა მოგიტევნოს ცოდვანი თქვენნი და დაგამკვიდროსთ მსახურთა მისთა თანა, სადაცა თვით უფალი ჩვენი არს უკუნისამდე (ხელნაწერი უმატებს: "ქრისტე, შეიწყალე საბა").

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat