სულხან-საბა ორბელიანი - 6. სწავლა შობის წინა კვირიაკესა მამათმთავართა და მოთმინებისათვის
სულხან-საბა ორბელიანი - 6. სწავლა შობის წინა კვირიაკესა მამათმთავართა და მოთმინებისათვის
იხარებთ დღეს, ერნო ქრისტესნო, ვინაჲთგან კრება არს დღეს მამათმთავართა და წინასწარმეტყველთა, კრება - არს შობისათვის უფლისა, კრება არს მიდგომილებისათვის ქალწულისა, კრება არს განსაცხრომელად. დღეს მოიწევიან სულითა მხიარულებად, დღეისათვის განემზადებიან: რომელიმე სიტყვით წინასწარმეტყველებს და იხარებს, რომელიმე ჴელითა იქმს საქმესა და მოასწავებს, რომელიმე მუშაკობს, ვითარცა სტუმართა შემკრებელი მასპინძელი, რომელიმე მოიყიდის აგარაკთა სავანედ, | რომელიმე გალობს შვენიერად შობილისა ყრმისათვის, ვითარცა მგრგვალთა მწყობელი, და სხვანი როკვენ, ვითარცა მეფერჴისენი.

მივბაძვიდეთ, ერნო ქრისტესნო, ჩვენცა მამათმთავართა, რაოდენ ძალ-გვედვას!

ადამი, მამა პირველი, ევას სახელ-სდებს დედად ცხოველისად. ამით გვასწავებს მარიამის მიდგომილებასა, რამეთუ იგი არს დედა ცხოველისა, რამეთუ არავინ არს სხვა, გარნა მარიამ მხოლო — დედა უკვდავისა ღმრთისა.

აბელი განამზადებს ცხოვარსა პირმშოთაგან ცხოვარისათვის ჩვენთვის დაკლულისა და ახლისა კრავისა, ძველისა ცოდვისა ამჴმელისათვის (შდრ. შესაქმე 4, 4).
ენუქი აღფრინდების შემთხვევად გაბრიელისა, რათა ესმას საიდუმლო დაფარული ანგელოზთაგან, ვითარ ეტყვის ღმერთი კაცთა ჴსნისათვის ხარებასა მარიამის თანა(3 შდრ. შესაქმე 5, 18 -24 და ლუკა 1, 26 -35).

ნოე დაშვრების კიდობანთა კრვისათვის, რათა მოასწაოს ბაგა პირუტყვთა, რომელსა შინა მწოლარემან ქრისტემან გვიჴსნა სოფლისა ამის ღელვათაგან და აღგვიტაცა ზეცად (შესაქმე 6, 8- 22).

აბრაჰამ მოიყიდის ქვაბსა სუქემისაგან - ბეთლემის მსგავსად, რომელი ბეთლემს შობილმან აღგვადგინნა მკვდარნი (შდრ. შესაქმე 25, 8-10) .

ისაკი განჴსნის ბერწობასა დედისასა უჟამოდ შობისათვის ჟამსა სიბერისასა და მოასწავებს ქალწულისაგან შობასა (შესაქმე 21, 2 – 3).

იაკობი გამოირჩევს იუდას, ძესა თვისსა და ახარებს შობასა ტომისაგან მისისა ცხებულსა უფლისასა (შესაქმე 29, 35).

ბაილამ იტყვის: "ამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისაგან" (რიცხ. 24, 17).

გედეონ განჰფენს საწმისსა ცვარისა გარდამოსლვად (მსაჯ. 6, 36).

მიქია იტყვის: "გამოსლვანი მისნი დასაბამითგან დღეთა მათ საუკუნეთა" (მიქია 5, 2).

ესაია იტყვის: "ყრმა იშუა და ძედ მოგუეცა, რომლის მთავრობა [იქმნა] მჴართა ზედა მისთა" (ესაია 49, 6).

ბარუქ ღაღადებს გ, ლვ: "ესე არს ღმერთი ჩუენი და ვერ ესწოროს მას სხუაჲ ღმერთი. განაცხადა ყოველი გზა მეცნიერებისა და მისცა იგი იაკობს, მონასა თჳსსა და ისრაელსა საყუარელსა თჳსსა; ამისა შემდგომად ქუეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა შორის იქცეოდა" (ბარუქ 3, 36).

დანიელ იტყვის: "მთისაგან გამოეკუეთა ლოდი თჳნიერ ჴელისა და დააწვლილა რკინა, რვალი, ვეცხლი იგი და ოქრო" (დანიელ 2.45) .

დავით გალობს: "მეფეთა არაბიასთან და საბაჲსთა ძღუენი შეწირონ" (ფს. 71, 10).

სოლომონ განმზადებს ცხედარსა საწოლად ქალწულისა.

ესე ყოველნი და სხვანიცა მრავალნი იხარებენ დღეს, შობისათვის შემოკრბებიან დღეს, დღესასწაულისათვის განემზადებიან, სიხარულისა დიდისა ამისათვის შეკრბებიან, შეითქმიან, ილხენენ, გალობენ, ვითარცა მგრგვალთა მწყობრი, სახიობითა ჴმობენ.

მოვედით, ძმანო, ჩვენცა ყოველთა წარმართთა თანა, აღვიტყველნეთ ჴელნი ჩვენნი და უღაღადვყოთ ჴმითა სიხარულისაჲთა და ვროკვიდეთ მსგავსად დავითისა წინაძღომასა კიდობნისა შჯულისასა, დაღაცათუ გვეცინოდეს ასული საულისა.

განჭაბუკენით მოხუცებულნი, დაჴსნილნი და მოუძლურებულნი ძალითა, იშვებდით მჴცოვანნი, ილხენდით ჭაბუკნი, განსცხრებოდეთ ყრმანი ამისთვის, რამეთუ ღმერთი ჩვენთვის ჴორციელ იქმნა. მდიდარ იქმენით, გლახაკნო, გიხაროდენ, დავრდომილნო, რამეთუ უფალი თქვენთვის დაგლახაკნა. მოიქეცი, ცხოვარო წარწყმედილო, მორბის მწყემსი უკანა დევნად შენდა და გეძიებს, ღაღადებს და სრბით შვრების. სასოება გაქვნდესთ, ცოდვილნო, მოახლოვებულ არს სასუფეველი ცათა, რომლისა გამო / ისმა ჴმა: "არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად"( მათე 9, 13). ნუ მწუხარე ხართ, მშიერნო, მადლისგან საღმრთოჲსა, რამეთუ აღგავსნა კეთილითა დამბადებელმან. ნუ მომედგრდებით, მოთმინენო, რამეთუ თქვენ გასწავათ მოთმინება.

ქრისტემან, კაცთა სათნოებისათვის განკაცებულმან, დაითმინა სიმაღლისაგან სიმდაბლედ ყოფა, დაითმინა იწროთა ადგილთა გარეშემოუწერელმან დატევნა, ცათა უმაღლესმან - ქვაბსა შობა, საყდართა მჯდომარემან — ბაგასა მიწვენა, სერობინთა უფალმან - ბურდოთა ზედა გორვა, ქერობინთა შემოქმედმან - პირუტყვთა მიერ ლოშნა. / მოითმინა მეფეთა დამბადებელმან მთავართა სიტყვათათვის თავს დება, აგვისტოს კეისრისაგან — აღწერა, ჰეროდესაგან -ეგვიპტეს ლტოლვა, ჩჩვილთაებრ - ხოჭიჭთა ზედა გაკრვა, ორთა წელიწადთა აკვანთა მიერ რყევა, უასაკოთა მსგავსად ფოფიდა ენა-ბრგვნილობა, ყრმათაებრ აღზრდა, ქვეყნისა დამბადებელმან — სძითა გამოზრდა, კაცთა მსგავსად ოფლითა შრომა. და რაოდენ ჯვარ-ცმასა გასმია და სიკვდილი და რაოდენიცა მოითმინა, მოითმინენით, ძენო ქრისტესნო, რამეთუ თვით ბრძანებს: "სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახურნი ჩემნიო"(იოანე 12, 26).

ვინა არს მსახურ ქრისტესა? — მომთმინენი არიან მსახური მისა, რამეთუ: უკეთუ არა ვიდოდეს მონა უფლისა თვისისა გზათა, იგი არა არს მონა მისი და ვერცა მიეახლოს უფალსა თვისსა. ხოლო თქვენ, ქრისტეანენო, ქრისტეს მონანო, ქრისტესთანა მოთმინე იქმენით. უკეთუ არა მოთმინე იქმნეთ, გრცხვენეს სახელისა მისისაგან, ხოლო მოთმინეთა არაოდეს ჰრცხვენეს.

იხილე, მომკალნი ყანათანი ვითარ მოითმენენ სიცხესა მზეთასა და სიგრძეთა დღეთასა; მუშაკობენ ცხელთა და ურწყულთა ველთა, შვრებიან, ბოროტსა ჰაერსა არა რიდებენ, რამეთუ მაშინ არს დრო სნეულებისა და ცხრო-ჴურვებისა, მაშინ არს გესლოვნება ბოროტი / გველთა და მკბენარობა ღრიანკალთა, არამედ არა განეკრძალებიან და არცა წამისა განსვენებასა მისცემენ თავთა თვისთა, რამეთუ იციან, უკეთუ მას ჟამსა არა შეუკრიბა იფქლი თავთა თვისთა, ვერღარა გამოიზრდების წელიწადთა სიგრძესა მისსა.

ეგრეთვე ჩვენცა წინა გვიც სამკალი ესე შრომისა მოთმინებისა. უკეთუ ჟამსა ამას მცირისა სოფლისასა ვიდრეღა ვალთ და არა მოვითმინოთ ჭირი, შრომა და იწროება, ვერცა ჩვენ შეუკრიბოთ თავთა ჩვენთა იფქლი იგი ცხორებისა და ვერ გამოვზარდნეთ თავნი ჩვენნი წელიწადთა მას სიგრძესა, რომელნი გვისხენან წინარე ჩვენსა საუკუნეთა მათ დაუსრულებელთა.

განიცადენით: მუშაკნი, მომთმინენი სიცხეთა და სიცივეთანი, ვითარ ოფლთა დენითა განაქარვებენ და განდევნიან უმაშვნოთა ჰაერთა და მავნეთა სნეულებათა და იშვით არიან მუშაკნი შრომისა მოთმინენი სნეულ, არამედ, რომელნი უდებ და მჭამელ და უთმინო არიან, იგინი არიან სნეულ და მონა მკურნალთა და მკვნესელ და მევალალე და ვერცაღა მოითმენენ სნეულებათა მათთა.

ეგრეთ სახედ, უკეთუ ამას სოფელსა შრომისა მოთმინება მრთელად ამყოფებს გვამთა, ბოროტთა ჰაერთა და სნეულებათა განდევნიან, არა უწყითა სულიერი შრომისა მოთმინება უფროჲსად / განაცხოველებს და კეთილად და მყუდროებით ამყოფებს სულთა?

მოთმინება არს მამათმთავართ მიბაძვა, რომელთა საჴსენებელი დღეს აღესრულების:

მოთმინება მსგავსება არს აბრაჰამისა, რომელმან მოითმინა მამულისაგან გამოსლვა და მსხემ-ყოფა ბრძანებისათვის უფლისა და რომელმან მოითმინა ძისა სიყვარული და განმზადა დაკლვად სიყვარულისათვის ღმრთისა და ღმრთის საყვარელ იქმნა, — გინა იაკობ{ისა], რომელი გამოვიდა სახლით თვისით ცალიერი, ერთისა კვერთხისა მპყრობელი, მოუთმინა ძმასა თვისსა ესავს და თვით მწირობდა სახლსა ლაბანისასა და აღავსო უფალმან სახელი მისი სიმდიდრითა, - ანუ იობ[ი]ს[ა], რომელმან მოითმინა სახლეულთა თვისთა მოწყვედა და ხვასტაგთა თვისთა იავარ-ყოფა და ჴორცთა თვისთა დაწყლულება, და სიმყრალით ჯდომა სკორესა ზედა და უდიდებულესობა შეიძინა, ეგრეთვე თვითოეულთა ყოველთავე წმიდათა ამათ მამათმთავართა, რომელნი არიან სათნომყოფელნი ღმრთისანი და რომელნი იჴსენებიან წინა დღესა ამას ქრისტეს შობისასა მოთმინებითა მათითა მომთმინესა ქრისტეს თანა. ამისთვის ბრძანებს უფალი: "მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი"(ლუკა 21, 19).

ჰხედავა, ვითარ კეთილ არს მოთმინება, ვინაჲთგან წარწყმედულსა სულთა ჩვენთა მოგვიპოვებს და მკვიდრი სასუფევლისა იქმს?

აწ, ძმანო საყვარელნო, განმზადებულნო სიხარულად ქრისტეს შობისათვის და შეკრებილნო წმიდათა მამათმთავართა ამათ თანა, ისწავეთ წერილთა და შეუდეგით მოთმინებასა და ევედრენით მამათმთავართა, დღეს შემოკრებულთა შობისათვის უფლისა ჩვენისათვის, წინა კვირიაკესა სიხარულად, რომელნი განსცხრებიან ქრისტეს მოთმინებისათვის, რომელმან აღაორძინა მოთმინება მათ ყოველთასა. და თქვენცა ისწავენით მოთმინება, ვინათგან მათ რომელ მოითმინეს და შემდგომად მათსა ქრისტემანცა მოითმინა. უწყოდეთ, რამეთუ უთმინონი კაცნი ვერა მოეახლებიან ქრისტესა და მის თანა მყოფთა მამათმთავ/ართა თანა.

აწ თქვენცა სთხოვეთ ძალი ქრისტესა მოცემად მოთმინებათა და მეოხება — წმიდათა მამათმთავართა, რათა მოგცესთ მოთმინება, და მოთმინებითა თქვენითა მოიგოთ სასუფეველი მამისა და უგალობდეთ ძესა მასა ბეთლემს შობილსა სულით წმიდითურთ აწ და მარადის უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat