სულხან საბა ორბელიანი - 19. სწავლა უთმინოებისათვის.
სულხან საბა ორბელიანი - 19. სწავლა უთმინოებისათვის.
ვითარცა ზღვასა მყუდროსა შინა კეთილმავალსა, ნავსა ეკვეთნეს ქარნი სასტიკნი და შეაჴეთქნეს კლდესა და დაინთქეს შემუსრვილი, ეგრეთვე სული მყუდრო რა იყოს გონებასა შინა თვისსა. ოდეს ეცეს ქარნი უთმინოებისა, იგი დაინთქმის სიღრმესა ქვესკნელისასა. რამეთუ ესავ უთმინოებამან წარწყმიდა და მიეღო პირმშოება, ვინაჲთგან ვერ მოითმინა მცირედ ჟამ ოსპისა უჭმელობა და საძაგელ ღმრთისა შეიქმნა და მიეღო კურთხევა მამისა.

უთმინოება არს აღმაგზნებელი ცეცხლთა გენიისათა დასაწვავად თავისა თვისისა და დასასჯელად სულთა თვისთა, რამეთუ უთმინოება დასთესს ყოველსა ცოდვასა და აღაორძინებს და ნაყოფიერჰყოფს, ამისთვის რამეთუ არა არს სიბოროტე ქვეყანასა ზედა, რომელიცა უთმინოებისა მიერ არა იშვებოდეს. ვითარცა თევზი განაშორო წყალთა და წამსა შინა მოკვდეს, ეგრეთვე, რომელიცა ცოდვა განაშორო უთმინოებასა, წამსავე შინა განქარდეს. ვითარცა აბედი მიუპყრა სიმრავლესა ნაკვერცხალთასა და მოედვას ცეცხლი, ეგრეთვე უთმინოება რა იხილონ ცოდვათა სიმრავლემან, ზედან შეეწებნენ.

უთმინოება არს უარისყოფა ღმრთისა, ვინაჲთგან ღმერთი მოთმინებასა გვიბრძანებს, ხოლო უთმინოება დაჴსნის მცნებათა მისთა. უთმინოება შეიქმს, სიძულვილსა მოყვასისასა, რომლისათვის ბრძანებს უფალი: "შეიყუარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მათე 19,19). ხოლო უთმინოება დაჴსნის ამასაცა.

უთმინოება იქმს ცრუფიცობასა და დღესასწაულთა არა დამარხვასა; უთმინოება შეიქმს არა პატივისცემასა მამა-დედათა თვისთა; უთმინოება იქმს ბრძოლასა და კაცის კლვასა; უთმინოება განამრავლებს პარვასა და ავაზაკობასა და დაცემასა; უთმინოება აღადგენს ლირწებასა, სიძვასა და მრუშებასა; უთმინოება ასწავლის ცილისწამებასა და შურსა და ნდობასა, ხვასტაგთა მოყვასთა და მეზობელთათა; უთმინოება ესრეთ ათთავე მცნებათა/ სჯულისათა დამჴსნელ და გარდამავალ ექმნებიან.

უთმინოება მოაოხრებს ქვეყანასა და აღადგინებს მეფეთა ბრძოლად მეფეთა ზედა და განამრავლებს შფოთსა და ჴდომასა კაცთა შორის.

უთმინოთა კაცთა ლოცვასა არა შეისმენს ღმერთი, ამისათვის ვინაჲთგან ყოველთა ცოდვათა აღმაორძინებელი არიან. უთმინოთა კაცთა არა მეოხ ექმნებიან წმიდანი ღმრთისანი, რამეთუ გარდამავალ სჯულისა არიან. უთმინოსა კაცსა არა წარუძღვებიან წმიდანი იგი მომთმინონი მოწამენი და მამანი მიყვანებად უფლისა თანა, რომელთა მოითმინეს. ამის სოფლისა მიერი მათ ზედა მიღებულნი ტანჯვანი, იწროება, ცეცხლი და მახვილი, ვინაჲთგან ვერ ჰპოვებენ მაშინ სათნო/ებასა მცირესა; პეტრე, თავი მოციქულთა, არა განგიღებს კარსა სასუფევლისასა, რომელსა ჰქონან კლიტენი მისნი, რომელმან მოითმინა ქრისტესათვის თავდამოქცევით ჯვარცმა; მოციქულნი არა მოეგებებიან უთმინოსა კაცსა, რომელთა დაითმინეს შრომა, ქვეყნით ქვეყნად სლვა, გვემა, ტანჯვა, ჯვარცმა, განხერხვა, ტყავთა განჴდა და თვითო ფერი სიკვდილი. ქრისტესა ვერ იხილავს უთმინო კაცი, რომელმან დაითმინა ჩვენ ცოდვილთათვის ფრიადი შრომა, განსყიდვა, შეპყრობა, გვემა, ნერწყვა, ჯვარცმა და მრავალსახე სატანჯველი. სხვანი. უთმინო კაცი არა-მცირედსა ხანსა და უეჭველად ჯოჯოხეთსა დაემკვიდრების, სადა საუკუნოდ მოთმენად არს ტანჯვისა.

ვაი, რა საზარელი და ძნელი არს!

თუცა, ძმანო, აქა ამა წუთისა-სოფელსა ძნელ არს მოთმენა შიმშილისა და წყურვილისა, ადვილ არს ჯოჯოხეთსა შინა საუკუნო შიმშილი, საუკუნო წყურვილი და ჴმობა ენათა?

თუცა აქა არა მოითმინების სიცხე და სიცივე, ვითარ დაითმენთ მარადის მოუკლებლად ცეცხლითა წვასა, მდინარესა ცეცხლისასა ჯდომასა, მდუღარისა კუპრისა ტბათა ცურვასა, აღნთებულსა წუნწუბასა შინა დაღუპვასა, ფისსა მფოფინარსა შინა დანთქმასა?

თუცა აქა ვერა მოითმენთ ყვედრებასა,/ ბოროტის-ზრახვასა, გინებასა, ვითარ დასათმენელ არს მარადის მძვინვართა ეშმაკთაგან საკვირველი ყვედრება, ბილწი გინება, უცხო და უცხო შინება, საზარელნი ოცნებანი, შესაძრწუნებელნი ჩვენებაები?

თუცა აქა ვერ მოითმენთ მცირეთ ჟამ დუმილით იყოთ და ბოროტსა არა ზრახევდეთ, ვითარ მოითმენთ ჯოჯოხეთსა შინა დაუცადებლად კვნესასა, მარადის ვაებასა, წამდა წუთ ღაღადებასა, დღე და ღამე კივილსა და კრჩხიალებასა და არავისგან შებრალებასა?

თუცა აქა ვერ მოითმენთ შიშლოებასა და მცირედისა ქონებასა, ვითარ დაითმენთ ცეცხლისა ალითა შემოსასა, ცეცხლისა ჯაჭვე/ბითა შეკრვასა, ცეცხლისა ვეშაპებთა თანა ყოფასა, უკვდავთა გველებთა ყელთა და წელთა ხვევნასა, ასპიტთა და იქედნეთა ძუძუთა ზედა კიდებასა, მატლთა უძილთა ხვევნასა?

ნუ, ძმანო, უთმინოებასა ესე ყოველივე წინა უსხენ, ოდესცა მოვიდეს, და ამისგან უძნელესი უკანასკნელ სხვა: ოდეს მოვიდეს ქრისტე განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, ოდეს დაჯდეს საყდართა დიდებისათა, და ყოველნივე მეფენი და მთავარნი მის წინაშე დგენ შეძრწუნებულნი და ქედდადრეკილნი და გვეტყოდეს: "აწ, ერო ჩემო, რჩეულო ჩემო, თქვენთვის დავმდაბლდი, თქვენთვის/ განვჴორციელდი, თქვენთვის ტანჯვანი თავს ვისხენ"; გვიჩვენოს თავი თვისი ეკლის გვირგვინისაგან ნაწერტი, პირი ნანერწყვი, ჰურიათაგან ბეჭნი ნაგვემნი, ყვრიმალნი ნაცემნი, ჴელნი და ფერჴნი დამსჭვალულნი, გვერდნი განგვრემულნი; "ესე ყოველი თქვენთვის დავითმინე, რათა ჯოჯოხეთით გიჴსნა. აწე თქვენ რა უკვე მოითმინეთ ჩემთვის, რა ძღვენი მოგიღებიესთ მოთმინებისა? ― მომართუთ მე!"

ვაი, რა-მე მიუგოთ, მითხარით მე?

მაშინ დიდად სირცხვილეულნი იქმნებიან უთმინონი კაცნი! საზარელ არს მას დღესა განვარდნა პირისაგან მისისა, უძნელეს არს ყოველთა ტანჯვათა ჯოჯოხეთისათა; მაშინ ვინ-ღა იყოს/ შემწე მისი? რომელი-ღა გამოჩნდეს მეოხი მისი, ოდეს გამოჰჴდეს განჩინება და მიეცეს ეშმაკსა წარმწყმედელსა?

ნუ, ძმანო საყვარელნო, შევიშინოთ დღისა მისთვის და ჟამისა და აწვე სოფელსა ამას შინა მოვითმინნეთ ჟამნი მოსათმენელნი, რათა არა ძნელსა მას და უთმინოთა მოსათმენელისა მოთმენად შევიქმნეთ. აქავე თავს-ვიდვათ წუთისა ამის ჟამისა ჭირნი და შრომანი, რათა მას ძნელსა ჭირსა და საპყრობილობასა და განვერნეთ ღა საუკუნოისა სატანჯველთაგან ვიჴსნეთ და ქრისტეს თანა ვიხარებდეთ უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat