სულხან საბა ორბელიანი - 14. სწავლა სიყვარულისათვის.
სულხან საბა ორბელიანი - 14. სწავლა სიყვარულისათვის.
"ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელ გაქუნდა [დასაბამითგან]. სიყუარული მცნებაჲ იგი პირველი არს, სიტყუაი იგი, რომელი მესმა პირველითგან"- დასწერს იოანე მახარებელი პირველის კათოლიკესა, მეორესა თავსა შინა(იოანეს I კათოლიკე 2,7).

ხედავთა მახარებელსა, ვითარ სწავლა ესე არა ახალი, პირველითგანვე უფლისა მიერ მცნებული და / სჯულსა შინა მოცემული. აწ განგიახლათ და მოგაჴსენათ ძველითა იგი, რათა გულნი თქვენნი უმტკიცესად-რე დაემყარნეს სიყვარულსა ზედა?

ამისთვის მოგაჴსენა, რომელსა დასწერს მოსე წიგნსა გამოსლვათასა მეოცესა თავსა შინა: "შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი"(გამოსლ. 20, 12. შდრ. მათე 19, 19). ესე მცნება არა ახალი გითხარ ყოველივე, არამედ პირველი იგი, რომელ მოსცნა ღმერთმან მოსეს ფიცარნი თითითა ღმრთისაჲთა მას შინა წერილნი, რომლისათვის დაამტკიცებს პეტრეცა, თავი მოციქულთა, პირველსა მისსა კათოლიკესა შინა: "სიყვარული გარდამეტებული გაქვნდინ, რამეთუ სიყვარულმან დაფარა სიმრავლე ცოდვათა"(პეტრეს I კათ. 4,8).

რაღაა, ჰოი პეტრე, ამის უფროსი სიყვარული, რომელი ბრძანა უფალმან: "შე/იყუარე მოყუასი, ვითარცა თავი თჳსიო?"

დიდ არს სიყვარული ესე, უკეთუ ვყოთ!

გესმისთა, ძმანო, იოანე გვიბრძანებს პირველისა მის მცნებისა აღსრულებასა, რათა გვიყვარდენ მოყვარენი ჩვენნი, ვითარცა თავი ჩვენი. არამედ თავი მოციქულთა პეტრე ახალსა მცნებასა მოგვცემს, რათა გარდამეტებული სიყვარული გვაქვნდეს მოყვასთა ჩვენთა თვისისაგან თავისა, რათა ცოდვათა სიმრავლე დაიფარნეს.

ხედავთა, მოციქული ვისა მიბაძვასა გვიბრძანებს? გვაჩვენებს, რა ყო ჩვენთვის მაღალმან ძემან ღმრთისამან, ოდეს შემიყვარნა ჩვენ მრავალ-ცოდვილნი სიყვარულითა მით გარდამეტებულითა, რომელმან სულიცა თვისი დადვა ჩვენთვის და ჯვარითა სიკვდილი / დაითმინა, რომლისათვის იტყვის იოანეს სახარების იე თავსა შინა: "არა არს სიყუარული უფროის ამისა, რომელმან დადვის სული თჳსი მეგობრისა თჳსისათვს" (იოანე 15,13).

ხოლო იესუ ქრისტემან არა თუ მეგობართათვის დადვა სული თვისი, რომელსა არა სადა ჰყავს მოყვასი, არცა სწორი, არამედ – ჩვენ უჴმართა მონათათვის, ვინაჲთგან გვიხილნა უწყალოჲსა მტერისა მიერ დამონებულნი, და დილეგთა გამოუჴსნელთა შინა შეწყვდეულნი და არა უგულებელს გვყვნა ურჩებითა მისითა წარწყმედილნი; სიყვარულითა მით გარდამეტებულითა მომიძია ჩვენ, დამდაბლდა და მსგავს ჩვენდა იქმნა, არამედ არა მსგავს ჩვენდა მოკვდა ჩვენთვის, არამედ, ვითარცა ერთი ცოდვილი და შეურაცხი, ჯვარსა დამოეკიდა, სიყვარულისა ჩვენისათვის გვაჩვენა ჩვენ თვალითა, ხოლო სიტყვითაცა გვასწავა, რომელი იტყვის პირითა იოანესითა: "უკეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, ამით ვსცნა, რათა იყვარებოდეთ ურთიერთარს"(იოანე 13, 34).

ესე არს მოწაფე-ყოფა უფლისა ჩვენისა. ესე არს სჯული ქრისტეს მიერ მოცემული — პირველ მოსესზე და მეორედ მოციქულთა ზე, რათა გვაქვნდეს სიყვარული და, უკეთუ არა გვაქვნდეს სიყვარული, ნუ სახელ-ვსდებთ ქრისტიანედ ყოფასა.

ამისთვის დასწერს წმიდა პეტრე, თავი მოციქულთა, პირველსა მისსა კათოლიკისა პირველსა თავსა შინა: "გულითა წმიდითა ურთიერთარს იყვარებოდეთ გარდამეტებულადო"(პეტრეს I კათ. 1, 22.).

რა არს, ძმანო საყვარელნო, გარდამეტებული სიყვარული გულითა წმიდითა?

ესე არს, რათა შეურყეველად, შეუორგულებელად, სიწმიდით გიყვარდენ ყოველნი კაცნი, არა მხოლოდ ნათესავნი და მოყვარენი, არამედ უცხონიცა და მტერნიცა, ვითარ იესუმ შემიყვარნა ჩვენ, არა მხოლოდ მოყვარენი მისნი, არამედ განდგომილნიცა და უარისმყოფელნიცა მისნი ერთბამად, რომლისათვის იტყვის მახარებელი მათე ე, მვ: "უკეთუ გიყუარდენ მოყუარენი, ხოლო თქუენნი. რაჲ უკუე სასყიდელი გაქუს, რამეთუ მეზუერეთა და ცოდვილთა ეგრეთ ყვნიან?" (მათე 5,40)

ხედავთა, ძმანო ქრისტესნო, რამეთუ არა ჯერ-არს მიმსგავსება თქვენი მეზვერეთა და ცოდვილთა, არამედ მსგავსება ქრისტესი? რამეთუ მსგავსებამან მეზვერეთა და ცოდვილთამან მიგიყვანოსთ. სადა იგინი არიან, ხოლო მსგავსებამან ქრისტესამან მიგიყვანოსთ, სადა ქრისტე მთავრობს, რამეთუ არა ჯერ-არს ქრისტეანეთაგან ბაძვა მსოფლიოთაგანსა, არამედ ბაძვა უფლისა ჩვენისა, ვინაჲთგან შემიყვარნა ჩვენ ქრისტემან და შვილ ღმრთისად გამოგვაჩინა, რომლისათვის იტყვის იოანეს სახარების იე, თ: "ვითარცა შემიყვარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა" (იოანე 15,9).

ამისთვის ჩვენცა გვიღირს, რათა შემყვარებელი ჩვენი შევიწიოთ და ზეციერთა ვბაძევდეთ საქმეთა კეთილთა, რამეთუ: რომელსა ლოცვათა შინა მამად ვხადით, იგი მოსცემს საზრდელსა მართალთაცა და ცოდვილთა, იგი ნაყოფითა აღავსებს კეთილისა მოქმედთა და ბოროტთაცა, / რათა კეთილის-ყოფითა მისითა გულისხმაყონ საქმენი მათნი და მოიქცენ სიბოროტისაგან და კეთილთა ჰპოონ სასუფეველი ყოველთა.

ვინაჲთგან მამად ჰხადით ღმერთსა, და იგი არ მოიძულებს ბოროტის მოქმედსა, და ელის სინანულსა და შენ გძულს ნათესავი შენი ძეთაგან ადამისა, ვითარ-ღა იტყვი ძედ ღრმთისად წოდებად და თხოვად მამისა მიმართ ნიჭთა რაჲსამე, ანუ ძმად ქრისტესა სახელის-დებად, რომელმან შეიყვარა პავლე განმრყვნელი სამწყსოთა ქრისტესთა? რომელი თვით პავლეცა მიუწერს კორინთელთა პირველსა ებისტოლესა შინა: "ენასაღა-თუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს. ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ... მაქუნდესღა / თუ ყოველი სარწმუნოებაჲ, ვიდრე მთათა ცვალებადმდე, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე ვარ. შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი, და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა"(I კორ. 13, 1-3).

გესმისთა დიდისა მოციქულისა, ძმანო, რამეთუ არცა-ღა კაცობრივთა ენათა მოუბრობა, არცა ანგელოზებრივი ქადაგება, არცა წინასწარმეტყველება და სიბრძნით საიდუმლოს ცნობა, არცა მრავალნი სასწაულნი და სარწმუნოება, არცა მონაგებთა გლახაკთა განყოფა, არცა-ღა თუ ქრისტესათვის ტანჯვათა დათმენა და ცეცხლითა და მახვილითა განკაფა სარგებელ გვეყოს, რო/მელთა არა გვაქვნდეს სიყვარული, და, თუცა ვიყოთ მოძულე კაცთა, ყოველნივე უჴმარ ჩვენდა იყვნეს და არცა-ღა შემიყვარნეს ჩვენ ღმერთმან და ვერცა კეთილი რამე მოვიღოთ მისგან, უწყოდეთ ყოველთა!

არამედ სიყვარულითა უცოდველითა რომელ გვიყვარდენ ნათესავნი ჩვენნი, ძენი ადამისნი ყოველნი, შემიყვაროს ჩვენ ღმერთმან სიყვარულითა მით გარდამეტებულითა და დაფარნეს ცოდვათა ჩვენთა სიმრავლე უეჭველად.

არა თუ სიყვარული ბოროტი უყვარს უფალსა, არცა სიყვარული ბილწებისა, არცა სიყვარული ზაკვისა, რომლისათვის იტყვის იოანე პირველსა კათოლიკესა შინა: "შვილო ჩემო, ნუ იყუარებით სიტყჳთა, ნუცა ენითა, არამედ საქმითა / ჭეშმარიტებისაჲთა" (I იოანეს კათ. 3,18).

ისმინე, ვითარსა სიყვარულსა გიბრძანებსთ - საყვარელი ქრისტეს მოწაფე: არა უნდა მას სიყვარული ოდენ სიტყვითა. რომელნი იჩემებენ კაცთა სიყვარულსა და ეტყვიან ტკბილად და ნატრობენ ხილვასა მისსა და იზახიან დღეთ სიგრძესა მათსა, ხოლო გულნი მათნი განშორებული არიან, და არა უნდა! აუბნებენ ენათა ზაკვით, რეცა ეჩვენონ მოწყალედ, კაცთა საჩვენებელად იქმან ოცნებით რადმე სიყვარულსა, ხოლო გონება მათი აღსავსე არს სიძულვილითა მოუკლებელითა, რომლისათვის მიუწერს პავლე მოციქული რომაელთა: "განეშორენით მათგან, რომელნი ეგე ვითარნი უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თჳს/თა მუცელთა და ტკბილითა მეტყუელებითა და კურთხევითა აცთუნიან გულნი უმანკოთანი" (რომაელთა 16,17-18).

ხედავა, ვითარ მოციქულნი ტყუვილსა სიყვარულსა შორად განიოტებენ და ქრისტეს მონად არა სახელ-სდებენ? არამედ სიყვარული მრთელი და უზაკველი უყვარს უფალსა, ვითარცა ენითა, ეგრეთვე გულითა, ეგრეთვე საქმითა და ეგრეთვე აღსრულებითა, ვითარცა აღუსრულა მამამან ზეცისამან აბრაჰამს, რაჟამს სიყვარულისთვის ღმრთისა არა რიდა ისაკს, ძესა თვისსა, დაკლვად; ღმერთმანცა მოსცა ძე თვისი საყვარელი და დაკლა აბრაჰამ ნათესავთა კაცთათვის და აღასრულა სიყვარული მართალისა საქმითა.

ჰხედავა, სიყვარულმან რა ყო? ვინაჲთგან ქრისტემან არა რიდა თავსა თვისსა დამდაბლებად, დაგლახაკებად და შეურაცხებად. ყვედრებად, ტანჯვად და უწყალოდ სიკვდილადცა, რამეთუ ჯვარსა ზედა განქიქებით დამოეკიდა სიყვარულისათვის ჩვენისა, ჩვენ რაიმე-ღა გვიღირს, საყვარელნო? უკეთუ ქრისტემან ჩვენ განდგომილნი ესრეთ შემიყვარნა, წყევასა ქვეშე მოიკლა თავი თვისი, რათა მით განაქარვნეს წყევანი ჩვენნი, ჩვენდა არა ჯერ-არსა, რათა შევიყვარნეთ ნათესავნი ჩვენნი, კაცნი, ძენი ადამისნი, ნუ უკვე და მაწყინარცა ჩვენდა იყოს? რაჲსათვის უკვე გძულან, საყვარელო, მტერნი თქვენნი? არა იმისათვისა, რამეთუ შემცოდე არიან შენნი და ბოროტი უყოფიეს შენდა? უკ/ეთუ ესრეთ არს, შენცა არა შეგიცოდებიესა ღმრთისათვის და ბოროტი არა მიგიძღვისა წინაშე მისსა, რომელ უყვარხარ ფრიად, და არა ბოროტსა გიყოფს, და დღითი-დღე გწყალობს, და განიჭებს და აღგავსებს ყოვლითა კეთილითა ქვეყნიერითა და კვალად გიქადებს სასუფეველსა-თქუთ? ვინა იყოთ მართალ წინაშე უფლისა და უცოდველი? რომელი მოელოდეთ სიმართლისა თქვენისათვის? არამედ ყოველნი შემცოდენი დღითი-დღე მოიღებთ წყალობასა ღმრთისასა კაცთმოყვარებისა მისისაგან. ვითარცა თქვენ გნებავსთ, რათა უყვარდეთ უფალსა ღმერთსა თქვენსა და კეთილსა გიყოფდეს, ეგრეთვე მას ნებავს, რათა გიყვარდენ თქვენ კაცნი და მტერნი თქვენნი და კეთილსა | უყოფდეთ, რათა ძე მაღლისა გეწოდოსთ.

უკეთუ შვილი მამისგან კეთილსა ხედვიდეს და თვით არა იქმოდეს ნაქმარსა მამისა თვისისასა, ვითარ ძე მისი იქმნების? არა განდგომილად შეირაცხების იგი? მაშა, უკეთუ მამად გვნებავს ღმერთი, ჩვენდა ჯერ-არს საქმეთა მისთა ქმნა, რაოდენი გვამცნო და ძალ-გვედვას, რომლისათვის დასწერს იოანე მახარებელი პირველსა თავსა კათოლიკესა შინა: "საყუარელნო, ვიყუარებოდეთ ურთიერთარს, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველივე, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს" (I კათოლიკე იოანესი 4, 7-8).

ჰოჲ, დიდ არს სიყვარული და ყოვლისა სათნოებისა უაღრესი და ყოველთა მადლთა/ უდიდებულესი და ყოველთა კეთილთა უკეთესი და ყოველთა პატიოსნებათა უწარჩინებულ!

ვინაჲთგან ღმერთი არს სიყვარული, რაღა-მე გნებავსთ, სიყვარულისა მეძიებელნო? რომელმან მოიგოთ სიყვარული, ღმერთი მოგიგიეს და, რომელმან ჰპოოთ სიყეარული, ღმერთი გიპოვნიეს. სიყვარული სხვა არღარა რა არს, გარნა ძედ მაღლისად წოდებად. ნეტარ ხართ, რომელმან მოიგოთ ესე!
~
საყვარელნო, უკეთუ ორნი მსახურთა შენთაგანნი, რომელნი მარადის შენთა თანა იყოფებიან, ერთი იგი იყოს მოძულე მეორისა, და დღე ყოველ აგინებდეს, და ემტერებოდეს და ზედასა-ზედა შეგასმენდეს, ხოლო მეორე იგი ტკბილად ეტყოდეს, და არა ელალვოდეს, არცა დრტვინვიდეს, და სიყვარულსა მისსა იტყოდეს წინაშე შენსა და კეთილ მსახურებასა მისა გიქებდეს და საქმენი მათნი არა დაფარული იყოს თვალთაგან შენთა, რომელი უფრორე შეგიყვარდებიან-თქუთ? ჭეშმარიტად, რომელსაც უყვარს მოყვასი თვისი, და არა ელალვის და კეთილსა იტყვის მისთვის, იგი შე-მცა-გიყვარდეს შენცა. |

ამით საცნაურს არს უხილავად სიყვარული ღმრთისა, რომელსა უყვარდეს მტერი თვისი და კეთილსა უყოფდეს მას, რამეთუ იგი საყვარელ ღმრთისა იქმნების და ძედ მაღლისად წოდებული.

საყვარელნო, ვინაჲთგან სიყვარული ნათესავისა შენისა საყვარელ–გყოფს ღმრთისა და დაჰფარავს ცოდვათა სიმრავლესა მიმსგავსება ქრისტესი და ძმად წოდება იესუსი, ძედ მაღლისად გამომაჩინებელი და დამამკვიდრებელი სასუფეველისა შვილად, რაჲსა-ღა სხვისა სასწავლოჲსა სწავლად ვიჭირვით და არა სიყვარულისთვის? რასა-ღა ვმუშაკობთ სხვათა სამუშაკოთა და არა სიყვარულსა? რაჲსათვის ვშვრებით სოფლისა ამის დევნისათვის და არა შეუდგებით სიყვარულსა, ვინაჲთგან ღმერთი არს სიყვარული?

სადა უცოდველი სიყვარული არს, მუნ ეშმაკის მანქანება უჴმარ იქმნების; სადა წმიდა სიყვარული არს, მუნ სატანას საცთური განქარდების; სადა პატიოსანი/ სიყვარული არს, მუნ ბელიერისა - მზაკვარება ვერა დაადგრების; სადა სრული სიყვარული არს, მუნ ჯოჯოხეთისა სახელი აღიჴოცების, არამედ ანგელოზთა ზეცისათა მოიცვიან, მთავარანგელოზთაგან მოიზღუდვიან, სერობინთაგან შეიჭურვიან, ქერობინთაგან შეითვისებიან, ზეციერნი განემზადებიან, სასუფეველი კარს განუღებს, სიყვარულის მქადაგებელნი მოციქულნი წინა მოეგებვიან, კაცთმოყვარებისათვის ჯვარცმულსა ქრისტეს თანა მიიყვანენ, სიყვარულისათვის ძისა დამკვლელსა მამასა სახიერსა ათაყვანებენ და წმიდათა თანა მოდასე ჰყოფენ.

აწ, საყვარელნო ღმრთისანო, შეუკრიბეთ თავთა თქვენთა სიყვარული არა სიტყვითა და / ენითა, არამედ საქმითა და აღსრულებით, ვითარცა მოციქულნი სწერენ, და მოიგევით საუნჯე ესე პატიოსანი, რათა სიყვარულსა მას და მოყვასსა სიყვარულისა მოქმედისასა მიეახლნეთ და მის თანა იხარებდეთ უკუნისამდე (ხელნაწერი უმატებს: "ქრისტე, შეიწყალე სულხან-საბა").

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat