სულხან-საბა ორბელიანი - 2. სწავლა. ეკლესიასა შინა დუმილისათვის
 სულხან-საბა ორბელიანი - 2. სწავლა. ეკლესიასა შინა დუმილისათვის
ქადაგება ნებავსთ კრებულთა ამათ ჩემი და უკეთუ ვთქვა რამე, ცუდარს და შრომა ჩემი უჴმარ იქმნების: ეკლესიასა შინა სდგახართ, და ლოცვათა არა ისმენთ და ამაოთა საუბართა ზრახავთ; წმიდისა სახარებისა სიტყვასა არა ისმენთ, რომელი გიბრძანებს გულისა საუნჯესა შინა შესლვასა და ენისა და ყურთა კართა დაჴშვასა და ეგრეთ ლოცვასა, მე თუცა მრავალი ვთქვა, ვინ მისმინებთ? წმიდათა მოციქულთა სიტყვათა და წმიდათა მღდელთ-მოძღვართა სწავლისა კითხვათა ზედა ღაღადებთ და იცინით, ჩემისა ლაპარაკითა რასა ბოროტთა მოიკვეთთ?!

პირველად ერთი დიდი ცოდვა ესე არს, რომელ კაცი / ლოცვასა ზედა უბნობდეს, და მეორე უდიდესი, რომელ სხვა კაციც ლოცვასა მოაცდინოს; მესამე ცოდვა ესე უფროსი იქნება, რომელ ვასწავლო და არა დაიმარხოს.

გულისხმა-ყავთ ლოცვასა ზედა, მოუბარნო, თუ ვითარისა სატანჯველისა თანა-მდებ ხართ! უკეთუ შენ თანა მონა შენი დგეს ანუ ჴელქვეშე. მოყვასი შენი და შენ კეთილსა ჰამბავსა იტყოდე, ანუ სხვასა მეცნიერსა წიგნთა რასამე აკითხვებდე და იგი შენი უდარესი ყურთა არა გიპყრობდეს, იცინოდეს და სხვათაცა მოაცთენდეს და შენსა არა ისმენდეს, თუ ვითარ / განრისხდე და მას კაცსა ზედა, რაცა ძალ-გედვას, იგი არ უყო?

მაშა, გულისხმა-ყავ: მოწყალება ღმრთისა და სულგრძელება უკეთუმცა შენებრ სულმოკლებდეს, მაშინვემცა განხეთქნა მიწა და ცოცხლივ ჯოჯოხეთად შთაგთხივნა. ბრძანებასა ღმრთისასა იკითხვენ, შენ ყურთა არა მიუპყრობ?

ეკლესიასა შინა სდგახარ და არა მოშიშ ხარ. ქრისტეს ჯვარცმასა ხედავ და შენთა ცოდვათა არა ჰგოდებ, რომელ შენისა ჴსნისათვის რაოდენნი ტანჯვანი თავს-ისხნა. შენ ღმრთის-მოწყალება დაგვიწყებია და ეშმაკისა მეგობარ ქმნილ ხარ, ეკლესიაში უგვანად ჰყვირ და მთრვალივით იცინი. არა უწყია, რაცა გარეგან ამაონი სიტყვანი გითქმიან, ანუ უწესოდ გიცინიან, ანუ ბოროტად რამე გიქმნიან, ყოველთა სინანულისა ქმნა ეკლესიათა შინა ჯერ-არს?

ეკლესიათა შინა ყოველნივე შენ მიერ ქმნილნი ცოდვანი მოიჴსენო სინანულით სტიროდე; არა თუ ოდეს შემოხვიდე, პირველთა ბოროტთა შენთა მოგონებისა ნაცვლად იგიცა დაივიწყო და სიცრუვე და სიცილი იწყო.

უკეთუ ღმერთი უხილავ არს და ანგელოზნი არა იხილვებიან, ვერცა-ღა წმიდათა ხატთა ხედავა? არა ხედავა წმიდისა ღმრთისმშობელისა ხატსა, რო/მლისაგან იესუ ქრისტემან ჴორცნი შეისხნა, დაგლახაკნა და ყოველივე შეურაცხება თავს-იდვა, რათა ჯოჯოხეთით აღმოიყვანნოს კაცნი და შენ ესე პატივნი დაგივიწყებიეს და წმიდისა მარიამისა ხატთა პირთა აქცევს და სხვათა კაცთა ეზრახვები?

ამა სოფლისა საქმესა გაიგებ, რომელ ხვალე სოფელიცა განქარდების და გამგებელი მისიცა.

კაცი თუ ერთი ვინმე მივიდოდეს გზასა ზედა და დაჰხვდეს წინა მკვდარი ვინმე, ესრეთ შეწუხდების, ვიდრე მწუხრადმდე ზრუნვა ექმნების. და შენ წინარე ჯვარცმული ქრისტე, შენთვის ჰურიათაგან მომკვდარი, ვითარ ტანჯული, ვითარ დამსჭვალული გისვენია, რომელმან დასთხია ჩვენთვის სი/სხლი და მით მოგვიყიდა და ნაცვლად მონებისა ძედ ღმრთისა გვყო და შვილ სასუფევლისა გამოგვაჩინა. ესე კადნიერება დაგივიწყებიეს და ქრისტეს ჯვარზე სიკვდილი გულით განგიქარვებიეს, და შენ მოყვასთა შენთა თანა განსცხრები, რომელი ხვალე განგეშორების და საფლავისა კართაცა არა მოგყვების, და ქრისტეს მიერ სისხლით მოსყიდული სული შენი ჯოჯოხეთსა შინა მეორედ შენ მიერისა საქმითა დაემკვიდრების!
ამისათვის მიუწერს წმიდა მოციქული პავლე კოლასელთა დ, ბ: "ლოცვასა განეკრძალენით და იღვძებდეთ მას შინა მადლობით" (პავლე,კოლ.4,2).

გულისხმა-ყავ; თუ რომელსაცა საქმესა კაცმან საქნელად ჴელყოს — ანუ / მუშაკობასა, ანუ ვაჭრობასა, გინა ნადირობასა იგი საქმე დაუტეოს და სხვასა რომელსამე საუბარსა იწყოს თქმად, თუცა საქმე იგი არა განირყვნეს. უკეთუ ამა წუთისა ჟამისა საქმეთათვის ესრეთ მომჭირვეობა ჴამს, თუცა სხვა რამე მცირედი იუბენ ყოველივე მოიშლება. იხილე: წინაშე ღმრთისა დგომა და უშიშრად ყოფნა და ყურის მიუპყრობლობა ვითარძი იქმნას!

მრავალნი ჴელარგნოსანნი მეპატრონისა კართა დგანან, რომელნიმე წინარე უდგანან არგანთა მპყრობელნი, მშიერნი, მდუმარენი, არცა ერთსა კიდესა მიმხედველნი, გარნა უფალთა თვისთა, მზერელნი მრავალგზის მზეთა და სიცხეთა შინა,/მრავალგზის თოვლთა და სიცივეთა შინა, ვიდრე უფალთა მათთა დაიძინონ,ელიან მათ. ნუთუ მოიკითხნეს, ნუთუ სამსახურნი უბრძანნეს ანუ კეთილნი სიტყვანი?! არა ხოლო თუ ნიჭი ყოველთა იშოვნონ და, უკეთუმცა ნიჭიცა იშოვნონ, ადრე განქარდეს მისაცემელიცა და მიმცემელიცა.

უკეთუ წუთისა ჟამისა უფალსა ესრეთ განეკრძალიან, თქვენ მცირესა ჟამთა წინაშე მდგომარეთა ფერჴზე დგომა მოგძაგდებისთ: რომელნიმე ჰკვნესით, რომელნიმე სწუხთ, რომელნიმე დასჯდებით, სხვანი უგვანად ზრახავთ, ლოცვისას სიგრძეთა გმობთ, წიგნთა კითხვაზედ გთვლემსთ, გალობ/ის სიგრძისათვის სჭმუნავთ და ჯოჯოხეთისა სატანჯველისა დაუსრულებლობისათვის არა იურვით.

რაისათვის ჰკიდია სირაქლემის კვერცხი - თქვენ წინაშე? ამისთვის, რომელი სირაქლემი კვერცხთა სადამდის გამოსჩეკდეს, წინარე უც და თვალმოუღებლად უმზერს. უკეთუ თვალი და გონება მოაშორვა, განულაყნების. ამის ნიშნად დაჰკიდებენ კვერცხთა მათ. უკეთუ ლოცვათა თვალი და გული მოაშორე, ლოცვანი სრულიად განგიქარდებიან და შენ გულისა მოშორებისა კიდე სიტყვითა სხვათა კაცთაცა მოაცდენ, რომელ ლოცვანი ვერღა მოის/მინნეს.

ესე საქმე ეშმაკისა მსგავსება არს: ეშმაკი თვით გამოვარდა სასუფეველით და ესე ნებავს, რათა ყოველი კაცი დააყენოს მუნ შესლვად.

რომელიცა კაცი ლოცვასა ზედა მოყვასსა ეზრახების, სამსახურისგან ღმრთისა თვითონ განვარდნილ არს და სხვათცა ნებავს, რათა არა უტეოს სამსახურად ღმრთისა. ამისთვის იტყვის წმიდა მახარებელი მათე კგ,იდ: "ვაი, თქუენდა, რომელთა დაჴშენით კარნი სასუფეველისანი. თქუენ არა შეხვალთ და შემავალთაცა არა უტევებთ შესლვად" (მათე 23, 14).

ჰოი კაცო, თუმცა გაწვია ვინმე და ანუ სახილველთა ადგილთა სდგახარ, განეკრძალე/ბი და დუმილს შეიწყნარებ, რათა გაქონ; ანუ პატიოსანი დედაკაცი და დიდებულთა ცოლნი სადამე იყვნენ, გინა უცხონი კაცნი, იტყვი: "ესევითარნი მხედვენ და პატიოსნად ვიწყო და მდუმრიად, რათა კეთილად მიხილონ და მომიწონონ", და ეკლესიათა საუბრითა აღაშფოთებ?

ჰოი უგუნურო, გგონესა აქა არავინ გხედვიდეს? თვით თავადი ღმერთი გხედავს და წმიდა მისი მშობელი, რომელი უაღრეს არს ყოველთა დედაკაცთა და ყოველთა დედოფალთა, და წმიდანი ანგელოზნი; იგინი უფრორე უცხონი არიან შენთვის, წმიდანი მოციქულნი, წინასწარმეტყველნი, წმიდანი მღვდელთ-მოძღვარნი და მოწამენი, ხოლო კაცნიცა და დედაკაცნიცა ფრიად მრავალნი, აქა ეკლესიასა შინა მდგომნი, შენგან მოცთუნებულნი, ყოველნივე გხედვენ და არა განეკრძალები?

იხილეთ, საყვარელნო, სოფლისა ამის მიმყოლნი, ორძალთა და ფანდურთა მკვრელნი, გინა სტვირთა და ნესტვთა მამწყობარნი! თუცა ერთი ჴმა რამე ამოდ ქმნა, ყოველივე შეწყობილება მათი მოიშლების და იავარ-ექმნებათ. თუმცა ცუდთა სტვირთა და ფანდურთა და ეგევითართა ესოდენ განკრძალვა უნებს, განიგულე, ლოცვისა მოსმენასა ვითარი განკრძალვა უჴმს და დუმილით დგომა და სმენა.

დუმილით ლოცვითა მოსე უფლისაგან მღაღადებლად იწოდა. დუმილით ლოცვითა ანნა წინასწარმეტყველი შვილიერ იქმნა. ლოცვითა მდუმრადითა იპოება სოფელი ესე. დუმილისა ლოცვითა და ვედრებითა აღგემატების დღენი. დუმილისა ლოცვითა მოგეცემისთ სიმდიდრე. დუმილის ლოცვა მჴურვალე აღგიზრდისთ შვილთა. — მდუმრადი ლოცვა მოგცემსთ ცვართა წვიმათათა და ნაყოფთა ქვეყანისათა. დუმილით ლოცვა მჴურვალე მოგაშორებსთ მტერთა უხილავთა.

განკრძალული ლოცვა დაგამოყვრებსთ მტერსა ჴორციელსა. ლოცვა მოწყალე ჰყოფს მეპატრონესა შენ ზედა. ლოცვა წარგიმართებს ყოველთა გზათა შენთა. ლოცვა აღავსებს სავაჭროსა შენსა/ საუნჯითა. ლოცვანი გიჴსნიან ყოვლისა ფათერაკისაგან. ლოცვა განგარინებს უჟამოდ სიკვდილისაგან. ლოცვა დაგიფარავს ცოდვისაგან. ლოცვა შეგინდობს ნაქმნარსა ცოდვათა. ლოცვა -განგიღებს კართა სამოთხისათა. ლოცვა შეგიყვანებს სასუფეველსა შინა. ლოცვა მოგაშორებს ეშმაკსა. ლოცვა დაგამეგობრებსთ ანგელოზთა. ლოცვა გაჩვენებსთ პირსა ღმრთისასა და დაგამკვიდრებს მუნ საუკუნოდ.

უკეთუ არა, ლოცვასა ზედა უბნობა და ლოცვათა ყურთა მიუპყრობლობა, ყოველივე რაოდენი გითხარ, ყოველთა მოგაშორებსთ და ჯოჯოხეთს საუკუნოდ დაგიმკვიდრებსთ. განეკრძალენით, რათა არა შეხვიდეთ ჯოჯოხეთსა შინა და არა განეშორნეთ დიდებასა ღმრთისა/სა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat