სულხან-საბა ორბელიანი - 8. სწავლა საუკუნესა ზედა შიშისა.
სულხან-საბა ორბელიანი - 8. სწავლა საუკუნესა ზედა შიშისა.
არა უწყი მე, რომელი ქადაგება ნებავს. დღეს კრებულსა ამას: სჯულსა ზედა, ანუ შიშსა ზედა ღმრთისასა უქადაგებდე, ვერა განმირჩევიეს:

ვინაჲთგან ვხედავ, გულნი თქვენნი მადლისაგან ღმრთისა განშორებული არიან და ქრისტეანობისა წესთა მოწყალე/ბა უგულებელსგიყოფიესთ და ველურთა მჴეცთა ბუნებათა ზედა ვიქცევით, იესუ ქრისტეს სჯული დაგიტევებიესთ, ამისთვის უმჯობეს არს შჯულსა გასწავებდე.

ვინაჲთგან გრწამს ერთი ღმერთი - მამა ყოვლისა მპყრობელი, ცათა და ქვეყანისა შემოქმედი, კეთილსა საქმესა ზედა კეთილის მომნიჭებელი და ბოროტთა საქმეთათვის სატანჯველთა მიმცემელი, ესე უწყით და კვალად არა დასცხრებით ცოდვათა თქვენთაგან, არა ვგონებ მე, რომელსამცა გრწამდესთ, თუცა იყოს სასუფეველი, ადგილი განსასვენებელი და აღსავსე ღმრთისა სიმდიდრითა და მადლითა, ანუ სხვა, გრწამდესთ ჯოჯოხეთი, ადგილი ერთი, სატანჯველთა საუკუნო / დაუსრულებელი მუნ იყოს. თუცა ესე უწყოდეთ, არამცა შესძინნეთ ცოდვანი ცოდვათა ზედა; ამისთვის არა გიჯერვარ და ამისა სინჯვათა მიერ უმჯობეს იყო შჯულსა ზედა ქადაგება, არამედ ვხედავ პირთა თქვენთა, რომელ ქრისტეანობასა იჩემებთ და ურცხვად და გულუშიშრად ცოდვისა ქმნასა მიჰყოლიხართ, და აღსარებასა და ზიარებასა ზედასა-ზედა მიიღებთ, ამისათვის შჯულსა ზედა არღარ ვიტყვი და შიშსა ზედა ღმრთისასა გეტყვი. ამისთვის ერთმან ბრძენმან და წმიდამან კაცმან მასწავლნა, რომელი ქრისტეანეთა კაცთა სჯულსა ზედა არღარა უქადაგო, ვინაჲთგან სჯულნი დაგიტევებიესთ და სარწმუნოებასა | გარდასრულ ხართ, ბოროტისა მოქმედება მარადის განგითვისებიესთ და სჯული გულისაგან განგიშორებიესთ. ამისათვის მწვრთნა შიშსა ზედა ღმრთისასა ქადაგება, რომელ სულთა თქვენთა ცხორებისა მონატრე ვშვრებოდე, რათა გულსა შინა თქვენსა შიში ღმრთისა შთავთესნე, და ეშმაკისა საცთურნი განიოტოთ. არამედ ვითარ შთაითესების შიში ღმრთისა, უკეთუ რომელ გიქადაგებ საუკუნესა ამისათვის, თუცა ზედასა-ზედა იგონებდეთ, რომელ ამისითა გონებითა ცხორებად მიხვალთ, და ჯერ-არს ვიგონებდეთ მისა სიგრძეთა დაუსრულებლობასა, და რაცა სხვათა კაცთა ზედა უქმნიეს, და ჩვენ ზედაცა ნებავს ქმნა.

დღე ყოველ, ოდესცა ამას საუკუნესა მოვიჴსენებ, ამისი | საგონებელი ესრეთ გამჴდის: თავით ვიდრე ფერჴთამდე ძრწოლა შემედების, ფერი მიმეჴდების და შიში მისი ცნობასა ჩემსა შესწვავს, და უმეტეს ვიგონებდე, სისხლი გამიშრების და დაბნედასა მივეწურვი. ესრეთ შემაშფოთის საუკუნოჲსა ჴსენება.

ორნი საუკუნონი არიან: საუკუნო დიდება და საუკუნო სატანჯველი, და ამისი გამოძიება დიდსა შიშსა შთაუთესავს კაცსა. რაგინდ ქვეყნისაგან უფრორე შემცოდე იყოს კაცი, მაშინვე ცნობასა მოვალს კაცი. ესე საუკუნოჲსა ჴმა, წინასწარმეტყველთა და მოციქულთაგან ქადაგებული, საყვირისაებრ ისმის და ცოდვილთა ყურთა შინა დადგების და გულსა / შინა არა შთავალს.

ვაი, ცოდვილნო საწყალობელნო, რაჲსათვის არა იგონებთ სოფლისა ამის აღსასრულისა მოსლვასა და საუკუნოჲსა დაუსრულებლობასა და მძიმისა ძილისაგან არა განიფრთხობთ?

ერთგზის სასოება მივიდა ჯოჯოხეთისა კართა და კართა დაურეკა უბადრუკთა სულთა გასახარებელად. შინათ გამო ჴმა უყო საუკუნომან: "აღიხედენ ზე და იხილენ თვალითა შენითა, რა-ძი წერილ არს მაგა კართა ზედაო". ოდესცა სასოებამან აღიხილნა, - იხილნა წერილნი ესრეთ: "ვერაოდეს გამოვალთ, ვერაოდეს ვილხენთ, მარადის ვიტანჯებით, ვერაოდეს ვიხილავთ | პირსა ქრისტესსა და მარადის ვხედავთ პირსა ეშმაკთასა, განშორებულ ვართ ანგელოზთა მეგობრობისაგან და წუთსაცა ერთსა ეშმაკთა ვერ განვეშორებით".

ესე ორნი სიტყვანი მნებავს, რათა გულთა თქვენთა ზედა დაიბეჭდნეთ და გაქვნდეთ ყოველთა ჟამთა: უკეთუ სცოდავთ წინაშე ღმრთისა, ჯოჯოხეთით გამოუსლველი იქნებით და სასუფეველისა საშვებელთა ვერღარაოდეს იხილავთ, და მეორე: სიცოცხლესა თქვენსა შინა მქადაგებელთა სწავლასა არა დაიმარხავთ და ღმრთისა სულგრძელებასა არა ჰმადლობთ, ანგელოზისა გალობისა ნაცვლად ეშმაკთა კივილისა და ყვედრებისა მსმენელ იქმნებით. /

სიმრთელისა ჟამთა კაცნი არა ზრუნვენ საუკუნოჲსთვის და, რა დასნეულდენ, მწოლარენი სარეცელთა ზედა, სიკვდილსა მიახლებულნი, მაშინ გამოეძიებენ და ამას არა გულისხმა-ჰყოფენ: საუკუნოთა შეცვალება არაოდეს იქმნების. უკეთუ კეთილი რამე უქმნიეს, საუკუნო ნეტარება მიეცემის და ბოროტისა მოქმედსა -საუკუნო ტანჯვა. არამედ, საყვარელნო ჩემნო ქრისტეანენო და მართლმადიდებელნო, ნუ ადროებთ ვიდრე სულთა ბრძოლადმდე საუკუნოჲსა გამოძიებათა. უწინარესვე გიჴმსთ გამოძიება, რა-ძი ძალ-უც საუკუნეთა ჴსენებასა. უკეთუმცა გნებავსთ ცხოვრება სულთა თქვენთა, ვიდრე-ღა სიმრთელე გაქვდესთ, გულისხმის-ყოფა / გიჴმს ამისა მიზეზისათვის, რომელ, უკეთუმცა ცოდვილი გპოვა სნეულებამან და უნანელი დაშთი, სიკვდილისა მოახლებულსა ნუთუ მთელი ცნობამცა მიგეღოს და სნეულებისა ტკივილმან თავი ჴელთა არღარა
მოგცეს.

და წინასწარმეტყველისა დავითის მსგავსად ვიტყოდეთ და მარადის საუკუნეთათვის გული გვითქვემდეს!

მოვედით და აღრიცხეთ რიცხვითა გულთა თქვენთა წელიწადნი ათნი და ათსა შეუდგინე სხვა ოცი და ოცსა შესძინე ორმოცდაათი. კვალად გარდაუმატე ასი და შემდგომად მოკლედ დასთვალო: ათი, ოცი, ორმოცდაათი და ასი. ხოლო ჯოჯოხეთსა შინა შესრულისა ტანჯვათა რიცხვი უთვალავ არს და მოულეველ. /

გულისხმა-ყავ: თუცა ასი ათასთა წელიწადთა შინა ერთგზის მოვიდოდეს ჯინჭველი ერთი და ზღვისგან შესმიდეს წვეთსა ერთსა წყალსა, მრავალგზის ერთისა მის ჯინჭვლისა მიერ ერთისა წვეთისა შესმითა აღილევის და, თუცა ჯოჯოხეთსა შეხვედით, მისისა სატანჯველისაგან გამოჴსნა არაოდეს დაესრულების.

განიხილე კეთილად: უკეთუ ქვეყანა ვიდრე ცადმდე ღომითა აღსავსე იყოს და ათიათასთა წელიწადთა შინა სირი ერთგზის ერთსა მარცვალსა შესჭამდეს, აღირიცხე: რაოდენგზის ათიათასი წელი გამოჰჴდეს მის ღომისა შეჭმამდე? იგი ღომიცა აღილევის, ხოლო ჯო/ჯოხეთისა სატანჯველი არაოდეს დაილევის.

გესმეს ესეცა: ყოველნი ზღვანი რომე განჴმელ იყოს და არცა წვეთი წყალი დგეს, მოვიდეს კაცი ვინმე, დადგეს კიდურსა მას ნაზღვავთასა, ათიათასთა წელიწადთა შინა თვითოთა ცრემლთა შთამოაგდებდეს ზღვისა მის აღვსებადმდე, რაოდენნი ბევრნი წელნი გამოჰჴდენ? იგი ზღვისა ადგილი ცრემლითა აღივსების და, თუცა · ჯოჯოხეთსა შინა შეხველ, გამოსლვა აღარ იქმნების.

შეახვავე ერთად ყოველივე მტვერი მიწისა და ყოველივე ქვიშა ზღვისა, ყოველივე ცვარი წყალთა, ყოველივე ნაკრტენი ფრინველთა, ყოველნივე თმანი კაცთანი. ყოველივე ერთად შეგროვებულთაგან ათასთა წელიწადთა | შინა ერთმან ვინმე ამათგანი თვითო წარიღოს: ანუ ერთი მტვერი, ანუ ერთი ქვიშა, ანუ ცვარი, ანუ თმა, ანუ ნაკრტენი, რაოდენნი ათასნი წელნი გარდაჴდენ? ცნობა მიეღების აღმრიცხველთა, არამედ იგიცა აღილევის და, მართალსა გეტყვი, ჯოჯოხეთისა ტანჯვა არა დაილევის.

ჰოი საუკუნოო, ჰოი საუკუნოო, ჰოი საუკუნოო, რაბამ უწყალო ხარ! მიკვირან დიდად, ქრისტეანენო, რომელთაცა გესმისთ სახელნი საუკუნეთანი, და თავით ფერჴამდე არა მძრწოლარე ხართ! ქრისტეანენო, არა გამოიკითხავთა, რა არს საუკუნე, და ცოდვათა მატებთ? საყვარელნო მართლმადიდებელნო, არა გამოეძიებთ, რა ძალი აქვს საუკუნოსა, და, საუკუნოჲსა ცნობა / ვერ გულისხმა-გიყოფიესთ.

კაცი ვინმე იყო ფრიად ბოროტის-მოქმედი და არცა აღსარება უთქვა, არცა საკანონო გარდაეჴადა და არცა ეწადა მისი ცოდვის აღსარება. დღესა ერთსა ერთისა ცოდვისა აღსარება გულმან უთქვა, მივიდა და მოძღვარს აღუარა. მოძღვარმან საკანონო დასდვა და არა მოუსმინა, ამისთვის რამეთუ ფრიად ნებიერად აღზრდილი იყო. ოდესცა მოძღვარმან ურჩება შეატყო, უთხრა: "შვილო, წარვედ კაცისა ამის წმიდისა და, რაცა გრქვას, იგი ქენო." ნება დართო და წარვიდა კაცსა მას წმიდასა თანა და ყოველივე აღუარა. მან წმიდამან კაცმან სცნა ყოველივე | საქმე მისი, საკანონოდ დასდვა ესე და უთხრა: "წარვედ, შვილო, და საგებელნი შენნი რბილნი დაიფინენ და მას ღამესა ერთსა გვერდსა ზედა დაწევ, მეორესა ზედა ნუ გარდაიცვლიო". მან ცოდვილმან კაცმან დაუმადლა ადვილი საკანონო, წარვიდა და ყო ეგრე. გაუკრთა ძილი და ღამისა სიგრძემან დიდად გატანჯა და შეაწუხა, სხვასა გვერდსა ზედა ვერ გარდაბრუნდა და მწუხარე იყო. მაშინ მოაგონდა საუკუნო ჯოჯოხეთისა ტანჯვად თავისა თვისისა, ესრეთ იტყოდა: "ვაი-მე, თავო ჩემო, ამა ჩემთა რბილთა საგებელთა ზედა ვერა გამიძლია, ჯოჯოხეთისა ცეცხლსა უკუნისამდე ვითარ გაუძ/ლო?" ესევითარი საგონებელი ისეთისა მჴურვალებითა ჰქონდა, რომელ დიდად საკანონოდ შერაცხა და საუკუნოჲსა სატანჯველთა განერა.

ქრისტეანენო და მართლმადიდებელნო, მისთანასა საგონებელსა გულთა თქვენთაგან ნუ განიშორებთ! უკეთუმცა თქვენცა გენებოსთ ბედი კაცისა ამის მოგხვდესთ მარადის, ესე ორნი სიტყვანი დაიმარხეთ ყოველთა დღეთა თქვენთა. ვაი, ცოდვილნო, თუცა მას საზარელსა სამყოფსა შინა შთახვალთ, ცად აღსლვა, ანგელოზთა თანა ყოფნა და ღმრთაების ხილვა არღარაოდეს გეღირსებათ და დაწყეულნი სულნი ჯოჯოხეთისა სიმყრალესა, ბნელსა წყვდიადსა, მოუთმენელთა კვამლთა და მყინვართა კბილთა ღრჭენითა დაემკვიდრებიან.

ვითარ გულისხმა-იყოფების კაცთა მიერ, თუ ვითარ საზარელ არს საუკუნოჲსა ჯოჯოხეთისა ალი, შემწველი ცეცხლი და რისხვა უკუნითი უკუნისამდე?

ღმრთისა | ჯოჯოხეთი მოტყინარე, მჴეცნი საშინელნი, ეშმაკნი უწყალონი. განსაკვირვებელი არიან, წყეულნი სულნი ვითარ თავს იდებენ მუნ მათ თანა ყოფასა, მას მოუთმენელსა სატანჯველსა საუკუნოდ? ეშშაკნი მძვინვარნი, ვითარცა ძაღლნი განცოფებულნი, გლეჯენ სულთა მათ, მრავლითა სხვითა და სხვითა სატანჯველითა სტანჯვენ.

იგონებდეთ, რაოდენთა წელთა თანა-გაცთ ტანჯვა უკუნითი უკუნისამდე! /

და ვიდრე ღმერთი ღმერთ არს, ვერაოდეს გამოხვალთ ჯოჯოხეთით. ვიდრემდის ღმერთი ღმერთ არს, მათ მოუთმენელთა სატანჯველთა შინა იქმნებით.

ვაი-მე, რად განუმზადებთ ესეთთა დაუსრულებელთა სატანჯველთა თავთა თქვენთა, კაცნო ცოდვილნო, მეგობარნო ბოროტნო, ძვირის-მოქმედნო, მეძავნო, უძღებნო, მემთრვალენო და მექრთამენო?

და თქვენცა, დედაკაცნო, რომელნიცა ამპარტავანი ხართ და ურწმუნო და ეკლესიასა შინა სდგახართ და არა ისმენთ საღრმთოთა სწავლათა და აღსარებასა სირცხვილითა არა აღიარებთ და ცოდვათა თქვენთა დაჰფარავთ, თქვენთვის განმზადებული არიან, ჰოი, ესევითარნი სატანჯველნი. /

ნუ იტყვი მსგავსად უმეცართა, ვითარ იგი იტყვიან, ვითარმედ: "შემდგომად ღმრთისა მის საშინელისა განკითხვისა ყოველნი სულნი გამოვლენ ჯოჯოხეთითო და სასუფეველსა შინა შევლენო". ამით აცთუნებენ თავთა თვისთა. უკეთუმცა ერთგზის შეხვალთ ჯოჯოხეთსა შინა, ვერღარა ოდეს გამოხვალთ. დღესა მას საშინელსა განკითხვისასა ყოველნივე გამოვლენა და აღდგებიან და თვისთავე ჴორცთა შეიმოსენ და მერმე სულითა და ჴორცითა შევლენ და უფრორე უწყალოთა სატანჯველთა მიეცემიან. აწ ჯოჯოხეთსა შინა მხოლოდ ოდენ სულნი იტანჯებიან ეშმაკთა მიერ და შემდგომად მეორედ მოსლვისა სულითა და ჴორცითა საწყალობლად და სასტიკად დაიტანჯებიან, ვითარცა ბრძანებს წინასწარმეტყველი: "ყოველნი ტანჯვანი ჯოჯოხეთისანი და რი/სხვანი ღმრთისანი განმზადებულ არს ცოდვილთათვის".

ჰოი უცნობელნო, ჰოი ცოფნო, ჰოი უგუნურნო ცოდვილნო, არა უწყითა, რომელნი სულნი ჯოჯოხეთსა შინა არიან, ერთისა მომაკვდინებელისა ცოდვისათვის რაოდენნი ტანჯვანი აქვთ უკუნითი უკუნისამდე, გრძელისა საუკუნოთათვის არარასა ზრუნვენ?

უკეთუ ვისმე გნებავს, რათა განერეთ სატანჯველთა მათ, მას კაცსა მიჰბაძენით, რომელიცა მარადის საუკუნოთათვის იგონებდა და ცოდვათა მოიკვეთდა და საკანონოთა გარდაიჴდიდა. ქრისტეანენო, რომელიცა ამას საუკუნოსა მარადის იჴსენებთ, ნამდვილვე ცოდვასცა მოიკვეთთ. საყვარელნო, ცხორებასა თქვენსა გაქვნდინ საგონებელი ესე და დღე ყოველ ამა ორთა სიტყვათა იტყოდეთ და ჭეშმარიტად / განერეთ ჯოჯოხეთისა სატანჯველთაგან, ხოლო უკეთუ არა იზრუნოთ აწვე თავისა თქვენისათვის, მაშინ სცნათ, ოდეს შეხვიდეთ, რა ძალნი აქვან ამა ორთა სიტყვათა. ამისათვისცა ვიდრე ცნობასა იყვეთ და ცხოველ იყვეთ, ამა საქმისათვის იგონებდე[თ] და ღმერთსა ევედრებოდე[თ], რომელ ესე საგონებელნი გულთა შინა თქვენთა დაბადნეს.

უკეთუმცა თქვენისა ცხორებისა აღსასრულსა იგონებთ, რომელ არს სიკვდილი და განკითხვისა დღე, და სამოთხესა და ჯოჯოხეთსა იჴსენებთ, ცოდვასცა განეკრძალებით. უკეთუმცა გენებოსთ ვისმე სივლტოლა ჯოჯოხეთისაგან, ლოცვასა ამას იტყოდეთ: "მამაო ჩვენოსა" და "კირიელეისონისა" ნაცვლად — "ჰოი საუკუნოო, ჰოი საუკუნოო,/ ჰოი საუკუნოო", და "შემიწყალეს" ნაცვლად — "ჰოი სიკვდილო, ჰოი განკითხვავ, ჰოი ჯოჯოხეთო და ჰოი სამოთხევ!"

ჭაბუკი ერთი ცოდვისა მწვირეთა დაფლულ იყო და დღესა ერთსა სულისა წმიდისა მიერ ეთხრა, გონებასა მოეგო და ესე ლოცვა "კირიელეისონისა" ნაცვლად წარეთქვა და მას საგონებელსა დაადგრა და დღე ყოველ ამას ილოცვიდა. შემდგომად შვიდეულისა ერთისა აღსარებად იწყო თვისთა ცოდვათა, აღუარა თვისსა მოძღვარსა და წმიდად მიიცვალა, ამისათვის რომელ საგონებელსა ამას და ლოცვასა ამას, სიკვდილისა და განკითხვის დღის ჴსენებასა, სამოთხისა და ჯოჯოხეთისა დაუვიწყებლობასა ესეთი/ ძლიერება აქვს. რომელიცა მარადის იგონებს, ცოდვასა განეკრძალება და მიზეზითა ამით საუკუნოისა ჯოჯოხეთისაგან განერება (ხელნაწერი უმატებს: "ქრისტე, შეიწყალე საბა").

სურათის წყარო

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat