სულხან-საბა ორბელიანი - 4. სწავლა აღსარებისათვის.
სულხან-საბა ორბელიანი - 4. სწავლა აღსარებისათვის.
"რომელი ჰფარვიდეს უსჯულებასა თჳსსა, არა წარემართოს, ხოლო რომელი მიუთხრობდეს და იმხილებოდეს, საყუარელ იყოს" — იგავსა შინა იტყვის სოლომონ (იგავ. 28, 13.). ამისთვის ეკლესიასა შინა შემავალთა კაცთა თანა-აძს, რათა ზედასა ზედა განიწმედდენ თავთა თვისთა აღსარებითა მიერ მოძღვრისა სულიერისა თანა, რამეთუ აღსარება არ გან/მწმედელი სულთა და წარმრღვნელი ცოდვათა.

ვითარცა კაცისა გვამსა შემწვირიანებულსა განბანს აბანო კეთილი და არღარა დაშთების ზედა მწვირე იგი, გინა სამოსელსა შესვარულსა განსწმედს განრცხა, ეგრეთვე სულსა შემწიკვლებულსა განსწმენდს აღსარებისა წარმოთქმა.

ვითარცა კაცი მსმელი და მჭამელი განსცხრების და არა მოეჴსენის სნეულება გვამისა თვისისა და, ოდეს დასნეულდეს დაიწყოს ასოთა მისთა ტკივილი, და მოუწოდოს მკურნალსა და ეტყვის ყოველსა ნასვამ-ნაჭამთა მისთა და ნაქმართა მისთა და ტკივილთა სადა არიან და ვითარ სტკივიან, და არა დაუფარვან ასოთა მათ სასირცხოთა და | ყოველთა საქმეთა მათთა, რათამცა მით იკურნა მან განცხრომილებისა მისისაგან შექმნილი სენი, და ფრიადსა წარაგებს მკურნალთა ზედა და წამალთა ზედა, რათამცა სრულობით განიოტა სნება იგი მისგან.

უკეთუ თვინიერ სმისა და ჭამისა ვერ ეგების გვამი ცხოველობასა ზედა, არამედ სმა და ჭამავე არს მიზეზი სენისა მის შექმნისა და დამასნეულებელი გვამთა, არა უფროჲსად განმრყვნელ ექმნეს ცოდვანი ჩვენნი სულსა ჩვენსა და დამასნეულებელ? უკეთუ არა ჭამა კაცმან, მოკვდების ცხოველებისაგან და, უკეთუ არა ქმნა/კაცმან ცოდვა, არა მოკვდების, არამედ უფრორე განცხოველდების. და უკეთუ გვამისა ამის სნეულებასა უნებს მკურნალი და თქმა სატკივართა მისთა და რამან აწყინა და აღუდგინა სენი იგი, მაშა არა უჴმსა სულსაცა მკურნალი და წარმოთქმა - აღსარებისა, რომელი ცოდვა არს მომაკვდინებელი სულთა საუკუნომდე?

ეგრეთვე ჯერ-არს ცოდვილისაგან, რათა მოიპოვოს მკურნალი სულთა და აღუაროს ყოველნივე ქმნილნი მისნი, ვიდრე თვალთა ხილვათაგან, რომლისათვის იტყვის მაცხო/ვარი: "რომელმან იხილა თუალითა შუენიერი გულის-თქმად, მან იმრუშა გულსა შინა თჳსსა" (მათე, 5, 28).

ამისათვის თვალითა ხილულითგანვე, ვიდრე გულის-თქმით და საქმით ცოდვადმდე, ყოველივე ჯერ-არს წარმოთხრობად წინაშე მოძღვრისა პატიოსნისა, რათა აღუარნეთ კდემით და მოწიწებით სრულიად.

ამისათვის იტყვის დავით ლა ფსალმუნსა შინა: "ცოდვანი ჩემნი გაუწყნე შენ და უსჯულოებანი ჩემნი არა დავფარნე შენგან ვთქუ: აღუარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტეო უღმრთოებაი გულისა ჩემისაი" (ფს. 31, 5).

ხედავა წინასწარმეტყველი ვითარ წინა დაგიდებს? ოდესცა აღუარნე ბრალნი შენნი და ცოდვანი შენნი, ჭეშმარიტად მოგეტევნენ ყოველნივე და განიწმიდოს სული შენი უკეთუ ჴორციელნი ასონი ესე დაფარვით აქვან კაცთა და ჰრცხვენიან ხილვისა მისისათვის და, ოდეს ტკივილი შეუჴდის, მკურნალთა უჩვენებნ და არღარა სირცხვილეულობს. ამისათვის, რამეთუ მის მიერ წამლობითა აქვს სასოება განკურნებისა; უკეთუ გვამთათვის ესრეთ იჭირვიან, სირცხვილსაცა განიშორებენ და რაოდენთა მწარეთა წამალთა / მოიხმენ, არა ჯერ-გვიჩნსა სულისა ჩვენისა სნეულებისათვის განვაგდოთ სირცხვილი იგი საეშმაკო და სულისა მკურნალსა აღუაროთ ქმნილნი ჩვენნი, რათამცა მის მიერ ეკურნოს სულთა ჩვენთა, რომელი-იგი მკურნალი არცა მოგვცემს მწარეთა წამალთა, არცა მოგვკვეთს - ჴორცთა, არცა დაგვწვავს სადაგველითა, არამედ სიტკბოითა და სიმშვიდითა ესრეთ გვკურნებს, ვითარცა ჰკურნა იესუმ მარიამ მაგდალინელსა, რომლისაგან განასხნა შვიდნი ეშმაკნი?

მკურნალი ოდეს დასნეულდების, თვით ვერღარა ჰკურნებს თავსა თვისსა, არამედ სხვასა მკურნალსა მოუწოდს კურნებად. ეგრეთვე თვით კაცი ვერა იკურნებს ცოდვათა თვისთა, უკეთუ სხვასა არა აღუაროს, ცუდად მაშვრალობს თავით თვისით კურნებად.

იხილე სახე ესე: ოდეს კაცი ვინმე იყოს შემცოდე მეფისა და მივიდეს კეთილ მონისა ვისმე მეფისა თანა და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და ჰრქვას: "უფალო, ესე შეცოდება შევსცოდე სიცოფითა ჩემითა მეფესა და რამე მეყოს მე, რათამცა განვერი სიკვდილსა"?/ არა შეიწყალისა მან მონამან მეფისამან კაცი იგი შემცოდე და არა ასწავლისა კეთილად? და თვითცა მეხვაიშნედ აღუდგის და ეტყვინ: "კვალად ნურღარა სცოდავ და ესრე სახედ ქმენ მონება მეფისა და მოგიტევნეს მეფემან". და უკეთუ დაადგრა სწავლასა მისსა ზედა, მეფემანცა შეისმინის ვედრება მსახურისა და მიუტევის შეცოდება კაცსა მას.

ეგრეთვე განიხილე: უკეთუ კაცთა მიერ მეხვაიშნობითა მეფენი მიუტევებენ შეცოდებათა მისთა, არა უფროისად მიუტეოს დამბადებელმან კაცთამან შენაცოდარნი მი/სნი, რომელიც აღუაროს მონათა ღმრთისათა გულითა, მჴურვალითა? არა აღმოგიკითხავსა, ოდეს იგი მოვიდა იოანე ნათლის-მცემელი, ქადაგი სინანულისა, რომელ მისა მივიდოდიან და ნათელ-იღებდიან და აღუარებდენ ცოდვათა მათთა და მიიღებდიან შენდობასა ცოდვათასა? ეგრეთვე ჩვენცა არა გვიღირსა აღსარებისა წარმოთქმა?

ვითარცა ოქრო განრყვნილი შთააგდო ბრძმედსა შინა და ცეცხლითა მიერ განიწმიდოს განრყვნილება მისი და ოქრო იგი ოფაზ წმიდა გამოვიდეს ცეცხლისა მის/გან, ეგრეთვე, ოდეს განრყვნილება სულისა ჩვენისა შთავაგდოთ ყურთა შინა მოძღვრისათა, ცეცხლმან მადლისა დიდისა მოძღვრისამან შეჭამნეს განრყვნილება და შესვარულება სულისა ჩვენისა და გამოვიდეს განწმედილი და განახლებული უმჯობეს ოქროჲსა.

უკეთუ წყალთა ძალ-უც განრცხა მწიკვლისა სამოსელთაგან და ეგრეთვე ცეცხლსა განწმედა განრყვნილებისა ოქროჲსა დადნობითა, გინა მკურნალსა ჴორცთასა წარმოთხრობითა სნეულისა მიერ სენთა მათ, რომელიცა სჭირან მას განკურნება მისი, არა ძალ-უცა მადლსა ღმრთისასა, რომელი მოსცა წინამძღვართა ჩვენთა და მღვდელთა წმიდათა და უბრძანა: "რომელთა მიუტევნენ ცოდვანი, მიეტევნენ და გრწმენინ ჩემი", რამეთუ აღსარებისას წარმოთქმითა აღიჴოცებიან ცოდვანი კაცთანი? არა გასმია იოანეს მიერ მოსენებული "კ ლ ე მ ა ქ ს ა" შინა კაცი ცოდვილი, რომელმან აღუარა მოძღვარსა თვისსა საანჯმნოდ ცოდვანი თვისნი ურიცხვნი და ჰხედვიდა კაცი ღმრთისა ანგელოზსა, რომელსა ჰქონდა ჴელთა ჴელით წერილნ]ი ცოდვათა მისთანი, და რაოდენ[ნ]ი აღიარნა ცოდვანი, ეგოდენ[ნ]ი აღმოშალნა ანგელოზმან მან და დასრულებასა აღსარებისასა განხეთქა ქარტა იგი და წარვიდა? | ანუ დიდისა ბასილისზე ოდეს მოუჴდა დედაკ[აც]ი ცოდვილი და მოართვა ქარტა აღწერილი ცოდვათა მისთა და დასდვა ზედა მკვდრისა მის და ევედრებოდა გულითა ტკივნეულითა დედაკაცი იგი ტირილითა მწარითა და თვინიერ ჴელისა აღჴოცნა წერილნი იგი მადლითა ღმრთისაიჲთა და მეოხებითა წმიდისა ბასილისითა?

საყვარელნო, გულისხმა-ყავთ და გრწმენინ, რამეთუ აღსარებისა · მიერ აღიჴოცებიან ცოდვანი კაცთანი და არა სხვით რაითმე საქმით.

უკეთუ ვისმე სირცხვილ-უჩნდეს კაცისა ერთისა წინაშე წარმოთქმა ცოდვათა თვისთა, რომელიც მის მიერ მიეტევების, ესეცა იცოდეს, რამეთუ ( ხელნაწერი უმატებს: "ცოდვა იგი ქმნილი მისი" ) ოდეს ქრისტე მოვიდეს განსჯად ცხოველთა და მკვდართა და ზეცისა ძალნი სრულიად და კაცთა ნათესავნი ყოველნივე მუნ შეკრებილნი რა დგენ, მაშინ წარმოითხრობიან ცოდვანი იგი მისნი; რომელი აქა ნებსით თვისით არა იტყოდეს წინაშე ერთისა მოძღვრისა, რათა მიეტევნენ, მაშინ უნებლიეთ აღიაროს ცოდვანი თვისნი წინაშე ყოველთასა და არღარა მიეტეოს; რამეთუ მას ჟამსა წარმოუდგეს მას კაცსა მფარველი მისი ანგელოზი, რომელი დაადგინა უფალმან მცველად მის ზედა და ღაღად-ყოს წინაშე ზეცათა მეუფისა და ყოველთა დაბადებულთა მისთა თანა: / ამან კაცმან უშჯულომან არა ქმნა ნება ღმრთისა და არა განმისვენა მე, რამეთუ შეუდგა ნებასა ეშმაკისასა; ცოდა ამან სიძვითა და მრუშებითა და შეაცთუნნა სულნი კაცთანი და წარწყმიდნა მონანი ღმრთისანი", გინა თქვას: "ამან კაც კლა და დასთხია სისხლი უბრალო ანგარებისათვის და გინა თუ პარვათა და ტაცებათათვის", და ყოველთა თვითოჲსა და თვითოჲსა ცოდვისათვის მაღლითა ჴმითა სასმენელად ყოველთა ღაღად-ყოს, რათა ესმოდესთ - აღმოსავალით ვიდრე დასავალადმდე ანგელოზთა და კაცთა, და მას კაცსა ცოდვილსა, განშიშვლებულსა და სირცხვილეულსა ყოველნივე ჰხედვიდენ, / მერმე მისცენ განქიქებული ეშმაკთა, რათა წარიყვანოს ცეცხლსა მას საუკუნესა.

აწ მითხარ, ძმაო საყვარელო, აქა ერთისა კაცისა, რომელ არს მოძღვარი პატიოსანი, წინაშე მისსა უმჯობეს არს შერცხვენა თავისა შენისა, უკეთუ მაშინ, ოდეს ბევრის ბევრეულნი ანგელოზნი დგეს წინაშე ღმრთისა და კაცნი ყოველნი — ძენი ადამისნი?

მითხარ, სადა უფროსი სირცხვილი იყოს?

საყვარელნო, დაუტევეთ უგუნურება და პირუტყვებრივი საქმენი! ისმინეთ საღმრთოჲსა წერილისა, რომლისათვის დასწერს იოანე პირველსა კათოლიკესა, მეორესა თავსა შინა: "უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნე/ბთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენდა და, უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი, სარწმუნო არს და მართალ, რათა მოგუეტევნეს ცოდვანი ჩუენნი და განვიწმიდნეთ ჩუენ ყოვლისაგან სიცრუვისა" (იოანეს I კათ.1, 8-9).

ამისთვის შეიწყალენით სულნი თქვენნი, მოიპოვეთ მკურნალი სულისა თქვენისა, მიისწრაფეთ მის თანა მჴურვალითა გულითა, აღუარენით ცოდვანი თქვენნი გამოწვლილვით და ნურარასა დაჰფარავთ წინაშე მისსა, რომლისათვის იტყვის დავით ლზ ფსალმუნსა შინა: "უშჯულოებაი ჩემი მე უთხარ და ვზრუნვიდე მე ცოდვათა ჩემთათჳს" (ფს. 37, 13).

იზრუნეთ აწვე ცოდვათა თქვენთათვის, რათა განერეთ დღესა მას საშინელსა, რამეთუ რაოდენი ცოდვა / შემოკრებითა გულთა თანა და სინანულითა მწუხარითა აღუარო მოძღვარსა შენსა და მან გკურნოს, იგი ჭეშმარიტად აღიჴოცოს და არღარა წარმოგიდგინოს დღესა მას სამსჯავროდ მოსლვასა დიდისა მეუფისა იესუ ქრისტეჲსა.

ამისათვის დასწერს იოანე პირველსა კათოლიკესა, ბ თავსა შინა: "შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რათა არა სცოდოთ და, უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გვივის მამისა მიერ ქრისტე იესუ მართალი და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთა, არა ხოლო ცოდვათა ჩუენთა, არამედ ყოველისა სოფლისა" (იოანეს I კათ. 2, 1- 2). ვინაჲთგან ნუგეშინის-მცემელად გვივის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე და აღსარებისა წარმოთხრობითა მოგვიტევებს ცოდვათა, ჩვენცა მივისწრაფოთ სულიერისა მკურნალისა, რათა აღიჴოცნეს ცოდვანი ჩვენნი სინანულისა და აღსარებისა მიერ.

იუწყეთ: უკეთუ არა აღვიარნეთ, ყოველნივე მუნ წინა დაგვიხვდენ, ცხადად იხილნეს მაშინ აქა დაფარულნი ქმნილნი ჩვენნი.

ამისთვის გევედრები და გასწავებ, რათა დღესა მას საშინელსა განერეთ ჴელთაგან შურის-მეძიებლისა ეშმაკისათა და დაგადგინოს მფარველმან შენმან ანგელოზმან მარჯვენით დიდისა მის მეუფისა და სუფევდე მის თანა უკუნისამდე (ხელნაწერი უმატებს: "ქრისტე, შეიწყალე საბა, ძე ორბელისა".

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat