სულხან საბა ორბელიანი - 24. სწავლა სიმშვიდისათვის.
სულხან საბა ორბელიანი - 24. სწავლა სიმშვიდისათვის.
ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ" იტყვის მათე სახა/რების ე, ე (მათე 5, 5).

ხედავთა, მშვიდნო, რასა გიქადაგებსთ უფალი: რომელი იყოს მშვიდ, მან დაიმკვიდროს ქვეყანა, და მერმე კიდევ ნეტარეულ გყოფსთ? რომელსა ქვეყანასა გიქადაგებსთ სიმშვიდით დამკვიდრებასა? - პირველად ამას საწუთოსა და გიბრძანებსთ: ნუ მრისხანებით განძვინდები, ნუ გინებით აღივსები, ნუ სიგლისპით განცოფნები, ნუ შფოთით აჭირვება თავსა შენსა, სანატრელი სიმშვიდე მოიგე და მე დაგიმკვიდრო ქვეყანა, ნუ აღიჭურვი ჯაჭვითა, ნუ განეწყობი მჴედრებითა, ნუ აღიღებ მახვილსა, [რომლისათვის იტყვის] მათეს სახარების კვ, ნბ: "რამეთუ რომელმან აღიღოს მახჳლი, მახჳლითა წარწყმდესო" (მათე 26, 52), მშვიდ იყავ, სანატრელო, და მე დაგიმკვიდრო ქვეყანაო.

არა ნეტარეულ-ჰყოფს/ ქრისტე მძლავრთა, არცა გმირთა, არცა ქვეყნისა მაოხართა, რომლისათვის იტყვის წინასწარმეტყველი დავით რმვ ფსალმუნსა შინა: "სხვილ ბარკალი მამაკაცისა არა სთნდეს უფალსა, არამედ სთნდეს მოშიშნი მისნი" (ფს. 146, 10-11).

ვინა არს მოშიში უფლისა? — მშვიდი, რომლისათვის იტყვის წინასწარმეტყველი: "მშჳდსა ზედა განისუენა სულმან ჩემმან".

საყვარელნო, სიმშვიდე ვითარ სანატრელ არს, იცია, რამეთუ მსგავსება არს ღმრთისა, რამეთუ იტყვის წმიდა მათე ია, კთ: " "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა?" (მათე 11, 29)

ხედავა, ვითარ ნეტარეულ იქმნები, ვინაჲთგან ღმერთს მიემსგავსები?

უკეთუ სიმშვიდით ღმერთსა მიემსგავსები, რაჲსათვის არა მოიგებთ ყოველნი სიმშვიდესა?

ქრისტე რაჲსათვის შეამსგავსეს წინასწარმეტყველთა ცხ/ოვარსა და ტარიგსა?

- სიმშვიდისათვის!

ვითარცა ცხოვარი უჴმობლად დგას წინაშე მრისველისა, რომელი სძრცვის სამოსელსა მისსა და აღკვეცს მატყლთა და სიმშვიდით არა განევლტის, ეგრეთვე ქრისტე დგა წინაშე მტანჯველთა მისთასა სიმშვიდით, ოდეს ჴსნისათვის ჩვენისა იტანჯებოდა და არარასა მიუგებდა.

ხედავა ცხოვართა უგულისხმოთა და უცნობოთა, რომელ სიმშვიდითა მათითა ვითარ დაიმკვიდრეს ქვეყანა და ვითარ განამრავლა უფალმან ყოველსა სოფელსა?

ცხოვარნი წელიწადთა შინა ერთსა შობენ კრავთა და ძაღლნი, და მგელნი და სხვანი მჴეცნი რომელიმე ორგზის, რომელიმე ერთგზის ათორმეტთა, ათთა, რვათა და გინა ექვს[თა] შობენ და არა/სადა არს სიმრავლე მათი ცხოვართა ჩვენ კაცნი ვსჭამთ და უფროისად მგელნი და სხვანი მჴეცნიცა, და ცხოვარნი არავის მავნებელ არიან, არამედ მშვიდ და უწყინარ. ხოლო მრავლის მშობელნი იგი, რომელსა არცა ჩვენ ვსჭამთ და არცა მჴეცნი, ღმერთმან არა განამრავლა, და არცა დაუმკვიდრა ქვეყანა მტაცებლობისა და სხვათას მგლეჯველობისათვის და ქმნნა იგინი იშვით ქვეყანასა ზედა, ხოლო ერთისა მშობელი და ყოველთა საჭმელი და სატაცებელი ცხოვარი ესრეთ განამრავლა ქვეყანასა ზედა, რომელ ვერა რომელმან აღრიცხვნეს არვე-არვეობა მათი სიმშვიდისათვის მათისა.

ეგრეთვე ტრედნი და გვრიტნი ვითარ უნდო ფრინველნი არიედ/ და მცირისა ფასისანი, რომელ თვითო ტრედი სამ ფოლად, გინა ოთხ ფოლად განისყიდებიან, ეგრეთვე გვრიტნი. ხოლო ქორნი და შავარდენნი და მისთანანი — შვენიერ და მრავალ-ფას, და დიდებულთა საყვარელ და მეფეთა სანდომ, რომელთა შინა მისცემენ დრაჰკანთა მრავალთა; არამედ უნდონი ტრედნი და გვრიტნი შეიწირვიან ღმრთისათვის მსხვერპლად სიმშვიდისათვის მათისა, ხოლო რჩეულნი და მრავალ-ფასისა ქორნი და შავარდენნი არა შეიწირვიან ღმრთისა უმშვიდობობისათვის მათისა და სხვათას ჴორცის ჭამისათვის. უმეტესი ესე: რამეთუ სული წმიდა მოვიდა სახედ ტრედისა და ნათლის-მცემელი წმიდა იოანე ამსგავსეს გვრიტსა, ხოლო ქორთა და შავარდენთა არა რომელი/წმიდა ემსგავსა მძვინვარებისათვის მათისა და მტაცებლობისათვის.

ვინაჲთგან სიმშვიდე ესრეთ საყვარელ არს, რომელი ყოველნი წმიდანი მას ზედა ქადაგებენ და ყოველნი წმიდანი მას ზედა გამოისახვიან, გვიღირს ყოველთა გლისპთა, რათა დაუტეოთ მრისხანება და მოვიგოთ სიმშვიდე პატიოსანი.

გესმისთ და ხედავთ: მშვიდსა ტრედსა ემსგავსა სული-წმიდა, მშვიდსა ზედავე განისვენებს სული ღმრთისა, მშვიდსა ცხოვარსა ემსგავსა ქრისტე, მშვიდსა გვრიტსა შეამსგავსეს ნათლის-მცემელი, მშვიდსა ნეტარებასა მისცემს ქრისტე და უბრძანებს სოფლისა დამკვიდრებასა!

თქვენცა მოიგევით სიმშვიდე პატიოსანი!

ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ" (მათე 5,5).

სადა დაიმკვიდრების საწუთო ესე, რომელ კაცნი ოთხმეოცსა წელსა ვერა იცოცხლებენ? სადა იქმნა დამკვიდრება? ვიდრე ცოცხალ იყოს მშვიდი, სოფელიცა ესე დაიმკვიდროს, ხოლო ქრისტეს მიერ ქადაგებული სასუფეველი დაიმკვიდროს უკუნისამდე, რომელ არს სოფელი წარუვალი და სამკვიდრებელი მშვიდთა, მოუშლელი სამარადისოდ.

რა გნებავსთ, ჰოი მშვიდნო, უდიდესი ამისი? ვითარსა პატივსა გყოფსთ უფალი, ვითარ განიჭებსთ, ვითარ მიგიზიდავსთ, ვითარ აღგამაღლებსთ!

"ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკვდრონ ქუეყანაჲ"(მათე 5, 5), ქვეყანა იგი, სადა ღმერთი მთავრობს!

დაიმკვიდრონ მშვიდთა სუფევა მამისა, დიდება ძისა, მადლი სულისა წმიდისა!

დაიმკვიდრონ მშვიდთა ქვეყანა ზეცისა, ნათელი სამებისა, პირისპირ მზერა ყოვლად წმიდისა, სამყოფელი სერობინთა, ადგილი ქერობინთა, საშვებელი ანგელოზთა, მეგობრობა - მთავარანგელოზთა!

დაიმკვიდრონ მშვიდთა ქვეყანა წარუვალი, ქვეყანა მართალთა, თემი წმიდათა, სავანე მოციქულთა, სახლი და წინასწარმეტყველთა, სადგური მოწამეთა, განსასვენებელი მღდელთ-მოძღვართა, ყოფნა მამათ-მთავართა!

დაიმკვიდრონ მშვიდთა და არა გლისპთა და მტაცებელთა ქვეყანა აღთქმისა, ზეცისა იერუსალიმი, უკვდავება, უზრუნველყოფა, მზისაგან უნათლესყოფა, ელვათაგან უბრწყინვალესობა, ყოველთა ზეციერთა წესთა მინიჭება!

მშვიდნო, ღმრთისაგან ნეტარეულნო, მშვიდნო, წინასწარმეტყველთაგან სანატრელნო/ და მღდელთ-მოძღვართა მიერ საქებელნო, თავს-იდევით სიმშვიდე და ნუ მოაკლებთ კეთილსა საქმესა მაგას, ნუ მოუძლურდებით, რათა არა გამოსცვივნეთ სასუფევლისა და ნიჭისაგან ღმრთისა და დიდებისა მისგან წარუვალისა, ვითარცა გლისპნი და მრისხანენი, ვითარცა მტაცებელნი და მძლავრნი, განშორებულნი ღმრთისაგან, არამედ თქვენ უფროისად თავს-იდევით. და მოიგეთ სიმშვიდე ქრისტეს მიმსგავსებული და მოიგეთ ქვეყანა, იგი, რომელი გიქადათ ქრისტემან, და დაიმკვიდრეთ ყოფნა მისთანა, რათა სამარადისოდ იხარებდეთ მისთანა და იდიდებოდეთ უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat