სულხან საბა ორბელიანი - 20. სწავლა ურჩებისათვის, მარხვისა
სულხან საბა ორბელიანი - 20. სწავლა ურჩებისათვის, მარხვისა
"განიყვანა იესუ სულისაგან უდაბნოდ დაიმარხა - ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე" — მათე იტყვის წმიდის სახარების დ, ა (მათე 4, 1-2).

რაჲსათვის იმარხა ქრისტემან, რა ცოდვა ჰქონდა, ძმანო?

იმარხნა წმიდანი ესე ორმეოცნი დღენი ურჩებისათვის ადამისა, რომელ გარდაჴდა მცნებათა უფლისათა და ექსორია-იქმნა სამოთხით, რამეთუ ურჩება არს თავი ყოვლისა ცოდვისა.

ვინაჲთგან ეშმაკი პირველი ამპარტავნებით დაეცა, ხოლო ადამ ურჩებით გამოვარდა, კაცთა ცოდვათა დასაწყისი ურჩება არს და ფესვთა მის/თაგან აღმოსცენდებიან ყოველნი ცოდვანი. ურჩება სხვა არარა არს, თვინიერ წინააღმდეგობისა, და წინააღმდეგობა ამპარტავნება არს, ორნივე და ერთ არიან — ამპარტავნება და ურჩება, ვინაჲთგან:

ურჩებამან დასცა ადამ, ურჩებამან გამოაძო სამოთხით, ურჩებამან ზეცად აღმყვანებელი ქვესკნელად შთასთხია, ურჩებამან სამოთხის საშვებელნი სოფლის ზრუნვად შესცვალ[ნ]ა, ურჩებამან სამოთხის გემოვნება ქვეყნის უგემოებად გარდუქცია, ურჩებამან უკვდავი მოკვდავად შექმნა, ურჩებამან ასმინა ჴმა იგი ძნელი: "მიწა ხარ და მიწადვე მიიქეცი"(შესაქმე 3,19), ურჩ/ებამან აღმოუცენა ეკალი და კუროსთავი და პირითა უფლისაჲთა უბრძანა ჭამა პურისა, ურჩებამან მოჴადა წყლით რღვნა ძეთა ზედა - ადამისთა, ურჩებამან შთასთხია ფარაო ზღვასა მას მეწამულსა, ურჩებამან დანთქ[ნ]ა დათან და აბირონ, ურჩებამან აღუდვა ცეცხლი ბანაკსა კორესსა, ურჩებამან ჴვებულ-ყო - საულ მეფობისაგან, ურჩებამან განჴეთქა დედოფალი იეზაბელ, ურჩებამან განაკეთროვნა გეზი — მსახური ელისესი, - ურჩებამან აღძრ[ნ]ა ჰურიანი მაცხოვარსა ზედა, ურჩებამან შეკრიბნა მღვდელთ-მოძღვარნი ჯვარ-ცმად ქრისტესა და მრავალნი სხვანი ესევითარნი ქმნ[ნ]ა ურ/ჩებამან, რომელ სიგრძითა მოჴსენებისაჲთა თავნი შეგეწყინნეს.

ურჩება არს საფუძველი უშჯულობისა და აღმაორძინებელი ამპარტავნებისა ესრედ სახედ: ვითარცა ხე რამე ნერგი იდგეს ველსა ერთსა უდაბნოსა და ურწყულსა და ჴმებოდეს სიცხისაგან მზისა, კაცმან ვინმე განუღოს რუნი და მორწყოს ზედასა-ზედა ხე იგი და ახაროს და გამოიღოს ნაყოფი, ეგრეთ არს ურჩებაცა. უკეთუ კაცისა ვისასმე გულთა შინა იყოს დანერგული ამპარტავნება და მან კაცმან მოიგო მორჩილება, განაჴმების ამპარტავნებისა ხე იგი და, უკეთუ ურჩებისა წყლითა მორწყო, ზედასა-ზედა გამოიღებს/ ნაყოფსა ამპარტავნებისასა.

ამისთვის განგვაკრძალებს წმიდა მოციქული პავლე და იტყვის: "დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქუენთათჳს"(ებრ. 13,17).

ისმინოთ აწ პავლესი და შეუდეგით მორჩილებასა, ვინაჲთგან წინა გვიძს საცთური ესოდენი ურჩებისა.

ჰხედავა ურჩებასა, რაოდენ ბოროტ არს და უძვირეს ყოვლისაგან ცოდვისა?

შენ პირმეტყველად დაგბადა შემოქმედმან და ნებავს, რათა დიდებასა თვისსა აღგიყვანოს, და შენ ესეთსა საქმესა იქმ, რომელ არა იქმენ პირუტყვნი.

განიხილე ძაღლი, რომელი გძაგს შენ, და რომელთამე ძმათა შენთაგანსა შერისხავ ანუ სხვათა/ ბოროტის-მოქმედთა კაცთა შეამსგავსებ ძაღლსა. არა უწყია, რამეთუ ძაღლნი მორჩილებასა ქვეშე არიან და არა ურჩებისა მოქმედისა სწორნი?

ძაღლი გლახაკისა კაცისა ვისიმე დიდად მჭლე, რომელ არა რა ეპოების უფალსა მისსა, რათამცა აჭამა, წარვალს სხვაგან და ჰპოებს მძორსა და განირინის ძვალთა და მოვალს და უდარაჯებს უფალთა თვისთა და ხვასტაგთა მისთა და ჰყეფს გარემოს სახლისა მისისა. უკეთუ მპარავი ნახა, ებრძვის და, უკეთუ უფალმან უბრძანა, უკბენსცა მორჩილებისათვის პატრონისა თვისისა. ძაღლი


მდიდრისა მსუქანი არა განლაღნების, არცა/ ამპარტავან იქმნების, არცა უარის-მთქმელ, ვითარცა ურჩნი კაცნი, არამედ წარჰყვებიან უფალთა თვისთა ნადირობად: რომელნიმე ფრინველთა კვალთა ჰკვლევენ, რომელნიმე ნადირთასა, სხვანი შეიპყრობენ და დამაშვრალნი არა შესჭამენ თვისთა შეპყრობილთა ნადირთა, ვიდრე პატრონი არა მივალს, ნადირსა მის თანა წვანან და, ვიდრე პატრონი არა შეაგბობს და ჭამად არა უბრძანებს, არა იკადრებენ ჭამად.

ვინაჲთგან პირუტყვი და უმეცარი ძაღლი ესრეთ მორჩილი არს, არა ჯერ-არსა ჩვენ კაცთა გულისხმიერთა და სიბრძნის მოყვარეთა მორჩილება ჩვენი უაღრესთა ჩვენთა? მაშა, რა/მცა უნდა ეყოს ურჩსა კაცსა, არა თუ განძება პირისაგან ღმრთისა?.

ჰოი, ურჩება ბოროტი და სარცხვენელი, რომელი ყოველთა კაცთა უდარეს ჰყოფს და ძაღლთაგანცა უარესს იქმს კაცთა!

ნუ, ძმანო, ვინაჲთგან ესრეთ ბოროტ არს ურჩება, და შევიყვარნეთ ესე წმიდანი ორმეოცნი დღენი მარხვათანი, რომელ[ნ]ი პირველად მამამან ჩვენმან ადამ იმარხნა და შემდგომად მისსა ყოველთა მამათ-მთავართა და წინასწარმეტყველთა, ვიდრე ქრისტესამდე, და ქრისტემანცა მით დაჴსნა ურჩება ადამისი.

ამისთვის ნუ მაბრალობელ ექმნებით მამასა ჩვენსა ადამს პირველ ურჩებისათვის: უკეთუ მან ურჩება ყო და გამოიძო სამოთხით, შენ მორჩილება ჰქმენ და შევედ. უკეთუ იგი მცნებასა გარდაჴდა და მოკვდა, შენ შჯული დაიმარხე და უკვდავ იქმნები. მას არა გამოცდილება აქვნდა და დაეცა, შენ გამოცდილება გაქვს, კეთილად დეგ და არა დაეცე. მას ეშმაკი და დედაკაცი ორივე ეტყოდა ჭამად და არავინ იყო დამაყენებელ მისსა, ხოლო შენ არავინ გივის მთქმელი, თვინიერ ნებისა შენისა, და დამაყენებელნი მრავალნი წმიდანი და წერილნი მათნი და ჰამბავი და საქმენი ადამისნი.

ნუ მიზეზობ ადამის ცთუნებასა!

მონაზონი უკეთუ ყოვლითა სათნოებითა შემკობილ იყოს, უკეთუ ურჩება აქვს, მსგავს არს ხიდსა მარმარილოჲთა ნაგებსა: და რა განვლო ყურე ერთი ჩატეხი/ლი იყოს და ვერა განჰჴდე.

მონაზონი რეცა ანგელოზის მსგავსი იყოს და ურჩებასა ვერ მოიკვეთდეს, მსგავს არს იგი წყალთა დიდთა შინა ფონსა კეთილსა: და რა განვლო წყალი იგი, კიდურსა კბოდე იხილო აღმართებული და ვერა აღხვიდე.

მონაზონი დაღაცათუ ფრიად მოღვაწე და მშრომელი იყოს და ურჩებისა უღელსა ქვეშე შებმულ იყოს, მსგავს არს ველსა დიდსა და სიცხოვანსა განსლვასა და ველისა დასასრულსა ხეთა შვენიერთა სახილავთა საჩრდილობელად სიცხოვანისა კაცისა მის: და რა განვლოს ველი იგი, ესრეთი ღელე იხილოს განსლვად შეუძლებელი ხეთა მათ ძირის კე/რძო.

მონაზონი დაღაცათუ მსგავსად დავითისა ცრემლითა დაალტობდეს სარეცელთა თვისთა და ურჩება აქვნდეს, მსგავს არს იგი ზღვასა შინა მავალსა ნავსა: რა პელაგონი განვლოს და ნავსაყუდელსა მიეახლოოს და მუნ ეკვეთოს კლდესა და შეიმუსროს.

მონაზონი თუცა დღითი-დღე ათასთა მუჴლთა მოიდრეკდეს და ურჩებისა უფალი იყოს, მსგავს არს კიბესა ერთსა მაღალთა ქორთა აღსავალთა: რა აღვიდეს დასასრულსა, კიბეთა ხარისხი შეიმუსროს და ქვე ჩამოინგრეს.

მონაზონი – დაღათუ სიწმიდით შემოსილი იყოს და ურჩებასვე შინა იყოს, მსგავს არს კაცსა დაბალსა, ბრწყინვ/ალითა სამოსლითა შემოსილსა და გარეშებღალულსა მწვირითა მყრალითა.

ვინაჲთგან ესრეთ ყოვლისა სათნოებისა განმაშორებელი არს ურჩება, ძმანო, მოვიკვეთნეთ და შევიყვარნეთ მარხვანი ესე, დამჴსნელნი ადამის ურჩებისანი, უფროჲსად ზატიკობისა და დღესასწაულისა და ვიმარხოთ პირითა არა ფარისევლურითა, არამედ მხიარულითა. და ნუ მოვიკვეთთ მარტოოდენ ღვინოსა და საჭამადსა, არამედ მოვიკვეთოთ ურჩება, ამპარტავნება, სილაღე, ზვაობა, სიძულვილი, ძვირის-ზრახვა, გულბოროტება, თვითსჯულება, თავ/დაჯერებულობა, შური, ლალვა, ბრძოლა, ცუნდრუკება და ყოველნივე ესევითარნი, ხოლო ამათ წილ მოვიგოთ მარხვა, ლოცვა, შევრ[დ]ომა, ფსალმუნება, ცრემლნი, სულთა-თქმა, მკერდსა-ცემა, მუჴლთა-დრეკა, სიმდაბლე, სიმშვიდე, სიყვარული.

და ესენი შეუკრიბნეთ თავთა ჩვენთა საგზალად და თანა ღირ[ს]საღებელად, რამეთუ შორიელსა გზასა განმზადებული ვართ წარსლვად და გვიანად მოსაქცეველ და არავინ გვივის გზასა ზედა მეგობარი, რათამცა გვისტუმრა, არავინ არს მოწყალე, რათამცა ჴელნი აღგვიპყრნა, არა სადა არს სავაჭრო, რათამცა ვიყიდნეთ რამენი. გასმიესა ხუთთა მათ ცოფთა ქალწულთათვის, რომელთა მუნ მცირედისა ზეთისა შოვნად ვერ ღირს იქმნნეს?

აწვე განვემზადნეთ და ვიტვირთოთ ქედთა ჩვენთა მორჩილებითა მოძღვართა ჩვენთათა წმიდანი ესე მარხვანი სიხარულით, გამომზრდელი ჩვენი სიყმილისაგან, რათა დაუბრკოლებლად მივეახლნეთ ქრისტესა, ჩვენთვის ჯვარ-ცმულსა, რომელმან განგვიწესა მარხვა ესე დასაჴსნელად ურჩებისა და განმანათლებელად სულთა ჩვენთა, რათა ვადიდებდეთ ღმერთსა უკუნისამდე (ხელნაწერი უმატებს: "წართქვენ კვირიაკესა ყველიერისასა, ადამის ექსორიობასა, გინა მარხვათა შინა, ოდესცა გინდეს".

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat