სულხან-საბა ორბელიანი -1. სწავლა ეკლესიისათვის, თუ რა არს შეკრება მუნ
სულხან-საბა ორბელიანი -1. სწავლა ეკლესიისათვის, თუ რა არს შეკრება მუნ
"ნეტარ არს კაცი, რომელი იღჳძებდეს ბჭეთა ჩემთა წინაშე და სცჳდეს ზღრუბლთა ჩემთა შესავალთა", — იტყვის ბრძენი სოლომონ იგავსა შინა (იგავნი 8,34). სადა არს ბჭე მისი, ძმანო, ანუ სადა ვსცვიდეთ წინაშე მისსა ზღრუბლთა მისთა?

ამას ეკლესიისათვის იტყვის, რამეთუ გაწვევსთ ღმერთი კაცთა ეკლესიისათა და ჰნატრის, ვინა მარადის იყოს კართა ეკლესიისათა მომავალი სავედრებელად.

ეკლესია შესაკრებელად გამოითარგმანების, რომელსა მოასწავებდენ პირველადვე მამანი ჩვენნი, რამეთუ დასაბამსა აღწერა მოსემ წიგნსა სჯულისასა მეორეს თავში: "დაასხა ღმერთმან, სამოთხე ედემს აღმოსავალით, და დაადგინა მას შინა ადამ და ამცნო მას: "ყოველისაგან ხისა სამოთხისა ჭამით სჭამოთ, ხოლო ხისა მის ცნობადისა კეთილისა, და ბოროტისა არა სჭამოთ და არცა შეეხნეთ, რამეთუ, რომელსა დღესა სჭამოთ, სიკუდილითა მოჰკუდეთ" (შესაქმე 2,16-17).

სამოთხე სახე არს ეკლესიისა. და შეგვკრიბნა მას შინა და დაგვიდგინა კაცი, რომელ არს ადამი, დაცვად მცნებათა მი/სთა, რათა ყოველი საღმრთო წერილი ვისმინოთ, და გავიგონოთ და სულიერისა გონებით ვჭამოთ, რომელ არიან ესე ყოველნი ხილნი სამოთხისანი, ხოლო გარეშე და მსოფლიო სიტყვა და ზრახვა არა ვიუბნოთ, რომელ არს ურჩებისა ხილისა ჭამა, და არცა გულთა დავიმარხოთ, რომელ არს შეხება.

კვალად დასწერს: "სამოთხით გამოვალს მდინარე ერთი, რომელი განიყოფის ოთხ თავად"(შესაქმე 2, 103). ესე მოვლის ყოველსა ქვეყანასა. ესე სახე არს წმიდისა სახარებისა, რომელი გამოვალს ეკლესიით ოთხნი თა/ვნი სახარებისა მდინარეთა სწავლანი; და მორწყავს ყოველსა პირსა ქვეყანისასა და ნაყოფითა აღავსებს. რომელიცა ისმენს მცნებათა ღმრთისათა და არა სჭამს მსოფლიოსა სიტყვისა ხილსა და საღმრთოსა სწავლასა ზედა დაადგების, ჭეშმარიტად ამა ეკლესიის სამოთხის სახითა აღვალს ზეცისა სამოთხესა, რომელ არს შესაკრებელი წმიდათა, სადა არს უკვდავება საუკუნო. და უკეთუ ისმენთ გველისა მის მჴეცისასა, რომელ არს ეშმაკი, და სოფლისა ამის ზრუნვითა გონებითა სჭ/ამთ, რომელ არს ურჩებისა ხილი, თქვენცა განვარდებით ეკლესიით და სამოთხით და საღმრთოისა ნათლისაგან განშიშვლებულნი ეშმაკისა მიერ წარიტაცებით სატანჯველსა საუკუნესა.

კვალად სახე იყო ეკლესიისა კიდობანი ნოესი ზ თავში, რომელ შევიდა ნოეს კიდობნად; და არავინ შეიწყნარნა სიტყვანი ნოესნი, გარნა შვიდთა მათ სახლეულთა მისთა, და მოვიდა რღვნა წყალთა და ყოველნივე დაინთქნეს, ხოლო ნოე განერა სახლეულით (შესაქმე 7).

ოდესცა იხილნე სოფლისა ამის ღე/ლვათა შფოთნი, შენცა მოისწრაფე ეკლესიად მალიად, ვითარცა ისწრაფა ნოე კიდობნად შესლვად და შვიდნი სახლეულნი თვისნი განარინნა. შენცა ოდეს შეხვიდე ეკლესიად, თანა შეიხვნენ შენცა შვიდნი სახლეულნი გვამისა შენისანი: გულ-გონება, სიტყვა, თვალი, ყური, ენა, საყნოსელი და გვამი, და ამათითა შენცა განერე სოფლისა ამის ღელვათა დანთქმისაგან.

და ვითარცა ნოესგან ივლტოდა ყორანი, შენგანცა განივლტოდეს მსგავსი ყორნისა ეშმაკი, და მოგივიდეს სული წმიდა სახედ ტრედისა და მოგიტანოს რტო ზეთისხილისა — პოხიერება სულიერი.

კვალად სახე იყო ეკლესია, ოდეს ჟამთა აბრაჰამისთა შეითქვნეს ხუთნი მეფენი და მოუჴდეს და წარტყვენვეს. სოდომ-გომორი და ძმისწულიცა აბრაჰამისი ლოთ წარიტაცეს. სცნა აბრაჰამ და შეკრიბნა სამას ათვრამეტნი მონანი თვისნი და ეწია, დაესხა ღამე ხუთთა მათ მეფეთა, განემარჯვა და და/ჰყარნეს ნატყვენავნი და ლოთცა, ძმისწული აბრაჰამისი, და ივლტოდეს. მოიქცა აბრაჰამ სვიანად და მღვდელი ღმრთისა მელქიზედეკ და მიუძღვნა ალაფთაგან ათისთავი შესაწირავად ღმრთისა და მოიღო კურთხევა მელქიზედეკისა მიერ.

აბრაჰამ მამად მრავალთად გამოითარგმნების და არავინ არს შვილმრავალ, გარნა ეკლესია, რამეთუ ყოველნი ქრისტეანენი შვილნი ეკლესიათანი ვართ. ხოლო მსგავსად ვითარმედ აბრაჰამისა, შეკრიბნა ნიკიას ეკლესიამან სამასი ათვრამეტნი წმიდანი მამანი და დევნა უყო წინა-აღმდგომთა თვისთა — ხუთთა მათ მწვალებელთა: არიოზს, ორიგენეს, ნესტორს, საბელიოსს და აპოლინარს, განაქიქა და შეარცხვინა, მოაქცია და დაამტკიცა მართალი სარწმუნოება ძმისწული ეკლესიისა.

აწ შენცა, საყვარელო, ოდეს შეითქვნენ შენ ზედა ხუთნი მეფენი ჴორცთა შენთანი, ცოდვის-მოყვარენი: ერთი მეფე თვალი შენი, რომელი რასაცა იხილავს, ნებავს მიღება თვისად და მიგიზიდავს მრუშებად და ანგარებად. — მეორე მეფე ყური შენი, რომელი მარადის შენსა სმენითა ამაოთა სიტყვათაჲთა განარისხებს გულსა და დაგიმარხავს გულსა შინა უნჯად ძმათმოძულებასა და ძვირისზრახვასა,— მესამე მეფე ენა შენი, რომელი ზრახავს ბოროტსა, და გინებასა და ტყუვილსა და ცრუფიცობათა იწვრთის, — მეოთხე მეფე საყნოსელი შენი, რომელი მისდევს სოფლისა ამის გემოთა და სიამოვნეთა, — მეხუთე მეფე შენი ჴელნი და ფერჴნი, რომელნი განმ/ზადებულ არიან ტაცებად, და ხვეჭად და პარვად. ესენი არიან ხუთნი მეფენი, რომელნი მარადის ებრძვიან სულთა კაცისათა.

ამა ხუთთა საგრძნობელთა ზედა შეიყარენ შენცა, საყვარელო, სამას ათვრამეტნი მოღვაწებანი და წარუძღვანე წინა კერძო სასოება, ეწიე და დაესხი ხუთთა ამათ მეფეთა, სძლიე და დასთრგუნე და მოაქციე სულისა შენისა ძმისწული: გონება და საცნობელი, რომელნი მიგტაცეს და ტყვე-ყვეს, და მოიქეც ეკლესიად, და შეწირე ათისთავად სინანული უფლისა მელქიზედეკისა და მანცა გაკურთხოს და მოგცეს სასყიდელი მოღვაწებისა შენისა./

მრავალნი წინასწარმეტყველნი მოასწავებდენ ეკლესიათათვის, არამედ სიგრძისათვის მნებავს შემოკლება, რათა არა გულკლებულ იქნეთ მოუძლურებულნი ჴორცითა.

ხოლო მოსესაცა აჩვენა ღმერთმან კარავი საწამებელი ცათა შინა სახედა ეკლესიისა და შემზადა მანცა, რომელსა შინა ეტყოდა ღმერთი პირის-პირ და დავით და სოლომონ აღაშენეს სახლი და ტაძარი ღმრთისა ეკლესიად და სავედრებელად.

შემდგომად თვით უფალი ეტყვის პეტრეს, თავსა მას მოციქულთასა, მათე მახარებლის იდ თავში: "შენ ხარ კლდეჲ სიმტკიცისაჲ და შენ ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, რომელსა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან" (მათე 16,18).

საყვარელნო ძმანო, თქვენ ყოველთა კაცთა ჴორცნიცა ღმრთისა ეკლესიად აღშენებულ არს, რომლისათვის მიუწერს პავლე მოციქული კორინთელთა ა ებისტოლესა შინა: "არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკჳდრებულ არს თქუენ შორის?" (I კორ.3,16) ვინაჲთგან ესოდენთა წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებულსა სახლსა ღმრთისასა მოსრულ ხართ და სდგახართ,– და თქვენცა ტაძარნივე ღმრთისანი ხართ, რომლისათვის იტყვის დავით იდ ფსალმუნსა შინა: "უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკჳდროს მთასა წმიდასა შენსა? რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდეს სიმართლესა?" (ფსალმუნი,14,1-2).

საყვარელნო ჩემნო, ტაძარნო ღმრთისანო და სადგურნო სულისა წმიდისანო, თქვენცა ეკლესია ეგე ჴორცთა თქვენთა აღაშენეთ კლდეთა ზედა სიმტკიცისათა და ნუ ცუდსა და ფლატულსა, მზვლარსა მიწათა; და მოკაზმენით გვამნი თქვენნი სიმშვიდით და შეამკვენით სიმდაბლითა, რათა მოვიდეს ქრისტე და დაივანოს თქვენ შორის და განისვენოს თქვენგან აღშენებულთა ეკლესიათა შინა.

განიხილე სახე ესე: ოდესცა მოიყიდო მონა ერთი ყმა ჩჩვილი და აღზარდო ფუფუნებითა და განამდიდრო და შემდგომად უბრძანო სახლა/დ მისად მისლვა და კეთილად განმზადება მასპინძლობად. და მან არა თავს-იდვას და არა განმზადებული დაგხვდეს, რა მიხვიდე, და იხილო განუმზადებელი, ვითარ განრისხნე და ვითარი მისაგებელი მიაგო მას მონასა შენსა?

ეგრეთვე ღმერთმან კაცნი თვისად სამკვიდრებელად შექმნნა, რათამცა თვით კაცთა თანა მკვიდრ იყოს და კაცნი თვისთა თანა ამყოფოს. და მას თვისი ტაძარი ჰგონიე შენ და შენ მისთვის არა განემზადები და კეთილსა ვერარასა იხილავს შენ შორის, რაჲმცა უნდა გიყოს ღმერთმან შენ?

ნუ, ძმაო, ნუ, საყვარელო, ნუ მისდევ მუხთ/ალსა ამას სოფელსა! თუცა დიდი რამე საცთური მოიწიოს სოფლისაგან, მოირბინე ეკლესიასა ამას შინა და გიჴსნის უფალი ღმერთი შენი; უკეთუ სასიხარულო რამე მოგცეს ღმერთმან, მოვედი ეკლესიად და აქებდი ღმერთსა, რომლისათვის დავით იტყვის: "ეკლესიასა შინა აკურთხევდით უფალსა" ( ფს.67,26). თუ მტერი გებრძოდეს, მოვედი ეკლესიად, და ევედრე ღმერთსა წმიდითა გულითა და განერე მას. თუ გულისთქმა რამე შეგაწუხებდეს, მიისწრაფე ეკლესიად და განიხილენ ხატნი წმიდათანი და განგქარდეს გულისთქმანი შენნი. უკეთუ ცოდვასა რასამე შთავარდე, ნუ იტყვი: "მრცხვენის ეკლესიად მისლვისათვის", არამედ სწ/რაფით მოვედ და აღუარე მღვდელსა და ევედრე ღმერთსა გულითა მჴურვალითა და აღიჴოცოს ცოდვანი შენნი.

ეკლესიისა გარეგან რა იყოს კაცი, პირუტყვსა ჰგავს და საქმეთაცა პირუტყულთა იქმს, რამეთუ მარადის ზრუნავს ჴორცთა და მუცელთასა, და, ოდეს შევალს ეკლესიად, მაშინღა იქმნების კაც და სცნობს სულსა თვისსა და სოფლისა ამის სიცუდესა. ეკლესიისა გარეგან ტყვე არს სული და დაბმულ, ხოლო, რა ეკლესიად შე მოვალს, განთავისუფლდების სოფლისა შფოთისაგან და მოეგების თავსა თვისსა.

ეკლესიისა გარეგან მძინარე არს კაცი სულიე/რისა საქმისათვის და უქმ, ხოლო, რა ეკლესიად შემოვალს, განიღვიძებს და დაიწყებს მუშაკობად საზრდელსა სულთა თვისთასა. ეკლესიისა გარე მკვდარ არს სული ჴორციელთა საჴმართა – დევნისათვის, ხოლო, რა ესმეს რეკა, და აღდგების, ვითარცა ანგელოზთა საყვირის დაცემითა, და ეკლესიად რა მივალს, განცხოველდების, უგალობს ღმერთსა და აქებს ჩვენთვის ჯვარცმულსა ძესა მისსა იესუს.

ეკლესიასა შეკრებილნი კაცნი ერთითა ჴმითა და ერთითა პირითა რასაცა სთხოვენ ღმერთსა, მიიღებენ, რამეთუ თვით თავადი ღმერთი - ბრძანებს: "სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს,მუნ ვარ შორის მათსა" (მათე 18, 20), და სხვაგან იტყვის: "რაცა სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მიიღოთ" (იოანე 15,16 ). ეკლესიასა შინა შეკრებულთა კაცთა რამცაღა უნდეს ამისა უმეტეს, რომელსა ქრისტე უქადებს მას თანა დამკვიდრებასა და საკუთარ მისსა ჰყოფს? რა გნებავს ამისა უპატიოსნესობა? რომლისა მეფისა თანა-განმზრახეობა უმჯობეს არს ქრისტეს მეგობრობასა? რომლისა ჴელმწიფისა ერთგულება ედარება იესუს ერთგულებასა? რომელთა უფალთა ნიჭი უმეტეს არს ქრისტეს ნიჭთაგან? რომელთა დიდებულთა ხილვა სჯობს იესუს პირის-პირ ჭვრეტასა?

და იღვიძებდეთ ბჭეთა მისთა წინაშე და სცვიდეთ ზღრუბლთა მისთა შესავალსა, რათა ღმერთმან ნეტარეულად გამოგაჩინოსთ, და განეკრძალენით და მოისწრაფეთ ეკლესიად, რათა ქრისტემან დაიმკვიდროს თქვენ შორის და დასთრგუნოთ მტერი თქვენი ეშმაკი ქრისტეს იესუს მიერ, უფლისა ჩვენისა თანა მამით და სულით წმიდითურთ, ამინ (ხელნაწერი უმატებს: "ქრისტე, შეიწყალე საბა!").

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.07.2024
აბა მითხარით, სად იყავით 100 წლის წინ? და 100 წლის შემდეგ სად იქნებით? მითხარით, სად?
20.07.2024
სახელი ნეკრესი რქმევია ძველის ძველადგან კახეთის გაღმა მხარში ერთს ქალაქს. ის აუშენებია მეფე ფარნაჯომს ქრისტე ღმერთის მოსვლის წინედ,
20.07.2024
მე განვიზრახე ბეჭვდა ჩემი საკუთარის საფასით სასულიერო, და საზოგადოდ კარგის და სასარგებლო ხელთ ნაწერი წიგნებისა,
06.07.2024
დღეს შევიკრიბეთ ჟიჩაში, რომელიც წმინდა საბას მცნებებზე დაფუძნებული სერბი ხალხის რწმენის ცენტრი და ფოკუსია,
06.07.2024
იცოდეთ, რომ ჩვენი ხალხის ფესვი და სიცოცხლე ღვთის წინაშე არის მართალი რწმენა ქრისტეში, ანუ მართლმადიდებლობა.
04.07.2024
ჩვენს სწრაფ ეპოქაშიც კი მამა კლეოპა რჩებოდა როგორც ერთი ძველთაგანი. ხშირად შეიძლებოდა მოგესმინა, როგორ ამბობდა:
04.07.2024
ზოგიერთ მონასტერში, როგორიცაა სიჰასტრია, ტაძარში, ჩვეულებრივი წირვა-ლოცვების გარდა, მუდმივად იკითხება ფსალმუნი.
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat