სულხან საბა ორბელიანი - 23. სწავლა სნეულთა მიხედვისათვის
სულხან საბა ორბელიანი - 23. სწავლა სნეულთა მიხედვისათვის
"მოვედ, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი ღმრთისაჲ რამეთუ.. სნეული ვიყავ და მომხედეთ მე" მათე მახარებელი იტყვის კე, ლვ (მათე 25, 34-36).

ნეტარ ხართ თქვენ, რომელნი მიხვალთ ზედასა-ზედა ხილვად სნეულთასა, ვინაჲთგან იესუ ქრისტე დღესა მას საშინელსა მიგიწოდსთ კურთხეულად მამისა მიერ და დაგიმკვიდრებსთ სასუფეველსა.

განიგულე, თუ ვითარი დიდება მოგეცემის ერთისა სნეულისა ხილვისათვის, თუ ვითარი პატიოსნება მოგენიჭების უძლურისა მიხედვისათვის. ჰხედავა, ამა მცირისა შრომისათვის ვითარი სამკვიდრებელი დაგემკვიდრების, რომელი ვერ მოიგონ მრავალთა მეფეთა და დიდებულთა მდიდართა? არა გიბრძანებს ძნიადსა რასამე საცხოვრებლად თქვენდა, რათამცა არა ძალ–გედვა ქმნა; არა გეტყვის, რათამცა აღადგინე სნეული იგი, ანუ წარაგე წამა/ლნი მრავალ-სასყიდლისა, არამედ ოდენ ნახვისათვის დაგიმკვიდრებს სასუფეველსა ღმრთისასა და უკვდავებასა დაუსრულებელსა მოგცემს.

რა უმჯობეს არს ხილვასა სნეულთასა? ვინაჲთგან ხილვა სნეულისა არს ხილვა ქრისტესი და ქრისტე თვისად მიიჩემებს, არა უმჯობეს არსა ხილვა ქრისტესი ხილვასა ანგელოზთასა?

ჰოი მდიდარი მოწყალება უფლისა, რამეთუ უკეთუ სნეული იხილა კაცმან, კაცი ნათესავი და ტომი თვისი, ქრისტე თვისად მიიჩემებს და თვისა თანა-ზიარ ჰყოფს მოქალაქედ ზეცისა სუფევისასა!

ამის უადვილეს იქმნებისა პოვნად სამოთხისა?

და ესე კვალად უდიდესი ამისი, რამეთუ უფალი ბრძანებს: "რომელმან იხილა სნეული, მე მსახურა და/ ჩემდა მოვიდა და მოშვრაო". ხოლო რომელმან თავს-იდვას სამსახურიცა სნეულისა და თავს-დება შრომისა მის ზედა, იხილე, თუ ვითარ[ნ]ი გვირგვინნი განემზადებიან მისთვის და რაოდენ უაღმატებულეს[ნ]ი პატივნი მიეცემიან.

გესმისა, რასა იტყვის ლუკა მახარებელი ია, იზ: "დედაკაცმან ვინმე აღიმაღლა ჴმა თჳსი და თქუა: "ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომლითა სწოვდი შენ". ხოლო მიუგო ქრისტემან და ჰრქუა: "არა, არამედ რომელთა სიტყუაჲ ღმრთისა: ისმინონ, დაიმარხონ იგი"" (ლუკა 11, 27-28)

ვინ არს ესე სიტყვისა ღმრთისა მსმენელი, რომელი მიამსგავსა მაცხოვარმან მშობელსა თვისსა, გესმით, საყვარელნო? სიტყვისა ღმრთისა მსმენელნი და დამმარხველნი იგინი/ არიან, რომელნი მივლენან ნახვად სნეულისა, და დაუტეობენ ზრუნვასა სხვასა ამის სოფლისასა და შეუდგებიან მსახურებასა სნეულთასა. ესე შეამსგავსა უფალმან ჩვენმან იესუ ქრისტემან მუცელთა დედისა თვისისათა და ძუძუთა სიტკბოებასა მისსა, რამეთუ: რომელი მსახურებდეს უძლურსა და მოითმენდეს შრომასა მის ზედა, მას შეიყვარებს უფალი, ვითარცა მუცელსა დედისა თვისისასა, და სანატრელ იქმნების ყოველთა კაცთა მიერ; და რომელი განაძლიერებდეს სნეულსა და კეთილითა სიტყვითა შეუსუბუქებდეს სიმძიმესა სნებისა მისისასა და იღვწიდეს მისთვის, ესე უტკბილეს სჩანს ქრისტესა სძისაგან წმიდისა მარიამისა, რომელი/ იზრდებოდა მისგან უფალი.

ჰოი, გნატრიან ყოველნი პატიოსანნი, სნეულთა-მოღვაწენო!

ჰოი, გაქებენ ყოველნი მღვდელთ-მოძღვარნი, უძლურთა მსახურნო!

ჰოი, დაგიმკვიდრებს ანგელოზთა სამყოფსა ქრისტე ჩვენთვის განკაცებული, ავადმყოფთა მხილველნო!

რაღა-მე გიქოს პატიოსნება და დიდება, რომელი მოგებად გაქვსთ, სნეულთ-მოღვაწენო, ვინაჲთგან თვით ქრისტე თვისითა უტყველითა პირითა მშობელსა თვისსა მიგამსგავსებსთ?

რაღა-მე ამის უდიდესობა იქმნების, განიგულეთ, და რაჲსათვის მოგანიჭათ პატივი ესე, ჰოი სნეულთ-მოღვაწენო?

ესე დიდება ვერა პოვეს მამათ-მთავართა, რომელთა მიერ იშვა წმიდა ღმრთისმშობელი. ესე პატივი ვერ მიიღეს წინასწარმეტყველთა, რომელნი ქადაგებდენ მოსლვასა ქრისტესსა, ვერცა-ღა მღდელთ-მოძღვართა, რომელთა ფრიადი შრომა და ღვაწლნი თავს ისხნეს, არცა თუ — მოწამეთა, რომელთა დაითმინნეს მრავალსახენი სატანჯველნი და სისხლი [პოვეთ] მცირისა ამის დასთხიეს ქრისტესათვის, სათნოებისათვის, რომელი ხოლო თქვენ ნათესავსა და ტომსა შენსა მსახურება, რომელი მსგავსსა შენსა კაცსა იღვაწი, რომელსა არა გაქვს ტანჯვა მწარე, არცა ყვედრება, არცა ცემა და სიკვდილი, რომელი ხვალე შენცა დასნეულებად ხარ და სხვანი შენდა მოსამსახურებად.

ნეტარ ხართ მსახურნი სნეულთანი! ნეტარ ხართ, რომელთა ესე ადვილად მოივაჭრენით სასუფეველი ღმრთისა, რამეთუ: შენ სნეულსა იღვაწი, ხოლო შენ ქრისტე გიღვწის; შენ უძლურსა მსახ/ურებ ხოლო ქრისტე შენ შორის დაიმკვიდრებს; შენ მკვნესარეთათვის იჭირვი, ხოლო ქრისტე სულთქმასა შენსა სიხარულად სცვალებს და შენ ზედა დაუდგინებიეს ანგელოზი მფარველი, რომელი რაცხს მსახურებათა შენთა!

რაოდენი ძილნი განიფრთხევ, რაოდენი სმა-ჭამანი დაიმწარენ. რაოდენგზის მოუარენ სნეულსა და შეუმზადენ თავი, გინა გვერდნი უცვალენ ანუ მკერდთა მიიყრდენ, ყოველთავე - სთვალავს და სწერს, რათა მიერთვას ქრისტესა, რომლისათვის მოგენიჭის თვითოეულთათვის დიდებანი ურიცხვნი და გვირგვინნი ბრწყინვალენი.

ამისთვის იტყვის დავით ჟ ფსალმუნსა შინა: "რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა" (ფს. 90, 11), რამეთუ: ვითარცა რაცხს მსახურებათა შენთა მფა/რველი იგი ანგელოზი შენი, ეგრეთვე დამცველი არს გზათა შენთა, რათა არა საბრჴე დაგიგოს ეშმაკმან. ამისა შემდგომად, ოდესცა დასნეულდეს მსახური იგი სნეულთა, პატიოსან იყოს იგი წინაშე ყოველთა კაცთა და განდიდნეს სახელი მისი წინაშე უფლისა; მაშინ მოუვლინოს უფალმან მას მცველნი და მფარველნი მისნი ანგელოზნი მოღვაწედ მისთვის; მაშინ მოეგებოს დავით წინასწარმეტყველი მგალობელთ-მთავარი ქნარითა მით ჴმატკბილითა; მაშინ მოვიდენ წმიდათა გუნდნი, რათა შვენიერითა გალობითა იტყოდენ ფსალმუნსა ამას: "პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა" (ფს.115, 6). — მაშინ იხილო დიდება შენი აურაცხელი და კაცთა გინება განსაცვიფრებელი, რაჟამს შეჰყვანდეს სული შენი ზე/ცად მიმართ და უბრწყინვალეს ქმნილ იყოს მზისა მის შარავანდედთაჲსა. და აღყვანებასა სულისა შენისასა იხილო დიდება ღმრთისა და განკვირვებული იყო სამკვიდრებელისა შენისათვის, თუ ვითარ ესრეთ მცირისა მოღვაწებისათვის აღგიყვანეს დიდებასა მას და დაგამკვიდრეს სიხარულსა მას საუკუნესა, სადა არღარა გესმის კვნესა სნეულისა, სადა არღარა შეგაჭირვებს უძლურთა მსახურება, სადა არღარა გეტყვიან: "აღმადგინე, გინა მიმაწვინე, კვალად გვერდი მიცვალე", სადა არღა გეყნოსების ოფლნი და სიმყრალენი სნებოვანისნი, რომელსა არღარა გტკივიან წელნი და მკლავნი ზიდვითა მწოლარისაჲთა, რომელსა არღარა დაგმძიმებიან თვალნი მთვლემარესა ძილითა განფრთხ/ობისაგან, არამედ მხედველ არს თვალი შენი პირსა ღმრთისასა და ესმის ყურთა შენთა გალობანი სერობინთანი, სავსე არს გული შენი სიმდიდრითა ღმრთისაჲთა და განმტკიცებულ არიან წელნი და მკლავნი შენნი ძლიერებითა უფლისაჲთა.

ნეტარ ხართ და კვალად ნეტარ ხართ, მსახურნო სნეულთანო, რომელთა მცირედითა მოივაჭრენით მდიდარი და დაულევნელი საუკუნო ღმრთისა დიდებისა!

და, აწ გევედრებით, საყვარელნო: რომელნი ხართ მოღვაწენი უძლურთანი, ნუ მოაკლებთ მადლსა ამას პატიოსანთა და, რომელთა არა გიმსახურებიესთ, აწ მოიგევით მადლი ესე და ისწავლეთ მსახურება სნეულთა და ნუ იტყვით, რამეთუ: "სნება იგი გარდამდებ არს უკეთუ შემედვა, მომკლავს ანუ მრავალხან უძ/ლურ მყოფს", ვინაითგან სიკვდილსა ვერასადა განვერებით და ამა პატიოსანთა სავაჭროთაცა უღირს ვექმნებით, რამეთუ: ქრისტესა მცნებისათვის მომკვდარი ქრისტეს მიერ აღდგების და ცხორებასა საუკუნოსა დაიმკვიდრებს, ხოლო უკეთუ სოფლისაგან მოკვდეს, არა უწყით, თუ რომელსა საუკუნოსა დაემკვიდრების.

ამისთვის შესძინებს დავით ჟ ფსალმუნსა შინა: "არა შევიდეს შენდა ძჳრი და გუემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა" (ფს. 90, 10). ჰხედავა, სხვანი ძვირნი და გვემანიცა განგაშორნა უფალმან თქვენგან, სნეულთ-მოღვაწენო, არა თუ სნეულთაგანმცა გარდაგედვას, რომელსა სიტყვისათვის ღმრთისა მიხვალთ და ჰმსახურებთ!

ნუ, საყვარელნო, გულსმოდგინედ მირბიოდეთ მოკითხვად/ სნეულთასა, რამეთუ დიდ არს სასყიდელი მისი და არა არს სავაჭ[რ]ო ესე განსარყვნელ მღილთა და მპარავთა, რომელთათვის ოქრო და ვეცხლი წოდებულ არს, არამედ არს სავაჭრო ამისი მოგებად სახლ ღმრთისა, დიდება უფლისა, წყალობა მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. მიირბინეთ და მოიღევით სწრაფად და დაუზარებლად, გულსმოდგინედ და უმცონაროდ, რათა ღირს იქმნეთ ხილვად პირსა ქრისტესსა და კურთხევასა მამისა მისისასა და სამკვიდრებელსა სასუფეველისასა, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat