სულხან-საბა ორბელიანი - 12. სწავლა სიკვდილის დღისათვის.
სულხან-საბა ორბელიანი - 12. სწავლა სიკვდილის დღისათვის.
"მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც", — დასწერს მოსე გ თავსა შინა გ შესაქმისასა (შესაქმე, 3, 19), რომელი ღმერთმან უბრძანა ადამს, მამასა ჩვენსა, ოდეს მოიღო მიწა და შემზადა ჴორცი და შთაბერა სული ცხოველი და დაადგინა სამოთხესა შინა.

მსოფლიო მეპატრონემან რა კაცსა შერისხოს და განაძოს, ვითარ შეწუხდებიან მოყვასნი მისნი?

და ამცნო ცნებათა დამარხვა, ხოლო იგი გარდაჴდა განზრახვითა ეშმაკისაითა და გამოაძო ღმერთმან საშვებელით და უბრძანა: "მიწა ხარ და მიწად მიიქეცო, რამეთუ მენება, რათამცა უკვდავ გყომცა, და აწ მოკვდავად დამისჯიხარ მიწა ეგე მიწიერი". არა თუ მარტო ადამ დასაჯა სიკვდილითა, არამედ ყოველნი ძენი და ნათესავნი მისნი მოკვდავ ვიქმენით უკუნისამდე.

განიხილე ესე, ვითარმედ: რა ჴორციელი ესე კაცი სხვასა ვისმე მოყვასსა განურისხნების და მტერობასა იჩემებს, იგი მეორე განემზადების და განიკრძალვის თავსა თვისსა მრავლის ღონისძიებითა: აღაშენებს ციხეთა და მოიმტკიცებს ზღუდეთა და აღავსებს ნუზლითა და განამრავლებს წყალთა და დაადგენს ებგურთა და გუშაგთა. და უკეთუ გამოვიდის მუნით, აღიჭურვის ჯაჭვი/თა და შეიბამს მახვილთა და საჭურველთა და ეგრე განკრძალვით მზა ჰყოფს თავსა თვისსა.

ჰხედავა, ღმერთი ბრძანებს მოკვდავებასა ჩვენსა? - მოსე დასწერს დასაბამსა: "და სიკუდილი, მტერი ჩუენი, გვექადის". და ჩვენ არა განვემზადებით და არა მოველით სიკვდილსა: გვესმის მამაპაპათა ჩვენთა დაჴოცა, ვხედავთ თვალითა ძმათა და მოყვასთა ჩვენთა სიკვდილსა, საფლავთა თვით ჩვენვე უთხრით და ჩვენი სიკვდილი რეცა არა გვგონიეს და არცა განვემზადებით; შვილთა და შვილისშვილთად მათისა თესლისათვის ვამზადებთ სამარხოთა აკლდამათა და დიდებულთა მონასტერთა, რათა იგინი დაე/ფლან, რათა გვექმნენ გვარდიდობა სასაფლაოთ ჩვენით ამპარტავნებისათვის, ხოლოთ ჩვენსა სიკვდილსა არა მოვიგონებთ, არცა გულისხმა-ვყოფთ, არცა განვემზადებით. თუმცა მამა-პაპანი მოკვდენ და ძმათა და მეგობართა ჩვენთა ვმარხავთ და შვილისშვილთათვის სამარხოთა ვამზადებთ, ჩვენ არა მოვკვდეთა? ჩვენცა გვიღირს განმზადება სიკვდილად, არამედ გვძულს და სახელისა მისისა ჴსენება გვეძაგების, არამედ სიძულვილითა ვერ განვერებით, უწყოდეთ.

რამეთუ ესე წმიდა მარხვა არს განმამზადებელი ჩვენი და განმწმედელი სულთა ჩვენთა, ხოლო თქვენ, ძმანო და მოღვაწენო, რაოდენთა დღეთა წმიდათა ამათ / მარხვათასა განვლეს, ფრიად გვიხარის და ვთვლით დღეთა მათ ზატიკობადმდე, რაღა მაკლს ჩვენ. და ვიხარებთ უზომოდ მოსლვისათვის ზატიკისა. მივალს მარხვა და მოვალს ზატიკი. გვინებს ადრე მოსლვა ზატიკისა და თანა ჰყვება უკანა მისა, ვისი არა გვნებავს მოსლვა ახლორე და იგიცა მოვალს, ვისისაცა სახელისა ჴსენება გვძულს, თანა-შეუდგს, რომელი სათქმელად გვძაგს. ვიგონებთ ზატიკობისა ლხინსა და მოვიგონოთ სიკვდილისა გოდებაცა; ვითარცა განვემზადებით აღვსებისათვის, ეგრეთვე განვემზადნეთ სოფლით - განსლვისათვის. გვეტკბობის აღვსებისა მოსლვა, არამედ დაგ/ვმწარდების, რომელი თანა მოჰყავს უნებლიეთ ჩვენსა, მისი მოსლვა.

კეთილ-არს აღდგომისა დღე, ბოროტ-არს დაჴოცისა ჩვენისა დღე.

რაოდენ დღე და ღამენი ესე განვლიან, ეგოდენ სიკვდილი მოგვეახლების. ამისთვის იტყვის წმიდა ეფრემ ასური: "ვაჲ, რა ავი მოსასულელი მოგვივალს! ვაჲ, რა უწვევარი სტუმარი არს! ვაჲ, რა საძაგელ არს ჴმაჲ ჰამბვისა მისისა! ვაჲ, რა შესაძრწუნებელ არს განმზადება მისთვს მასპინძლობად! ვაჲ, რა საზარელ არს შეყრა მისი და საშინელ ხილვა პირისა მისისა!"

და თუ იკითხო: სიკვდილი რაჲ არს, ანუ რის არსებისაგანი არს, მე გითხრა შენ: სიკვდილი ვითარცა არარაჲ არს და განმაქარვებელი ჩვენი არს; სიკვდილისა არსება უჩინო არს და ხილულისა ჩვენისა არსებისა უჩინო მყოფელი არს; სიკვდილი უჴორცო არს და ჴორცთა ჩვენთა დამადნობელი არს; სიკვდილი უსულო არს და სულთა ჩვენთა წარმტაცებელი არს; სიკვდილსა ძარღვნი არა ასხენ და ნაწევართა ჩვენთა დამჴსნელი არს; სიკვდილსა ძვალნი არა აქვს და ძვალთა ჩვენთა განმაშიშვლებელი არს; სიკვდილი უჴმო და უსიტყო არს და სიტყვათა ჩვენთა დამადუმებელი არს; სიკვდილი უცნობო არს და ცნობათა და გონებათა ჩვენთა მიმღებელი არს.

გვეშინოდენ სიკვდილისაგან!

უკეთუ არა სჯერ-ხართ, სიკვდილი მესისხლე არს ჩვენი; სიკვდილი მამის მკვლელი არს ჩვენი; სიკვდილი მშობელთა ჩვენთა დამჴოცელი არს; სიკვდილი ძმათა და ნათესავთა ჩვენთა ამომწყვეტელი არს.

ვეკრძალნეთ სიკვდილსა!

ჩვენდაცა მზა არს მოსიკუდიდ და წარწყმედაცა ნებავს და შთაყვანა, ვიდრე ჯოჯოხეთამდე. სიკვდილისა ზარმაცი ცხენი გვეწევა და ჩვენი სწრაფი ცხენი ვერ წარელტვის. სიკვდილისა - უქონელი ჴრმალი ჩვენთა ჴორცთა განჰკვეთს და ჩვენი რკინის მახვილი მას ვერას ავნებს; სიკვდილისა უჴმო ჴმა გაგვანქრე/ვს და ჩვენი მრავალმოუბარი ენა მას ვერას შეასმინებს; ჩვენი ვედრება მას ვერ მოამშვიდებს; ჩვენი ლიქნა მას ვერ დააწყნარებს, დაგვამეგობრებს; ქრთამი ვერ ოქრო და ვეცხლი ვერ დაგვაწყობს. ესრეთ უწყალოა ჩვენ ზედა.

ვაი, მოსლვისა მისისა მოლოდინსა!

წმიდათა კაცთათვისცა საზარელ არს მოსლვა მისი, რამეთუ იტყვის ფსალმუნი ნდ: "შიში სიკუდილისა დამეცა ჩემ ზედა"(ფს. 54,4), და სხვაგან იტყვის: "მიწად სიკუდილისა შთამჴადე მე" (ფს. 21,16) რასა-ღა ვიტყვი დავითისა და სხვათა წმიდათა, თვით მაცხოვარი იტყოდა მარკოზის იდ თავსა შინა: "შეძრწუნებულ არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდიდმდე"(მარკოზ 14,34).

უკეთუ ესრეთ შესაძრწუნებელ არს სიკვდილი / მართალთათვის, ვაი, რა-მე ეყოს ცოდვილსა?!

რაჲ მოეახლოს და შეედვას სნება, ურიცხვი, ნაანგარებით მისი საუნჯე წარაგოს მკურნალთა ზედა და არა ეკურნოს, წარიწიროს სასოება და უმატოს კვნესასა, მოეღნეს ფერჴნი და არღარა ერჩდეს ჴელნი, მოაკლდეს თვალნი და არღარა აქვნდეს სმენა, დაუდუმდენ ენანი და შექმნან ხრტიალნი, აწყვეტდეს ჴელთა და ელოდეს შემწეთა. მას ჟამსა განახვნას თვალნი, იხილნეს დედაწულნი თვისნი მჭმუნვარე, — მოიხედნეს მარჯვენით კერძო, იხილნეს გუნდ-გუნდნი ეშმაკნი,—მოიხედნეს მარცხენით, იხილნეს ცოდვანი მისნი ურიცხვნი, — დაიხედის ქვე, იხილის ჯოჯოხ/ეთი პირ-აშკმით, — აღიხილის ცად, იხილის ღმერთი განრისხებული, — წარხედის წინა კერძო, იხილნის სატანჯველნი მისთვის განმზადებულნი, უკუიხედის ზურგით, იხილნის საუნჯე თვისა და სახლ-კარნი და მონაგები თვისი ურგებად მისად, დაშთომილი. რაჲ ვერღარა ღონე იძიოს, შეშფოთებულმან, შიშისა ზარისაგან უსასომან დაცალის გვამი და წარიტაცის სიკვდილმან, რომელსა მრავალი ეგევითარი უქმნიეს.

რაოდენი სიმრავლე მოუსპოლავს და რაოდენი აშენებულობა აღუოჴრებიეს! რაოდენნი სახლნი დაუცალიერებიეს და რაოდენი დედაწული მოუწყვეტიეს! რაოდენნი მძლავრნი მეფენი დაუციეს და რაოდენნი დიდებულნი ჴვებულ-უქმნიეს! / რაოდენნი შვილმრავალნი უშვილო უყოფიეს და რაოდენი მწოვებელი გაუჴმიეს! რაოდენნი ჩჩვილნი მშობელთათვის წარუგვრიეს და რაოდენი მხოლოდ შობილის დედა აუტირებიეს; რაოდენი საქორწინე ჭაბუკი მამის წინ მოუკლავს და რაოდენი სასძლო ქალი დედისათვის მოუტაციეს! რაოდენნი ორსულნი, ყრმის მსასოებელნი, თვითცა მოუკვეთიეს და რაოდენნი ლხინად განმზადებულნი ჭაბუკნი ჭირისათვის მიუციეს! რაოდენნი საყვარელნი ურთიერთს განუყრიეს და რაოდენნი მოსურნენი ერთმანეთისათვის მოუშორებიეს! რაოდენი სამკაული მუდრეგ-უქმნიეს და რაოდენი თვალ-მარგალიტი სხვისად-სხვისთვის მიუციეს! რაოდენი ძნიად და / მრავლის ჭირით ნაშოვარი ოქრო და ვეცხლი ადვილად გაუბნევიეს და რაოდენი მოკაზმულობა მოუმტვერებიეს!

ამას განვეკრძალნეთ დღითი-დღე! ამისა საგონებელსა ვიყოთ!

"რასცა ხვალე და ზეგე მოველით, გინა მერმისა მას წელიწადსა მოვიცდით, უკანა შეუდგს სიკვდილი და სწრაფით მოვალს ჩვენ კერძო. ამისთვის ბრძანებს მაცხოვარი მათეს სახარების კდ თავსა შინა: "უკეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴმილავსა მპარავი მოვალს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა"(მათე 24,43). ამისთვის თქვენცა იყვენით განმზადებულ და ვიღვიძებდეთ, რათა არა უტეოთ დათხრად სახლისა ჩვენისა, არა თუ ამა სახლისა დათხრად, მას წარუვალისა სახლისა დათხრად, — ვიღვიძებდეთ, რათა არა უტეოთ საუნჯისა ჩვენისა წარპარვად, არა ამა საუნჯისა, რომელსა მღილისა საჭმლად სახელსდებს უფალი, არამედ მის წარუპარველისა საუნჯისა, რამეთუ მღვიძარება და არა-ძილი აწვე განმზადება არს და მპარავი სიკვდილი — მაოჴარი ყოვლისა სოფლისა. უკეთუ სიკვდილი გვეწიოს და განუმზადებელი გვპოოს, დაითხრების სულისა ჩვენისა სახლი და ქვე-ჩამოიზვლევის და წარიპარვის და წარიტაცების სულისა ჩვენისა საუნჯენი.

ნუ, ძმანო, ზედასა ზედა ვიგონებდეთ სიკვდილსა და განვემზადებოდეთ მისთვის და ვსტიროდეთ. მოველოდეთ წარსლვასა ჩვენსა, გულისხმა-ვყოფდეთ საწუთოჲსა სიმოკლესა. შევიშინებდეთ | საუკუნოსა მის სატანჯველისაგან. სასოება გვაქვნდეს მკვდრეთით აღდგომისა. ვიგონებდეთ მეორედ მოსლვასა დიდისა მეუფისასა. მოვიჴსენოთ ხილვა საშინელისა მის დღისა, რომლისა წარდგომად ვართ, რათა არა ვპოოთ განუმზადებელ ჴელთა შინა მპარავისა მის სიკვდილისა, რომელსა ნებავს მოკლვა ჩვენი, და ჩვენცა განვემზადნეთ და ვიყოფოდეთ განკრძალვით.

მოვიმტკიცნეთ სინანულნი ციხედ ჩვენდა, მოვივლნეთ ზღუდედ ლოცვანი მხურვალენი, შევზიდნეთ ნუზლად გლახაკთ-მოწყალებანი, განვამრავლნეთ წყლად ცრემლნი მწარენი, დავიდგინნეთ ებგურად მოღვაწებანი, შევიმოსნეთ ჯაჭვად სიმართლენი, შევიბნეთ მახვილად მოყვასთა სიყვარულნი და ამათ მიერ მზა ვყვნეთ / თავნი ჩვენნი, რათა განმზადებული შევემთხვივნეთ მტერსა ჩვენსა — სიკვდილსა და ვერღარარა საჯაბნე პოვოს ჩვენ თანა, და ესრეთ განწმედილი მივეახლნეთ ჩვენთვის სიკვდილად დასჯილსა ქრისტესა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat