სულხან საბა ორბელიანი - 15. სწავლა გლახაკთ-მოწყალებისათვის.
სულხან საბა ორბელიანი - 15. სწავლა გლახაკთ-მოწყალებისათვის.
"დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად" — დავით იტყვის ლზ ფსალმუნსა შინა (ფს. 37,6).

საყვარელნო, სადა დაგლახაკნა დავით სრულიად, რამეთუ მეფე იყო ისრაელთა, ძლიერი და მდიდარი ფრიად? ამა სიტყვათა ქრისტესთვის იტყვის, უფლისა ჩვენისათვის, რომელი დაგლახაკნა სრულიად, ვიდრე სახითა უდარეს ჩვენსა იქმნა და ყოველთა გლ/ახაკთა უმკოდოვნეს, რამეთუ გლახაკთა სახლი აქვნდა საყოფელი, ხოლო მას არცა-ღა თუ სართულსა ქვეშე თავთა მისადრეკი აქვნდა. ესრეთ დაგლახაკნა სრულიად, ვიდრე სუდარნი და საფლავნიცა - იოსებ მისცნა თვისი, რომელ მას იგიცა არა ეპოვებოდა.

ხედავთ, საყვარელნო, დამბადებელი ჩვენი და ღმერთი ჩვენი ჩვენისა განმდიდრებისათვის, და ამაღლებისათვის და ზეცად აღყვანებისათვის ესრეთ დაგლახაკნა, ხოლო ჩვენ არა თუ სახელისა მისისათვის დავგლახაკნებით, არამედ, უკეთუ მსგავსსა მისსა გლახაკთა ვიხილავთ, არცაღარა თუ მას მივხედავთ, არცა მოვიჴსენებთ გლახაკისა მის მოსლვასა ზედა და ვიტყვით: "ვაი, ჩვენდა!"

უფალმან ჩვენმან/ იესუ ქრისტემ ესრეთ შემიყვარა, ვიდრე ღმრთაებისა მისისა სიდიდითა, ჩვენთვის ესრეთ დაგლახაკნა, მსგავს ამისა იქმნა, რათა გლახაკისა, მის ხილვითა მოგვეჴსენეს ქრისტეს ჩვენთვის დაგლახაკება, და ლმობიერ გვექმნნეს გულნი ჩვენნი და ვსცნათ სოფლისა ამის სიცუდე და მოკლეობა და უხანოება, რომელ: სოფელი ესე რომელთამე ესრეთ განამდიდრებს კაცთაგანსა და ნათესავთა მისთაგანსა, რომელთამე ესრეთ დააგლახაკებს, ვიდრე შიშველსა კართა მისთა თხოვად პურისა მოიყვანს და შემდგომად მდიდარსა და მას გლახაკსა სწორითა სიკვდილითა მოაკვდინებს და არას მისცემს არცა ერთისა უნჯთაგან თვისთა, რათამცა წარიღონ თანა.

ამას არცა ერთსა მოვიჴსენებთ, ოდეს მოვიდეს გლახაკი თხოვად პურისა, არცა შეგვეწყალება იგი და არცა სული ჩვენი, არამედ განგვიფიცხნების გულნი ჩვენნი და გვეწყინების მოსლვა მისი.

ჰხედავა, რასა იტყვის ესაია წინასწარმეტყველი ნც თავსა შინა: "უკეთუ დაუტეოთ სიცრუე და დრტვინვა და სცე მშიერსა პური გულითა ჴსნილითა, მაშინ გამოგიბრწყინდეს ნათელი, ვითარცა შუა სამარისა, და უფალი ღმერთი იყოს შენ თანა"(ესაია 58, 9-11).

არა თუ გულითა ჴსნილითა ვსცემთ მისაცემელსა, ვაიმე, რამეთუ არამედ პირსაცა შევიჭვავთ, და თვალთა მივრიდებთ და ყურთა დავიჴშავთ, რათა სიტყვა მისი არა ვისმინოთ.

უკეთუ მეჭიანურენი გვაქებდენ, გვეამების/ და, უკეთუ მოკიცხარნი გვაგინებდენ, გვიხარის. განბასრვა ჩვენი პატიოსნად შეგვირაცხიეს და, ოდეს გლახაკმან იწყოს ტკბილითა სიტყვითა თხოვა. გულთა ლახვრად განგვეწონების. მეფანდურეთა და მეჭიანურეთა და მოკიცხართა ვალხენთ ფრიად და, უკეთუ არა გვაქოს, ავიღებთ ვალსა და ფრიადითა ნიჭითა წარვავლენთ გინებისათვის ჩვენისა, ხოლო მსგავსი ქრისტესი და ძმად იესუსი წოდებული გლახაკი რა ქებასა შეგვიმკობდეს და მდაბლითა სიტყვითა ენებოს გულთა ჩვენთა მოლბობა, უფრორე განვქვავნებით და მიზეზთა მრავალთა დაუდებთ, რათამცა არა რა/ მივსცეთ; არცა თუ პურნი განუტეხნეთ, ვეტყვით: "აწ არა მცალს და კვლავ მოგცე".

ამისთვის იტყვის სოლომონ იგავსა შინა: "ნუ დაიყოვნებ კეთილისა ყოფასა ნაკლულევანისასა, რაჟამს აქუნდეს ჴელთა შენთა შეწევნა, ნუ ეტყჳ: "წარვედ აწ და ხვალე გცე, ძალ თუ მედვას კეთილის ყოფა შენდა"(იგავნი 3, 27-28).

უკეთუ მაგინებელთა და განმკიცხართა შენთა არა ეტყვი: "აწ წარვედ, არა მაქვს", რომელი ეშმაკთა მოუვლენია, და აღიღებ ვალსა და მისცემ მრავალსა, გლახაკსა ქრისტეს მიერ მოვლინებულსა რად-ღა ეტყვი მცირისა პურისათვის, გინა ფოლისა ერთისათვის მიზეზსა წარსლვისასა?

ჰოი, დიდი უგუნურობა კაცისა და სიცო/ფე: გამბასრველი თვისი აღავსოს კეთილითა და კეთილად მაქებელი თვისი განავლინოს ცუდად, წარაგებდეს ეშმაკთა სიცბილისათვის უნჯსა ღმრთისასა და არა მონასა ქრისტესათვის მონიჭებულსა ქრისტესსა!

იხილე, რასა იტყვის მოციქული იაკობ კათოლიკისა მეორესა თავსა შინა: "უკეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქვენსა კაცი ოქროჲთა შეჭედილი და სამოსლითა ბრწყინვალითა და შევიდეს გლახაკიცა სამოსლითა შეურაცხითა, მიხედოთ მას, რომელსა იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე, და ჰრქუათ: "შენ დაჯედ აქა კეთილად", და გლახაკსა ჰრქუათ: "შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ფერჴთა ქუეშე ჩუენსა", არა განიკითხუენით თავთა შორის თქუენსა და იქმენით მსაჯულ გულის-სიტყუათა ბოროტთა"(კათ, იაკ. 2, 2-4).

ხედავა, მოციქული ვითარ გვასწავებს: არცა-ღა თუ მდიდარნი დასხნეთ უპატიოსნესა ადგილსა გლახაკთაგან, ოდესცა მოვიდენ, ხოლო შენ კაცთა თანა დგომადაც არა უტევებ?

რა არს, ძმანო, სიცოფე ესე? უკეთუ მდიდარი მოგადგეს კართა, კეთილად განუსვენებ, ხოლო გლახაკი დაჭირვებული თუ მოვიდა, გინებით განსდევნი!

არა გესმიანა, რამეთუ გლახაკნი გლოცვენ, ხოლო მდიდარნი გაგინებენ, გლახაკნი გმონებენ და მდიდარნი მიგხვეჭენ, გლახაკნი გაქებენ, მდიდარნი გაძაგებენ, გლახაკნი მოგეწიწვიან, მდიდარნი გჴვედნიან, გლახაკნი გაამებენ, მდიდარნი გაწყენენ? რა უკვე კეთილნი გინახვან მდიდართაგან შენდა მოქმედებულნი უფროის გლახაკთასა? უკეთუ რამე მოგცეს მდიდარმან, უფროსი მისგან მიგიღოს, ხოლო თუ რა წარგიღოს გლახაკმან, უმრავლესი შეგძინოს ქრისტემან.

უცებო, შენ შენისა კეთილისა მოქმედისათვის იქმ ბოროტსა და ბოროტის-მყოფელისათვის — კეთილსა. ესე არცა-ღა თუ მჴეცთა ყვიან. არცა-ღა თუ ესოდენთა ბოროტთა იკმაებ: არამედ, ოდეს მოგადგეს გლახაკი, შენ ამპარტავანად ზი და განსცხრები და იგი მშიერი და მწყურვალი სიცივეთა ანუ სიცხეთა მზისათა დგას და ვერარასა იკადრებს, არამედ იურვინ გულსა შინა თვისსა და მწუხარე არიედ, რამეთუ კაცსა კაცი გთხოვს მოცემულსა ღმრთისასა და არა ისმენ. ამისთვისცა დასწერს დავით მეცხრესა ფსალმუნსა შინა: "ამპარტავნებასა უღმრთოთასა შეიწვინ გლახაკი"(ფს. 9, 22). თვითვე განებრჭევ თავსა შენსა, თუ რაოდენისა პატიჟისა თანა-მდებ ხარ.

ვინაჲთგან ღმერთსა მოუციეს შენთვის ესეოდენი დიდება, რომელსა ძმა და ნათესავი შენი შენდა მთხოველად კართა მოუვლენიეს, და იგი შეურაცხად განავლინო, რა-მე ჯერ-არს გიყოს ღმერთმან? განიცადე თავი შენი და, რა იგი არა გაქვნდეს, მივედ მოყვასისა შენისასა, უკეთუ არა აღასრულა საწადელი შენი, იხილე, თუ ვითარ გულკლებულ მისა იქმნე და კვნესით ღმერთსა შეასმინო./

დაღაცათუ გლახაკი არს, ხოლო იგიცა შენებრ კაც არს და მამისა შენისა ადამისა ძე. არამედ ღმერთსა დაუგლახაკებიეს, ანუ სნეულებათა მიერ თვალი აკლს, გინა ასო სხვა რამე, ანუ უღონოებით დაგლახაკებულ არს, და არარა აქვს მას ნივთთაგანი. უკეთუ არა გთხოვა და ვერცა-ღა იშოვნა, კიდეცა მოკვდეს. უკეთუ შენ მრავალი რამე ნივთი გაქვს და ერთი რამე გაკლს და სთხოვეს მოყვასსა შენსა და არა მოგცა, და განრისხენ მას ზედა, ჰყვი გულისკლება მას გლახაკსა, რომელი იგიცა მოყვასი და თვისი შენი არს და არარა აქვს ნივთთაგანი და საჴმარ არს მისდა თხოვა. უკეთუ არა ითხოვა, მოკვდეს./

რამე უნდა ყოს, არა გთხოვოსა?

ჰეე, კეთილ: უკეთუ შენ ეგრე კეთილ ხარ და ქველისა სიმრავლესა ამრავლებ და არა გნებავს, რათა გლახაკი მოვიდეს კართა შენთა თხოვად, ესე არს უმჯობესი, რათა მიხვიდე შენ ნაკლულევანისა ძმისა მის და თვით ჴელითა შენითა მიართვა, რა იგი გაქვს, და იგი არღარა დააშრო შენდა წყინებად, თვარა რამცა უკვე ჰქმნეს, რომელსა არა რა ეპოვების და მუნ არა წარსცემ საჴმარსა? რა იგი უჴმს? და სიკვდილისა უმჯობესად ესე უქმნიეს: მოსრულ არს შენადვე ნათესავი თხოვად, რათა შენ მიერ გამოიზარდოს. მაშა, რა ყოს? მუცელნიცა შენნი დღითი-დღე და ჟამითი-ჟამად/ შენ გთხოვენ და შენ მიერ იზრდებიან. და არა შეგძაგდების, არცა მოგეწყინების თხოვა მის მიერ, არამედ უფროჲსად იჭირვი, რათა მრავალგზის განაძღო და უცხო და კეთილი სანოვაგე უძღვნა. არამედ განძღება მუცლისა შენისა შეგამთხვევს საცთურსა, ჴორცთა სნეულებასა და სულთათვის ვნებსა, არამედ არა ოდეს ეტყვი: "არა გცე, არა განგაძღნე, გუშინ გიჭამიეს, ანუ ძოღან, ანუ დილას", არა უქმ ჰყოფ მუცელსა წარმწყმედელსა შენსა, ხოლო ძმასა ქრისტესსა გლახაკსა ერთგზის უკეთუ მიგიპყრიეს პური, არღარა მისცემ. არა უწყია: გლახაკი იგი და მუცელი შენი ერთისა არსებისაგანი/ არიან, ერთისა კაცისა ტომნი, ერთისა შემოქმედისა შექმნილნი და ერთად მოკვდავნი?

უკეთუ წარმწყმედელსა მუცელსა შენსა ჟამითი-ჟამად განაძღებ, მაცხონებელსა შენსა ნათესავსა და ძმასა ქრისტესსა გლახაკსა მას უპოვარსა რადა ორგზის და სამგზის არა განაძღებ?

უკეთუ მრთელ ვინმე არს გლახაკთაგანი, მიზეზსა უყოფ და ეტყვი: "ჴელი არა გაკლს და ფერჴნი, არცა თვალნი, იმუშაკე და ოფლითა შენითა ცხორებდი"!

ნუ, ძმანო, ბოროტ არს სიტყვა ესე. ქრისტე პჴელთა და თვალთა დამბადებელი ოდეს დაგლახაკნა, არა რა აკლდა ასოთაგანი, არამედ ეძმო გლახაკთა. ცუდ არს მიზეზი ესე/ და უძვირესი ამისიცა ესე: რომელ უკეთუ ბრმა მოვიდა, გამოსცდით საბრჴითა და ყრუთა სასმენელითა ბოროტითა, ეგრეთვე უტყვთა — კიცხევითა რითამე, და იცინით მას ზედა და მოძმე უფლისა განსაქიქელ გიქმნიესთ.

ამისათვის დასწერს მოსე ლევიტელთა მეცხრამეტეს თავსა შინა: "არა ბოროტი ჰრქუა ყრუსა და წინაშე ბრმისა არა დასდვა საცთური" (ლევიტელთა 19, 14).

საყვარელნო, ესევითარი უწესოება წარმწყმედელი არს სულთა და გარდამავალ სჯულისა. ნუ ესევითართა იქმთ, რომელი არა სათნო იყოს ღმრთისა, არამედ სადაცა ჰპოოთ გლახაკნი, შეიყვარენით; მოვედით გულისხმად, რაჲსათვის და/გლახაკნა ქრისტე, რომელმან სიგლახაკითა თვისითა გამოგიკსნა - ჯოჯოხეთისა მძლავრობისაგან, რათა არღარა შესცვივნეთ მუნ, სრულიად განერნეთ მას უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat