სულხან-საბა ორბელიანი - 9. სწავლა ჯოჯოხეთის სატანჯველისათვის
სულხან-საბა ორბელიანი - 9. სწავლა ჯოჯოხეთის სატანჯველისათვის
ჯოჯოხეთი არს, ჰოი ცოდვილნო, უეჭველად. თუცა მრავალში არიან, რომელნი არა ჯერან და ჰგონებენ, რომე, რომელიცა საღმრთო წერილი და წმიდანი მამანი ჯოჯოხეთისათვის გვასწავლიან, სრულიად კაცთაგან მოგონებული იყოს ქვეყნისა შესაშინებლად, მაგრამ არა. რომელიცა ქრისტეანე არის, ვერ იტყვის, რომე ჯოჯოხეთი არ იყოს. თუცა ცოტანი ვინმე არიან, რომელნი მას გასინჯვენ, და უფრორე მცირე/ნი, რომელნი მისგან შეშინდებიან.

ჯოჯოხეთი არის, ამრიგად, დავამტკიცებ და ნურავინ ჰგონებთ, რამეთუ ამის მეტი არაოდეს უთქვამსთ, რომე შემდგომად ცხორებისა ამის კეთილისა კაცისათვის საუკუნოდ ნეტარება არ იყოს. პირველთა მეცნიერთა კაცთა ესრეთ უთქვამსთ. ეგრეთვე წმიდა პავლე მოციქული თავისა თვისისათვის ბრძანებს: "რომელი მესამედ ცად ამაღლდა, და საკურველებანი ღმრთისანი იხილნა, რომელთა კაცნი ვერ გულისხმა-ჰყოფენ" (შდრ. II კორინთ. 12, 2). და ესაია წინასწარმეტყველი ბრძანებს, რომე: "ვერავინ გულისხმა-ყოს გონებითა _ განსასუენებელი, რომელი შეუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა". უკეთუ გრწამს დიდება სასუფევლისა კეთილის კაცისათვის, საუკუნო / ნეტარება აქვს, ესეცა უნდა გრწმენეს, რომ ბოროტისა კაცისათვის საუკუნოთა სატანჯველი განმზადებულ არს. რაჲსათვის არა ჯერან ადამიანნი ჯოჯოხეთისა ყოფასა, ვინაჲთგან ყოველთა წმიდათა მრავალი გვემა და ტანჯვა თავს-იდვეს და მსწრაფლ სიკვდილი აღირჩიეს ერთისა ცოდვისა ქმნასა ჯოჯოხეთის შიშისაგან? რომელიცა წმიდათა მოწამეთა აქა განსაცდელი მოითმინეს, არა თუ განცხრომისათვის და შვებისათვის მოითმინეს, არამედ ამისთვის, რათა ჯოჯოხეთისა ტანჯვათაგან განერენ და საუკუნო სუფევა დაიმკვიდრონ. წმიდანი წინასწარმეტყველნი ჯოჯოხეთისათვის ასწავებდენ და ქადაგებდენ მარადის, რათა კაცნი ცოდვათაგან განათავისუფლნეს და ჯოჯოხეთისაგან განარინონ. ამისათვის ქვეყანასა ზედა მრავალთა ადგი/ლთა შინა ჩანან პირნი ჯოჯოხეთისანი: საფრანგეთს სამნი მთანი არიან, რომელ თავთა ზედა მთათასა არიან მთხრებლნი და პარეხნი, რომელთაგან აღმოდიან კვამლი, ნაცარი და ალი ცეცხლისა. ამისთვის გამოაჩენს წმიდა გრიგოლი: "ესე არს პირნი ჯოჯოხეთისანი, სადა ეშმაკნი ჩაითხივნეს, ოდეს ზეცით გარდამოცვივნებულ იქმნეს. და შემდგომად მეორედ მოსლვისა მუნ შთაცვივიან გუამნი ცოდვილთანი".

აჰა, არს ჯოჯოხეთი და არავინ მთქმელთა ამისთაგანი განმართლდეს, რომელნი იტყვიან არა-ყოფასა ჯოჯოხეთისასა. სამართლად იტყვიან ყოველნი წმიდანი და თვითცა აჩვენებენ და დაამტკიცებენ. თვით იესუ ქრისტე ბრძანებს წმიდის პირითა, წმიდა სახარებასა / შინა მრავალგზის იტყვის: "წარვედით, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა" (მათე 25, 41). არამედ აწ ქრისტიანეთა არა ვჰკითხავ, უკეთუ იციან ჯოჯოხეთი რა არს, ამისთვის რამეთუ კეთილად ვიცი, რომელ მრავალნი არიან, რომელნი ხუმრობენ ტანჯვათა ზედა ჯოჯოხეთისათა და არა ხედვენ, რომელ მას დიდსა და ძნელსა სატანჯველსა სიცოფით შევარდებიან.

ვაი, კაცნო, ჯოჯოხეთი ერთი ბნელი და მყრალი ადგილი არს გულსა შინა ქვეყანისასა, ყოვლითურთ ღმრთის რისხვითა და გულის წყრომითა სავსე, სადა საწყალობელნი ცოდვილნი, ვითარცა ძაღლნი მშიერნი და მარადის ცოფიანნი, რბიან, ვინაითგან მართალი განსვენება საუკუნოთა განეშორათ, სადა არს / უბადრუკება და წარწყმედილთა გულთა მარადის ტკივილი, სიმწარე დაულევნელი, მატლი დაუძინებელი, სადა იგი სულნი შეწყვდეულნი საუკუნოდ ღმრთისაგან მანქანებითა და კაჩალოებითა ტანჯვათა შინა შთაგდებულნი, სადა თავი და ბოლო არა შეიტყობის, სადა საწყალობელნი იგი სულნი მარადის, დღე და ღამე, მოუთმენელად იტანჯებიან, და არა ქმნეს, რათამცა მცირედი რამე მადლი ღმრთისა მოეპოვნათ და შვრომითა და ოფლითა ერთიცა არის საკანონო ექმნათ, რათამცა ღმერთსა არა ექმნას ესევითარი.

ჰოი ჯოჯოხეთი, ჰოი ჯოჯოხეთი, ქრისტეანენო! ამა ჯოჯოხეთსა შინა არიან არა თუ მძვინვარენი მჴეცნი, არამედ საზარელნი ეშმაკნი, მტერნი ადამიანთანი, რომელნი დამბადებელსა ვერა სძლევენ, დაბადებულსა ზედა გულისწყრომითა, უმადლოთა ცოდვილთა ზედა თვისთა მძვინვარებათა იჴმარებენ და აჭირვებენ და აშთობენ და ბასრობენ და ყოველთა ბოროტთა უყოფენ.

ჰოი ადამიანნო, ჯოჯოხეთი არს ერთი ცეცხლიანი ზღვა — სასოწარკვეთილებისა, გულისწყრომისა და ცრემლისა ადგილი, რომელი არა დაშრტების უკუნითი უკუნისამდე, არიან ღელენი მძვინვარებისანი, რომელნი ურიცხვითა სატანჯველითა და საგვემელებითა არ აღივსებიან, არს საზარელისა სიკვდილისა სახლი, რომელსა შესავალი აქვს და გამოსავალი არა ეპოვება, სადა ყოველი სასოება გამოჴსნისა გარდასრულ არს, ჭეშმარიტი სატანჯველის ადგილი არს, რომელ გარეგანი / ყოველი სატანჯველი უტკბილეს და უსაწადალეს არს მისგან, ვაებისა და სულთქმისა და ყოვლისა სატანჯველისა ადგილი არს.

ვაი, ქრისტეანენო, ესე არა არს ჯოჯოხეთი, არამედ უმცირესი ერთი მისგანთა ნიშანი რამე.

შემდგომად მეორედ მოსლვისა ჯოჯოხეთსა შინა რა ჴორცი და სული შეიერთებიან, პატიმრობა გარდაემატებათ. ამისთვის წარწყმედილთა თვალთა მარადის ცრემლი დაუწყვეტელი ექმნებათ, ყურთა — საზარელისა ღაღადებისა და ვაებისა სმენა, ცხვირთა - სიმყრალე, ენათა - მოუთმენელი წყურვილი, კბილთა- ტკივილი და ღრჭენა, ჴელთა-განუჴსნელნი ჯაჭვნი, ფერჴთა - უჴსარნი ბორკილნი, სტომაქში სულთქმანი, გულთა - შიში, მუცელთა-შიმშილი, ასოთა შინა - შვრომა და გვამში - დაუშრეტელი ცეცხლი.

ამისთვის იტყვის იოანე მახარებელი თვისსა მოხილვათა წიგნსა შინა: "მას ჟამსა ცოდკლნი სიკუდილსა ეძიებდენ და ვერა ჰპოებდენ, სიკუდილსა ინატრიან და არავინ არს, რათამცა აღუსრულა საწადელი მისი" (აპოკალიპსი 9, 6).

ქრისტეანენო, ესე ჭეშმარიტებით არს, რომე საწყალობელნი წარწყმედილნი რა მის მძვინვარისა ცეცხლისა სიმწარეთა დაწყლულდებიან, არა აქვსთ სალბუნი სამთელებელი; აქვსთ წყურვილი მოუთმენელი და არა ეპოვება წყალი, რათამცა განიგრილა ენა; ვითარცა ძაღლთა, აქვსთ შიმშილი და არა აქვსთ, რათამცა ჭამეს; აქვსთ დაღრეჯა დიდი, ვერ განისვენებს, რათამცა მცირედი დაეძინა; აქვსთ სირცხვილი მოუთმენელი არა დაფარულთა ადგილთა. ამისთვის ინატრიან სიკვდილსა, რომელ ესოდენთა ვაებათა და გვემათა და სატანჯველთა დასასრული იყოს, და სიკვდილსა ვერ ჰპოვებენ. ამისთვისცა საწყალობელნი ცოდვილნი გზათა ცეცხლისათა ვლიან და იტყვიან: "ჰოი სიკვდილო, სიკვდილო, სადა ხარ? სიკვდილო, რაჲსათვის ვედრებათა ჩვენთა არა ისმენ?.." მაგრამ სიკვდილი ამა მოწყალებათა არა უყოფსთ. ესრეთ ექმნებათ ცოდვილთა ტანჯვა ესე საუკუნოდ. ყოველნი უმძვინვარესად და უსაზარლესად ნატრობენ სიკვდილსა, მაგრამ არაოდეს / ექმნებათ ბედნიერება ესე და ამისთვის მრავლისა მწუხარებისა მიერ განცოფებულნი უღაღადებენ სიკვდილსა: "ჰოი სიკვდილო, სადა ხარ? ჰოი ეშმაკნო, გვწყალობდე, რათა ერთგზის მოგვაკვდინო! ვაი, ჩვენდა უბადრუკთა! ვაი, ჩვენდა დაღონებულთა! რა-მე ვქნათ ესოდენთა ტანჯვათა, საგვემელთა ალაგთა შინა? და ცეცხლთა შინა ერთიცა რამე თავთა ჩვენთა მოსავლელი არა სადა იპოვების? რასა ჰყოფთ, მატლნი უძილნი? განხრწენით ჴორცნი ჩვენნი! ცეცხლისა ალნო, მსწრაფლ დასწვენით ჴორცნი ჩვენნი!"

შემდგომად უბადრუკნი იგი სულნი ყურეთა ერთსა ჯოჯოხეთისათა, სადა წუნწუბისა ტბა ენთების, მუნ მიილტვიან და მსწრაფლ შთაცვივიან, რათამცა მუნ პოვონ სიკვდილი, არამედ არა იპოვებიან. მაშინ ტანჯვისაგან განცოფებულნი მუნით გამოვლენ და სხვათა ადგილთა ეძიებენ სიკვდილსა. სადა არს ფრიადი სიმყრალე, ანუ მახვილნი და საგვემელნი, მუნ შთაიყრიან თავთან და დაეხევიან მახვილთა და ჴრმალთა, რათამცა მოიკლნეს თავნი, არამედ ყოველივე ცუდ არს ამისთვის, რომე მუნ არა არს სიკვდილისა წყალობა, მუნ ყოველი ტანჯვა, გვემა და ტკივილი იპოვების და სიკვდილი არაოდეს. ამისთვის საწყალობელთა ცოდვილთა არარა დარჩების, მხოლოდ უბადრუკებათა თვისთა ტირილი.

და ჯოჯოხეთი ესეთი არს, ვაი ცოდვილნო! /

არამედ ესე არა არს ჯოჯოხეთი, ესეცა ერთი ჯოჯოხეთისა მცირედი ნიშანი რამე არს. უმჯობეს არს, რათამცა ჴსენება მისი დაუტეო. ამისთვის კმარა, ჯოჯოხეთი რა არის, არ იჴსენების და არავის ძალ-უც ჯოჯოხეთისა სატანჯველთა მცირედისაცა ჴსენება და ვერცა საგონებელთა მოიღების. კმარა, რათა ვთქვა რამე: ჯოჯოხეთი ერთი ადგილი არს, რომელ დიდმან ღმერთმან, სიმართლითა ცოდვილთა ზედან განრისხებულმან, მათ ზედა რაოდენნი ბოროტნი ძალ-უც და ღირსად უყოფს. ამისთვისცა საწყალობელნი და უბადრუკნი სულნი ჯოჯოხეთსა მას შინა | არიან, სადაცა არცა ერთი მცირე შვება, ლხენა და განსვენება არა არს და არცა იქმნების, და მას სატანჯველსა შინა დაემკვიდრების უკუნითი უკუნისამდე.

რა მაგრამ, ვაიმე, რა ზრუნვა და სატანჯველი შეექმნებათ, როდესცა იხილვენ, რა ღმრთისა მიერ დაწყეულნი იქმნებიან და, თვალთა აღიხილვენ ღმრთისა მიმართ, რომელმანცა ჯოჯოხეთში შთაყარნა, და ნახვენ, რომელ შეწყალებისა ნაცვლად მხიარულ არს და განსცხრების და მათისა ტანჯვათაგან სიამე და სიმხიარულე აქვს, გაიგონე, ვითარი სიმწუხარე და ზრუნვა ექმნებისთ და ზრუნვით სავსე ესრეთ იტყვიან: "ჩვენ ვიწვით და ღმერთი გვეცინის, ჩვენ ვიტანჯებით და ღმერთი | იხარებს. ჰოი უწყალოო ღმერთო, ვინაითგან ერთგზის არაოდეს მოგვაკვდინე და ჩვენსა ტანჯვასა ზედა გვეცინი და განსცხრები?", და სხვა არარა ძალ-უცთ. თავთა თვისთა უფროსად განსტანჯვენა და ენათა იკბენენ, თმათა დაიფხვრიან, თითითა თვისითა თვალთა აღმოითხრიან, რათამცა არა იხილონ მათ ღმერთი, ვინაითგან სიცილი მისი ეგოდენ შეაურვებს მათ, მაგრამე საწყალობელთა მათ რაოდენი რამე ქმნან, უკუნისამდე ცეცხლსა მას შინა იწვებიან და დღე-ყოველ უშავეს და უდამწვრეს, უბილწეს და უმყრალეს შეიქმნებიან. მოიგონეთ, რაოდენნი წყევლანი და გმობანი გამოვლენ მათის პირისაგან, ვინაჲთგან დაიჯერეს, მათი | ლხენა და გამოჴსნის იმედი გარდასწყდა, ვინაითგან მათის წყალობის სასოება არღარა არს. ამისთვის ღმერთი მათ ვიდრე ამას სოფელსა ზედა იყვნეს, მრავალგზის შეიწყალა, მრავალგზის წყალობა ყო და ესეოდენი დააცადა, რომე მათი შეცოდებანი შეენანა და ესეოდენი მათი ცხოვნება მოენება. ამისთვისცა არათუ მხოლოდ მათსა გვემათათვის არა ზრუნავს და არცა ტანჯვათათვის შეიწყალებს, არამედ ეცინის და იხარებსცა:

ჰოი ღმერთო ჩემო, ჰოი ტკბილო მაცხოვარო ჩემო, ქვეყანასა ზედა ესეოდენი მოწყალება და შემდგომად სიკვდილისა ესეოდენი უწყალოება, პირველ სიცოცხლესა ამას ესეოდენი სიტკბო, მეორეს სიცოცხლესა შინა / ესრეთი დასჯა ვითარ არს?

ჰოი ღმერთო ჩემო, გული შენი ვითარ განფიცხნა ესრეთ, ვინაითგან არა მოწყალე იქმენ? ერთითა ცრემლითა, რომელი სოფელსა ამას ცოდვილთა თვალთაგან გარდამოვარდნილიყო, მუნთქვესვე მიუტევებდი, და ესეოდენნი ცრემლნი წარწყმედულთა თვალთაგან დიან და გულნი არა შეგელმიან? სოფელსა ამას შინა დიდ-დიდად ცოდვილისა ერთი სულთქმითა, ერთი სიარულითა, ერთი მკერდისა ცემითა მიუტეობდი და არღარა მომჴსენე იყავ მისთა ცოდვათა, და ჯოჯოხეთსა შინა რაოდენი კვნესა, რაოდენი ცრემლი, რაოდენი სულთქმა, რაოდენი საკანონო, და არა ლმობილ ექმნები და ეცინი და იხარებ და ჴელთა იტყველავ?

არა, არა, ღმერთი ბრძანებს: "ჯოჯოხეთსა შინა იმედი არა არს. მუნ არცა წყალობა, არცა შეწყალება, არცა მიტევება, არცა შენდობის ადგილი არის. ცეცხლი იგი არაოდეს დაშრტების, უკუნითი უკუნისამდე ულხენელად იქმნების, უამებელად და განუსვენებლად, ხოლო მარადის წყეულნი სრულიად უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე".

ვაი, ცოდვილნო! ვაი, ჯოჯოხეთო, რომელ დასაბამი გაქვს და დასასრული არაოდეს!

მაგრამ ვაიმე კვალად, ვინაითგან კაცთა უწყიან, რომელ ჯოჯოხეთი არს და მას შინა სატანჯველნი უწყალონი, და არა მოიქცევიან: მპარავნი და უმსჯავრონი კაცნი ბოროტნი მონახვეჭთა თვისთა პატრონთა არა უკუ სცემენ ამისთვის. რომელი ისიძვის და სიძვასა არა / განეშორების, რომელსაც მტერობა აქვს მტერთანა და არა დაეგების, რომელიცა თვით ტყუვილსა მოიგონებს და სხვის სახელს გასტეხს და უბრალოსა ქებას არ მიაბრუნებს, ბოლომდე ცოდვილთა შინა დაჟინებულან და უფრო შესცოდებენ.

ვაი, კაცნო ხელნო და ცოფნო, ესრეთ სულელი ხართ, რომელ ერთისა ბილწისა ჴორცისა გემოვნებისათვის სულთა თქვენთა მას საუკუნოისა სატანჯველთა შინა ჩააგდებთ, მცირისა ნატაცების ქონებისათვის გნებავსთ სულნი თქვენნი მას მწარესა ცეცხლსა შინა უკუნისამდე დაიწვას!

ცოდვილნო, გულისხმა-ყავ[თ]: უკეთუ სხვათა სიკვდილსა მართლად მოინდომებთ, ანუ ერთი/ ბოროტი გულთა - დაიმარხოთ, ანუ ერთსა დანგსა მოიპარავთ, ანუ მემთრვალეობთ და, რომელსაცა მომაკვდინებელსა ცოდვასა იქმთ, მუნთქვესვე სულნი თქვენნი მას საზარელსა ჯოჯოხეთსა შინა შთავარდებიან ესე არა ერთსა დღესა, არცა ერთსა თვესა და ერთსა წელიწადსა, არამედ უკუნითი უკუნისამდე.

ნუ იტყვით, რომელ ბევრი მიცოდავს, რაისათვის არა შთავვარდი ჯოჯოხეთსა შინა?

აჰა, მომავალ არს და მოვალს რა იგი, რომელ განრისხებულმან ღმერთმან ყოველთა ცოდვათა თქვენთა ღირსი მოგაგოსთ და სულნი თქვენნი ჴსნისა უიმედოდ ჯოჯოხეთსა შინა შთაყაროს, სადა იტანჯებიან უკუნითი უკუნისამდე, რომელ ღმერთმან მოგარჩინოსთ, ამინ. |

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat