სულხან-საბა ორბელიანი - 36. სწავლა გიორგობის დღისა და ქართველების თათრობისათვის
სულხან-საბა ორბელიანი - 36. სწავლა გიორგობის დღისა და ქართველების თათრობისათვის
"სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახურნი ჩემნიო" — იოანე იტყვის მახარებელი ქრისტეს მიერსა ბრძანებასა (იოანე 12,26).

ვინ არს მსახურ ქრისტესა?

- გიორგი მთავარმოწამე და სხვანი მოწამენი, რამეთუ უკეთუ მსახური არა ემსგავსოს ბრძოლასა და ღვაწლსა შინა უფალსა თვისსა, არა არს მსახურ უფლისა თვისისა, არამედ კიცხევასა ჰყოფენ მის ზედა სიჯაბნისათვის. ამისთვის იქმნა გიორგი მსახურ ქრისტესა, რამეთუ იტვირთნა ტანჯვანი ქრისტესნი, აღიღო ჯვარი და შეუდგა მას:

ქრისტე დაგლახაკნა ღმრთაებრივისა საყდრისაგან და ღმრთაებითა უცვალებელითა კაცთა ჴსნისათვის, გიორგიცა დაგლახაკნა ქრისტესთვის, რამეთუ დაუტევა დიდება თვისი და კომსობა და ერისთავობა. ქრისტე შეპყრობილ იქმნა, განძარცვილ და გიორგიცა ეგრეთვე. ქრისტე იცა შოლტითა, გიორგი იცა ზროხისა ძარღვითა უხელელითა. ქრისტესა დაედვა ჯვარი თვისი მჴართა, ხოლო გიორგის ლოდი დიდი მკერდთა. ქრისტესი დაიბძარნეს ჴორცნი, გიორგისნი დაიჭრნეს ურმის თვალსა ზედა. ქრისტესი დაემსჭვალა ჴელნი და ფერჴნი სამსჭვლითა, გიორგისი — სამსჭვლითა განჴურვებულითა, ოდეს შეასხნეს ჴამლნი რკინისანი და ვიდოდა მით. ქრისტესი განიგმირა გვერდნი, გიორგისა განიგმირა გული. ქრისტე დაეფლა საფლავსა შინა, გიორგი დაეფლა კირთა შინა დამბალთა. ქრისტეს საფლავსა ზედა გარდაგორა ლოდი. ანგელოზმან, გიორგი დაჭრილი განაცხოველა ანგელოზმან, ვითარცა მიუწერს პავლე ჰრომაელთა: "ვინ განმაშოროს ჩუენ სიყუარულსა ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან, ანუ მახვილმან? ვერარამან განმაშორნეს სიყუარულსა ქრისტესა" (რომაელთა 8,35).

ესე არს მსახურ ქრისტესა: ვინაცა ქმნა მსგავსება მისი და სვა სასმელი მისი, რომელ არს სიკვდილი, ესენი იქმნებიან, სადა არს საყოფელნი ქრისტესნი, ხოლო თქვენ, ქრისტიანებო, სახელი ქრისტესად წოდებულნო, ხედავთა, მას ჟამსა რა მძლავრნი და უწყალონი მეფენი იყვნენ? რომელნიცა აღიარებდენ ქრისტესა, არცა ძმათა, არცა შვილთა, არცა კეთილ ჭაბუკებთა არა რიდებდენ და ესოდენსა სატანჯველთა შეამთხვევდენ. და არცა ქრისტიანენი შეუშინდიან სატანჯველთა და შეიბრალნიან ჴორცნი თვისნი, არამედ - ერთითა გონებითა წარდგიან; უკეთუმცა დღითი-დღე ასჯერ მოეკლნეს, ყოველსა სიხარულით მოითმენიან: სიკვდილი და ტანჯვანი მათნი.

და ამით მიიღეს გვირგვინი პატიოსანი, თანა-ყოფა ქრისტესთანა. დიდება სოფელსა ამას, რომელნი იქმონენ ძალთა მრავალთა და კურნებათა ურიცხვთა ნაწილნი მათნი. და სამარხოთა მათთა მტვერსა მეფენი ძლიერნი მოიყიდიან. მრავლითა საფასითა და იცხებენ თვალთა!

ესრეთ ადიდა ქრისტემან მსახურნი თვისნი მცირისა ჭირისათვის საუკუნოდ, ამას სოფელსა ესრეთ განაძლიერნა და მას ზეცისა სასუფეველსა თანა-მოდასე ყო ქერობინთა, და, სადაცა არს ქრისტე, მუნმცა — მსახურნი მისსი.

ხოლო აწ თქვენ, ქრისტიანნო, ესრეთ დაგიმშვიდნათ ღმერთმან და მსახურთა მისთა ქვეყნის მპყრობელნი მეფენი მძლავრნი: არცა ქრისტეს სახელის ჴსენებისათვის გტანჯავენ, არცა ქრისტიანობისათვის გაყვედრებენ, რაღა ვარგძელო, არცა თუ წამითა შეგაწუხებენ, არამედ დიდთა პატივთა მოგცემენ და ნიჭითაცა აღგავსებენ. თქვენ ამისთვის არა მადლობთ ღმერთსა, არცა აქებთ წმიდათა მსახურთა მისთა, რომელთა ჭირნი თვით იტვირთნეს და მადლითა მათითა მფარველ-გვექმნებიან, არამედ დაუტეობთ მათთა მეოხებათა და წარხვალთ მცირედისა ნიჭისათვის, გინა მეზობელთა შურისათვის და ნებსით თვისით დაუტევებთ სჯულსა ქრისტესსა. ამისთვის გაყვედრებს მოსე გალობათა შინა და იტყვის: "განსუქნა, განსხვა, განვრცნა და დაუტევა ღმერთი, შემოქმედი თვისი" (მეორე სჯულ. 32,15).

ვის დაუტეობთ და სადა წარხვალთ?

ქრისტე თქვენთვის ზეცით გარდამოხდა, და ჯვარს ეცვა, და ჯოჯოხეთად შთახდა და მუნით აღმოგიტაცნა, რათა ზეცად აგიყვანოს, და შენ ევლტი ქრისტესა, რათა სისხლითა მისითა მოსყიდული სული შენი ნებითა შენითა შთააგდო ჯოჯოხეთად.

ამისთვის მიუწერს პავლე ბ კორინთელთა ე, იე: "რამეთუ სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამის, ვითარმედ: ერთი იგი ყოველთათვის მოკუდა, ყოველნივე სამე მოსწყდეს. და ქრისტე ყოველთათვის მოკუდა, რათა ცხოველნი იგი არღარა თავთა თვისთათვის ცხოველ იყუნენ, არამედ მათთვის მომკუდრისა მის და აღდგომილისა"(ებ. კორინ. II, 5, 15—17).

რასა ეტყვი მიზეზსა, ოდეს ქრისტე მოვიდეს განსჯად ცხოველთა და მკვ/დართა?

რომლისა ჭირისა და იწროებისათვის უარყავით?

უკეთუ იტყვით: "გლახაკ ვიყავ, ანუ სიმდიდრისაგან დავრდომილ", თვით მეუფე შენი და დამბადებელი ოქროსა და ვეცხლისა .შენთვის ესრეთ დაგლახაკნა, ვეცხლსა ზედა განიყიდა, ნუგეშინსაგცემს: "ნეტარ იყუნენ გლახაკნი სულითა" (მათე 5,3).

უკეთუ იტყვი: "მეზობელთა ყვედრება ვერ მოვითმინე და მტერნი მებრძოდენ", მან ჰურიათ ყვედრება და წარმართთა ბრძოლა შენთვის თავს იდვა და შენ სიტკბოთი გასწავებს: "ნეტარ იყავნ თქუენ, რაჟამს გდევნიდენ და გყუედრიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის" (მათე 5,11).

უკეთუ მიზეზსა იტყვით: "სახლეულნი ჩემნი სამკვიდროთაგან უმკვიდრო იქმნებოდა", ამისთვის გამცნებს: "ნეტარ იყუნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა" (მათე 5,10).

უკეთუ იტყვი: "ფრიადი მოვითმინენ და ვერღარა თავს ვიდევ", მითხარ მე, სხვა რაღა მოითმინენ ესეთი, რომელი ჯოჯოხეთისა სატანჯველთა მსგავსი იყოს ანუ სასუფეველთა სიხარულისა დამვიწყები, - სთქუ აწ? იტყვით, ორგულნო, წარვიდე და არა უარს ვყო ქრისტეს სახელი. შემდგომად არა გაქვს ჭირი, არცა ტანჯვა. ლხინსა და განცხრომათა შინა უარ-ჰყოფთ ქრისტესა და მერმე იტყვით: "გულითა არ მიყოფიეს უარი, ოდენ ბაგითა ვთქუ, შევინანო".

რასა შეინანებ? უკეთუ ტანჯვა ვერ მოითმინენ და უარყავ, და ჰყოფ სინანულსა, ესეცა ძნიად სათქმელი არს და, უკეთუ არცა ტანჯვა იყოს, არცა შეკრვა, არცა გინება, არცა შიმშილი და რაღასთვის ინანი და ვითარი არს სინანული ეგე, ანუ გმობა ეგე?

ქრისტე ბრძანებს: "რომელმან უარ-მყოს წინაშე კაცთა, მეცა უარ-ვყო წინაშე მისა ზეცათასა" (მათე 10,32).

მაშინ რა-მე სიტყვის მაგებელი გაქვს, ჰოი ორგულო?

იხილე რა შენ მდიდრისა ვისიმე სამოსელი ბრწყინვალე, სტავრა ანუ ოქრო-ქსოვილი, შურისაგან მისისა აღივსი და იწყი პირველად ანგარება, ანუ პარვა, ანუ ტაცება და დაჰრთი ცოდვა ცოდვათა და უსჯულოება უსჯულოებათა და ნიჭისა რაჲსათვის მსოფლიოჲსა აგინე ქრისტეს სარწმუნოება და უგულებელს ჰყავ სასუფევლისა დიდება წარუვალი.

ვაი, უგნურებასა თქვენსა! არა! იცით, რამეთუ გვარი კაცისა უადვილეს არის შესამუსვრელად, ვიდრეღა ჭიქა ღვინისა, და სიკვდილი უმახლობელეს არს, ვიდრეღა თვალთა დაწამწამება და სოფლისა ამის დიდება უადვილებად განბნევადის არის, ვიდრეღა ქარისა სისასტიკისაგან ბზე?

ამისთვის იტყვის დავით "არა ესრე უღმრთონი არა ესრე. არამედ ვითარცა მტერი, რომელიც აღგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა" (ფს.1,4).

მრავალნი მინახვან მე მგმობარნი ქრისტესნი, ოდეს მოვიდიან ეკლესიად, იწყიან ლოცვად და ვედრებად და რეცა ქრისტიანე ყოფად; ოდეს იხილონ უსჯულონი, და წესსავე მათსავე ზედა მიიქციან.

ამისათვის იტყვის მაცხოვარი: "რომელი შეექცა ნათხევარსა თავისა თვისსა და ღორმან ინწობა სანგორელსა თჳსთა".

ერთი ვინმე უარის-მყოფელთაგანი მელიზღებოდა და მე ვარქუ: "განმეშორე, შვილო ჯოჯოხეთისაო-მეთქი!", ხოლო მან მომიგო და მრქვა: "არა, ნუ იყოფინ, მე შვილი ვარ სასუფევლისაო. მე ვკითხე: "ვითარ?" მან მომიგო: "ოდეს ქრისტე მოვალს მეორედ მოსლვას, უკეთუ იგი არს ძე ღმრთისა და მაცხოვარი სოფლისა, ვაჩვენებ შუბლთა ჩემთა აღბეჭდილთა ბეჭდითა მით მირონისა მისისაჲთა და, უკეთუ მოჰმადი უდიდებულეს არს, ვაჩვენებ სერსა მისსა წინადაცვეთილებისასა. და ანუ ერთი აღმიყვანს ზეცად ანუ მეორეო", და იცინოდა ფრიად...

ვაი, უგუნურება ესეთი, კაცნო ცოდვითა აღსავსენო და უსჯულოებითა გარდამატებულნო!

თქვენ უკეთუ მონათაგანი ვისმე წარგივიდეს და მიუვიდეს მტერთა თქვენთაგანსა, იხილე, რაჲსა გულითა იქმნები მას ზედა, ანუ რაოდენნი მეხვაიშნენი აღადგინონ, ვიდრე ხილვადმდე პირისა შენისა, და ვითარ სირცხვილეულ იყოს შენთანა? აწ შენ რაღა გიხმს მონისა შენისა უფლისა, რომელმან თვით დამბადებელი შენი განარისხე და რომელმან შენთვის ჯვარითა სიკვდილი დაითმინა, იგი უარ-ჰყავ და შენ აწცა ორგულებ და არა ინანი, არა იცემ მკერდთა ორითვე მჯიღითა, არა განბან სარეცელთა შენთა ცრემლითა, არა ოხრავ და სულთქმავ დღე და ღამე?..

აჰა განვლო დღემან და ღამემან! აჰა, წარხდა მსგეფსი, თვე და წელიწადი! აჰა, მოაწია სიკვდილი! აჰა, შეგედვათ სნეულება ღვიძლთა, ანუ ტვინთა, ანუ თირკმელთა და მობერა მაკვდინებელმან ქარმან და იავარ-იქმნა შენნი სულითა მოსყიდული ნაანგარევნი სამოსლები და უნჯნი!

ქრისტემან დადვა სული თვისი და მოგიყიდათ სულითა თვისითა და მამისა თანა მიყვანება შენი ნებავს ძღვნად, შენ დასდევ სული შენი ქრისტესგან მოსყიდული სასყიდლად სამოსელთა და ვეცხლთა განქარვებადთა და იგი დაუტევეთ ძღვნად ეშმაკთა.

ნუ საყვარელნო, შეიწყალენით სულნი თქვენნი, მოწყალე ექმენით ჭაბუკობასა თქვენსა, რამეთუ სიკვდილი მოახლოებულ არს, ჯოჯოხეთი პირაშკმულ არს, ტარტაროზი განუძღომელ არს. ნუ მიისწრაფით ფართოთა გზათა ზედა, რამეთუ მუნ მიგიყვანებსთ, არამედ მოიქეცით და იწყეთ სინანული, ეძიეთ გზა სწორად სავალი და ბჭე ვიწრო, რომელ არს სინანული, რომელი მიგიყვანებს სასუფეველსა ცათასა, სადა არიან წმიდანი ღმრთისანი და ცოდვილნი მონანულნი და მოქცეულნი ცოდვათა მათგან, რომელ სუფევენ უკუნისამდე და ადიდებენ მამასა და ძესა და სულსა წმიდასა აწ და მარადის უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat