სულხან-საბა ორბელიანი - 13. სწავლა უდროოდ და ურგებად სინანულისათვის
სულხან-საბა ორბელიანი - 13. სწავლა უდროოდ და ურგებად სინანულისათვის
"ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ", — მათე იტყვის მახარებელი სახარებისა მისისა მეხუთესა თავსა შინა(მათე 5,4).

ნატრის მაცხოვარი ჩვენი მგლოვარეთა და უქადებს ნუგეშინისცემასა კაცთა გულითა შემუსრვილითა. ნუ ჰგონებთ, თუცა ნატრიდეს, რომელნი იგლოვენ მამა-დედათა, გინა ძმათა და დათა, ანუ მეუღლეთა და შვილთა, გინა მოყვარეთა სიკვდილსა ზედა, რომელთა რეცა არა აქვს სასოება აღდგომისა, და მსგავსად წარმართთასა ტირიან და იგლოვენ ამა უნდოჲსა სოფლისაგან მიცვალებისა საუკუნოჲსა მის დიდებასა შინა მისლვისათვის. მათ არა ნატრის. არამედ ნატრის, რომელთა განუცდიათ ცოდვანი თვისნი და გულისხმა-უყოფიათ სიბოროტითა სლვათა მიერ და სნეულება სულისა თვისისა და უცნობიეს წყლულებანი, რომელნი ნებსით შეიმთხვივნეს. მას იგლოვენ და ინანიან გულითა. ამათ ნატრის და ნუგეშინსა სცემს.

რამეთუ ვითარცა მტერისა უწყალოისა მიერ ნაკრავნი ისარნი და სხვანი მახვილნი დაჰკოდენ და დააწყლულებენ ჴორცთა კაცთასა, ეგრეთვე უდიდესად / და უმძიმესად ცოდვანი მოსწყლვენ სულსა კაცთასა და დაჰკოდენ უწყალოდ; ვითარცა მკურნალნი და დასტაქარნი წყლულთა მათ წამალთა და ემპლასტროთა და სალბუნთა მიერ უმსწრაფლესად და უადვილესად განჰკურნებს, [ეგრეთვე] სულსა შეცოდებულსა — გლოვანი, ტირილნი და სინანულნი მწუხარენი. და ვითარცა გვიან რა მოუნახონ მოყვანებად სნეულსა მკურნალი და მოწყლულსა მას — დასტაქარი, და გარდაექცეს სასიკვდინედ, და მიაჴდეს სიკვდილი და არღარა ერგოს მის მიერ და უჴმარ იქმნეს მოსლვა მკურნალისა და ცუდ წამალნი მისნი მისთვის; ეგრეთვე უჟამოთა და უდროოთა ჟამთა ურგებელ და ცუდ არს სულისათვის ცოდვათა სინანული, არამედ ჟამსა მარჯვესა და წესიერსა ჴამს, რათა ყოს სინანული და გლოვა.

ვითარცა ჯეჯილი - ახალი აღორძინდებოდეს, ჯერ-არს მას ჟამსა კაცმან ვინმე პოვოს მდელო, ანუ შამბი და გამარგლოს, ხოლო, უკეთუ მაშინ არა განიწმიდა, შეიშთობის ეკალთა მიერ. და უკეთუ კვალად თავ-ასხმისა ჟამთა არა განიმარგლა, არღარა არს ჟამი გამარგვლისა მკისა ჟამსა, რამეთუ ეკალნი და ყანანი მის მიერ შეშთობილნი ერთბამად მოიმკებიან. ეგრეთვე რომელსა ენებოს სინანული, ჟამი არს სინანულისა, რათა ადრე იქმოდეს და სწრაფით იწყოს გლოვად; და ვითარცა მარგლასა შინა ფრთხილი იყოს კაცი, რათა ეკალთა წილ არა აღმოიფხვრას ჯეჯილი; ეგრეთვე კაცთა მიერ ჯერ-არს, რათა ცოდვათა ჩვენთა მოვიკვეთდეთ და მას ვინანებდეთ, არა თუ განუკრძალველობისაგან ცოდვისა წილ მოკვეთისა აღმოფხვრნეთ სათნოებანი და მოვაკვდინნეთ თავნი ჩვენნი, ვითარცა საწყალობელმან იუდა შეინანა, რამეთუ დაისაჯა იესუ, და დააბნია ვეცხლი და შიშთვილ იბა; შეინანა ურგებად და არა სარგებელად.

იუდა იყო რჩეული მოწაფე, საყვარელი მოციქული, სასწაულთა მოქმედი, ესმოდა სწავლა ქრისტესი და არა დაიმარხა, მპარავი იყო და ჴელთა მისთა მისცა უფალმან გვადრუცი თვისი და არა მიინდო. კეთილი ნახა მეძავისა მიერ და დრტვინვიდა, მიიღო - ტაბლისაგან საღმრთოისა და / განსცა, უღირსად განყიდა მოძღვარი თვისი და განაბნია ფასი. მივიდა შეპყრობად და ამბორს უყოფდა ურცხვად. ესეოდენი ცოდვა ქმნა და არა ინება კურნება. და ოდეს იხილა იესუ, რამეთუ დაისაჯა, მოვიდა წინაშე მღვდელთ-მოძღვართა და ჰრქვა: "ვსცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი"(მათე 27,3), და წარვიდა და შიშთვილ იბა.

იხილეთ სინანული მისი: ესოდენთა ცოდვათა ზედა არა შეინანა, არცა გულისხმა-ყო, ვითარცა პეტრე, რაჟამს უარყო და მოეჴსენა, გამოვიდა და ტიროდა მწარედ, — არცა მივიდა მოციქულთა მათ თანა და აღუარნა მათ ბრალნი მისნი და მეხვაიშნედ აღიდგინნა იგინი, — არცა მივიდა წინაშე ჯვარისა მის ცხოველს-მყოფელისა, რომელმან ავაზაკი / სისხლით შებღალული სამოთხის მოქალაქე ყო და ასისთავი იგი ქრისტეს განმგვრემელი ლონგინოს აცხონა, რათამცა ეთქვნეს: "მის წინაშე ვსცოდე, რამეთუ სიკუდილად მიგეც, არამედ სიკუდილითა შენითა იჴსნი ცოდვილთა და მეცა შემინდევ", — არცა თქვა ავაზაკებრ: "მომიჴსენე, მეუფეო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა", — არცა თქვა ასისთავისებრ: "კაცი ესე ძე ღმრთისა იყო", რათამცა მისტევებოდა, არამედ წარვიდა სიგლისპით და შიშთვილიბა. არა თუ სინანულისათვის დაიშთო თავი, არა, არამედ სირცხვილოსა მისთვის, რამეთუ მაშინ მოეპჴსენეს, რაცა უწინარეს ჰრქვა მას უფალმან, ყოველივე აღესრულა და ურგებ იქმნა მისთვის სინანული იგი ჟამსა უდროოსა.

ეგრეთვე არს ყოველთა ცოდვილთა | სინანული. უკეთუ ჟამსა სინანულისასა არა ყო გლოვა, არად შეერაცხების და ურგებ ექმნების სინანული იგი უდროოდ.

პეტრე და იუდა ორნივე მცოდველ იქმნეს მას ღამესა. პეტრე უარ-ყო და თქვა: "არა ვიცი კაცი იგი", ხოლო იუდა წინა უძღოდა კრებულთა ჰურიათასა და ეტყოდა: "მე ვიცი კაცი იგი და მიგცე თქუენ". პეტრეს ოდეს მოეჴსენა, ტიროდა მწარედ და იტყოდა სინანულით: "ვინა უარ-ვყავ, რომელი ვიცი ჭეშმარიტი ძე ღმრთისა მოსრული სოფელთა ჴსნისათვის?" ხოლო იუდა ოდეს იხილა ქრისტე დაისაჯა, დააბნია ვეცხლი და მოიკლა თავი.

ჰოი, საქმე ბოროტი და სინანული ურგებელი!

თქვენცა, ცოდვილნო, ემსგავსენით სინანულითა პეტრეს ჟამსა მარჯვესა, რათა მსგავსად მისად მოგე/ტევნესთ, და გეშინოდეს ურგებისა სინანულისა, რაჟამს არღარა სარგებელ გეყოსთ, რამეთუ არავინ უწყნის ჟამნი სიკვდილისანი, რათამცა მას ჟამსა შეინანოს ვინმე: მრავალნი დაინთქმიან წყალთა შინა, სხვანი მთათა შინა დაიშთობიან, სხვანი მაღლით შთამოიჭრიან, სხვათა წამსა შინა ეუფლის სიკვდილი. სადა სცნას დღენი სიკვდილისანი, რათა ინანოდეს და შეენდვნეს? უკეთუ ათასთაგანსა ერთსა ვისმე სნეულსა მოეჴსენეს სიკვდილი, არა თუ ინანის ცოდვათა თვისთათვის, არამედ ძმათა და მოყვასთა განყოფისათვის და ქვეყანისა ამის დატევებისათვის. სადა-ღა იყოს მართალი სინანული? უკეთუ ნებსით არა ინანო, ცოდვა შენი რათამცა მოგეტევნენ, უწყოდე, რამეთუ უნებლიეთ შეგანანონ და არღარა მოგეტევნენ.

სინანული ესე არს მარგებელი: რაჟამს ცოდვილი ადრე მოეგოს თავსა თვისსა და გონებათა თვისთა, განიხილვიდეს და შესტირებდეს ნაცოდავთა თვისთა, და წინა-დაიდებდეს და განიცდიდეს სულგრძელებათა ღმრთისათა: "ვითარ-ძი ღმერთმან მე შემიყვარა და რაოდენ[ნ]ი პატივნი მომანიჭნა, და მე სიყვარული ღმრთისა დაუტევე. და ესოდენსა სიბილწეთა შინა ვიყავ, და ესეოდენ ღმერთი სულგრძელ მექმნა", და ტიროდეს მწარედ მსგავსად პეტრესა, და მივიდეს მოძღვრისა და განიწმიდოს აღსარებით თავი, და ეგრე მოიძულოს ცოდვა, ვითარცა უყვარდა.

ხოლო ურგები სინანული ესე არს, რომელი ყო იუდა, რამეთუ სირცხვილისათვის მოიკლა თავი და არა გულითა შემუსრვილითა ვიდოდა სიმდაბლითა, და მეორე - მსგავსი ამისი: რაჟამს თქვას კაცმან: "ღმერთი მოწყალე და სულგრძელ არს, ცოდვა ესე აღვასრულო და შემდგომად შევინანო". იხილე, თუ სოფელსა ამას შინა თქვას მონამან ვინმე: "პირველად შევსცოდო მეფესა ჩემსა და მერმე შევინანო და ვმსახურო"? არამედ დღითი-დღე ჰმატებს სამსახურთა. უკეთუ საწუთოსა მეფისა არა განივლების გულთა კაცისათა, ვითარ იტყვი ამასა, რამეთუ: ჯერეთ ცოდვა ესე აღვასრულო და შემდგომად შევინანო, რამეთუ ღმერთი მოწყალე არს და შემინდობსო? კვალად თქვას ვინმე: "ჟამსა სიბერისასა შევინანო". ჰოი საწყალობელო, ჟამსა სიბერისასა გნებავს სინანული და არა გიხილავს, ყრმანიცა ჩჩვილნი მოკვდებიან? შენ ვინა / უწყი დაბერება შენი?! - და უკეთუ ეგე ეგრეთ იყოს და დაბერდეცა, სადა არს ჟამსა სიბერისასა სინანული? სიყრმე შენი და სიჭაბუკე შენი და სიმჴნე და ძლიერება შენი ცოდვასა შინა აღასრულე და, ოდეს დაბერდე და ძრწი მაშინ მოხვალა სინანულად? წეღანვე გარქვ: "უკეთუ არა ინანოთ ნებსით, შემდგომად უნებლიეთ მოგანანიონ და ურგებ გექმნესცა".

ესე არს უნებლიედ მონანება: რაჟამს ფერჴნი მისნი სიმჴნესა შინა არა დააცადა ცოდვათა მავლობისაგან და უნებლიეთ დაიჴსნეს მუჴლნი მისნი და არღარა ძალ-უც ზე აღდგომად; ჴელნი მისნი არა შეასვენეს ცემათა და ბრძოლათა მიერ და აწ ძრწი/ან; თვალნი მისნი არა დააყენა შურისაგან და აწ დაბრყვილებულ არიან და ცუდად ცრემლოის და ურგებად; ენა მისი გინებისა და ტყუვილისა მთხზველ იყო და აწ ფლაფნით მეტყველებს; პირნი მისნი იყვნეს სახლ ცრუფიცობისა და აწ მკვნესარ და მჴველებარ არიედ; შვილთა მოსძულებიეს, სახლეულნი ერისხვიან, ყრმანი ეკიცხვიან; თვით არ ძალ-უც აღდგომა, გინა დაჯდომა და ვლა და ბეცებითა და რყევითა რონინებს არგანთა ბრჯინებითა, ვითარცა მთრვალი.

სადა იქმნების აქა სინანული? ესე არს უნებლიეთ სინანული და ურგები მისთვის. ამისთვის იტყვის დავით ფსალმუნსა შინა: "იხილი თუ / მპარავი, თანა-ურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი. პირმან შენმან განამრავლა უკეთურება და ენაჲ შენი თხზვიდა ზაკუვასა. სჯდი რაჲ ძმისა შენისათჳს, ბოროტსა იტყოდი და ძისათჳს დედისა შენისა დასდვი საცთური. ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე. ჰგონე უშჯულოებაჲ, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო გამხილო და წარმოვადგინნე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა"(ფს. 49, 18- 21).

ჰხედავთა ვითარ გექადისთ ღმერთი პირითა წინასწარმეტყველისაჲთა: უკეთუ არა მოინანოთ, წარმოვადგინნე ცოდვანი თქვენნი წინაშე პირსა თქვენსაო?

შეინანეთ, შეინანეთ! და თქვენ ნუ ადროებთ სინანულად, რათა არა ურგებ გექმნესთ, რამეთუ სინანული ჭაბუკთა ჯერ-არს. უკეთუ ჯეჯილი პირველ აღმოიფხვრას, ანუ ყანა თავ-წარსხმული მოიჭამა წველმან და ჩალამან, სადა-ღა ქმნან ნაყოფი კეთილი? ეგრეთვე უკეთუ სიჭაბუკე ცოდვასა შინა დაბერდა, სადა-ღა იქმნეს სინანული? ცოდვილსა ნებავს ჟამსა სიჭაბუკისასა ცოდვა და ჟამსა სიბერისასა სინანული. მცონარსა მუშაკსაცა ნებავს ჟამსა მკისასა განსვენება და ჩრდილთა შინა ყოფა და სიმაძღრე ჟამსა გაზაფხულისასა და სავსება პურითა, არამედ ორნივე ურგებ და ცუდ მაშვრალ არიედ, რამეთუ ჟამთა მისთა ჴამს შრომა ორთაგანვე.

ოდეს მეფემან და წინასწარმეტყველმან დავით იხილა თავი თვისი ცოდვასა შინა, რაჟამს შეედვა ისრაილთა სრვა, მყის გამოვიდა გარე სრბით, დამთხედ დაეცა ქვეყანასა ზედა, განაგდო გვირგვინი და იტყოდა: "უფალო, მე ვსცოდე, არა ერმან ამან შენმან, ესე უბრალო არიან, აწ ჩემი არს ცოდვა" (შდრ.II მეფეთა 24,17). ესეთისა მჴურვალითა გულითა ქმნა ესე, წამსავე შინა მიეტევნა ცოდვანი მისნი, და იხილა ანგელოზი მახვილითა წვდილი და შთადვა - ჴრმალი ქარქაშსავე თვისსა და დაეყენა სრვა.
~
ეგრეთვე მარიამ ოდეს მოვიდა ქრისტეს თანა, ესეთისა გულისა სიმჴურვალითა მივიდა, მიუტევნა უფალმან ცოდვანი მისნი და ასულად სახელსდვა და ქვეყანასა ზედა განჰფინა ჰამბავი მისი საჴსენებელად მისსა.

თქვენცა, ცოდვილნო, ეწიენით ჟამიერსა სინანულსა / და სარგებელსა სულისა თქვენისასა, უკეთუ არა დიდი ბოროტი გიძთ წინაშე თქვენსა და არა ძალ-გიცთ განრინებად, რამეთუ დიდ არს დღე იგი, რაჟამს მოვიდეს ქრისტე განსჯად ცხოველთა და მკვდართა. მაშინ იხილოთ ორნივე მცოდველნი: პეტრე მონანული ჟამიერად დიდითა დიდებითა და პატივითა, ხოლო იუდა მონანული ურგებად და დიდითა სირცხვილითა და სიბოროტითა. მაშინ იხილნეთ ორნი ქვეყანანი ცოდვილნი მუნ განკითხვად — ნინევი და სოდომ-გომორი: ნინევი ცოდვილი და იონას ქადაგებითა მსწრაფლ შემნანებელი ძაძითა, ნაცართა ზედა მსხდომარენი მუნ დიდითა სიხარულითა, ხოლო სოდომ-გომორი ცოდვილი და აბრაჰამის ქადაგებისა არა/შემწყნარებელი, აქ დანთქმული და დამწვარი ცეცხლითა და მუნ უფროჲსად დანთქმული ჯოჯოხეთსა შინა, ტანჯვითა სავსესა.

განიცადენით საქმენი თქვენნი, მოიკვეთენით ცოდვანი, იწყეთ სინანული, გამოიძიენით წერილთაგან კურნებანი სულთა თქვენთანი! ცოდვასა უგრძელეთ ჟამნი და ეტყოდეთ: "დღეს არა მცალს და ხვალე აღვასრულო", და ხვალენიცა ეგრეთვე და სხვანი დღენიცა, ხოლო სინანულსა იქმოდე სწრაფით და ნუ უგრძელებ ჟამსა, ნუცა იტყვი: "ხვალე ვინანო და გინა ზეგე", რამეთუ არა ვიცით სიკვდილი ხვალე მოვალს, ანუ დღეს, გინა წამსა შინა ამას თვალისასა, რათა 240 არა გვ/პოოს უნანელად და განუკრძალველად, არამედ მონანულად და შემუსრვილად, რათა მოველოდეთ ლხინებასა ცოდვილთასა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა შვენის დიდება აწ და მარადის უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat