სულხან საბა ორბელიანი - 17. სწავლა სტუმართ-მოყვარებისათვის ჟამსა ელიაობასა.
სულხან საბა ორბელიანი - 17. სწავლა სტუმართ-მოყვარებისათვის ჟამსა ელიაობასა.
"სტუმართ-მოყუარე იყუენით ურთიერთარს, თჳნიერ დრტჳნვისა", — იტყვის პეტრე, თავი მოციქულთა, პირველის კათოლიკის მეოთხესა თავსა შინა (პეტრეს I კათ. 4, 9). კეთილ არს სტუმართ-მოყვარება და ღმრთისა ნეტარებითა შემსგავსებული, რამეთუ უცხოთ-შეწყნარება სტუმართ-მოყვარებავე არს, რომლისათვის იტყვის მაცხოვარი მათეს კე, ლდ: "დღესა მას საშინელსა მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი ცათა.., რამეთუ უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე" (მათე 25, 34-35).

ამისავე შემსგავსება არს სტუმართ-მოყვარება. ვინცა შეიწყნარა უცხო, და ორივე ერთ არს.

სტუმართ-მოყვარე იყო აბრაჰამ: და ოდეს ეწვივნეს დიდნი იგი სტუმარნი, თვით თავადი აბრაჰამ მირბიოდა სამროწლედ და აღიქვა მჴართა თვისთა ჴბო და მოიყვანა დაკლვად, და შეუმზადა სარრა ცოლმან მისმან, რომელთა ჰყვეს სამასათრვამეტნი მონანი და მჴევალნი და სხვანი. არცა ერთსა უბრძანეს მსახურება, არამედ თვით მათ თავადთა მსახურეს სტუმართა და ფერჴნი დაბანნეს და დაუგეს ჴბო იგი მგბარი.

ჰეე, დიდი სიმდაბლე მასპინძლისა, რომელსა მონანი და მჴე/ვალნი ესხნეს, და თვით მსახურონ - სტუმართა - სიყვარულისათვის ღმრთისა და მოყვარებისათვის სტუმართალსა მამად წოდებულმან ღმრთისაგან!

იობ სტუმართ-მოყვარებისათვის შემზადნა შვიდნი სახლნი და შვიდნი ტაბლანი შვიდთა მათ დღეთა შვიდისა ძისა თვისისათვის და დღითი-დღე იმასპინძლის თვითოსა ძესა სახლთა შინა და განუსვენის სტუმართა და უცხოთა მისრულთა სახლსა მისთა, და მეორესა დღესა შეწირნის ზვარაკნი ღმრთისათვის, უკეთუმცა ძეთა მისთა, ანუ სტუმართა მისთა ცოდეს რაიმე მას დღესა, მიუტეოს ღმერთმან. ესოდენ განამრავლა სტუმართ-მოყვრება კაცმან ღმრთისამან, რამეთუ სერი/ დაუდგის და კვალად მსხვერპლი შეწირის ღმრთისა ცოდვისა ლხინებისა სტუმრისა მისთვის.

რააბ მეძავმან, ცოდვილმან დედაკაცმან, დაუტევა შიში მეფისა, რაჟამს ისტუმრნა მსტოვარნი ისრაელთა, და დამალნა ზვინსა შინა სელისასა სამი დღე და განუტევნა მშვიდობით. უკეთუმცა ეცნეთ ქალაქსა მაშინ ანუ მეფესა მისსა, სრულიადმცა მოესრნა სახლეულნი მისნი, არამედ სტუმართ-მოყვრებამან არა უტევა, და ამას სოფელსა სახელოვან იქმნა და საუკუნო ცხორება დაიმკვიდრა.

აბიმელიქ მღდელმან არა ჰრიდა პურსა შესაწირავთა ღმრთისათა და აჭამა სტუმართა თვისთა, ოდეს ესტუმრა დავით და მისთანანი, რომელთაგან / არა-ჯერ იყო ჭამა, გარნა მღდელთა ხოლო, არამედ სტუმართ-სიყვარულმან აღძრა მღდელი უფლისა და ჴრმალიცა გოლიათისა უძღვნა.

სერეფთეს სიდონია დედაკაცმან გარდამეტა სტუმართ-მოყვრება და ქმნა საკვირველი მასპინძლობა, რაჟამს მივლინებული წინასწარმეტყველი ელია მივიდა მისსა გამოზრდად. პირველად იხილე სიმდაბლე წინასწარმეტყველისა, ვითარსა მკოდოვანსა დედაკაცსა და გლახაკსა ქვრივსა ესტუმრა და არა მეფეთა, არცა დიდებულთა სიყმილსა მას შინა, რომელთა აქვნდა სანოვაგე ფრიადი, არამედ სიმდაბლით ესტუმრა ქვრივსა გლახაკსა, რომელსა არცა-ღა შეშა აქვნდა, სხვა რამცა ჰქონოდა, და ჰკრებ/და იგი ფიჩხთა, არამედ ამან გლახაკმან უფრორე საკვირველ ყო მასპინძლობა თვისი, რომელ არ ძალ-უცთ მეფეთა და მთავართა ყოფა მისი. ვინაჲთგან სიყმილსა მას შინა აქვნდა მჭელი ერთი ფქვილი და რქითა მცირედი ზეთი, რომელი ამზადებდა მისთვის შეშათა, რათა შეაცხოს და შეჭამონ მან და შვილთა მისთა, და არღარა აქვნდა სასოება, რათა სხვა იშოა, გარნა სიყმილითა მოწყვედა. ოდეს სთხოვა წინასწარმეტყველმან საზრდო, არა პირველად შეაწუხა, არამედ სთხოვა წყალი, რომელი ადვილ საშოვარ არს ყოველთა კაცთა და, რა კეთილისა გულსმოდგინებით მირბიოდა მოღებად წყალთა, შესძინა წინასწარმეტყველმან და/ ჴმა უყო უკანა მისა და სთხოვა პური. ხოლო მან არა ჰრიდა თავთა თვისთა, არცა შვილთა ჩჩვილთა მოწყვედად, არამედ სტუმართ-მო[ყვა]რებისათვის ისწრაფა, შეუცხო პური და მოართვა ზეთი და ესრეთ საყვარლად ისტუმრა ელია.

დიდ არს ესრეთ სტუმართ-მოყვარება და შეუძლებელ, რომელი ქმნა ქვრივმან მან!

და არღარა მოაკლდა სამ წელს სიყმილსა მას შინა ფქვილი ქვრივსა მას და არცა ზეთი, არამედ ზრდიდა უფალი სტუმართმოყვარებისა და უცხოთა გამოზრდისათვის.

რაღაა უდიდესი ამისი სხვა-ღა სტუმართ-მოყვრებისთვის, რომელ ქმნა ქვრივმან ამან?

არამედ გითხრა ერთი-ღა უდიდესი, რომელი ქმნა უდიდესმან/ მან მამამან ჩვენმან ზეცათამან, რომელმან მისტუმრნა ჩვენ, და დაკლა ჩვენთვის ძე თვისი საყვარელი და დაგვიდვა სერი უკვდავებისა, რომელი ამას საწუთოსა კეთილითა აღგვავსებს და ცხორებასა საუკუნოსა დაგვიმკვიდრებს.

იხილეთ, მორწმუნენო: დაგვიგო წმიდა ჴორცი მისი საჭმელად ჩვენ მომყმართა მადლისაგან ღმრთისა და ცხორებისაგან და გვასვა წმიდა სისხლი მისი მოსატევებელად ცოდვათა ჩვენ მწყურვალთა საღმრთოჲსა სწავლისაგან, რომლისათვის დავით სულითა ღაღადებს და იტყვის რიგ ფსალმუნსა შინა: "ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან. ვიხარებდეთ და ვიშვებოდეთ ამას შინა"(ფს.11, 24).

ვიხარებდეთ ჩვენცა სულითა ამას მასპინძლობასა შინა, განვძღეთ საჭმლითა წმიდითა ამით და დავითრვნეთ სულიერითა საღმრთოთაჲთა ამის სასმელითა, განვსცხრებოდეთ დღესა ამას შინა და განვისვენოთ საუკუნოსა მას ცხორებასა უფლისა თანა. მასპინძელი ჩვენი უხვ არს, სახლისა უფალი ჩვენი მოუკლებელ არს, მიმწოდებელი ჩვენი ჩვენთვის არა იძუნწვის.

ვიხარებდეთ ჩვენცა სტუმარნი ღმრთისანი ტაბლასა ზედა ღმრთისასა.

ჰეე, შეიყვარეთ თქვენცა, კაცნო, სტუმართ-მოყვარება და ჰბაძეთ ღმერთსა დამბადებელსა: უკეთუ ძე თქვენი ვერა დაუკლათ სტუმართა თქვენთა, დაუკალით სიხარულით კრავნი ცხოვართანი; ანუ ემსგავსენით მამათ-მთავარსა აბრაჰამს: და უკეთუ თვით არა თავს იდვათ მოყვანა ჴბოისა და მზარეულობა, მონა/თა უბრძანეთ, მხიარულებით ყოფა სამსახურისა სტუმართა თქვენთა; ანუ ემსგავსენით აზნაურსა მას მართალსა იობს: და უკეთუ შვიდნი ტაბლანი შვიდთა დღეთა ვერა განმზადნეთ და ვერა შესწირნეთ მსხვერპლნი ცოდვისათვის მათისა, ოდესცა გესტუმრნეს უცხონი, მაშინ უმასპინძლე კეთილად; ანუ ემსგავსე [აბიმელიქ] მღდელსა: და უკეთუ არა გაქვნდეს საღმრთო შესაწირავთაგან, დაუგე კეთილითა გულითა, რა იგი გაქვნდეს ჴელთა შენთა, რამეთუ ესრეთ წერილ არს: "სჯობს მცირედი მართლისა ვიდრე-ღა მრავალსა სიმდიდრესა ცოდვილთასა"; ანუ ემსგავსე რააბ მეძავსა: და შეიწყნარენ სახლად შენდა უცხონი იგი. უკ/ეთუ სამი დღე ვერ თავს იდვა, სამ ჟამ ოდენ უმასპინძლე და იგი კმა ყავნ. უკეთუმცა ემსგავსები - სერეფთელ სიდონიას, არა გეტყვი სიყმილთა შინა თავთა და შვილთა განწირვასა, არამედ ემსგავსე სიხარულით სტუმართ-შეწყნარებასა.

ქვრივი არა შეწუხებული იყო წარგებად. საზრდოჲსა, რაჲცა აქვნდა, არცა ელია ზრუნვიდა გლახაკისა მასპინძლისა წვევასა. ქვრივი არა იღებდა ვალსა, არამედ მცირედითა პურითა და ზეთითა ისტუმრა, არცა ელია სთვლითა თითო ფერთა სანოვაგეთა. ქვრივი არა ასმევდა ღვინოსა, არცა დათრობად აიძულებდა, არცა ელია ეტყოდა მასპინძ/ელსა თვისსა სხვათა და სხვათა ჭაშნიკთა მოღებასა ქვრივი არა უმზადებდა ჴორცთა ნივთებითა შემკულსა, არცა ელია ითხოვდა ფერად-ფერადთა მოსამატთა. შეიყარნენ მას დღესა სტუმარი მდაბალი და მასპინძელი გულფართოდ მხიარული, სტუმარი მცირისა მჭამელი და მასპინძელი ცოტაჲსა მიმღებელი, არამედ იგი მცირე მას ჟამსა დიდთა უდიდესი. ქვრივი არა მწუხარე იყო შვილთა სიყმილით მოწყვედისათვის, არამედ მხიარული იყო სტუმრისა მოსლვისათვის. ქვრივი არა მალევდა მცირესა ფქვილსა, არცა ფუცვიდა მცირისა ზეთისა არა-ქონებასა, ვითარცა ძუნწნი მდიდარნი, არამედ სიხარულით ეტყოდა ელიას: "მოვედ და შეჭამე საცხორებელი შვილთა ჩემთა". ქვრივი არა უკან აქცევდა სტუმარსა, არ ეტყოდა: "გლახაკ ვარ მე, მივედ მდიდრისა. უპოვარ ვარ მე, არა ძალ-მიც მასპინძლობა", არამედ სიხარულით აწვევდა: "მოვედ, მოისწრაფე, უფალო ჩემო, შეჭამე, რაცა მაქვს, და შვილითურთ მოვსწყდები და დამფალ მიწათა".

თქვენცა, საყვარელნო, მისსა ემსგავსენით სტუმართ-მოყვრებასა: უკეთუ სტუმარი მოგივლინოს უფალმან, განუმზადე სახლი და, რა იგი გაქვს, მიუძღვენ კეთილითა გულითა, რამეთუ მოციქ/ული იტყვის: "სჯობს სტუმრობა მხლითა და გულითა კეთილითა" (იგავნი 15, 17).

ნუ სწუხარ მოსლვასა ზედა სტუმრისასა, ნუ სდრტვინავ კეთილსა საქმესა ზედა, ნუ შეაწუხებ მხიარულად მოსრულსა კართა შენთა, ნუ უსასო-ჰყოფ, რომელსა უნდა დავანება სახლთა შენთა, რათა შენცა დაიმკვიდრო სტუმართ-მოყვარისა აბრაჰამ მამათ-მთავრისა და იობ პატიოსნისა და ღირს იქმნე ხილვად დიდისა ღმრთისა მამისა, რომელმან დაკლა ჩვენთვის ძე თვისი სიყვარულით, ოდეს გვისტუმრნა, რომლისა არს დიდება თანა დაუსაბამოსა ძით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის — და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat