სულხან-საბა ორბელიანი - 3. სწავლა ეკლესიასა შინა დუმილისათვის, მეორე.
სულხან-საბა ორბელიანი - 3. სწავლა ეკლესიასა შინა დუმილისათვის, მეორე.
"ასწავებდით და მოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა მადლითურთ. უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა" — პავლე მოციქული მიუწერს კო[ლასელთა]( კოლასელთა 3, 16).

გესმისთ, საყვარელნო, ყოვლისა სოფლისა მანათობელი მოციქული ვითარ გასწავებსთ: ასწავებდით თავთა თქვენთაო ყოველსა ჟამსა ფსალმუნითა და გალობითა უფლისა მადლობასა!/

ხოლო თქვენ არა თუ მარადის უგალობთ უფალსა, არამედ უკეთუ ოდენ ეკლესიად შეხვიდე, მუნცა განგიდევნიეს ქება და ვედრება უფლისა გულთაგან შენთა, და დაგივიწყებიეს შიში ღმრთისა და სატანჯველი ჯოჯოხეთისა და არა ზრუნავ დღისა მისთვის, ოდეს განკითხვად ხარ, თუ რა-ძი გიყოს შენ. არამედ აღგივსიეს გონება შენი ამაოჲთა და სოფლისა ამის სიცბილითა და მზრახველობ სიცრუესა და განაგებ წარმავალსა და დაუტევებ წარუვალსა, განსცხრები და განიქიქები; არა გამოიძიებ, თუ რა არს ეკლესია და რაჲსათვის აღშენებულ არს? არა განიზრახავ, თუ ცოდვათა მძიმეთა ტვირთთა აღსასუბუქებელ არს; | არა განიცდი ხატთა მოციქულთასა, რომელთა შინა არიან ტანჯვანი და ჯვარცმანი მათნი აღსაძრველად გონებათა; არა მიხედავ ღვაწლთა მოწამეთასა, რათამცა მწუხარებითა გდიოდიან ცრემლნი მდუღარენი; არა _ მოიჴსენებ სიმჴნეთა ქალწულთასა, წარმატებულსა გმირთასა, რათა განგიმრავლდეს სულთქმანი მწარენი; არა მოიგონებ სიმდაბლესა ღმრთისასა, რომელი შენთვის დაგლახაკდა, რათა ძრწოლა შეგედვას; არა გულისხმაჰყოფ სიკვდილსა ქრისტესსა შენთვის, რათა განცვიფრებამან შეგიპყროს, არამედ ესე ყოველი ჰაერად განგიბნევიეს და რომელიმე მოყვასისასა ზრახვნ, რომელნიმე ძმათა საქმეთა ზედა იცინით, რომელნიმე მუცელთასა და გვამთასა იურვით; | სხვანი პირუტყვთა და ძაღლთა საქმესა ზედა იხარებთ. არა გულისხმა-გიყოფიესთ, ღმერთმან პირმეტყველად დაგბადათ და ნებავს, რათა შეგაერთოს წმიდათა ზეცისა ძალთა, და თქვენ თავნი თქვენნი პირუტყულთაცა უდარესად გიყოფიათ.

ნოემ ოდეს კიდობანი აღაშენა – განსარინებელად რღვნათასა, მსგავსად ეკლესიათასა ქმნა იგი. და მას შინა შეკრბებოდა ყოველივე იძვრისი, უგულისხმონი; არავინ ასწავლიდა, არავინ მოუწოდდა, არცავინ ამცნებდა, არამედ თავით თვისით პირუტყვნი მორბიოდენ, ფრინველნი მოფრინვიდ/ენ და მძრომნი მოძვრებოდენ. და აღივსო კიდობანი იგი უცხოჲთა მით კრებულითა. არა ემტერებოდა ფასკუნჯი ვეშაპსა, არცა რქენდა მარტორქა პილოსა; არა ებრძოდა ლომი ჴარსა, არცა წარიტაცებდა მგელი ცხოვარსა; არა სჭამდა არწივი ფარშამანგსა, არცა სდევნიდა ქორი კაკაბსა. მაშინ იყო მშვიდობა შორის კაცთა და გველთა, ძაღლთა შორის და ყურდგელთა, ციცათა და თაგვთა. რომელნი რომლისა მტერ იყვნენ, არა უმტერიან. რომელთამე არა აჴსოვდა საჭმელი თვისი, სხვათა დავიწყებოდა მეგობართა ალერსი, არამედ ში/შსა ღმრთისასა განკრძალულ იყვნენ და გონება მათი მიეპყრათ ღმრთისათვის, რათა განერეს ღელვისა მისგან რღვნისათა.

ათოთხმეტსა თთვესა ესრეთ განკრძალვა იყო დღე და ღამე კაცთა პირმეტყველთაგან, პირუტყვთა უგულისხმოთაგან, მჴეცთა მძვინვარეთაგან, გველთა გესლიანთაგან, მფრინველთა დაუდგრომელთაგან, ძაღლთა მკბენართა, დათვთა ნაყროვანთა და მელთა მცბიერთა, ცხენთა მწიხლავთა და ვირთა მყვირალეთაგან, რათა განარინონ სული თვისი წყალთა მიერ დაშთობასა.

პატიოსანნო და საყვარელნო ქრისტეანენო, აწ შემოკრ/ებულ ხართ მრავალნი ერნი ეკლესიასა ამას ღმრთისასა, წარმოლტოლილნი სოფლისა ამის ღელვისაგან, და შემოსრულ ხართ კიდობანსა ამას, არა ნოესსა, არამედ მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა, და მარადის გესმისთ სწავლა, აღმოკითხვა საღმრთოთა წერილთა და თქვენ გაქვსთ გულისხმის-ყოფა და მეცნიერება კეთილთა და ბოროტთა.

უკეთუ გნებავს, რათა განარინო სული [შე]ნი დანთქმისაგან, განკრძალვით და დუმილით დეგ წინაშე საკურთხევლისა და მიუპყარ გონება შენი უფალსა, ვითარცა იმყოფებოდენ ყოველნი ცხოველნი კიდობანსა მას შინა ნოესსა, და შეგიწყალოს შენ ღმერთმან. იგი ცხოველნი ათოთხმეტსა თვესა იყვნ/ენ მყუდროებით უშფოთველად, უზრუნველად და უშურისძიებოდ, ხოლო შენ ათოთხმეტსა წუთსა შინა დეგ მჴურვალითა გულითა და ყოველივე ჯეროვანი სათხოველი შენი მიიღო.

რასა მიუწერს მოციქული პავლე ა კო[რინთელთა იდ. თავში]?— "უკეთუ ვილოცჳდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონება ჩემი უნაყოფო არს. აწ უკუე რასა ვილოცჳდე თუ სულითა, ვილოცუდე გონებითაცა, ვიფსალმუნებდე თუ სულითა, ვიფსალმუნებდე გონებითაცა"(Iკორინთელთა 14, 14.).

ხედავა, მოციქული ვითარ გა[ნ]ეკრძალების და სულსა, გონებასა და ენასა არა ბრძანებს ურთიერთას განშორებასა? ხოლო უკეთუ გონება განაშორა, უნაყოფო ჰყოფს. აწე უკეთუმცა ცუდ არს ჩვენი ესე შრომა, რადმცა ვშვრებით ცუდად? რაისათვის განაქარვებთ შრომასა თქვენსა ცუდად წუთისა ჟამისათვის, მჴურვალედ დგომისათვის და გონებისა შემოკრებისათვის?

უკეთუ მონა შენი მოვიდეს თხოვისა წინაშე შენსა, და სათხოველი იგი არა კეთილად გთხოოს და არა მჭირსნედ და იგი ეზრახებოდეს მოყვასთა თვისთა და იცინოდეს ურცხვად და დგეს კადნიერად. მას უსმინება სათხოველისა მიცემასა, ანუ შეურაცხად განავლინებ-თქუ?

ეგრეთვე თავი შენი იხილე წინაშე ღმრთისა მდგომარე, რამეთუ სათხოვარი გაქვს ღმერთსა თანა, რათა ამ წუთისა/-სოფელსა მშვიდობით, სიმრთელით და სიმდიდრით წარვლო და ცხოვრება საუკუნო დაიმარხო და მას თანა სუფევდე, ხოლო შენ ესე სათხოველი უგულებელს-გიყოფიეს და რაოდენსა ზრახავ და სიბოროტეთა იწვოდი. არა უწყია, მოყვასნიცა შენნი მოგიცთუნებიან, რათა იგინიცა დაკლებულ იქმნეს წყალობისაგან ღმრთისა. ესრეთ შიში ღმრთისა განგიქარვებია?

რასა იტყვის დავით ლგ ფსალმუნსა შინა? — "გეშინოდენ უფლისა და ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანება მოშიშთა მისთა" (ფსალმუნნი 33, 10).

უკეთუ ეკლესიასა შინა ესრეთ ურცხვად სდგახარ, სადა-ღა შეიშინო უფლისაგან, მითხარ მე, ანუ ყოველთა წმიდათა მისთაგან თქუ?

ეკლესია სახლად ღმრთისად აღშენებულ არს, სადა დამკვიდრებულ არს იესუ ღმრთაებითა, სადა დაიკლვის ქრისტე - კაცებითა, სადა განეყოფების ნიჭი სამებისა ყოველთა ერთა მუნ შეკრებულთა. და მუნ მდგომარესა არარა გეურვების, არამედ ბოროტ-მზრახველობ და აცთუნებ კაცთა!

ჰოი კაცნო, ვითარი კადნიერება არს ეგე? არა აღმოგიკითხავსა, ოდეს-იგი მიეცემოდა ქრისტე ჯვარცმად თქვენთვის, რათა ჯოჯოხეთით აღმოგიყვანოსთ, მას ღამესა ვითარ-ძი ილოცვიდა და იურვოდა, ვითარ დაშვრა, ვიდრე სისხლთა ოფლისა დინებადმდე, ვითარ მოუძლურდა და დავარდა ქვეყანასა ზედა, რათა გასწაოსთ ლოცვა ღვაწლთათვის წინა გამზადებულება?

აწე რასა იტყვი, ვინაითგან ქრისტე შენთვის ესრეთ მჭირსნედ ილოცვიდა, რათა შენ გაცხონოს და გასწაოს გზა სასუფევლად აღსაყვანებელი, მაშა შენდა რაღა ჯერ-არს, რათა გულსმოდგინედ არა ილოცვიდე, და ლოცვათა [შინა] ყოვლითა საუბრითა ამაოჲთა აღავსებდე ყურთა მოყვასისა შენისათა? ვითარ გისმინოს ქრისტემან, ვინაჲთგან თვით ლოცვასა შინა სისხლის ოფლი იდინა, ხოლო შენ მის წინაშე ლოცვასა ზედა სიცილისა ცრემლნი გდიან?

ნუ, საყვარელნო, მოიდრიკენით გულნი თქვენნი და მოიჴსენენით შრომანი ქრისტესნი, რომელ რაოდენგზის დაშვრა სულისა თქვენის ძიებისათვის, და დაჴშენით კარნი მეტყველების თქვენისანი, რამეთუ ორნი კარნი აბიეს პირთა თქვენთა: კბილნი და ბაგენი უკეთუ ესენი დაჴშნე. ვერღარა გამოვიდეს სიტყვანი პირისაგან თქვენისა.

კაცნო გონიერნო და პატიოსანნო, მოიჴსენენით კიდობანსა მას შინა ნოესსა მყოფნი კაცნი და პირუტყვნი განკრძალულნი და მიბაძენით ნოეს და ძეთა მისთა, რამეთუ კაცი კაცისა მიმბაძებელი ჴამს. უკეთუ ვერა მიჰბაძოთ კაცთა, მიჰბაძენით უკვე პირუტყვთა

რასა იტყვი: ფასკუნჯმან უწყალომან დაუტევა მტერობა თვისი კიდობანსა შინა ნოესსა და არა ერჩდა ვეშაპსა და შენ ქრისტეს ეკლესიასა შინა მზრახველობ. მტერისა შენისა შურსა. მარტორქა მეგობარ ექმნა პილოსა და შენ მეგობართა შენთა ძვირსა იზრახავ. ლომმან დაუტევა მძვინვარება და შენ მრისხანეობ მოყვასთა შენთა ზედა. მგელი არღარა იტაცებს დღისი, არცარას იპარავს ღამე და შენ ეკლესიასა შინა განიგულავ ტაცებასა მოყვარეთასა და პარვასა მეზობელთასა. არწივთა თვალნი დაუწუხვან შვენიერებასა ზედა ფა[რ]შამანგთასა, რათა განიძღონ მისგან მომყმარება თვისი, და შენ არა შეამსჭვალავ თვალთა შენთა ხატთა უფლისათა და კვნესით არა ღაღადებ, არამედ მიმოდა არებ თვალთა, სადა იხილო შვენიერი და გული გითქმიდეს მისთვის. ქორნი დამშვიდებულან კაკაბთა შეპყრობად და შენ ჰლა/მი, რაცა ვისიმე რამე იხილო კეთილი, შენთვის შეპყრობად. გველი არღარა უმზერს ბრჭყალთა კაცთასა, არცაღა გამოაქვს გესლი პირით მისით, ხოლო შენ აუბნებ გესლოვანსა ენასა შენსა დაუცადებელად, რომლითა მოკვდებიან მრავალნი კაცნი. ძაღლი არღარა სდევნის ყურდგელთა, არცა ღრენს შემავალთა უცხოთა, ხოლო თქვენ სდევნით გლახაკთა და შეიპყრობთ ქვრივთა და დაბზარავთ ტყავთა ობოლთასა. დათვი არა ნაყროვნობს, არამედ მორჩილებით მიიღებს ნოესაგან საზრდელთა, ხოლო / თქვენ - ეკლესიათა შინა განაგებთ სადილთა თქვენთა და მონათა უბრძანებთ და ასწავლით მზადებასა ჭამადთასა და არა აცადებთ ლოცვისა დასრულებასა, რათა ღმერთმან გცეს თქვენ ჭამადი. მელი დაცადებულ არს მზაკვარობისაგან, ხოლო თქვენ დაუდგამთ საბრჴესა მოყვასთა თქვენთან და მთხრებლთა უთხრით მოძმეთა თქვენთა. ცხენი განლიგებულ არს და არა ისრ[ვ]ის წიხლთა, ხოლო თქვენ რომელნიმე სცემთ მოყვასთა თქვენთა ჴელითა, რომელნიმე წიხლითა და რომელნიმე ბოროტ-მეტყველებითა, არცაღა იყოთღა ციცათა ოდენი, რომელი დაე/გო. მას ჟამსა თაგვთა და არა ავნებდა, ხოლო თქვენ გნებავსთ მავნებელობა ყოველთა და არა განკრძალვა ღმრთისა.

მრცხვენიან, საყვარელნო, ვინაითგან ესოდენ[ნ]ი ბოროტნი ვთქვენ თქვენდა მომართ. მეშინის, უფალნო ჩემნო და მთავარნო, ვინაჲთგან ვიკადრე მე, უდარესმან თქვენმან, უაღრესისა მიმართ ჩემთასა ესეთი კადნიერება; არამედ არა სიძულვილისათვის თქვენისა მიქმნიეს, არცა მტერობისა შურითა. თქვენცა უწყით, რამეთუ აღშენებისა თქვენისათვის ვიტყვი, ნუუკვე რომელმანცა სიტყვამან შეგაკდიმნეს, და მოიკვეთნეთ ეკლესიისა შეურაცხყოფა, ნუუკვე რომელიმე სიტყვა / შთავარდეს ყურთა თქვენთა, და არღარა უბნობდეთ წინაშე საკურთხევლისა.

უკეთუ მეუფეთაგანი ანუ მეპატრონე ვინმე ჯდეს ადგილსა ერთსა, ყოველნივე წინაშე მდგომარენი დუმილით განეკრძალებიან, რათა არა ეწყინოს უფალთა მათთა. საყვარელნო, ეკლესიასა შინა მეუფე მეუფეთა ქრისტე მჯდომარე არს, დაღაცათუ ვერ ხედვიდეთ. მეპატრონისა წინაშე შეკრებილნი უკეთუ უჯეროდ ღაღადებასა იწყებენ, მსახურნი მეპატრონისანი აგინებენ და სცემენ, რათამცა დაადუმნა, რათა არა განრისხნეს მეუფე. მეცა არა თუ გინებასა ვიტყვი, არამედ ვინაჲთგან | თქვენ წინაშე ქრისტესა უჯეროდ ღაღადებთ და არა შეიკდემთ, მეცა გკადრებთ ესევითართა სიტყვათა რათა არა იყოს რისხვა ღმრთისა თქვენ ზედა. თუცა მჴეცნი და პირუტყვნი განეკრძალნეს ნოეს და დამშვიდნეს მძვინვარებისაგან, რამეთუ ეშინოდათ დანთქმისაგან წყალთასა, უფროჲსად თქვენდა არა ჯერ-არსა განკრძალება პატიოსანთა და პირმეტყველთა მაგათ ქრისტეს რჩეულთა კაცთა, რომელი მოგიყიდათ სისხლითა თვისითა, რათა უფროიჲსად თქვენ გეშინოდესთ დანთქმისაგან ჯოჯოხეთისა? ვინაცა პირუტყვთა და მზეცთა არა იციან კეთილი და ბოროტი, არცა თუ მოკვდენ, შემდგომად სი/კვდილისა აქვსთ ტანჯვა, არცა სუფევა და განქარვებადნი არიან და ეგრეთვე დუმილით და მშვიდად იყვნენ, თქვენდა რა უკვე ჯერ-არს მეცნიერთა და ბრძენთა მაგათ კაცთა, რომელთა იცით ბოროტი და კეთილი და შემდგომად სიკვდილისა თქვენისა გაქვსთ კეთილის მოქმედსა სიხარული და ბოროტის მოქმედსა ტანჯვა საუკუნო?

ხედავთა, რასა ბრძანებს ღმერთი გამოსლვათას კგ თავში: "არა მეჩუენო მე წინაშე ჩემსა ცალიერად" (გამოსლვათა 23, 15). ესრეთ ნებავს უფალსა და გამცნებსთ: ოდეს შეხვიდეთ ეკლესიად წინაშე უფლისა, იყვენით აღვსებულნი ყოვლითა კეთილითა, სიყვარულითა, მოთმინებითა, სიმდაბლითა, სიმშვიდითა, სიწყნარითა, სიმართლითა და სიწმიდითა და ყოვლითა ქველის საქმითა. შენ ცალიერსა შესლვად არა გიბრძანებს და ესრეთ ნებავს, რათა ყოვლითა კეთილითა აღსავსე შეხვიდე, [და] შენ არა თუ კეთილითა აღსავსე შეხვიდე, არამედ ყოვლითა ბოროტებითა: ამპარტავნებითა, მრისხანებითა, სიძულვილითა, შურითა, ძვირის-ჴსენებითა და ყოვლითა არა-წმიდებითა, და არცა-ღა მას იკმაებ: მზრახველობდა ღაღადებ და იცინი ბარე და ეგრეთვე ცალიერი შევედ. და ვითარცა არა შეგაქვს კეთილი, ნურცაღა შეგაქვს ბოროტი და დუმილით დეგ შენ და თავმოდრეკით. რამეთუ ოდეს იხილოს მეპატრონემან მსახური მისი მის და მისული და ჰგონოს კეთილისა ძღვენისა მიღება, ხოლო მან აღავსნეს ვაშკარანი მისნი ძვლებითა, და ქვითა და ფუტურითა და მიუძღვნას, განა–ღა ცალიერვე უმჯობეს არს მისლვა. ეგრეთვე თავთა თქვენთათვის განიგულეთ. ძმანო საყვარელნო, ოდეს შეხვიდეთ ეკლესიად, განიწმიდენით თავნი თქვენნი ყოვლისაგან სიბოროტისა და, უკეთუ ანგელოზთა მხილველიცა იყო, მდუმრიად დეგ და ისმინე სიტყვანი წერილისანი, რამეთუ, რომელნი ყმანი მეფისანი უსაყვარელეს არიედ, უფრორე განეკრძალებიედ. და ეკლესიათა შინა მარადის რიცხევდე ცოდვათა შენთა, მარადის იყავ გულმდუღარედ, მარადის ლმობილ.~

საყვარელო, უკეთუ მეცა არა გაუწყო ეკლესიათა შინა ცუდად 58 მზრახველობისათვის, თვით შენ რასა ეტყვი თავსა შენსა, ანუ გონება შენი რასა გეუბნების? ვერა ხედავა, რამეთუ რაოდენისა კეთილისაგან გამოაჴვებ თავსა შენსა, და ლოცვა შენი ცოდვად შეგერაცხების? რაოდენნი გხედვენ, გგმობენ, სხვანი ბოროტსა გიზრახვენ, რომელიმე თავჴედობით გიწოდს? ნუ, ძმანო, ნუ საყვარელნო, ვითარცა პატიოსან ხართ და მოსყიდული სისხლითა წმიდითა პატიოსნითა და განწმედილი ემბაზისა მიერ, ეგრეთვე პატიოსნებით დეგ და დუმილით ისმინენით ლოცვანი] და მჴურვალითა გულითა ევედრენით ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა მოგიტევნენ შეცოდე- 59 ბანი თქვენნი და დაგამკვიდროს ზეცისა სასუფეველსა, ამინ (ხელნაწერი უმატებს: "ქრისტე, შეიწყალე საბა ორბელიანი").

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat