სულხან საბა ორბელიანი - 18. სწავლა ვეცხლის-მოყვარებისათვის
სულხან საბა ორბელიანი - 18. სწავლა ვეცხლის-მოყვარებისათვის
"ვეცხლი მათი ისრიოს უბანთა ზედა და ოქროჲ მათი შეურაცხ იქმნეს. ვეცხლი _ მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ იქმნეს განრინებად მათდა მათ დღეთა შინა რისხვისა უფლისასა" — იტყვის წინასწარმეტყველი ეზეკია ზ, ით (ეზეკ.7,19).

ვეცხლის-მოყვარება არს უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა, ვინაჲთგან მოციქული პავლე ვეცხლის-მოყვარებასა კერპთმსახურებად სახელ-სდებს, რამეთუ ჭეშმარიტად ეგრეთცა არს, რამეთუ: რომელსა აქვს საფასენი მრავალნი, არა აქვს სასოება ღმრთისა მიმართ, არამედ დაუც სასოება თვისი საფასისა თვისისა თანა; არა აქვს გონება სიმართლესა ზედა, არამედ / შეძინებისა ფასისა თვისისათა; არა აქვს ცნობა მადლთა განმრავლებისა, არამედ უნჯთა განმრავლებისა; რამეთუ საცნობელნი მისნი მის შორის არიან და მტერ არიან ყოვლისა ჭეშმარიტებისა და მოძულენი ყოვლისა სიმართლისა; რამეთუ თხზვიან ზაკვასა და იქმან ვერაგობათა, რათა მოიგონ უმრავლესი და შეიძინონ ურიცხვი; ფიცვენ სიცრუით, უბნობენ ტყუილით, რათა დაფარონ სიმრავლე უნჯთა თვისთა; მოყვარე ექმნებიან მდიდართა, რათა შემატონ საფასეთა თვისთა, უგულებელს-ჰყოფენ გლახაკთა, რათა არა მისცენ ქველის საქმე; და თვალთაცა დაიწუხვენ და პირთა მირიდებენ, რათა არა იხილონ მათხოვარი ვინმე, ოდეს წინა შეემთხვიოს; მოიძულებენ ნათესავთა და თვისთა, რათა არა რა მიანიჭონ და შეიყვარებენ ვაჴშთა ამღებელსა, რათა სახლი მისი აღაოხრონ. ვისა ნებავს მიღებად ვალისა, მიიწვევენ, და ეუბნებიან მოწლედ და მისცემენ ტკბილობით და უხვად, რათა ორი წილი მოიღონ, და, უკეთუ დავრდომილ იქმნა კაცი იგი სიმდიდრისაგან და არღარა ძალ-უც აღნადგინებისა მიცემა, შეიპყრობნ და შეაშთობნ და პირველსა სიყვარულსა გინებად შეუცვალებს და ესოდენ შეაჭირვებს, რათამცა განყიდნა აგარაკნი, ანუ ცოლი და შვილნი და მისცა მას. მტერ არიან ყოველთა კაცთა, რათა ნებავს მას, რაჲცა / იხილის ქონება სხვათა, რათამცა თვით მიიღის ღონისძიებითა რითამე.

და ყოველნივე კაცნი მტერ მისა არიან, რამეთუ მოყვარენიცა მტერ მისა იქმნებიან, უფროჲსად მტერთასა; იწყებენ მეზობელნი მისნი მისგან გამორჩომასა და მსახურნი მეფისანი ზედასა-ზედა შეასმენენ, საბრჴესა დაუდგმენ მოჴელენი, რათამცა მწყრომ ექმნნეს მეპატრონენი და საქმისა ამით წილი ხვდეს სიმდიდრისაგან მისისა. ქვე-განმხედველ ექმნებიან მეფენიცა, რათა მათცა გამოიღონ რამე უნჯთაგან მისთა. განემზადებიან მანდატურნი შეპყრობად მისდა, რომელმანცა პოვა ჟამი რისხვისა მეფისა მის ზედა. განიმსტრობენ მპარავნი/ კედელთა ზღუდისა მისისათა, სადაჲთ შევიდეს, და ეძიებენ ჟამსა მარჯვესა, რათამცა იპარა რამე, და, ვინა უწყის, თვით იგიცა მოაკვდინა, რაჟამს სცნა შესლვა მპარავისა და არა უტევა მონაგებთა თვისთათვის. განემზადებიან მეკობრენი და იკითხვენ მგზავრ წარსლვასა მისსა, რათა ეწიონ და იავარ-ყონ, გინა სახლთა მისთა ფორიაქი დასცენ. შეიჭურვიან ავაზაკნი მის ზედა, ვითარცა მამის მკვლელთა, უმზირიან და გზათა ზედა დგებიან, რათამცა მოკლან და უნჯითა მისითა მოშოებითა იქებდენ სვესა და ბედსა მათსა. ძვირის-მზრახველ ექმნებიან ძმანი მათგან უმრავლე/სისა ქონებისათვის და ურჩ ექმნებიან შვილნი: და ნებავს, რათამცა თვით ჴელმწიფე იქმნეს მონაგებთა მისთა ზედა და განაბნიოს. დრტვინავს ცოლი მისი და იტყვის მარადის მეზობელთა შინა: "ქმარი ჩემი მონა არს ვეცხლისა და მე არა პატიოსნად შემმოსს და მამკობს".


ესრეთ ყოველნი კაცნი მტერ მისა არიედ და თვით მონაგებიცა მისი მტერ მისა არს, რამეთუ არა დაამშვიდებს, არა განასვენებს, არამედ აშფოთებს, აშრომებს და არა მოგვრის ძილსა, არა განუჴსნის გონებათა, რათამცა მოიცალა აღნადგინებისაგან, რათამცა სვა და ჭამა, ანუ ალხინა გემიერ. ვიტყვი: თავიცა თვისი მტერ მისა არს. ვინაჲთგან არა დაჯდების ად/გილსა ერთსა განსვენებით, არა მიანდობს მონასა, ანუ მოყვართა, რათა ავაჭროს იგინი, არამედ თვით წარვალს და წარიხვამს. მრავალთა. ვისაცა ესმის მდიდრისა მის მისლვა, მიზეზსა დაუდგმენ, მსოფლიონი შეაწუხებენ, მეზობელნი შეაჭირვებენ, მკედარნი და ავაზაკნი სწყლვენ.

უკეთუ ამათცა განერა, იხილე, თუ რაოდენნი ჭირნი და შრომანი აქვს გზა-მავლობათა მათთა ზედა: მყინვარება ზამთართა, ქარნი ბუქიანი ველთა, ღელვანი სასტიკნი, ზღვათა შინა დანთქმა და შემუსრვა ნავთა. ვინა უწყის, სადა მოკვდების; ვინა იცის, სადა დაინთქმის; ვინა ჰპოებს, სადა სნეულ/არს? ესრეთ მტერ არს თავი თვისი.

უკეთუ ამასცა განერე, გასწავლის ტყუვილსა და ცრუფიცებათა და უცხო-ჰყოფს სიმართლისაგან, ასწავლის სიძულვილსა კაცთასა და გინებათა და ბრძოლასა და შურსა, აღიყვანს ამპარტავნებასა და ზვაობასა ზედა.

რომელსა ერთსა განერეს ამათგანსა?

ამისთვის ასწავებს მოციქულთა უფალი ჩვენი და ეტყვის: "ნუ მოიგებთ ოქროთა და ვეცხლთა" (მათე 10,9). არა თუ თვით ბოროტ არს ოქრო და ვეცხლი არსებითა თვისითა, ნუ იყოფინ, არამედ კეთილ და შვენიერ, ხოლო მოყვარეთა მათთა განმბოროტებელი და ესეოდენი საცთური და სიბოროტე შეუდგს სიყვარულსა მისსა./

რაჲსათვის მოიგებთ, ვეცხლის-მოყვარენო, მრავალთა? არა უწყია: შიშველი იყავი და არარა გამოიღე დედის მუცლით შენით და, რაოდენი შეგიკრებიეს, სხვათა შეგიკრებიეს და სხვათათვისვე გნებავს დატევებად?

ოდეს მოჰკვდე და შეხვიდე პირველსა დედისა მუცელსა შინა, რომელ არს მიწა, საფლავი შენი, ერთი ოდენ სამკვდრო სამოსელი შეგმოსონ საუნჯისა სიმრავლეთაგან შენთა და სხვა იავარ-ყონ. უკეთუ ქვეყნისა მპყრობელიცა მეფე იყოს, თვისისავე საუნჯისაგან ესევე სამოსელი წარიღოს და, უკეთუ უპოვარ გლახაკი მოკვდეს, სხვამან უყიდოს მონაგებისაგან თვისისა და მითივე შემოსოს და დაფ/ლას.

ჰოი, რა სარგებელი აქვს სიმდიდრესა საუნჯისასა, ვინაჲთგან ცოცხალსა ესოდენსა ბოროტსა გიყოფს და მკვდარსა არარასა გარგებს?

ამისთვის იტყვის დავით ლჱ ფსალმუნსა შინა: "რამეთუ იუნჯებს და არა იწყის, ვის შეუკრიბოს იგი" (ფს, 38, 6) უკეთუ იუნჯებ და შვრები დღეთა შენთა ოფლითა და სიმწარითა, და მოიღვაწებ მრავლითა ჭირითა, და არა თავსა ეწევი და ბოროტად შეკრებილსა არა-კეთილად განაბნევ, და ძრწი დღე, რათა არავინ აგრძნას სისავსე საუნჯეთა შენთა, და ღამე გეშინის და განფრთხობილი ხარ, რათა არა მოვიდეს მპარავი, რათამცა წარიპარა.

ესე ყოველი ცხორება შენი ამა ორთა ვაებათა შინა დალივე/ და მოვიდა აღსასრული და ურიცხვთა შენთა მონაგებთაგან მოგცეს ერთი ოდენ სამკვდრო სამოსელი და სხვა ყოველივე თვით შეიძინეს. უკეთუ ძეთა შენთა ანუ ძმათა შენთა შეიძინეს, ნუ უკვე და სამკვდროსა სუდარსა ზედა უმეტესნი მოგანიჭნა და შემოსა კუბოცა საკაცისა შენისა ნაქსოვითა, ნუ უკვე და მცირედნიცა აღაპნი გიქმნნა; ნუ უკვე ურჩნი ძენი გესხნეს, ანუ სხვანი ვინმე ნათესავნი, და მრავალნიცა უნათესავონი იქმნებიან. და მას რომელიმე აქებს ვიდრე სამ დღემდის, რათა შეიძინონ მონაგებნი მისნი, ხოლო- სხვანი გმობენ და აგინებენ: "ვისდა დამარხნა ამან ცოდვილმან". სხვანი იტყვიან:/ "ვიდრე ცოცხალ იყო ბოროტი, არა სვა, არა ჭამა, არა შეიმოსა, მოყვასნი და მოყვარნი მოიგ[ი]ნა და აწ მტერთა დაშთა". სხვანი გმობენ და იტყვიან: "შვრებოდა, გლახაკობდა, იჭირვოდა და შეჰკრებდა ნაანგარევთა; გლახაკთა პურნი არა განუტეხნა, სტუმარნი სძულდა, უცხო არა შეიწყნარა და აწ უცხო ექმნა მონაგებსა თვისსა"; სხვანი იტყვიან: "კეთილი კაცი ყოფილ-არს და ბრძენი. წინასწარ უცნობიეს ჩემნი სიგლახაკენი და ჩემთვის მოუღვაწებიეს, რათა მე მერგოს"... და ესრეთ განიკითხვენ.

ანგელოზნი მწუხარე არიან მისთვის, რამეთუ კეთილი ოქრო ბოროტად იჴმარა. ეშმაკნი მოხარული არიან მისთვის, რამეთუ ქრისტეს მცნება, არა დაიმარხა და დაემონა ვეცხლის-მოყვარებასა და ემსგავსა იუდასა. წმიდანი განცვიფრებული არიან, რამეთუ ესმოდა სწავლანი წერილთანი და ხედვიდა თვალითა მიმავალსა მამა-პაპათა საფლავად და თვით არა შეიგონა. ღმერთი სამართლად განმზადებულ არს, რათა ჰრქვას დღესა მას საშინელსა: "მშიოდა და არა მეც საზრდელი, მწყუროდა და არა მასვ, შიშველი ვიყავი და არა შემმოსე, უცხო არა შემიწყნარე" (მათე 25, 35-36).

ვაი, ვეცხლის-მოყვარეთა რა-მე უნდა ეყოს დღესა მას სასჯელისასა? სადა არს საფასე მისი ურიცხვი, რათა მისცეს მაშინ ქრთამად და აღადგინონ მეხვაიშნენი ანუ მეოხნი? /

ვაი, ვეცხლის-მოყვარეთა! იხილეთ და სცანთ: ვინაჲთგან უვეცხლოდ შიშველი იშვების კაცი, თვინიერ ვეცხლისაცა შემძლებელ არს ცხორებად, ვინაჲთგან, ოდეს დასნეულდეს, ვერა არგებს ტკივილსა ვეცხლთა და ოქროთა ზედა დადება, ვინაჲთგან ვერა გარე მიაქცევს ვეცხლი და ოქრო სიკვდილსა, ვინაჲთგან საფლავთა შინა არარა გერგების საუნჯისაგან შენისა, თვინიერ სუდარისა შენისა კიდე, ვინაჲთგან ოქრო შენი ვერა დაკშავს კარსა ჯოჯოხეთისასა და ვეცხლი შენი ვერა განახვამს ბჭეთა სასუფევლისათა და სიმდიდრე შენი ვერა შესცვლის მსჯავრსა მეუფისასა, ცუდ სამე არიან მონაგებნი შენნი. ქვათა / სიმრავლესაცა ესეოდენი საქმე ძალ-უც მდელოთა ფურცელნი და ხეთა რტოებიცა ამას იქმენ, ქვიშა ზღვისა და ოქრო შენი და ვეცხლი სწორ სამე ყოფილ არიან.

ნუ, საყვარელნო, ნუ დაემონებით ვეცხლსა, არამედ ვეცხლი მონობისათვის ქრისტესა განაბნიენით, სადა იგი შეგიკრებსთ და დაგიუნჯებსთ მუნ, სადა მღილთა და მჭამელთა არა განრყვნიან, სადა მპარავთა არა დათხრიან, სადა თვით ქრისტე სუფევს უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat