სულხან საბა ორბელიანი - 16. სწავლა უცხოთ-მოყვარებისათვის და ვნებისათვის უფლისა.
სულხან საბა ორბელიანი - 16. სწავლა უცხოთ-მოყვარებისათვის და ვნებისათვის უფლისა.
"უცხო ვიყავ და არა შემიწყნარეთ მე" — უფალი ჩივის უმადლოჲსა ჰურიათაგან დღესა მას დიდსა სასჯელისასა, რომლისათვის დასწერს მათე მახარებელი სახარების კე თავსა შინა (მათე 25, 43). ამისათვის რამეთუ მოვიდა უცხო უცხოსა ადგილსა, დამბადებელი ცათა და ქვეყანისა, სახითა სიგლახაკისაჲთა და არა შეიწყნარეს; მოვიდა მეუფე მაღ/ალი, მონებასა ქვეშე უცხო მონათა თვისთა თანა და არა პატივსცეს; მოვიდა ძე მამისა მის ყოვლისა მპყრობელისა ძედ ქალწულისა, უცხო და ეშვილა კაცთა და არა შეიწყნარეს; მოვიდა თანასწორი სულისა წმიდისა უცხო ძმად ადამიანთა თანა და არა შეიტკბეს; მოვიდა უფალი უფლებათა უცხო მეფედ ერთა განდგომილთა თანა და არა დაემორჩილნეს; მოვიდა დიდისა ზრახვისა ანგელოზი უცხო ქადაგად სინანულისა, მიმტევებელად ცოდვათა და არა უსმინეს.

უცხოჲსა ბუნებისა მქონებელმან უცხოსა ქალისა თანა დაივანა, კაცთაგან უცხოსა მუცელსა დაისადგურა, უხრწნელად, უტკივრად ევას ლმობასა უცხოსა შობითა ულმობელ ექმნა, უცხო ქვაბმან ისტუმრა, ბაგამან განუსვენა, ჴარმან და ვირმან შეიწყნარეს. ხოლო ისრაელთა არა იცნეს. სამნი მეფენი აღმოსავალთანი რბიოდეს უცხოსა მის ძღნობად, ვარსკვლავი უსულო წინა მოუძღვებოდა და ჰეროდე უცხოჲსა მისთვის სიკვდილად განემზადებოდა. ღმერთი უკვდავი კაცთა მოკვდავთაგან უცხოდ ივლტოდა; უცხო იგი ყრმა უცხოთ არა შემწყნარებელთა დაემალებოდა; სხვათა მზრდელი უცხოდ აღიზრდებოდა; ცათა და ქვეყანათა მტვირთველი უცხოდ დედა/კაცისა მიერ ტვირთულ იქმნებოდა, ნათელი ნათლის მომცემელი იოანეს მიერ უცხოდ ნათელს-იღებდა; უცხო დაშვრებოდა, უცხოსა მოემშეოდა, უცხოსა მოეწყურებოდა, უცხო სიცივესა და სიცხესა თავს-იდებდა, უცხო მეძავთა და მემრუშეთა მიერ პატივ-იცემოდა, უცხო მეზვერეთა და ცოდვილთაგან გამოიზრდებოდა, ხოლო ისრაელთაგან ქვისა დაკრებად განიმზადებოდა.

უცხოსა ვირით მომავალსა ჩჩვილნი ოსანნასა უგალობდეს, მოხუცებულნი პირთა მირიდებდეს; უცხოსა გლახაკნი წინა მიეგებვიდეს და მდიდარნი კართა დაუჴშვიდეს; უცხოსა მოწაფე გამცემელ ექმნებოდა, ერნი შეიპყრობდენ, მღდელნი მოიძაგებდენ, მწიგნობარნი მოიძულებდენ, მღდელთ-მოძღვარნი შეჰკრვიდენ, მსაჯულნი სიკვდილად მისცემდენ; უცხოსა კეთილის განსვენებისა ნაცვლად ბოროტსა უყოფდენ, მიგებებისა ნაცვლად განბასრევდენ, მოკითხვისა ნაცვლად განკიცხევდენ, სიტკბოსა საუბრისა ნაცვლად აგინებდენ, ფუფუნებისა ნაცვლად სცემდენ, შვების ნაცვლად შებორკილვიდენ, შემოსისა ნაცვლად შიშველსა ქალაქსა მოავლებდენ, ბანებათა ნაცვლად სისხლითა შეღებდენ, კვართისა მიცემისა ნაცვლად შოლტითა დააწყლულებდენ, / ვარცხნისა ნაცვლად ლერწმითა სცემდენ და თმათა და წვერთა ფხვრიდენ, ნელსაცხებლისა ცხებისა ნაცვლად პირთა ნერწყვიდენ და ყვრიმალსა უჴეთქდენ, ქუდისა ნაცვლად ეკალთა დაადგმიდენ, ბიალონისა ნაცვლად კიცხევისა ძოწეულსა შემოსდენ, საგებელისა ნაცვლად ჯვარსა გააკრვიდენ, განსვენებისა ბალიშისა ნაცვლად ბრალის ფიცართა დაუდებდენ, ნაცვლად ჴელთა და ფერჴთა დაუმსჭვალვიდენ, სანოვაგეთა ნაცვლად ნაღველსა და მურთა მოუპყრობდენ, ღვინისა ნაცვლად ძმარსა ასმევდენ./

ესრეთ შეიწყნარეს უცხო იგი, ესრეთ უმასპინძლეს სტუმარსა მას, მჴსნელად მოსრულსა მათდა. ეს ქრისტე, უცხოდ დამდაბლებული, უცხოდ შობილი, უცხოდ მკვდარი, უცხოდ აღდგომილი, უცხოდ ამაღლებული, უცხოდაც მოვალს მეორედ მოსლვასა მას დიდსა დღესა განკითხვისასა, რომელი აყვედრებს კაცთა შეუწყნარებლობასა თვისსა, არა მხოლოდ თვისსა, არამედ ერთა მცირეთაგანთასა, რომლისათვის იტყვის: "რომელი არა უყავთ ერთა მცირეთაგანთა, მე არა მიყავთ" (შდრ. მათე 25, 45). ვინ არს ესე მცირეთაგანი, შესწორებული ქრისტესი? რომელი მოვიდეს შენდა უღონოს ვინმე კართა სახლისა შენისათა და არა აქვნდეს ადგილი დასავანებელად მისდა, და იგი არა შეიწყნარა, ესე არს შეუწყნარებლობა ქრისტესი.

უკეთუ მდიდარი ვინმე მოგადგეს კართა, უმასპინძლებ დიდად და მოიშოვებ, რა არა გაქვს, რათა მდიდრისა მისგან შეიძინო მცირედი რამე, და დაუცლი სახლთა შენთა და წარხვალ მეზობელთასა და ყოველთა სახლთა შენთა მიუთვალავთ მათ, რათა გაქებდენ. უკეთუ მოვიდეს ძლიერნი, მათ უაღრესად მიხადით, რამეთუ უწყით: უკეთუ არა ნებსით უმასპინძლოთ, უნებლიეთ - გაგიმასპინძლებს, ხოლო უკეთუ ქრისტე მშვიდი და ანუ მისი მოძმე უცხო მოგადგეს კა/რთა, მრავალსა მიზეზსა დაუდებ სიტყვითა, რათა ყურესა ერთსა სახლისა შენისასა არა განუსვენო ღამესა ერთსა. ელი მდიდრისაგან მონიჭებასა რაჲსამე და გეშინის ძლიერთაგან და დასცლი სახლთა შენთა სრულიად; უკეთუ ზამთარი, ყინულიცა იყოს, იტვირთავ სიცივესა, რაოდენ დღე იყოს სახლსა შენსა, ხოლო ქრისტეს მოძმე უცხოსა ზაფხულის დღესა არცა ეზოთა შენთა შინა შეუტევებ და არცა ელი ქრისტეს მიერ სასუფევლისა სიმდიდრისა მოცემასა და არცა გეშინის იესუს ძლიერებისაგან, ნუ უკვე ჯოჯოხეთად დაგსაჯნესთ.

არა უწყია, ოდეს მოვიდეს უცხო, კარად/ შენდა შეიწრებული უღონოებითა და არა შეიწყნარო და განავლინო მწუხარე, მაშინ მოეჴსენოს ქრისტესა უცხოებით მოსლვა ჰურიათა თანა, რომელთა არა შეიწყნარეს, და მაშინ მოაგონდეს წყლულებანი იგი უმადლოთანი, რომელთა იგი უგმირნეს, მაშინ განუახლდენ ტკივილნი, რომელ ძელსა ზედა დამსჭალნეს? არა უწყია, რამეთუ შენცა ხვალე უცხო ექმნები სახლსა ამას შენსა და სახლეულთა და დედაწულთა განეშორები?

მოიჴსენენ მამანი შენნი, სადა მიმავალ არიან უცხოობასა შინა, და შენცა მიხვალ უცხოჲსა მის ქრისტეს კართა თანა - უცხო და უცნო/ბელი, რომელსა არა გექონების მას ჟამსა შინა მუნ უნჯთაგან სახლთა შენთასა, არცა ოქრო, არცა ვეცხლი და არცა რავე ხვასტაგთაგანი; არა გეყოლების მუნ შემწედ მეგობარნი, მოყვასნი და მცნობელნი შენნი, ვითარცა არა ჰყავნდა შენსა კართა ზედა უცხოსა მას, რომელი განაძე, რათა მათ კარნი განგიხვან და განგისვენონ. არავინ შეგიწყალებს დღესა მას, ვითარ შენ არა შეიწყალე იგი ძმა და ნათესავი შენი და ტომი მამისა შენისა ადამისი. ვინაჲთგან შენ უგულებელს ჰყავს მოვლინებული ღმრთისა მიერ, შენცა უგულებელს იქმნები ღმრთისა მიერ, რამეთუ გეტყვის უფალი: "არა გიცნი თქვენ".

არა აღმოგიკითხავსა, ვითარ განიწმიდა თავი თვისი რააბ მეძავმან, როსკიპმან დედაკაცმან, და ღმრთისა წმიდად და ისრაელთაგან რჩეულად გამოჩნდა უცხოთ-შეწყნარებისა მისთვის, რაჟამს მოვიდენ მისა უცხონი იგი ისრაელთაგანნი და სამი დღე განუსვენა და დამალნა სელისა ზვინთა ქვეშე, გინა ლოთ, ძმისწული აბრაჰამ მამათ-მთავრისა, რამეთუ ენებათ სოდომელთა სახლისა დაქცევა მისი უცხოთა მისთვის შეწყნარებისა და განერა მით დაწვასა მას ცეცხლითა ზეცით წვიმებულისაჲთა?

უცხოთ-შეწყნარება ღმრთისა მასპინძლობა არს. უცხოთ-შეწყნარება უფლისათვის განმზადება არს. უცხოთ,-შეწყნარება ქრისტეს მიწვევა არს, უცხოთ-შეწყნარება იესუს ძღნობა არს.

უცხოსა ზედა წარსაგებელი არა წარგიწყმდების მსგავსად მდიდართათა, რამეთუ მდიდარნი თვისისა სიმდიდრისაგან უკეთუ უმრავლესი მოგცეს ორნი დრაჰკანნი, ანუ სამნი და ნაკლები მის, გინა არცა იგი მოგცენ, არამედ ოდენ გაქონ. და უკეთუ ქრისტე ისტუმრნე, მოგცეს სიმდიდრისაგან მისისა კურთხევა მამისა თვისისა, რომელი უმჯობეს არს ყოვლისა სიმდიდრისაგან, და დამკვიდრება სასუფეველსა ცათასა, სადა მკვიდრ არიან ყოველნი მსახურნი ღმრთისანი.

რასა შეწუხდები უცხოჲსა, მოსლვისათვის? რასა, ზრუნავ მცირედისა პურისა დაგებისათვის? რაისა საძნაურ გიჩნს სახლად შეყვანება მსგავსისა შენისა? არა მეცნიერი ხარ, თუ რაოდენთა კეთილთა შეუკრებ თავსა შენსა უცხოსა შეწყნარებითა? - პირველად: რამეთუ კაცსა ისტუმრებ; მეორედ: ნათესავსა შენსა სახლად შეიყვან, რამეთუ იგიცა ადამისა ძე არს; მესამედ: უღონოსა, დაჭირვებულსა ულხენ; მეოთხედ: მშიერსა განაძღებ; მეხუთედ: მწყურვალსა ასმევ, რომლისათვის იტყვის წმიდა მათე მახარებელი: "რომელმან სცეს წყალი ერთი გრილი სახელად მოწაფისა, არა წარუწყმდეს" (მათე 10, 42),/ მეექვსედ: მცივანსა განატფობ; მეშვიდედ: ქრისტეს ისტუმრებ, და შვიდთა მცნებათა ღმრთისათა ერთისა უცხოჲსა შეწყნარებითა აღასრულებ, და შვიდთა გვირგვინთა ქრისტეს მიერ დღესა მას დიდსა განკითხვისასა დაიდგამ და დიდებასა სუფევისა ღმრთისასა ღირს იქმნები.

ჰოჲ, სასყიდელი მრავალ-ფასისა ადვილად მოპოვნებული!

ჰოჲ სავაჭრო პატიოსანი, მცირითა მოვაჭრებული!

ჰოჲ სიმდიდრე დაულევნელი, ადრე დასალევნელით მოშოებული!

ამისთვის იტყვის მათე მახარებელი იგ, მე: "მსგავს არს სასუფეველი ცათა კაცსა ვაჭარსა, რომელმან პოვა მარგალიტი მრავალფასისა და განყიდა ყოველივე და მოიყიდა იგი" (მათე 13, 45). / ესე უცხო არს მარგალიტი უსასყიდლო, რომელი შეწყნარებითა მოგიყიდია, და არცა ყოველი მონაგები შენი განგიყიდია, არამედ წუთ ოდენ სახლი გითხოვებია და მცირედი პური და წყალი მიგიპყრია. არა თუ უცხო იგი ლიტონად მარგალიტი იგი არს, უკეთუ განიგულო, — დამბადებელი მის მარგალიტისაცა, უბრწყინვალესი ყოველთა თვალთა პატიოსანთა და უმრავლფასესი ანთრაკთა, რამეთუ ქრისტე მეუფე ბრძანებს: "რომელმან შეიწყნარა უცხო, მე შემიწყნარაო" (მათე 10, 40).

ხედავა, საყვარელო, ქრისტე შორს გგონიეს და ახლორე მოგსვლიეს; ქრისტეს სასუფეველთა შინა ეძიებ, კართა შენთა მოსრულ არს; ქრისტეს მიმართ ვედრებასა ამრავლებ, რათა შეგიწყალოს და თვით შენთანა დავანებასა გეტყვის? რა-ღა გნებავს უდიდესი ამისი, რომელ დღეს მოაწია შენ ზედა?

აწ, საყვარელო, ოდეს მოავლინოს ღმერთმან უცხო ვინმე კართა შენთა, მიეგებოდე სიხარულითა, განუღებდე კართა სისწრაფითა, შეიწყნარებდე კეთილითა გულითა, ნუ ეტყვი: "არა გიცი", რათა არა შენცა გესმეს ჴმა ესე, ნუ ეტყვი: "ცოდვილ ხარ, გინა ბოროტა, რათა არა შენიცა ცოდვანი გამოგიცხადდენ, ნუ ეტყვი: "არა ნათესავ და ტომ ხარ ჩემი", რამეთუ ყოველნი ერთისა - ტომისაგან ვართ და ყოველთა საზოგადოდ გვეძმო ქრისტე, არამედ მსგავსად სიტყვისა უფლისა განუსვენეთ უცხოსა,/ რათა თქვენცა განგისვენოს ქრისტემან, მოყვასმან უცხოთა მან, სასუფეველსა ცათასა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat