სულხან-საბა ორბელიანი - 11. სწავლა აღდგომისათვის მკვდართასა.
სულხან-საბა ორბელიანი - 11. სწავლა აღდგომისათვის მკვდართასა.
"მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინონ სიტყუანი ძისა ღმრთისანი.. გამოვიდოდიან კეთილისა-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა" — იოანე მახარებელი იტყვის ე, კე (იოანე, 5, 25-29).

გესმისთ, მორწმუნენო, ვითარ განცხადებით გვიბრძანებს აღგომასა მკვდართასა და მეორედ ჴორცთ-შესხმასა და კეთილისმოქმედთათვის სუფევასა დაუსრულებელსა, ხოლო ბოროტის-მოქმედთათვის სატანჯველსა საუკუნესა?

იყვნენ ჰურიათა შორის სადუკეველნი, რომელთა არა რწამდათ აღდგომა მკვდართა და აწცა არიან კაცნი ინდოთა შორის და წარმართთაგანნი ვინმე კვალად. ხოლო აქაცა მესმა - კაცთაგან, რომელთა მათ სმენოდეს ვისგანმე უცებთაგან: "ვითარ აღდგენ მკვდარნი, დამპალნი ჴორცნი და შიშველთა ძვალთა სადამე-ღა შეიმოსნენ მჴეცთაგან შეჭმულნი ჴორცნი?"

აწ, საყვარელნო, ესევითარი გულისთქმა არც-ღა თუ პირუტყვთა მიერ ჯერ-არს, არა თუ პირმეტყველისა და სიტყვიერისა კაცისა მიერ. ვინა მეტყველებს ჩვენ შორის? რომელი არა პირუტყვებრ ჴმასა ერთსა რაჲსამე იძახებნ? ვინა არს ესე, რომელი აღუდგების წადილსა ჩვენსა და არა მჴეცებრ იქმს? რა იგი უნებს? მაშა, / ვინაჲთგან უფალი და უპატიოსნესი გვამისა ჩვენისა გვეზრახების შინაგან ჩვენსა, რომელსა აქვს ჴელმწიფება დიდი თავთა მომართ ჩვენთა, რომლისათვის გარდამოჴდა და მოკვდა ქრისტე და აღდგა. მაშა, იგიცა ჯერ-არს, რათა აღდგეს ქრისტეს მიერი და შეიმოსოს კვალად ჴორცნი, ვითარცა ქრისტემან!

არა თუ, ძმანო, პირმეტყველნი ესე მოვკვდებით მსგავსად პირუტყვთასა, რომლისა სამშვინველი სისხლი არს და უსიტყვო, და. ვითარ მოკვდა, არღარა აღდგეს, რამეთუ იგინი განქარვებადნი არიან, ხოლო ჩვენ პირმეტყველნი და ქრისტეს მიერ განთავისუფლებულნი ჭეშმარიტისა საქმითა და მართლისა ცხოველებითა აღვდგეთ უეჭველად, ვითარცა თქვა ზემორე იოანე მახარებელმან, და კაცად-კაცადმან მიიღოს ქმ/ნილთა თვისთა შემსგავსებული მისაცემელი.

ამისთვის იტყვის დანიელ წინასწარმეტყველი: "მრავალნი რომელნი დაძინებულ იყვნენ ქუეყანასა მიწასა, აღდგენ ერნი ცხორებად საუკუნოდ და რომელნი მაყუედრებდა, სიცხვილად საუკუნოდ, და გულისხმის-მყოფელნი გამობრწყინდენ, ვითარცა ბრწყინვალება სამყაროსი, და მართალთაგანნი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, საუკუნოდ მარადმცა" (დანიელ 12, 2-3).

აწ უკვე ჰგონებთა, ძმანო, მკვდარნი ესე, რომელნი ქრისტეს მიერ მიიცვალნენ, არღარა აღდგენა? რაჲსათვის იტყვი ესევითარსა სიტყვასა მსგავსად უგუნურთასა, რომელთა არა ჰგონიეს ღმერთი და შექმნილნი მის მიერ ყოველნი? ნუ ემსგავსები კალმახსა მძვინვარესა: რაჟამს იხილის სამჭედურთა ზედა თევზი / აცმული, გინა სხვა რაიმე ხილვითა მით განუნახველითა შთანთქის და სიკვდილი შეამთხვივის თავსა თვისსა, ხოლო ორაგულთა და სხვათა ვიეთთა ოდეს იხილიან ეგევითარნი, განიზრახვიან და იტყვიან, ვითარ: "კაცნი ჩვენდა საზრდოსა არა მოგვცემენ, არამედ ჩვენი ნებავსთ თავისა თვისისა საზრდელ-ყოფა" — და განივლტიან. –

უკეთუ თევზთა უჴმოთა და უცნობოთა ეგეოდენი ცნობა აქვსთ, რომელი იხილის სამჭედური დაფარული ჴორცთა შინა, სცნის და განევლტის და არა შეჭამის, შენ პირმეტყველსა არა გაქვსა გამოძიება საქმეთა? და ოდეს იხილი გვამი მკვდრისა მდებარე უსულო, ჰგონი, ვითარმედ: არღარა არს დაფარული / საიდუმლო მას შინა; და შთანთქა შენცა ეშმაკისა მიერი სამჭედური დაფარული და გაება უსასოებისა ანკესსა ზედა.

უკეთუ გვამი კაცისა სულიერი გიხილავს უსულოდ მდებარე და აღდგომილი არა გიხილავს, გაჩვენო მე სხვა უსულო დაფლული მიწათა და კვალად უმრავლესად აღდგომილი, რომლისათვის ვიჭირვით ყოველნი დათესვად ყანათა და მტილთა, რომელნი უსულონი დაეფლვიან და უმრავლესად აღდგებიან და ნაყოფთა უმრავლესთა ჰყოფენ.

უკეთუ უსულო აღდგეს მკვდრეთით, სულიერი კაცი არა აღდგესა? რომლისათვის მიუწერს პავლე მოციქული პირველსა ებისტოლესა კორინთელთა იე, ლვ: "უკუეთუ ვინმე თქუას: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი, ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდეს? უგუ/ნურო, შენ რომელი დასთესი, არა ცხონდის, ვიდრემდის არა მოკუდის. და რომელი იგი დასთესი, არა იგი გუამი, რომელი ყოფად არიან, დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი იფქლისა, გინა სხვაჲ თესლი, და ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებს" (I კორინთ.15, 35- 38).

აქა იხილე და გულისხმა-ყავ: ვითარცა მარცვალი დაეთესა, მიწასა დაეფლა და დალპა და აღმოაცენა ღმერთმან ჯეჯილი ახალი და აღივსო ნაყოფითა მრავალითა იგივე გვამი მარცვლისა მის, ეგრეთვე აღადგინოს კაციცა დათესილი მიწათა შინა და დამპალი მეორედ და აღავსოს ნაყოფითა უმრავლესითა, ვითარცა არს თესლი იგი მწარისა ნაყოფისა, გინა ტკბილისა და კეთილისა მსგავსად საქმეთა მათთა.

კაცი გიხილავს უძრავად მყოფი და შთასრული ქვეყანასა ქვეშე და არა აღდგომილი, ხოლო მე გაჩვენო ცხოველიცა, რომელსა კუდ სახელ-სდებენ, და გველნი და მყვრელნი, ოდეს მოეახლებათ სიკვდილისა მსგავსი ზამთარი უნაყოფო და განმხრწნელი, მაშინ თვით განსთხრიან საფლავებსა მათთვის და მოკვდებიან; რომელნი არა სჭამენ ექვს თვე, არცა ჰაერსა იყნოსებენ, არცა მზესა იხილვენ, რომელი შეუძლებელ არს ყოველთა კაცთა მიერ, და რა მზესა სიცხე აღემატების და მოიქცევის ჩრდილოით კერძო, შარავანდედნი მზისანი აღადგინებენ მკვდართა მათ და განაცხოველებენ და იწყებენ სლვასა.

უკეთუ ღმრთისა მიერ შექმნილსა მზისა სითბოჲსა შემოსასა ესე ძალ-უც, რათა აღადგინოს მომკვდარნი და დაფლულნი კუნი / და გველნი და სხვანი ეგევითარნი, არა ძალ-უცა სიმართლისა მზესა მას მაცხოვარსა ჩვენსა იესუს, ოდეს მოვიდეს შემოსილი დიდებითა თვისითა, პირმეტყველნი კაცნი აღადგინოს მკვდრეთით, რომელთათვის აქვს მისაგებელი მართალთა და ცოდვილთათვის?

მრავალსა ჰხედავთ თვალითა თქვენითა მწერთა, ბუზთა და მკალთა და ჭიათა, რომელნი ყოველნივე მოკვდებიან ჟამსა ზამთრისასა და ღმერთმან აღადგინის გაზაფხულ. რომლისათვის დასწერს პავლე პირველს კორინთელთა ეპისტოლისა იე თავში: "არა ყოველნი ჴორცნი ერთჰჴორც არს, არამედ სხუა არს ჴორცი კაცთა და სხუა ჴორცი არს პირუტყუთა" (I კორ.15,39).

იხილე აქა: უკეთუ პირუტყვთა ჴორცნი ბუზთა და ჭიათანი ესრეთ პატიოსან ყო ღმერთმან, რათა მომკვდარნი კვალად აღადგინოს, ჴორცი ესე კაცთა პირმეტყველთა, რომელი ესრეთ პატიოსან შექმნა და შეიყვარა ვიდრე თვითცა განჴორციელდა, ესე არა უფროჲსად უდიდებულესად არა აღადგინოსა?

უკეთუ გონება შენი არა აზმნობდეს აღდგომასა კაცთასა, ვინაჲთგან დალპებიან ჴორცნი ჩვენნი და განიბნევიან მიწათა შინა: რომელიმე სადა, რომელიმე სადა და ძნიად აღგიჩნდეს შეკრება და შენაწევრება ამისი, მოიღე, ძმაო, ვეცხლის წყალი და დასთხიე სახლსა შინა ერთსა მტვრიანსა და დაუგველსა და განიხილე, თუ ვითარ განიბნევის და უჩინო იქმნების. და შემდგომად დაგავე სახლი იგი და შეჰყარე მტვერი იგი ერთად და აღურიე ჴელითა შენითა და შეაფრქვიე მტვერი ნელიად, შეაგროვე ვეცხლის წყალი ერთად, უკეთუ ყოველი გვამი მისი არა ყოველივე შეიერთოს და დაადგრეს ეგრე, ვითარ იყო.

უკეთუ შენ მიერ განბნეულსა უსულოსა ვეცხლის წყალსა შეაგროვებ და შეაერთებ თვით შენვე, არა ძალ-უცა დამბადებელსა შენსა და მის ვეცხლის წყალისასა, რათა შეაგროოს და შეანაწევროს დამპალნი და განბნეულნი ჴორცნი კაცისანი?

სხვასცა რასამე სახესა გაჩვენებ მკვდართა აღდგომისასა: შეიპყარ ბზიკი ერთი, ანუ მწერი და ბუზი და შთააგდე ღვინოსა შინა, ვიდრე დაიშთოს და არღარა იყოს სამშვინველი მისთა. შემდგომად სიკვდილისა მისისა დაფალ მარილთა შინა მცირედ წამ ოდენ / და იხილე, ვითარ აღდგეს და განცოცხლდეს.

უკეთუ მენ მიერ მომკვდარი ბუზი, მარილთა შინა დაფლული, აღდგეს, არა აღდგენა კაცნი ძედ ღმრთისა წოდებულნი და ქრისტეს მიერ მიცვალებულნი ძმანი მისნი, ქრისტეს მიერ მიწათა დაფლულნი?

საყვარელნო, უწყოდეთ, რამეთუ მძინარეობა, რომელი დაგვდვა ჩვენ შემოქმედმან, იგიცა სიკვდილისა მოსაჴსენებელი არს, რამეთუ ვითარცა რა განიღვიძის მძინარემან და აღდგის ძილისაგან და განუქარდის, რაცა იგი იხილის სიზმარსა მას შინა, ეგრეთვე მსგავს მისსა ჩვენდა არს ძილი ესე, ვითარცა სიკვდილი, რამეთუ არა იციან მძინარეთა, რასა იქმან ქვეყანათა ზედა, ვითარცა მკვდართა, ვიდრე არა განიფრთხონ. და სოფელი / ესე მსგავსად სიზმართა რამეთუ ცუდ არს და საწუთო და ადრე განქარვებადი. ვინაითგან მრავალნი წინასწარმეტყველნი მეტყვიან ჩვენს მკვდრეთით აღდგომისა ჩვენისათვის და სხვანიცა მრავალნი მისხენ წინა, ვინაჲთგან თავთა შორის ჩვენთაცა მაჩვენებს ძილი და მასწავებენ მკვდრეთით აღდგომასა და განცხოველებასა, ჩვენცა დავამტკიცენით გონება ჩვენი და ნუღარა ცუდსა გულისთქმასა მივჰყვებით, რამეთუ ჭეშმარიტად აღვსდგებით მკვდარნი მერმისა მას უეჭველად.

რამეთუ იტყვიან ფრინველსა ერთსა, რომელსა უწოდიან ფინიქსი, რომელი მოიღებს შეშასა მრავალსა და შეახორაებს და დაჯდების მას ზედა და უბერავნ ფრთითა თვისითა, ვიდრე აღედვას ცეცხლი, ხოლო შემდგომად ცეცხლთა აღ/დებისა და დაწვისა ფინიქსისა მის, ოდესცა მობერის ქარმან და განაბნიის ნაცარი იგი, იპოვის მუნ შინა რაიმე, ვითარცა რკინა, მსგავსი ისრის პირისა, და ძალმან სიცხისამან შექმნის იგი, ვითარცა მატლი, და აღიზარდის იგი და იქმნის ფინიქს.

ანუ არა გიხილავსთა აქა ყოველთა ჭიანი აბრეშუმისანი? ვიდრე ჭაბუკ არს, იზრდების ჭამადისა მიერ და არარა ეურვებინ თვისისა მუცელთა მეტი, და, ოდეს დასრულდების, იწყებს მუშაკობად აბრეშუმთა; დაშვრებინა და თვითვე შეამზადებს სახლსა მუცლისაგან თვისისა მსგავსად საფლავთასა და არს რაოდენ ჟამ მას შინა მკვდარი და შემდგომად იგიცა აღადგინის ღმერთმან და გამოვიდის საფლავით.

საყვარელნო, ამით ყოვლითა სახითა და/ამტკიცეთ გულთა შინა თქვენთა, რათა ჩვენცა აღდგომად ვართ შემდგომად სიკვდილისა ჩვენისა და ნურღარა ვიცილობით _ ამა საქმესა ზედა და ნურცაღა გულთა შინა მცირედ განვივლებთ ბოროტსა ამას გულისთქმასა, ვინაჲთგან ვირწმუნებთ აღდგომასა მკვდართასა, და განმზადებულ ვართ სიკვდილად. და უწყით: შემდგომად სიკვდილისა მიეცემის კეთილისა მოქმედსა კეთილი, ხოლო ბოროტისა მოქმედსა - ბოროტნი საკანონონი.

აწ ვიწყოთ კეთილისა ქმნად კაცთა ამათ პირმეტყველთა და თავისუფალთა, ვისმინოთ წერილისა და აღვასრულნეთ მცნებანი ღმრთისანი და რომელთამე უმეცრებით გვეცოდოს, შევინანოთ და ვიღვაწოთ, რათა კეთილისა მოქმედნი აღვდგეთ აღდგომასა მას ცხორებისასა. | ანუ მივემსგავსნეთ ჭიასა მას და ვიმუშაკოთ თავით ჩვენით სამოსლები გლახაკთა, ბრალთა ჩვენთა შესანდობელად, ანუ შევკრიბნეთ ფინიქსისაებრ შეშანი სინანულისანი კანონად და დასაწვავად ცოდვათა ჩვენთასა მოძღვრებითა სულიერისა მამისა ჩვენისაჲთა, ანუ ვიქმნეთ მწერტელ მწარე, ვითარცა ბზიკი მავნებელისა ბუდეთა გულისა ჩვენისათა, და განვიოტებდეთ სრბით გულის სიტყვათა ჩვენთა, რომელი ავნებს ბუდეთა გულისა ჩვენისათა, ანუ ვიქმნათ მწერთა და ბუზთაგანი, ვითარცა ფუტკარი შემმზადებელ თაფლთა უტკბილესთა მოწყალებათა და ძმათმოყვარებისა, ანუ კუთა მსგავსად ვიყვნეთ მშვიდ და არა გესლოვან, | ანუ გველები მეცნიერ და განვეკრძალნეთ თავთა ჩვენთა, რა იგი არს დამაბრკოლებელ ჩვენდა, დღესა მას აღდგომისასა არა ვქმნათ იგი, ანუ განვისპეტაკნეთ ცოდვათა ჩვენთაგან თავნი ჩვენნი მსგავსად ვეცხლის წყალთასა, რომელსა არა მიეხების ბიწი მცირე ერთისა ცახეთაცა ოდენი, ანუ ვიქმნეთ მარცვალი იფქლისა და არა ღვარძლისა, რომელი კაცთა ამის სოფლისათა შეჰკრიბა იესუ ქრისტემან, ღმერთმან ჩვენმან, და განარჩია ღვარძლისა მისგან წარსაღებელად საუნჯესა თვისსა, რომელთა მსგავსად სახეთა მათთასა მკვდარნი, მსგავსად სახეთა მათთა მოქმედებულნი კაცობრივსა აღდგომასა და პირმეტყველთა კაცთა განცხოველებასა ღირს ვიქმნეთ./

რომლისათვის მიუწერს მოციქული პავლე თესალონიკელთა პირველისა ებისტოლისა მეოთხესა თავსა შინა: "ხოლო ამას გეტყჳთ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ: ჩუენ ცხოელნი რომელ დაშთომილ ვიყუენით, მოსლვასა მას უფლისასა ვერ უსწროთ დაძინებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ-მთავართაჲთა და საყვირითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად" (I ებ. თესალ. 4, 15-16).

საყვარელნო, ვინაითგან მკვდარნი აღდგომად ვართ, ყოველნი ნათესავნი შეკრებად და ანგელოზნი და ძალნი ზეცათანი მოსლვად, და ღმერთი მართლმსაჯული განსჯად, ცხოველთა და მკვდართათვის დაჯდომად არს, და მუნ ყოველნი მეფენი და მონანი, მდიდარნი და გლახაკნი, მართალნი და ცოდვილნი / ქედდადრეკითა წარდგომად ვართ, მაშა, აწვე გვიღირს განმზადება დღისა მისთვის და ჟამისა, სადა არა საჴმარ არს სპათა სიმრავლენი, მჴედართა განწყობანი, დიდებულთა შეკრებანი, საუნჯეთა განსავსებანი, ოქროთა და ვეცხლთა უამავრობანი, თვალთა და მარგალიტთა ძვირფასობანი, შესამოსელთა ფერად-ფერადობანი, ცხენთა და სადა არა სარგებელ არს მეფეთა და მთავართა იარაღთა სხვადასხვაობანი, კეთილ-განმზრახეობანი, წარჩინებულთა მეგობრობანი, მეგობართა და მოყვარეთა შეერთებანი, ძმათა და შვილთა უწესურად სიყვარულნი, ყმათა და მონათა არა კეთილად-სამსახურებანი, / სადა ოჴერ არს მონახვეჭთა, ნატაცებთა, ნაანგარევთა შეკრება და მოღებულთა ქრთამთა, არღარა არის განცემა, რათა მის მიერ შეიწყალო ვინმე, სადა არა არს განვლენა შიშთა ჩვენთა ქადილთა და ზვავნი სიტყვანი, სადა ცუდ არს მსოფლიონი ლხინნი, სმანი, სიმთვრალენი, სანოვაგეთა და ჭამადთა გემოვნებანი, ლაღობანი, განცხრომანი, სიცილნი, სიმღერანი და ყოველნი მსგავსნი ამათნი, არამედ მუნ — კეთილი და ნუზლად წარსაღებელნი, რომელნი მიერთმიან ძღვნად დიდსა მას მეუფესა, რომლისა მიერ იხილვების პირი მისი მხიარულად, გლახაკთ-მოწყალებანი, სტუმართ-მოყვარებანი, უცხოთ-შეწყნარებანი, მშიერთა ჭმევანი, მწყურვალთა სმევანი, შიშველთა შემოსანი, სნეულთა ნახვანი, პყრობილთა მიხედვანი და მსგავსნი ამისნი.

აწ, საყვარელნო, ირწმუნეთ, რამეთუ მკვდარნი აღვსდგებით და წინაშე უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისასა წარვსდგებით. ამისთვის აწვე განემზადეთ და შეუკრიბეთ ნუზლი და საგზალი პატიოსანი თავსა თქვენსა, რამეთუ: რომელი წარვიდის წინაშე მეფისა მსოფლიოჲსა, განამზადებს ძღვენთა, რა იგი სთნავს მეფესა მას, და მოივაჭრებს ანუ მოიშოებს მას მირთმად მისსა, სადაცა იპოვა, ხოლო მეუფესა მას, რომელი მას დღესა ჴელმწიფებს, არა უნდა ძღვენი მრავალფასისა, არცა რომელი არა აქვს კაცსა, არამედ რა იგი მოგაჴსენე ზემორე, იგი არს ძღვნად მისაღე/ბელი მისდა და სიმართლე, სიმდაბლე და მოთმინება, რათა მას თანა დაემკვიდროთ უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat