სულხან-საბა ორბელიანი - 10. სწავლა მეორედ მოსლვისათვის ქრისტესა.
სულხან-საბა ორბელიანი - 10. სწავლა მეორედ მოსლვისათვის ქრისტესა.
"აღდგა იესუ განთიადი ერთშაბათისა მის" — წმიდა [მარკოზ] მახარებელი იტყვის (ხელნაწერში მითითებულია ლუკა მახარებელი, მაგრამ ციტატი ამოღებულია მარკოზის თავიდან (16, 9)).

ძმანო, ერთშაბათი - კვირიაკედ გამოთარგმანების, დიდსა მას დღესასწაულად, რომელსა მოველით აღდგომისა დღესა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა და განვემზადებით ყოველნი და გვიხარის დღისა მისთვის მხოლოდ არა ერისკაცთა, არამედ ჩვენ მონაზონთაცა, და გვნებავს სწრაფით მოსლვა. და დღე და ღამე არს საგონებელ ჩვენდა: ვითარ ვიყვნეთ და ვითარ განვემზადნეთ და რა-ძი ვპოვოთ მას დღესა პირის საჴსარი, ანუ სამოსელი გვამთა ჩვენთათვის?

აჰა სამეოცი დღე არს, ვიდრე ზატიკადმდე. და აწვე მას ვიგონებთ და მისსა / მოსლვასა ვხარობთ და ხვალე და ზეგე მოვალს მარხვა ესე წმიდა და პატიოსანი, არცა მოსლვისა მისისა სიხარული გვაქვს, არცა განვემზადებით მისთვის, რომელ არს განმწმედელი სულთა ჩვენთა და მაცხოვარი ჩვენი.

ძმანო, უკეთუ მას ერთსა კვირიაკესა მოსლვასა იხარებთ, რომელსა შინა ქრისტე აღდგა, ესე ორმეოცი დღე, რომელიცა ქრისტემან იმარხა, ესეცა რად სიხარულად არა მიგაჩნსთ და სთვლით დღეთა მისთა, ოდეს შემოკლდეს, და ესწრაფებისთ აღდგომის დღესასწაულისათვის? თურე არა ქრისტეს აღდგომისა სიხარული გაქვსთ, ღვინისა, სანოვაგისა და ნაყროვანებისა და ზვაობისა და სილაღისა. შვილთა მათთათვის განემზადებით და მოსლვა მათი გიხარისთ. თუცა არა მარხვა, ესეცა რად არა მოსალოდებელ არს, რომელსა შინა არს მარხულობა, ლოცვა, ცრემლი, მუჴლთ-დრეკა, სიმდაბლე, სიმშვიდე განმაბრწყინვებელი სულთა? ქრისტე აღდგა, ერთგზის აღდგა, ვითარცა მოციქული იტყვის: "ქრისტე მოკუდა, ერთგზის მოკუდა, ცოდვით მოკუდა, არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს (რომ. 4, 9-10).

ხოლო დღესასწაული შემდგომად აღდგომისა მრავალგზის მოსრულ არს და წარსრულ არს და მრავალგზის მოვალს, იგიცა წარვალს. რასა განემზადები მისთვის? ქრისტე მოკვდა და აღდგა, არღარა მოკვდეს, არამედ შენ მოჰკვდები და აღდგომად ხარ, ამას აღდგომასა მოელოდე, ჩვენ აღვდგებით და მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე მოვალს, რასა ემზადები ამა დღესასწაულსა აღდგომისასა? იხილო აღდგომა, არა იხილო ქრისტე აღდგომილი, არცა ანგელოზნი. არცა წმიდანი, არამედ აღდგომასა შენსა ქრისტე იხილო აღდგომილი და ყოველნი სათნო ყოფილნი მისნი, მისთვის განემზადებოდე. მას ჩვენსა აღდგომასა უეჭველად მოვალს ქრისტე, მოვალს მეორედ, მოვალს ორითვე მით ბუნებითა, ვითარცა პირველ მოვიდა; მოვალს ჴორცითა, რომელ მარიამისაგან მიიხვნა წმიდისა ქალწულისა, მოვალს არამედ არა ეგრეთ სიმდაბლით, ვითარცა პირველ სიგლახაკით:

მაშინ ღმრთაებისა ბუნებასა კაცებისა ბუნებითა ჰფარვიდა წინაშე თვალთა კაცთასა, აწ კაცებისა ბუნებასა ღმრთაებისა ბუ/ნებასა გარდაჰრევს. მაშინ ქვაბსა შინა იშვა და ბაგასა პირუტყვთასა მიიწვინა, მერმე ქერობინთა ზედა მჯდომარე მოვალს. მაშინ მარიამ და იოსებ იყვნენ, მერმე სრულობით ზეციერნი წინა მოუძღვიან. მაშინ ჰეროდესაგან ივლტოდა, მერმე ყოველნი მეფენი ზარ-განჴდილნი შეძრწუნდებიან. მაშინ სიმშვიდით და სიმდაბლით შრომით ვიდოდა, მერმე სიმაღლით მოვალს, რათა, რომელიცა მისთვის დაშვრა. მას სასყიდელი მიაგოს. მაშინ ასისთავი და მეზვერენი აწვევდენ სახლად მათდა და მერმე წამისყოფა შემოჰკრებს საუკუნოჲთგან მიცვალებულთა. მაშინ მეძავნი და მემრუშენი ამბორს-უყოფდენ და მერმე ცოდვილნი სავალალოდ შეიქმნებიან. მაშინ ჰურიანი მისთვის წარწყმედად შეითქმოდენ და მერმე მიგებად მათდა მომავალ არს. მაშინ პილატე და ჰეროდეს მიერ განიკითხებოდა და მერმე ყოველნი მსაჯულნი ამის მიერ განისაჯებიან. მაშინ ჰურიათაგან იგინებოდა, მერმე ზეცისა ძალთაგან იდიდების. მაშინ ავაზაკთა მიერ იყვედრებოდა, მერმე მთავრობათაგან იქების. მაშინ მოციქულნი დაუტევებდეს და ივლტოდეს და მერმე ნათლის ღრუბლითა აღტაცებულნი მოუძღვიან. მაშინ ჯვარსა ზედა ამაღლდებოდა, მერმე ძველი დიდებითა საყდართა ზედა მჯდომარე იქმნების. მაშინ სისხლი ქრისტესი ქვეყნად ჩამოეწვეთებოდეს, მერმე მდინარენი ცეცხლისანი აღმოედინებიან წინაშე მისა ცოდვილთა შესაჭმელად. მაშინ იუდა ერთი მოიშთობდა თავსა თვისსა, მერმე ყოველნი ცოდვილნი დაიშთობიან ცეცხლსა საუკუნესა. მაშინ ქვეყანა შეიძროდა, მერმე სრულიად ძენი კაცთანი შეძრწუნდებიან. მაშინ მცირედნი კლდენი განსქდებოდეს, მერმე ჯოჯოხეთი განსქდების ცოდვილთათვის შეჭმად. მაშინ კრეტსაბმელი განიპებოდა, მერმე ცანი წარიგრაგნებიან. მაშინ მზე დაბნელდებოდა, მერმე მზე და ვარსკვლავნი შთამოცვივიან. მაშინ ქრისტეს საფლავად დაიდებოდა, მერმე საფლავთა მყოფი ყოველნი შიშით აღდგებიან.

რასა განიზრახავთ, ძმანო, ამა აღდგომისათვის განვიზრახოთ, ძმანო, მის აღდგომისათვის ვშვ/რებოდეთ. მაშინ გვეჴმარების სამოსელი, მაშინ გვიამს ჭამადი, მაშინ გვინდა, რათამცა შევიკრიბოთ ნუზლი, ვინაითგან გრძელსა გზასა მიმავალ ვართ. მოვალს უფალი ჩვენი, მოვალს ღმერთი ჩვენი, მოვალს მოძღვარი ჩვენი, ჩვენთვის დამდაბლებული, ჩვენთვის დაგლახაკებული, ჩვენის ტყვეობისათვის განყიდული, ჩვენი წარწყმედულთათვის ჯვარცმული. მივეგებოდეთ ნებსით, ვინაითგან ძალად მისაგებად ვართ. იგი მოვალს ძლიერი ძალითა უძლეველითა, მოაქვს ჩვენდა საჩვენებელად და გვეტყვის: "ჰოი დაბადებულნო ჩემნო და შექმნილნო მიწანო ჩემგან განცხოველებულნო, ესე მიქმნია თქვენთვის, ესეოდენნი ტანჯვანი თავსა მისხმან". თავსა გვაჩვენებს ეკლის ნაწერტსა, ყვრიმალსა ნაცემსა, პირთა პატიოსანთა ნანერწყვთა, ბეჭთა შოლტითა ნაცემთა, ჴელთა და ფერჴთა დამსჭვალულთა, გვერდთა ლახვრითა განღებულთა და გვეტყვის: "ამით გამოგიჴსენ, ამით აღმოგიყვანე ჯოჯოხეთით. აჰა, ამისი მაგიერი რა ძღვენი მოგაქვსთ თქვენ ჩემდა?" რა-მე მიუპყრათ, ძმანო? ამისთვის განემზადენით: რა-მე უთხრათ? რა-მე მიუგოთ? განარჩევს ღირსთა ცოდვილთაგან, ვითარცა კრავთა და თიკანთა, ვითარცა ბრძანებს მათეს სახარების კე, ლდ და ეტყვის მარჯვენითთა მათ: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო / და დაიმკუდრეთ სასუფეველი ცათა, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე, უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ, სნეულ ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილესა ვიყავი და მოხვედით" (მათე 25, 34-35) და შემდგომი ამისი.
ჰოი, რა სანატრელი არს ჴმა იგი, რა ადვილი საშოვარ სასუფეველი? მცირედისა წყლისა სმევისათვის მისცემს კურთხევასა მამისა მისისასა, სნეულთა ნახვისათვის დაუმკვიდრებს სასუფეველსა, უცხოთა შეწყნარებისათვის ჰყოფს მსახურ თვისად.

ვაი, ჩვენდა! რა მცირედისა ღვაწლისათვის მოგვიძულებიეს სასუფეველი?

სასუფეველი გასმიესთ, ძმანო, და არა უწყით საშვე/ბელი მისი, თუ რა არიან ანუ ვითარ არიან მყოფნი მუნ, არა მითქმის კაცთა მიერ, გულისხმა-იყოფების, ვითარცა იტყვის წმიდა პავლე: "ენამან კაცობრივმან ვერ გამოთქუნეს და გულსა არა მოუჴდეს", ხოლო წმიდა სახარება ბრძანებს: "მაშინ მართალნი, ვითარცა მზენი, გამობრწყინდენო" (მათე 13, 43).

ჰხედავა ნიჭსა ამას ღმრთისასა? შენ თუ შიშველსა უნდოსა სამოსელსა შეჰმოს, იგი მსგავსსა მზისასა შეგმოსს განუხრწნელსა სამოსელსა. შენ თუ მწყურვალსა წყალსა ასმევ, იგი გასმევს ცხოველსა მას წყალსა, რომელი დიან მუცლისა მისისაგან, რათა არღარა გწყუროდის. შენ თუ მშიერთა პურითა განაძღებ, იგი განგაძღებს ცხორებითა დაუ/სრულებელითა. შენ თუ უცხოთა ორ-სამ დღე შეიწყნარებ, იგი დაგიმკვიდრებს სამყოფთა ყოველთა წმიდათასა საუკუნოდ. შენ თუ სნეულთა მცირე ჟამ ნახავ, იგი გაჩვენებს დიდებასა მამისა თვისისა. შენ თუ საპყრობილედ მიხვალ წუთ ერთ, იგი მიგიყვანს სამყოფსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა და დაგამეგობრებს წმიდათა მოციქულთა. ამისთვის განემზადეთ, ძმანო!

ხედავთა: წუთისა ჟამისა მეფეთა ვინა ყმობენ და მათ თანა ახლორე არიან, რაოდენნი კაცნი ევედრებიან მას, ანუ ერისთავთა და დიდებულთა მეგობართა ვითარნი კაცნი ჰნატრიან? უმჯობეს არს დამბადებლისა ღმრთისა კეთილმსახურება ანუ წმიდათა მისთა მეგობრობა.

იხილე და განეკრძალე, რათა მოგცეს ღმერთმან და არა გესმეს ჴმა იგი საზარელი, მეხის ტეხისაგანც უბოროტესი, რომელსა მარცხენითთა ეტყვის ძნელთა ამათ სიტყვათა: "წარვედით, წყეულნო მამისა ჩემისაგან, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისა და მსახურთა მისთათვის. რამეთუ მშიერი ვიყავ და არა მეცით ჭამადი, წყურიელ ვიყავ და არა მასუთ" (მათე 25, 41-42)... და შემდგომი ამისი.

ვაი, რა ძნელი სასმენელი არს სიტყვა ესე!

ვაი, რა შესაძრწუნებელია!

ვაი, რა ზარის-საჴდელია: "წარვედით, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა!"

რაისათვის? — და ერთისა მწყურვალისა უსმელობისათვის!

არა გმართებსთა, ყოველი სოფელი შენიმცა იყო და იგი განაბნიო, თუცა წამსაცა ერთსა ჯოჯოხეთი არა იხილნე, არა თუ საუკუნოდ ჯოჯოხეთი?

რა არს ცეცხლი საუკუნე საუკუნეთა?

-დაუსრულებადი ტკივილი და არა ზენა, დაუსრულებადი წვა და არა განლევა, დაუსრულებადი ტანჯვა და არა გამოჴსნა, დაუსრულებადი კვნესა და ტკივილი და არა დადუმება, დაუსრულებადი ღრჭენა კბილთა და არა დაცადება, დაუსრულებადი შეკრვა ჯაჭვითა და არა განჴსნა, დაუსრულებადი ყვედრება ეშმაკთაგან და არა ნუგეშინის-ცემა, დაუსრულებადი სიმყრალე და არა განქარვება.

განვეკრძალეთ დღესა მას საშინელსა / და განვემზადნეთ აღდგომისა ჩვენისათვის და მოველოდეთ ქრისტესა და შევიტკბოთ მარხვა ესე მომავალი და უფროჲს გვიხაროდეს ზატიკობისა და დღესასწაულისა, რათა მარხვისა ამის მიერ განვიწმიდოთ შებღალული სული ჩვენი და განწმედილი მივაგებოთ ქრისტესა, რომელსა მცირედი რამე ძღვენი გაგვყვეს საგძლისაგან ჩვენისა, რათა შევართვათ ჩვენთვის ჯვარ-ცმულსა მცირედნი ესე მოღვაწებანი: მარხვა, ლოცვა, მღვიძარება, ცრემლნი, მუჴლთ-დრეკანი, მკერდსა ცემანი, ნუუკვე შეიწირნეს, ვითარცა ორნი მწვლილნი ქვრივისანი, და მოგვიტევნეს ჩვენნი აუარებელნი ცოდვანი და არა მიგვცნეს ჩვენ ცეცხლსა მას საუკუნესა, რამეთუ მასა შვენის / დიდება მამისა თანა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ! (ხელნაწერი უმატებს: "ქრისტე, შეიწყალე საბა ორბელიანი).

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat