სულხან-საბა ორბელიანი - 5. სწავლა წმიდისა ზიარებისათვის.
სულხან-საბა ორბელიანი - 5. სწავლა წმიდისა ზიარებისათვის.
"განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლა!" დავით იტყვის კბ ფსალმუნსა შინა (ფს. 22, 5).

ჰხედავთ, რა არს განმზადება ტაბლისა ამის ესრეთ?

ქვეყნიერნი მეფენი რა აღაშენებენ პალატთა თვისთა, უწინარეს მოსაზრვენ, და განემზადებიან და იტყვიან: "ესოდენნი სტუმარნი მოვლენან და ყმანი ჩემნი შეკრბებიან". და ლხინისა მისთვის განემზადების და შეჰკრებს წვეულთა. და რომელნი ლხინსა მას შინა ზნე-კეთილობით და საქციელითა პატიოსნითა გამოჩნდების, მისცემს მრავალთა ნიჭთა, და სხვათათვის ოქროსა განამზადებს და სხვათათვის სამოსლებსა, ვიეთთა გაიმეგობრ/ებს და სხვათა გვერდს დაისვამს და თანა-ზიარ მისდა ჭამადთასა ჰყოფს; სხვათა ძმად და შვილად სახელ-სდებს და რომელსამე მამად და ესევითარითა პატივითა და დიდებითა აღავსებს. და თუ ვინმე ბოროტად მოიქცევის და სიტყვანი და ზნენი არა კეთილნი ჰქონან, უგვანად ჭამნ და ღვინოთა დასთხევნ, ანუ გახელდიან, განაძებენ და განსდევნიან და მრავალთა სირცხვილთა მოაწევენ მის ზედა.

ეგრეთვე ვინაითგან ეკლესია აღაშენა ქრისტემან, პირველადვე განიზრახა და შეგვკრიბნა ესოდენნი ერნი ქრისტეანედ სახელდებულნი, შვილნი ემბაზისანი. აწ მასპინძლობს თქვენთვის ქრისტე, მეუფე მეუფეთა, ზეციერი, არა-ქვეყნიერი, ღმერთი განკაცებული, არა კაცი განზვავებული.

მოვედით, შვილნო და ძმანო, ვის გნებავთ წვევა ქრისტესი! არავინ არს დამაყენებელ თქვენდა, რამეთუ თვით ბრძანებს იოანეს მიერ ვ, ლზ: "რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძოო"(იოანე 6, 37).

ხედავთა, ყოველთა მოგიწოდსთ, გესმითა არავის განაძებს? არცავინ დაგიჴშავსთ კართა მისთა, ვითარცა მეკრენი მეფეთანი, არა გიმასპინძლებს მსგავსად ქვეყნიერთა უფალთასა, არა მოგართმევსთ პურთა თავთასა, არა დაგიკლავს პირუტყვთა მშვინვიერთა, არ/ცა გასმევს ღვინოსა უნებურსა, არცა მიგიღებს სიმთრვალითა ცნობასა, არამედ დაგიკლავს თავსა თვისსა განჴორციელებულსა, გასმევს სისხლსა თვისსა საღმრთოსა და გაჭმევს ჴორცსა თვისსა მხიარულითა გულითა. რა არს, ძმანო, შესაძრწუნებელი სიტყვა ესე: "ჴორცი ქრისტესი ვჭამოთა და სისხლი მისი ვსვათ"? ჰეე, ჭეშმარიტად, რამეთუ თვით ბრძანებს პირითა იოანესითა ვ, ნე: "ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს"(იოანე 6, 55). და ნუმცა ვის გონებათა შინა განუვლის გულის-თქმა ურწმუნოებისა, ვინაჲთგან მრავალნი კაცნი უგუნური არიან, ვითარცა დავით იტყვის იგ ფსალმუნსა შინა: "თქუა უგუნუ/რმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი"(ფს. 13, 1).

აწ, თუ ვისმე ეშმაკისა მიერ ეჭვი რამე შთაგეთესოსთა გულთა შინა თქვენთა, ყური მომიპყართ მე და გითხრა, - ვითარ პირველნი მამათმთავარნი და წინასწარმეტყველნი გამოცხადებით მოასწავებდენ ქრისტეს ჴორცისა და სისხლისა შეწირვასა:

დაბადების იდ თავში აბრაჰამ რა მოიქცა - განმარჯვებული ქოდოლ-გომორელთა ზედა მოვიდა და იხილა მელქიზედეკ მღდელი; აკურთხა და მისცა პური და ღვინო შესაწირავისაგან ღმრთისა, რომელი მოასწავებდა ზიარებასა.

ისაკმან რა აკურთხა იაკობ, ძე თვისი, იფქლითა და ღვინითა განამტკიცა. უწყით ყოველთა: იფქლი და / ღჳნო ვერა განამტკიცებს კაცსა, არამედ ჴორცი და სისხლი ქრისტესი, რომელი სახე იყო მისი განსამტკიცებლად სულისა.

დაბადების მთ თავში იაკობ რა მოუწოდა ძეთა თვისთა, და ეტყოდა ქრისტესათვის: "განრცხას ღჳნითა სამოსელი მისი და სისხლითა ყურძნისაითა სამკაული თჳსი"(შესაქმე 49, 11), ღვინო და სისხლი არა თუ სამოსელთა განრცხის, არამედ უფრორე შებღალავს, გარნა ესე მომასწავებელი იყოს ქრისტეს სისხლისა, რომელმან განრცხნა ჴორცნი ესე ჩვენნი, ცოდვათა მიერ შებღალული სამოსელი სულთა ჩვენთა.

ისრაელთა რა უწვიმა მანანა უდაბნოსზე, პუ/რი იგი ზეცისა, ესე იყო მსგავსება ცხოველს-მყოფელისა ქრისტეს ჴორცისა. აჰრონ რა მიიღებდა შესაწირავსა თანა ღვინოსა და პურთა, სახე იყო ზიარებისა.

გამოსლვათა კგ, კე მოსეს რა ჰრქვა უფალმან: "და მსახურებდე უფალსა ღმერთსა შენსა. და ვაკურთხო პური შენი, ღჳნო შენი და წყალი შენი და გარე-წარვაქციო სნეულება თქუენი"(გამოსლ. 23, 25), ესე გამომსახველი ზიარებისა არს. და სცანთცა მართლმადიდებელთა, რამეთუ სამნი საჴმარ არიედ პური, ღვინო და წყალი ზიარებისათვის და, უკეთუ აკლს ერთიცა, არა არს ზიარება იგი.

ხედავა, რასა ეტყვის უფალი მოსეს გამოსლვათა / იზ თავსა შინა: "კუერთხი იგი, რომელი ეც მდინარეთა (ეცემოდა არეთა.), მიიღე ჴელთა შენთა და წარვედ, და მე ვდგა მუნ მოსლვადმდე კლდესა მას ზედა ქორებს, და სცე კლდესა მას და გამოადინო წყალი მისგან და სუან ერმან ჩემმან"(გამოსლ. 17, 6. 5). რომლისათვის მიუწერს პავლე პირველსა კორინთელთა ი, ე: "ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე, ამისთჳს რასა იტყჳან მწვალებელნი, წყალი ქრისტეს გუერდისა სასუმელად ერისა მოსცა, ანუ საბანელად ნათლის-ღებისა, რომელი მოასწავებდა ზიარებასა" (I ებ. კორ. 10, 4).

დავით რა მივიდა ლტოლვილი აბიმელიქ მღვდელთ-მოძღვრისასა და პურნი იგი შესაწირავთანი აჭამნა, ესეცა მომასწავებელი იყო ზიარებისა, / ხოლო თვით იტყვის რგ ფსალმუნსა შინა: "ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა და საცხებელითა მხიარულ-ყოფად პირი და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს"(ფს. 103, 15).

სოლომონ დასწერს იგავის ზ თავსა შინა: "განამზადა ტაბლა თჳსი და განზავა ღჳნო ტაკუკთა თჳსთა და თქუა: მოვედით და ჭამეთ პური ესე ჩემი და სუთ ღჳნო ესე ჩემი, რომელი განგიმზადე; დაუტევეთ უმეცრებაჲ და მოვედით გზასა მას ჭეშმარიტებისასა" (იგავ. 9, 1-6).

იცით ყოველთა, რამეთუ ყოველი ღვინის მსმელი დაუტეობს ჭეშმარიტებასა და შეუდგების უმეცრებასა. ეს არა თუ სახე იყო ზიარებისა, რომლისა მიერ ვისწავეთ ჭეშმარიტება, ვინა ღვინის მსმელი განაკრძალა. სოლომონ სიმართლედ და ჭეშმარიტებად. ხოლო ესეცა განიხილე: "ღჳნო განზავა ტაკუკთა თჳსთაო"(იგავ. 9, 1), სცანით, რამეთუ ესე იგი არს განზავება, რამეთუ ღვინოსა თანა წყალი ჯერ-არს განზავებად წმიდასა ზიარებასა შინა, რამეთუ აქა სოლომონცა გამოაჩინა სიმტყუვნე მწვალებელთა მათ, რომელნი არა განაზავებენ წყალთა.

ტობია ასწავებს ძესა თვისსა: "დასდგა პური შენი და ღჳნო შენი საფლავსა მართალთასა და უშჯულოსა არა მისცე"(შდრ. ტობია 4, 18. 4 ). გესმა, რამეთუ აქაცა წმიდისა ზიარებისათვის ქადაგა და აჴსენებს მართალთა საფლავსა? ესე იგი არს, რამეთუ წმიდა მსხვერპლი მართალთა და მონანულთათვის შეიწირვოდეს და არა უნანელთა და უშჯულოთათვის.

გესმისთ, საყვარელნო, რაოდენნი მამათმთავარნი და წინასწარმეტყველნი ქადაგებენ წმიდისა ზიარებისათვის და მოასწავებენ და პურსა და ღვინოსა სახედ მისა ღმრთივ კურთხეულად იტყოდეს და პირველვე შესწირვიდეს ღმერთსა სასოებითა ქრისტეს ასოყოფისათვის?

ამისთვის მაცხოვარმან ბრძანა პირითა იოანე მახარებელისაჲთა ვ, ნგ: "უკუეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა და არა სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა" (იოანე 6, 53) და კვალად თქვა: "რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა" (იოანე 6, 56).

და ყოველთა უკვირდათ, რაოდენთა ესმოდათ სიტყვა ესე, და იტყოდეს: "ვითარ იჭმების ჴორცი კაცისა, | ანუ ვითარ ისმის სისხლი მისიო?" და არა იცოდეს ძალი სიტყვისა ამის, ვითარ რა იყო ესე.

შემდგომად ჟამთა, მოიწია რა ცხოველის-მყოფელი ვნება მაცხოვრისა, სერობასა მას აღიღო პური, აკურთხა და ჰრქვა მოწაფეთა თვისთა: "მიიღეთ და ჭამეთ! ესე არს, რომლისათჳს გეტყოდი, ჴორცი ჩემი თქუენთჳს და მრავალთათჳს განტეხილი მისატევებელად ცოდვათა" (მათე, 26, 26). ეგრეთვე სასმელი აღიღო. აკურთხა და თქვა: "სუთ ამისგან, ესე არს სისხლი ჩემი თქუენთჳს და მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა"(მათე 26, 27-28).

ჰოი, ნიჭი უცხო, ჰოი საბოძვარი დიდძალი რომელმან მეფემან ქმნა ესე მონათა თვისთათვის?

იხილენით: / მეპატრონენი ქვეყნისანი სისხლთა ყმათასა. დასთხევენ. რათა თვით შეიძინონ მსახურებითა მათითა, არა თუ თვისი სისხლი დასთხიონ მონათა თვისთათვის. და უფალნი სოფლისანი წინაშე თვისსა მოაკვდინებენ ბრძოლასა შინა მჴედართა მათთა, არა თუ თვით მოკვდენ ყმათათვის. ხოლო ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან არა ეგრე ქმნა ჩვენთვის, არამედ თვით მოკვდა და დასთხია სისხლი მისი წმიდა ჩვენთვის, რათა ჯოჯოხეთით მიჴსნას ჩვენ.

იხილეთ, იხილეთ, ვითარ შეგიყვარათ! იგულეთ, იგულეთ, ვითარ შეგიწყალათ! რა უკვე ძალ-გიცთ სიყვარულისა ამის წილი ჰოი კაცნო? ვითარი დიდება მოგცათ, ჰოი მიწანო! რაზომი პატივი იშ/ოვნეთ, ჰოი მართალნო! რაბამი შეწყალება გაქვსთ, ჰოი ცოდვილნო! ნეტარ ხართ ნეტარებითა, ძენო ადამისნო, რომელთა გეღირსათ თქვენ ესე!

ნუმცა ვინ ხართ ურწმუნონი, ნუმცა ვისგან ითქმის უცებთაგან: "პური ვითარ ჴორცი არს უფლისა და ღვინო სისხლი? " გაჴსოვსა, წეღან რომელნი გითხარ და მოვიმოწმენ საღმრთო წერილთაგან წინასწარმეტყველთა თქმულნი და ქმნილნი? და უკეთუ ყურნი თქვენნი დაზრქელებული არიან და საცნობელნი თქვენნი ვერა კეთილად გამომეძიებელ, აწ დაგიდებ სახესა მსოფლიოსა, რათა უგანცხადებულესად გაჩვენო:

ქვეყანისა ამის მეფენი რომელნი მძლავრობენ სოფელსა ამას და განფენილ არს შიში მისი თქვენ ზედა, უკეთუ მან მოიყვანოს ჭაბუკი ერთი, შვილი გლახაკისა ვისიმე, და დაადგინოს წინაშე თქვენსა და გიბრძანოს თქვენ: "სცანთ ყოველთა ყმათა ჩემთა: კაცი ესე, რომელსა ხედავთ, ძმად შემითვისებიეს, და დღეის წაღმა ძმა არს ჩემი; რომელი ამას პატივსცემთ, მე პატივმცემთ და, რომელი ამას შეურაცხ-ჰყოფთ, მე შეურაცხ-მყოფთ; და ვისა გენებოს ნიჭი ჩემ მიერ, ამის მიერ ითხოვდინ და მიგცე თქვენ", - რასა იტყვით: კაცი იგი გლახაკი ძმა მეფისა შეიქმნების, ანუ არა? შიში და ზარი მისი გექმნებისთა, ანუ არა? — ჰეე, ჭეშმარიტად მრწამს, რამეთუ /მეორე მეფე იგი იქმნების და ძმა მეფისა -არა არსებით, არამედ საქმით.

ვინაითგან ჴორციელსა მეფესა ესე ძალ-უც, რათა გლახაკისა თქვას ძმად-ყოფა მისი და იქმნას თქვენ შორის წარჩინებული არა უკვე ძალ-უცა დამბადებელსა მეფეთასა, რომელმან თქვა: "პური ესე ჴორც ჩემდა იქმნას და ღვინო ესე სისხლად ჩემდაო", რომელმან თქვა და იქმნა ბნელი ნათლად ქრისტემან ბრძანა და შეაყენა ზღვა ქვიშასა და არა განედინების; მან თქვა და დაემტკიცნეს სამყარო, და ცანი მოძრავ ყვნა სამკაულით მათით; თქვა და იქმნეს ანგელოზნი და უკანასკნელს შექმნა კაცი. უკეთუ | ესენი არა უკვე ძალ-უცა პურისა ჴორცად და ღვინისა სისხლად შეცვალება? ძალ-ედვა.

ჰეე, ჭეშმარიტად, ოდეს ითქმიან სიტყვანი იგი საუფლონი, რომელი აღმოთქვა სერობასა მას უფალმან და აკურთხნა, მყის პური ჴორცად და ღვინო სისხლად შეიცვალების სრულითა საქმითა და არსცა, რომლისათვის მიუწერს პავლე კორინთელთა: "სასუმელი ესე კურთხეული, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარება სისხლთა ქრისტესთა არსა? პურსა ამას, რომელსა განვსტეხთ, არამე ზიარება ჴორცთა ქრისტესთა არსა?"(კორ. 10, 16.).
აწ მოვედით, ყოველნო ცოდვილნო, რომელთა მოგიწოდსთ ქრისტე წვეულებად, მასპინძელი იგი უხვი და / ტკბილი! ნუ ივლტით, ცოდვილნო! მოვედით, თქვენთვის გარდამოჴდა ძე ღმრთისა, არა ანგელოზთათვის, თქვენთვის დაგლახკნა, არა მართალთათვის, ვითარცა მიუწერს პავლე ჰრომაელთა ე, ვ: "რამეთუ ქრისტე, ვიდრე-იგი ჩუენ უძლურ ვიყუენით, ჟამსა ოდენ უღმრთოთათუს მოკუდა, რამეთუ ძნიად ვინმე მართალთათჳს მოკუდის" (ჰრომ. 5, 6 – 7).

მხიარულ იყავ, ცოდვილნო, თქვენთვის დაილახვრა ჴორცი ესე საღმრთო!

განცვიფრდით, ცოდვილნო, თქვენთვის დაითხია - სისხლი ესე პატიოსანი!

დაუტევეთ ცოდვა, ცოდვილნო, და შეინანეთ, რამეთუ თქვენ — გეძიებსთ ქრისტე, წარწყმედილთა!

მადლობდით ღმერთსა, ცოდვილნო, რამეთუ თქვენთვის აღდგა | იესუ მკვდრეთით და აღგადგინათ მკვდარნი ცოდვითა და დაფლულნი არა მხოლოდ საფლავთა, არამედ ჯოჯოხეთსა შინა!

ნეტარ ხართ, რომელნი მოუჴდებით სინანულით, და ვაჲ არს, რომელნი მოუჴდებიან წარმდებად, რამეთუ პავლე მოციქული მიუწერს ა კორინთელთა] ია, კთ: "რომელი არა ღირსებით ჭამდეს ჴორცსა ამას და სუმიდეს სისხლსა ამას, დასასჯელად თავისა თჳსისათჳს იქმს"(კორ. 11, 29).

გამოიცადენით კაცად კაცადმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგან ჭამეთ. ნუ ვინ მოუჴდებით უნანელი და ნუ ვინ განივლტით ცოდვილნი! უკეთუ უნანელი მოხვალთ ზიარებად, დაიწვით ცეცხლითა მით უშრეტითა და, | უკეთუ ცოდვილნი განივლტით, წარიტაცებით მგელისა მიერ, რომელ არს ეშმაკი, განშორებისათვის ღმრთისა.

ჰოი ქრისტიანენო, დიდ არს პატივი ესე თქვენი! ნუ განიშორებთ ნებითა თქვენითა ნიჭსა ამას ღმრთისასა, ვითარცა იტყვის პირითა ბარუქ წინასწარმეტყველისათა დ: "ნუ მისცემ დიდებასა შენსა სხუასა და კეთილსა შენსა ნათესავსა უცხოსა"(ბარუქ. 4, 3).

ქრისტე მოსრულ არს ეკლესიად და გვიწვევს შემთხვევად მისდა და თქვენ მას დაუტეობთ და წარხვალთ მეგობართა თქვენთა თანა და ჰყოფთ სიცრუესა, განსცხრებით, იშვებით და სცოდავთ მრავალითა ცოდვითა ბოროტებისაჲთა. ქრისტე მასპინძლობს და განუმზადებიეს ტაბლა / უხრწნელებისა და მიუჴდიხართ პურისმტედ მისდა და თქვენ მუნ არა მიხვალთ და ნაყროვანობთ, სვამთ მოსმურთა თანა, ითრობით, როკავთ, იმღერით და განიქიქებით. ქრისტეს მზა უყოფიეს სასმელად სისხლი თვისი, რომლითა მოგიყიდათ სოფელი ესე ეშმაკთა მიერ დამონებული, და თქვენ არა შეეხებით მას და წარხვალთ მოკლვად კაცთასა და დათხევად სისხლთა უბრალოთასა ანგარებისა და მამონასათვის. ქრისტე დაგიგებსთ პურსა ცხორებისასა და თქვენ არა მიიღებთ და მირბით პარვად და ტაცებად და მოხვეჭად გლახაკთა, ობოლთა და უღონოთა და მსგავსთა მათთათვის./ ქრისტეს ჰნებავს ზიარება თქვენი და თქვენ არა შეუდგებით და მიისწრაფით მოყვასთა თქვენთა ბრძოლად და მეზობელთა გინებად და იწვრთით ტყუილითა, ცრუფიცობითა და ძვირისზრახვითა. ქრისტე გიბრძანებსთ მის თანა დადგომასა და თქვენ ევლტით და შეერთებით ეშმაკთა გნებავსთ საწადლისა მისისა აღსრულება და საქმეთა მისთა ქმნა, რომელი სძულს ღმერთსა.

ნუ, ძმანო, ნუ, საყვარელნო, ნუ, პატიოსანნო, რომელთა არა გეცოდოსთ, აღუზვავებელითა და მდაბლითა გულითა მოუჴედით წმიდასა ზიარებასა და, რომელთა გეცოდოსთ, ნუ დაბრკოლდებით; არამედ / აღსარებისა მიერ განიწმიდენით თავნი თქვენნი და მოიკვეთენით ქმნილნი ცოდვანი თქვენნი და კეთილად მონანულნი შიშით და ძრწოლით მოუჴედით წმიდა ზიარებასა და შეეერთენით ქრისტესა, ცოდვილთა მოწყალესა, რომელთათვის დასთხია სისხლი თვისი პატიოსანი, და მოგიყიდათ სისხლითა თვისითა მძლავრისა მისგან მტერისა მონებისაგან და განგამზადათ ზეცისა სუფევისათვის, რათა არა გამოსცვივნეთ მუნით.

და იხარებდეთ ქრისტე იესუს მიერ თანა დაუსაბამოსა მამით და სულით წმიდით მისითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ (ხელნაწერი უმატებს: "ქრისტე, შეიწყალე სულხან-საბა, ძე ორბელისა").

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat