სულხან საბა ორბელიანი - 22. სწავლა მაგინებელთათვის
სულხან საბა ორბელიანი - 22. სწავლა მაგინებელთათვის
"ყოველივე სიტყუა დამპალი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ რაჲ იგი იყოს კეთილ აღსაშენებლად სახმრისა მის, რათა მისცეს მადლი მსმენელთა მათ" — წმიდა პავლე მოციქული მიუწერს ეფესელთა (ებ. ეფ. 4, 29).

ამისათვის ვამცნებ მაგინებელთა მათ, რომელნი მარადის აღავსებენ პირთა მათთა საღნიოშითა, ვითარცა რა აღავსოს გოდორი მეცხენემან ჩონჩორიკითა გარე განყრად დღე ყოველ, რათამცა მოიკვეთნენ და არღარა აშრომდენ ენათა თვისთა გინებითა.

რამეთუ ღმერთმან პირნი კაცისანი შექმნნა სადიდებლად თვისა, რათა დღე ყოველ იკითხავდეს და აქებდეს ღმერთსა, რომელმან დაბადა და მისცა გულისხმის-ყოფა, რათამცა განარჩიოს კეთილი ბოროტისაგან და მით დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა და თანამოდასე იქმნეს ანგელოზთა.

აწ ვერ-ღა იქმნების მაგინებლისა მიერ კურთხევა უფლისა; ვერ გამოვიდეს ერთისა წყაროჲსაგან თბილი და გრილი, ვერ იტვირთოს ჭურჭელმან ერთმან ტკბილი და მწარე, ანუ პირმან ერთმან გინება და კურთხევა.

არცა გასმიესა მაცხოვრისა მიერ: მწყევართა შენთა აკურთხევდე და მაგინებელთა შენთა ულოცვიდეო? ხოლო მაგინებელი პირველად მადლობისათვის ღმრთისა შექმნილსა ჭურჭელსა ჭურჭელ საღნიოშოთათვის ჰყოფს და / მეორედ დამჴსნელ ქრისტეს მცნებათაჲსა იქმნების. სთქუთ: რა-მე უნდა ეყოს ღმრთისა მიერ მაგინებელთა, ვინაჲთგან მადლობა ღმრთისა დაუტევა და მცნებასა ქრისტესსა დამჴსნელ ექმნა? და ნაცვლად მადლობისა ღმრთისა შეიკრებენ გინებათა ბილწთა, და წარწყმედელთა სულისათა და განმშორებელთა კაცთა დიდებისაგან ღმრთისათა და შემაწუხებელთა მოყვასთა და მოყვარეთა თვისთათა, — და გამოიღებენ გულისა თვისისა საუნჯეთაგან სხვასა და სხვასა, ვითარცა გამოიღის ვაჭარმან მდიდარმან სხვადასხვა სავაჭრო საჩვენებლად. მომსყიდელთა მათთათა, და ზედასა-ზედა დაურთავს/ უარესსა; და გამოეძიებს, რათა მოიგონოს სხვადასხვა უსაწყენესი და უაღსაშფოთებელი სიტყვა, რათამცა განახელოს და განარისხოს მოყვასი თვისი; იჭირვის შეკრებად სიმყრალისა პირსა შინა თვისსა, ვითარცა მიდამოვალს ღორი ჭყვირილით, რათამცა სადამე პოვა ბილწი განავალი და მით განაძღო მომყმარება თვისი; და კეთილისა საზრდელისა წილ, რომელი განუმზადებიეს უფალთა მისთა მათთათვის, ამან მიიტაც სიბილწე და ყო საზრდელად თვისსა; გინა ყვავნი და ყაჯირნი, იყნოსიან სიმყრალე მძორთა დამპლისა დამატლიანებ/ულისა, შეკრბებიან მის ზედა და ჭამნ მას, ვითარცა კეთილი რამე, და ზედან განცხრომით ჩხავიან და იხარებენ და პატიოსნად შეურაცხიესთ; ეგრეთვე გინებელნი ეძიებენ აქა და იქი ღონისძიებითა სიმყრალეთა ბოროტთა, სკორეთაგან უბილწესთა და მატლიანთაგან უღნიოშესთა, რათამცა შეიკრიბნა პირთა შინა თვისთა და ესროლა ენითა თვისითა, ვითარცა ისარი მაკვდინებელი; რომლისათვის წინასწარმეტყველი დავით სწყევს და იტყვის პბ ფსალმუნსა შინა: "რისხჳთა შენითა შეაძრწუნენ იგინი და აღავსე პირი მათი გინებითა" (ფს. 82, 16-17).

ჰხედავა, ვითარ საძაგელად სჩანს წინასწარმეტყველსა ღმრთისა გინება?

ჰოი მაგინებელთა, ოდეს განცოფებულ იყონ, და ჰყეფდენ, ვითარცა ძა/ღლნი შემავალთა მპარავთა და უღრენდეს ზედასა-ზედა მოყვასთა თვისთა, რაჟამს მირბიოდეს მაგინებელი მწვირესა შინა განსაბანებლად, ვითარცა კამბეჩი, გინა ღორი, რომელთა ჰგონიეს განბანა, არამედ უფრორე შეიმწიკვლებიან მწვირითა მით მყრალითა!

ამისთვის იტყვის სოლომონ იგავსა შინა: "რომელნი წარმოიღებენ გინებასა, იგინი უგუნურ არიან",

ჰგონიეს მაგინებელთა ბოროტის ყოფა მოყვასთა თვისთა და არა უწყის, რამეთუ პირველად ბოროტი უყო გულსა თვისსა, რომელი აღავსო მრავლითა სიბოროტითა და არა-წმიდებითა; მეორედ ბოროტი უყო პირსა თვისსა, რომელ გზად შექმნა უშჯულობისა; მ ე ს ა მ ე დ ბოროტი უყო ენასა თვისსა და სასასა, რომელ შე/სვარა ცოდვითა და არა-წმიდებითა, თვარა მას კაცსა არარა ევნო, ვისიცა ენება გინება, ესრეთ სახეთ: ვითარცა კაცმან ვინმე მრისხანემან აღიღოს სკორე ახალი ჴელითა თვისითა და შესტყორცოს ჰაერსა და ჰგონებდეს განსვრასა და შებილწებასა ჰაერისასა, არა პირველად შეისვარა და შეიბილწა ჴელი თვისი? და ჰაერს არარა ევნო და ვერცა მიეახლა. ეგრეთვე მაგინებელი ჰგონებს სხვათა შებილწებასა და თვისთა პირთა და ენათა განისვრის სიბილწითა.

ჰოი, სიცოფე მაგინებელთა! რაჲსათვის განეშორებიან მადლისაგან საღმრთოჲსა? არა უწყიან, გინება ბოროტი უკეთუ მოითმინა/ კაცმან, მსგავსება აქვს წინასწარმეტყველისა დავითისი: ოდეს იგი ივლტოდა აბესალომისაგან და წინა მოეგებოდა სემია და აგინებდა ბოროტად და ესროდა ქვათა და მონანი დავითისნი აღივსნეს გულისწყრომითა, ხოლო დავით არა უტევებდა მოსიკვდიდ მისა და ეტყოდა მათ: ნურარასა რამეთუ ცოდვილ ვარ, და ნუუკვე შემენდოს ღმრთისა მიერ, და მით მიეტევნეს ცოდვანი. ხოლო აწ რომელმანცა მოითმინოს გინება, მიეცემის სასყიდელი იგი დავითისი. და, უკეთუ არა მოითმინა გინება იგი, განძლიერდის ბოროტი იგი საძაგელება.

გინება აღაშფოთებს გონებასა კაცთასა; გინება მიუღებს საცნობელსა ბრძენთასა; გინება მოამზადებს ცემად ჴელთა ყვრიმალთათვის და შეჰკრავს მჯიღთა ქედთა და ღაწვთათვის; გინება მომუხვავს ფჩხილთა და თითთა მოფხრვად თმათა და მოგლეჯად წვერთა; გინება განმარტებს მკლავთა და მოჰმზადებს დაკვრად კვერთხთა; გინება განლესს ჴრმალთა და წამახვავს ლახვართა; გინება დასთხევს სისხლთა და იქმს კაცთა წყლვასა და სიკვდილსა.

ამისათვის უკვე დასწერს პეტრე მოციქული პირველსა კათოლიკესა შინა თვისსა: "ნუ მიაგებ ბოროტსა ბოროტისა წილ და ნუცა გინებასა გინებისა წილ" (პეტრეს I კათ. 3, 9).

იხილეთ, ჰოი მაგინებელნო, ვითარ მრავალნი ბოროტნი ქმნნა გინებამან ერთმან -ცოდვა/ მრავალი და მცირემან დიდი! - ამისათვის მიუწერს მოციქული პავლე კორინთელთა: "არცა ამპარტავანთა, არცა მაგინებელთა, არცა მპარავთა, არცა მემრუშეთა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრონ" (შდრ. I კორინთ. 6, 9 -10).

ვაი, მაგინებელთა, რომელნი თანა-ზიარ არიან ამპარტავანთა და მემრუშეთა და მპარავთა! უფროისად გინებულ იქმნებიან გინების მოყვარენი, ვინაჲთგან მოციქული განაყენებს სასუფევლისაგან და უცხო-ჰყოფს პირისაგან ღმრთისა.

ვაი, მაგინებელთა, რამეთუ გინებისაგან უძვირეს არს მოკლება საფარველისა ღმრთისა!

ვაი, მაგინებელთა, რამეთუ გინებისა უძნელეს არს ჴელთა ეშმაკთასა მიცემა!

ვაი, მაგინებელთა, რამეთუ გინებისა უფრორე განმაცოფებელ არს ჯოჯოხეთად შთასლვა, რაჟამს მაგინებელსა კაცსა ედებოდეს ალი ცეცხლისა, აყვედრებდენ და აგინებდენ საკვირველითა და შესაძრწუნებელითა გინებითა ეშმაკნი წყეულნი, მოეკიდებოდეს ბაგეთა გველნი, მსგავსნი ალისანი, უცემდენ ღრიანკალნი გესლოვანნი ღრძილთა მათთა და ვეშაპნი ცეცხლისანი სწოვდენ ენათა მათთა და ჯოჯოხეთისა სიმყრალე აღავსებდეს სასათა მათთა; კვალად წარიყვანებდენ ეშმაკნი ბოროტნი და დამოჰკიდებდენ ენითა კაჩოთა ზედა განჴურვებულთა და აღმოჰკვეთდენ მახვილითა შვიდ-პირითა მაგინებელთა ხახათა/ მათთა, და შთაუდებდენ შიდა შანთთა განჴურვებულთა მსროლელთა ნაკვერცხალისათა; და სხვანი შთაასხმიდენ პირთა შინა კუპრთა აღნადუღართა და სხვანი ფისთა გამდნართა და სტანჯვიდენ ძვირ-ძვირად გინებისა ამის მცირისათვის, რომელ კეთილად შეურაცხიესთ მაგინებელთა და იქადის მათითა და კეთილად სჩანს ლანძღვა მოყვასთა.

ნუ, ძმანო საყვარელნო, თქვენ განეკრძალენით სიტყვათა ბოროტთა და საძაგელთა, რომელთა მიერ წარწყმდების სული კაცისა, და ნუ შეიქმთ პირთა თქვენთა ჭურჭელ სიბილწისა, რომელ უსაძაგელეს არს ორმ/ოთა სანეშტეთასა, სადა განვლენ კაცნი განსავალით, რამეთუ: ორმოთა მათ პირნი იძულებითა კაცთათა შეიბილწების, ვინაჲთგან შთააგდებენ სკორეთა, ხოლო პირი მაგინებელთა თვით ნებსით თვისით შეიგინების, სადამცა არს სიმყრალე, შეჰკრებს და გამოუტევებს.

აწ თქვენ, საყვარელნო ღმრთისანო, პირნი თქვენნი ჰქმენით სადიდებლად ღმრთისა და საქებელად დამბადებლისა თქვენისა და სავედრებელად წმიდათა მისთა, რათა მეოხებითა მათითა განიწმიდნეთ ცოდვათა თქვენთაგან და ზედასა-ზედა მიიღებდეთ პირთა თქვენთა წმიდათა და უხრწნელთა ჴორცთა და სისხლთა ქრისტესთა განსაწმედელად თქვენ/და, რათა დაიმკვიდროს თქვენ შორის სულმან ყოვლად წმიდამან და სადგურ ღმრთისა გეწოდოსთ, რათა არღარა პირით თქვენით ითქმოდის ქება ეშმაკთა, რომელ არს გინება, და მარადის იყოს ქება ღმრთისა პირთა შინა თქვენთა და დაუცხრომლად ადიდებდეთ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, რომლისაგან მოველით ცხორებასა დაუსრულებელსა და სიხარულსა საუკუნოსა, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat