სულხან-საბა ორბელიანი - 7. სწავლა შობისათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, სიმდაბლისათვის
სულხან-საბა ორბელიანი - 7. სწავლა შობისათვის უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, სიმდაბლისათვის
"შენ, ბეთლემ, ქუეყანა ეგე იუდასი, არა სადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდასსა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი ცხორებისაჲ, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაელი"-იტყვის წინასწარმეტყველი მიქია ე, ბ (მიქია 5, 2).

გიხაროდენ, ქრისტეანთა ერნო, რამეთუ თქვენთვის იტყვის წინასწარმეტყველი დამწყსასა ამას, რამეთუ თქვენ იქმნებით ერნი ღმრთისანი. ახალი ისრაელი, რომლისა ამბავსა სმენად იხარებდა წინასწარმეტყველი, თქვენთვის იშვა დღეს, წინამძღვარი იგი ცხორებისა, თქვენთვის გარდამოჴდა მთავრობათა და უფლებათა უფალი და განჴორციელდა მარიამისაგან ქალწულისა, რომლისათვის იტყვის ესაია ზ, იდ: "აჰა, ქალწული მიუდგეს, და შუას ძჱ და უწოდინ სახელი მისი ევმანოელ, რომელ არს თარგმანებით ჩუენ თანა ღმერთი"(ესაია 7, 14).

დღეს მარიამ შვა ქალწულმან პირველ მამისაგან შობილი ძე. ხედავთა დამდაბლებასა ღმრთისასა და ამაღლებასა კაცთასა? სიმდაბლითა მისითა ღმერთი უსხეულო განჴორციელდა მარიამი/საგან ქალწულისა, აღიწერა აგვისტოს კეისრისაგან, ნაზარეთით ქალწული მიდგომილი ბეთლემად წარიგზავნა.

მსოფლიოთა დიდებულთა ცოლნი მიდგომილნი არა თავს-იდებენ ცხენთა აკაზმულთა ზედა აღჯდომათა ზვაობისთვის და მოაბითა ტვირთულნი მჴართა კაცთათა ვლენან საბურველებითა და გავალაკებითა ოქრო-ქსოვილითა, ხოლო დედა უფლისა, კაცთა დამბადებლისა, ვირითა ტვირთული მივალს ბეთლემად.

მსოფლიონი მთავარნი განამზადებენ პალატთა დიდთა, შეამკობენ ნოხ-ფარდაგითა და კრეტ-საბმელებითა, ბადე-კარვითა, ოქრო- ვეცხლ -პეტლებითა, და საგებელთა სხეპლათა ჩარყაფად კერულითა, რაჟამს ცოლი მისი უშობდეს, ხოლო დედა მთავრობათა და ჴელმწიფებათა ქვაბსა შინა დაუგველსა და განუმზადებელსა შობს ღმერთსა განკაცებულსა.

მსოფლიონი აზნაურნი მოკაზმვენ აკვანთა ხარატულთა საგებელითა ლბილითა და ზეწრითა პიროქროჲთა და დედა მჴსნელისა ჩვენისა მიაწვენს ძესა ღმრთისასა ბაგასა ვირისასა დორბლითა შესვარულსა, და დაუფენს ქვეშე წველსა ყანისასა ნაჭამთა ჴარისათა და შეხვევს მცირითა მჩვრითა უნდოჲთა. ამისთვის იტყვის ესაია ა, გ: "ჴარმან იცნა მომგებელი თჳსი და ვირმან — ბაგაჲ უფლისა თვისისაჲ, ხოლო მე ისრაელმან არა მიცნა"(ესაია 1, 3). ვინაჲთგან უპირველესად ამბორ-უყვეს ვირმან და ჴარმან ბაგასა შინა თვისსა, ამას მოასწავებდა ჴარი და ვირი, რამეთუ ჴარი სახე იყო ურიათა მოქცევისა, ვინაითგან ზრქელ არიან გონებანი ჰურიათანი, ხოლო ვირი — წარმართთა უსწავლელობისათვის, რომელნი ადრე შეუდგენ ქრისტესა.

იხილეთ კაცობრივი სიმდაბლე და ვითარ გამოიჩინა ღმრთაებრივი სიმაღლე, რამეთუ: მოვიდენ ანგელოზნი და ზეცისა ძალნი, გალობდეს და იტყოდეს: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ!"( მარკოზ 11, 10) ხოლო მწყემსნიცა დგენ გარემოს ქვაბთა | და, რა ესმათ გალობა ესე, შეძრწუნდეს. ხოლო ერთმან ანგელოზთაგანმან ახარა შობა უფლისა და განსლვა უბრძანა და თაყვანის-ცემა ყრმისა. ხოლო მოგვნიცა მოვიდენ სამნი მეფენი აღმოსავალთანი წინაძღომითა ვარსკვლავისაჲთა და დაცვივეს და თაყვანის-სცეს. ანგელოზნი უგალობდენ "დიდებაჲ მაღალთას" ღმრთაებისა ბუნებისათვის. ხოლო მწყემსნი შესწირვიდენ მწყემსსა მას სულიერსა, მიუძღნობდეს კრავსა ცხოვართასა, კრავსა მას ცოდვისა ამჴმელსა, რომელმან ყო ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და მოგვნი თაყვანის-სცემდენ მეუფესა მოკვდავსა კაცთა შორის სათნოებისათვის.

იხილეთ თავით თვისით სიმდაბლე ღმრთისა და განიგონეთ ძალისაგან საღმრთოჲსა სიმაღლე კაცისა. ამისთვის გამოაჩინა სიმდაბლესა ამას შინა სიმაღლე დიდი უფალმან, რამეთუ: რომელი დაიმდაბლებს თავსა თვისსა გულითა, ღმერთი აღამაღლებს და გამოაჩენს დიდებასა ძალისაგან საღმრთოჲსა. ამისთვის იტყვის მათე მახარებელი: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდესო" (მათე 23, 12), ლუკა 18, 14.

რასა ზვაობ, კაცო, შობასა ძისა შენისასა? — განიხილე და გულისხმა-ყავ სიმდაბლით შობა ძისა ღმრთისა! ღმერთი დამდაბლდა და სიმდაბლით იშვა და ბრძანებს პირითა წინასწარმეტყველთაჲთა: "ვის ზედა განისუენოს სულმან ჩემმან? — მშჳდსა და მდაბალსა ზედა".

ჰოი, სიმდაბლეო კეთილო და მრავალფასო და არა ადვილად სავაჭრებელო!

ჰოი, სიმდაბლეო პატიოსანო, რომელი არა არს სასყიდელი შენი სასუფეველისა უმცირესი!

ჰოი, სიმდაბლეო , უპოვარო, რომელი არა იპოვების, გარნა ღმრთისა სიყვარულთაგან კიდე!

რასა ვამსგავო სიმდაბლე და შეურაცხება თავისა თვისისა?

-ჰგავს სიმდაბლე მიწასა შავსა და ფერჴითა დასათრგუნველსა რომელი ნაყოფად აღმოაცენებს მწვანვილსა კეთილსა და ყვავილთა შვენიერთა. სიმდაბლე მსგავს არს ვაზსა დახრილსა და აღსავსესა ნაყოფითა კეთილითა. სიმდაბლე მსგავს არს ყურძენსა დაწნეხილსა და ღვინოსა ნაწყაროებსა. სიმდაბლე მსგავს არს სანთელსა სახლთა მანათობელსა და მომკლებელსა არსებისა თვისისასა. სიმდაბლე მსგავს არს კაცისა მიწასა საღმრთოდ განმზადებულსა. სიმდაბლე მსგავს არს აბელსა პირველ მოკლულსა, მოსესა ფარაოს შვილობით მწყემსობა-რჩეულსა, რასაღა ვაგრძელებ: მარიამისა კარაულსა ზედა ჯდომასა, დედისა ღმრთისა ქვაბად შესლვასა, ქრისტეს მშობლისა სიგლახაკითა შობასა, იესუს ბაგასა მიწვენასა, ქრისტეს ჩალაზე გორვასა, ჴართა და ვირთაგან ლოშნასა.

სიმდაბლე მსგავს არს ღმრთისა სიტყვისა სრულ-ყოფასა | და, უდიდესიცა ვთქვა, მსგავს ღმრთისა დამდაბლებასა.

ჰოი, დიდი და საკვირველი სიმდაბლე, პატიოსანი და საქებელი, სიმდაბლე ძნელად მოსავაჭრებელი და ადვილად საპოვნელი!

ვინაჲთგან ქრისტე სიმდაბლით იშვა და განგვიპატიოსნა შეურაცხი სიმდაბლე, ნეტარ ხართ, ჰოი მდაბალნო!

რა არს სიმდაბლე? და იგიცა ვიძიოთ:

— სიმდაბლე არს სიმდიდრისაგან სიმცირისა ნდომა, რომელ არს სიმაღლისგან დაბლა ჩამოსლვა, და არა უდიდესისა და უდიდესისა წადილი. სიმდაბლე არს ამპარტვნებისა მოკვეთა, აღუზვავებლობა. სიმდაბლე არს მორჩილება არა მხოლო უფალთა და წინამძღვართა, რამეთუ იგინი უნებლიეთცა დაგიმორჩილებენ, არა მხოლო მოყვასთა, რამეთუ იგინიცა მსგავს შენდა არიან, არამედ უმრწემესთა და უდარესთა თქვენთა მორჩილება, რამეთუ ქრისტე ოდეს დამდაბლდა და მორჩილებასა ქვეშე მოვიდა, არა ჰყვა უფალი, არცა უპირატესი ვინმე, არცა მოყვასი, არამედ მონათა თვისთა დაემორჩილა, აგვისტოსის აღწერასა ქვეშე მოსახლე იქმნა, სიმდაბლით ჰეროდეს შიშისაგან ლტოლვილ იქმნა, სიმდაბლით იოანეს თავი მოუდრიკა, ასის თავისა მიჴდასა მივიდა, მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამდა, მოწაფისაგან განიყიდა, პილატეს მიერ განიკითხა და სხ/ვანი რაოდენი შეურაცხობა თავს-იდვა სიმდაბლით.

ვინა ეძიებდით სიმდაბლესა, ესე არს სიმდაბლე!

ვისა გნებავსთ ძიება სიმდაბლისა, მივედით ბეთლემად და იხილენით ცათა შემოქმედისა სიმდაბლით შობილისა სავანედ ქვაბი, საყდრისა წილ — ბაგა, ღმრთაების სიმდიდრისა წილ - თივა და სახვეველი, სერობინთა წილ — პირუტყვნი.

ვისა გენებოს ხილვად სიმდაბლე, მივედით და იხილეთ ნაზარეთს ქვეყნისა დამბადებელი, ერთისა კვართითა და ჴამლითა სიარული, ფერჴითა და შვრომითა სლვა, ოფლთა დათხევა, თავისა მისადრეკელისა სართულისა უქონელობა, არა ოქრო, არა ვეცხლი, არა შთასადებელი, არა ორი სამოსელი.

ვისა გინდა პოვნა სიმდაბლისა, მივედით და იხილენით იერუსალიმად ზეცისა იერუსალიმისა აღმაშენებელისა სიმდაბლით დგომა მსაჯულისა წინაშე, ყვრიმლისა მცემელისა მეორისა კერძისაცა მიპყრობა, გინება, გმობა, ბასრობა, კიცხევა, ნერწყვა და შიშვლივ მოვლა ქალაქსა და ყოველთავე სიმდაბლით თავს-დება.

ვინა მოიგოს სიმდაბლე, ნეტარ მას!

ვინა დაიმდაბლოს თავი, მსგავსება არს ქრისტესა, რომელი პირველ საუკუნეთსა იშვა მამისაგან დიდებით და ჟამთა უკანასკნელთა იშვა ქალწულისაგან სიმდაბლით. |

უკეთუ ვაჩვენოთ თავისა ჩვენისა სიმდაბლე, აწ სულთა შინა ჩვენთა იშვების მადლითა თვისითა. და ვითარცა დაიცვა უხრწნელი დედა თვისი ქალწულად შობითა თვისითა, ჩვენსაცა სულსა დაიცვავს შეუმწიკვლებელად ჩვენ შორის შობითა თვისითა.

აწ, ძმანო, ვინაჲთგან სიმდაბლე ესრეთ შვენიერ არს და კეთილთა კაცთა მიერ საწადელ და ღმრთისა საყვარელ, რამეთუ: სადაცა არს სიმდაბლე, მუნ - ქრისტე, ამისთვის შევიყვაროთ სიმდაბლე და ვევლტოდეთ ამპარტავნებასა, რომელმან გარდამოსთხივნა ანგელოზნი ზეცით და შესცვალა ნათელი ბნელად და შთასთხივნა ქვესკნელისა უფსკრულთა, და მოვიგოთ სიმდაბლე, რომელ სიმდაბლით შობილი ქრისტე სიმდაბ/ლით შთავიდა ჯოჯოხეთად და აღმოიყვანნა ადამ და ძენი მისნი და აღასხნა ზეცისა სასუფეველსა და ჩვენთვისცა განმზადებულ არს, უკეთუ მოვიპოოთ სიმდაბლე, მუნ აღყვანებად, რათა ამპარტავნებით ჴვებული რომელი ანგელოზ ყოფილთა დაცალეს, და მცნებათა გარდასლვითა წარხმული, რომელი ადამ დაგვიჴშა და მაღლობამან და დიდროვამან კაცობრივმან სოფლისამან განგვაშორა, აწ ქრისტეს სიმდაბლით შობამან განგვიღო.

რბიოდეთ, მდაბალნო, შესლვად კართა სასუფეველისათა, ვიდრემდის დაგვიჴშევდეს ამპარტივნებისა გონება სასძლოსა მას შვენიერსა, არამედ მსთვად მივედით შესლ/ვად და ადიდებდით ქრისტესა ბეთლემს ბაგასა შინა მწყემსთა, მოგვთა და ანგელოზთა თანა და იტყოდეთ: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ"(მარკოზ 11, 10), რათა ღირს-იქმნეთ მონად და მგალობლად ქრისტესა, ანგელოზთა მათ თანა უკუნითი უკუნისამდე, ამინ (ხელნაწერი უმატებს: "ქრისტე, შეიწყალე საბა).

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat