წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება თქმული მეორესა კვირიაკესა ზედა დიდისა მარხვისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – მოძღვრება თქმული მეორესა კვირიაკესა ზედა დიდისა მარხვისასა
სარწმუნო იგი მცირესა ზედა, მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსა ზედაცა ცრუ არს (ლუკა 16, 10).

დღეს, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, ჩვენ აღვირჩიეთ უბნობა თქვენთანა იმ საგანზე, რომელსაც გვასწავლის ეს მოყვანილი სიტყვები. მახლობელი და პირდაპირი ჰაზრი ამ სიტყვებისა არის უბრალო და ცხადი. ამ სიტყვებით მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რომელ თუ კაცი ყოველ მცირე საქმეში ყოველთვის არის სარწმუნო და პატიოსანი, ესე იგი, მცირე საქმეებსაც კეთილად და პატიოსნად აღასრულებს, იგი დიდ საქმეებშიც იქნება სარწმუნო და კეთილი; წინააღმდეგ ამისა, თუ კაცი მცირე საქმეში არის ცრუ, მრუდე და ყალბი, ის დიდ საქმეშიც მსგავსივე გამოჩნდება. ეს არის მახლობელი და უბრალო ჰაზრი ამ სიტყევბისა; გარნა დიდი და ვრცელი ზნეობითი სწავლა გამოდის ამ ჰაზრიდამ.

სარწმუნო იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს. მცირეს უფალი იესო ქრისტე აქ უწოდებს პირველად მთელსა აქაურსა სოფლიურსა ჩვენსა ცხოვრებასა. მართლა, როდესაც აქაურსა სოფლიურსა ცხოვრებასა შევადარებთ მომავალსა ზეციურსა ცხოვრებასა, მაშინ იგი გამოჩნდება ერთობ მცირედ და არა რად შესანიშნავი, და არა თუ მცირე არის იგი, არამედ ერთობ ვიწროც, აღვსებული ყოვლითა მწუხარებითა. მაშასადამე, მაცხოვარი აქ გვასწავლის ჩვენ, რომელ უკეთუ შევიწროებულსა ამას ცხოვრებასა შინა ვიქმნებით ღვთის სარწმუნო, ესე იგი, კეთილად, პატიოსნად და მოთმინებით ვატარებთ დღეთა ჩვენთა, მაშინ ღმერთი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა, ვრცელსა ცხოვრებასა. ჩვენც გვეტყვის მაშინ მსგავსად სარწმუნოისა მის მონისა: კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, რამეთუ მცირესა ზედა სარწმუნო იყავ, უმრავლესსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სახლსა უფლისა შენისასა, დიდი ნუგეში შემოდის იქითგან ყოველთა მათთვის, რომელნი ამ ქვეყანაში ითმენენ ვიწროებასა, სიღარიბესა და უბედურებასა. თუ იგინი არ დაღონდებიან, სარწმუნოდ და პატიოსნად დარჩებიან ღვთის წინაშე, მაშინ ღმერთი მოთმინებისა მათისათვის მისცემს მათ დიდსა და ვრცელსა ცხოვრებასა სასუფეველსა შინა თვისსა. გარნა მდიდარნი და ბედნიერნი კაცნი ამა სოფლისანი უნდა გრძნობდენ დიდსა შიშსა, როდესაც მას ესმის ეს სიტყვები: სარწმუნო იგი მცირესა ზედა, მრავალსა ზედა სარწმუნო არს, და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსა ზედაცა ცრუ არს. რისთვის? მისთვის, რომ მათგან მოითხოვს ღმერთი რომ სარწმუნო იყონ იგინი ღვთისა, ეტყვის რა შემაშინებელსა ამას სიტყვასა: უკეთუ სიცრუესა ამას მამონასა არა სარწმუნო ექმენით, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქვენ. მამონა საღმრთო წერილში ნიშნავს სიმდიდრესა. სიცრუის მამონა არის ყოველი აქაური ქვეყნიური სიმდიდრე მისთვის, რომ იგი არის წუთი, მოღალატე, განხრწნილი, როგორადაც სხვანი ყველა ამ ქვეყნის ნივთნი. უკეთუ ამ სოფლის სიმდიდრეში მყოფი კაცი ღვთის სარწმუნოდ არ იქცევა, ესე იგი, სიმდიდრესა თვისსა არა ხმარობს ღვთის და მისი სახელის სადიდებლად, მაშინ ჭეშმარიტსა სიმდიდრესა, ესე იგი ზეციურსა სასუფეველსა ვინ მისცემს მას? უკეთუ სიცრუისა ამას მამონასა სარწმუნო არა ვქმენით, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქვენ?

ეს არის პირველი აზრი და სწავლა ზემოდ მოყვანილისა სიტყვებისა. ახლა გამოვიყვანოთ მეორე.

სარწმუნო იგი მცირესა ზედა, მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; ხოლო რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსა ზედაცა ცრუ არს. აქეთგან გამოდის შემდგომი დარიგება: ყოველი გონიერი ქრისტიანე კაცი უნდა ასრულებდეს სარწმუნოდ, ესე იგი ბეჯითად და პატიოსნად, არა თუ მხოლოდ დიდ-დიდთა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა, არამედ ყოველთა მცირეთაცა თვისთა საქმეთა და ვალდებულებათა.

ყოველნი საქმენი კაცთანი, თუ გინდ ხორციელნი, თუ გინდ სულიერნი, და მეტადრე და სახელდობრ მისნი სულიერნი მოვალეობანი, ორად განიყოფიან. ზოგიერთნი მათგანნი არიან უპირველესნი და უსაჭიროესნი, ხოლო სხვანი მცირენი და წვრილნი. უეჭველია, რომ ყოველმა კეთილ-გონიერმა კაცმა უმთავრესი თვისი ყურადღება და მეცადინეობა უნდა მიაქციოს პირველთა ზედა. წინაპირველად და უბეჯითესად ის უნდა ეცადოს, რომ უმთავრესნი მცნებანი არ დაურჩეს აღუსრულებლად: გარნა ამასთანავე არ უნდა დაივიწყოს მცირედნიცა და წვრილნი თავისნი მოვალეობანი; დაუდევნელი არ უნდა იყოს მცირეთაცა შინა საქმეთა, ეს მისთვის, რომ მცირენი საქმენი და მოვალეობანი უფრო ხშირად შეემთხვევიან მას, ვიდრე მაღალნი და უმთავრესნი. ყოველი დღე და ყოველი წამი კაცი აკეთებს რომელსამე თვისსა მცირესა საქმესა; ყოველ წამს იგი ასრულებს რომელსამე წვრილსა მოვალეობასა, და თუ კეთილად და სარწმუნოდ ასრულებს, იგი მიეჩვევა სისწორესა და ბეჯითობასა; გარნა თუ მცირეთა საქმეთა შინა კაცი მიეჩვია სიცრუესა და დაუდევნელობასა დიდ საქმეში როგორღა შეიძლებს იგი ბეჯითობასა და სარწმუნოებასა? თუ ადვილთა, მსუბუქთა მოვალეობათა, რომელნი ყოველ წამს შეემთხვევიან მას, ცუდად ასრულებს, ძნელსა და მძიმესა მოვალეობასა როგორღა აღასრულებს კეთილად? კაცის მოქმედება და ხასიათი არ უნდა იყოს ჭრელი, არამედ ერთგვარი, იგი არ უნდა იყოს შერყეული, არამედ მტკიცე. ყოველს საქმეს, დიდს და მცირეს, ერთ ფერად და ერთი მიმართულებით უნდა ასრულებდეს. როგორადაც მზე მთლად წყლის წვეთში გამოიხატება, ეგრეთვე შენი ზნეობის სახე გამოჩნდება თვით უმცირეს საქმეში. თუ ერთი გროშის საქმეში ატყუებ კაცს, ერთი მანეთის საქმეში ვინღა გენდობა შენ?

ამაზე უნდა ესეც დაუმატოთ: თუმცა ზემოდ ჩვენ ვსთქვით: რომელ ყოველი გონიერი კაცი უმეტესად იმას უნდა ცდილობდეს, რომ კეთილად აღასრულოს უდიდესნი და უპირველესნი თვისნი მოვალეობანი, გარნა თუ კარგად დაუკვირდებით, მივხვდებით, რომელ ყოველმა კაცმა უნდა იწყოს მცირე მოვალეობათაგან და მერმე გადავიდეს უდიდესთა მოვალეობათა ზედა. პირდაპირ ვერცერთი კაცი ვერ შეუდგება დიდთა საქმეთა, დამტოვებელი მცირეთა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა. ყოველი საქმე იწყება, ესრეთ ვსთქვათ, ანბანიდგან. თუ ანბანი კარგად არ დაისწავლა ბავშმა, ვერც ერთს წიგნს ვერ წაიკითხავს იგი. ავღსნათ ეს მაგალითით. ლოცვა, ანუ ღვთის ვედრება, არის ერთი დიდი ქრისტიანული მოვალეობა. ვგონებ, რომ ქრისტიანედ ვერ ვუწოდებ იმ კაცს, რომელიც არაოდეს არ ლოცულობს, და ლოცვას უარ-ჰყოფს. ახლა ლოცვაში ჩვენ გვაქვს ჩვეულებად პირჯვრის წერა; პირჯვრის წერა მართალია არ არის უმთავრესი მოვალეობა, იგი არის მხოლოდ ერთი მცირედი კერძო ლოცვისა. მაშასადამე, წვრილი მოვალეობა. შეიძლება კაცი პირჯვარს სულ არ იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ანთებული ლოცვითა. ისიც შეიძლება, რომ პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს და გულში კი არ ქონდეს ლოცვის მადლი. გარნა შეიძლება პირდაპირ ვსთქვათ, და ვგონებ, არავინ არ გაგვამტყუნებს ამაში, რომელ ვინც პირჯვარს იწერს დაუდევნელად, უგემურად, დაზარებით, იგი მით წაახდენს მთელსა თვისსა ლოცვასა.

დაუკვირდი რა სხვადასხვა ფერად ასრულებენ ქრისტიანენი პირჯვრის წერასა, და იქითგან იმასაც შეიტყობ, როგორ ლოცულობენ იგინი. შეხედე ზოგიერთს, როგორი ურწმუნო და ცრუ არის მისი პირჯვრის წერა! ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი ერთობ მოკლეს, თითქოს რცხვენია სრული ჯვარის გამოხატვა გულზე; ზოგიერთი პირჯავარს იწერს და იქით აქეთ იხედება, ანუ სხვას ელაპარაკება, ვინ დაიჯერებს, რომ ესრეთნი პირჯვრის მწერელნი მხურვალედ და ლმობიერად ლოცულობენ თავინთს გულში? ახლა დაუკვირდი ზოგიერთი მდაბალი კაცის პირჯვრის წერას. იგინი ხშირად გვჯობიან ჩვენ, მაღალთა და განათლებულთა პირთა, აღსრულებასა შინა საღმრთოთა მოვალეობათა. დაუკვირდი, რა მეცადინეობით, შიშით და კრძალვით შეამტკიცებენ იგინი სამთა თითთა, მაღლა აღმარტავენ ხელთა თვისთა და მტკიცედ დაბეჭდავენ შუბლსა, გულსა და მხართა ზედა სახესა ჯვარისასა. შემხედველი ამისა უნებლივად იფიქრებს, რომ საიდუმლო ლოცვაც მტკიცე და მხურვალე არის მათს გულში. მარხვის შენახვა, ესე იგი საჭმლის გამოცვლა და მოკლება ზოგიერთთა დღეთა შინა, ვსთქვათ არ არის უპირველესი და უმთავრესი ქრისტიანული მოვალეობა, გარნა ვინც სარწმუნო არის ამ მცირე მოვალეობაში, გულ-მოდგინედ მარხულობს და არა ფარისევლობით, ავად ხდება, მაგრამ მაინც ითმენს: უეჭველია, რომ ის ამას მისთვის იქმს, რომ აქვს ღმერთზე სარწმუნოება, სასოება, სურს სათნო ეყოს ღმერთსა და ცოდვა თვისი მოინანიოს და სული აცხონოს. მაშასადამე, ამ მცირე მოვალეობის სარწმუნოდ ასრულება ცხად ჰყოფს, რომ სარწმუნო არის სხვათაცა შინა დიდთა მოვალეობათა. კიდევ ერთი უკანასკნელი მაგალითი მოვიყვანოთ. ეკკლესიაში დუმილით და კრძალვით დგომა თუმცა არ არის უდიდესი და უმთავრესი მოვალეობა ქრისტიანეთა, გარნა თუ რომელსამე ქრისტიანესა არ ახსოვს ეს მოვალეობა, ესე იგი საყდარში ყოველთვის იქცევა უკრძალველად, ხმამაღლად ლაპარაკობს, წირვას არ ისმენს, კითხვას და გალობას არ ისმენს, არაოდეს არ დაიჯერებ იგი სხვათაცა ქრისტიანულთა მოვალეობათა ბეჯითად და კეთილად ასრულებდეს. ერთხელ ერის კაცობასა შინა ჩვენსა მოგვიხდა ჩვენ თბილისის ქალაქში წირვის დროს შესვლა საყდარსა შინა სომხებისა, და რაც ჩვენ მაშინ ვნახეთ, ის არასოდეს არ დაგვავიწყდება. ტაძრის დასავლეთის მხრისაკენ, მუნ, სადაც არის ქალების ადგილი, მთელი იატაკი იყო მოფენილი ხალიჩებითა, მუთაქებითა და ბალიშებითა, ქალები ისხდნენ ფეხ მოკეცილნი და ისე ხმა-მაღლად ლაპარაკობდენ სუყველანი, თითქოს დარბაზში სხედან სამუსაიფოდ და არა საყდარში წირვას ისმენენო. სხვანიცა მუნ მყოფნი მამაკაცნი ხმა მაღლად ლაპარაკობდენ, ასე იფიქრებდი, რომ შუა ბაზარში დგეხარ და არა საყდარში. ერთობ გასაოცარი და შესაწუხებელი იყო ამის ხილვა; მაშინ ჩვენ მადლობა შევწირეთ ღმერთს, რომ ჩვენს მართლმადიდებელს ეკკლესიაში ამის მზგავსი არაფერი არ გვინახავს. გარნა ახლა კი სამწუხაროდ გვეშინის, რომელ შემცდარი არ ვიყოთ ამაში. გავიგონეთ ჩვენდა შესაწუხებლად, რომ თვით აქ, ამ საყდარში, აქაურნი შემომავალნი ქალნი ცისკარზე და მწუხრზე დაჯდებიან და მთელს ლოცვას ლაპარაკში გაატარებენ. მერმე როდის? თვით ამ დიდ მარხვის განმავლობაში. სარწმუნო იგი მცირესა ზედა, მრავალსა ზედა სარწმუნო არს; ხოლო რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსა ზედაცა ცრუ არს. თუ ამ მცირე საქმეში, ცისკრის მოსმენაში, სიცრუით იქცევიან იგინი, როგორღა დევიჯეროთ, რომ სხვათა დიდთა მოვალეობათა კეთილად და ბეჯითად აღასრულებენ იგინი.

ამისათვის წინა-პირველად ვეცადოთ, ძმანო ჩემნო, შეწევნითა ღვთისათა, მცირე-მცირე საქმეთა და მოვალეობათა ჩვენთა სარწმუნოდ და კეთილად აღსრულებას, და მერმედ, უთუოდ, დიდთაცა და მაღალთა მოვალეობათა ავასრულებთ კეთილად. მაშინღა გვექმნება სასოება, რომელ უფალი გვეტყვის: კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, რამეთუ მცირესა ზედა სარწმუნო იყავ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ: შევედ სიხარულსა უფლისა შენისა.

დასასრულ სიტყვისა ჩემისა მოვიყვან ერთსა სიტყვასა უფლისასა, ვითარცა უმაღლესსა და უეჭველსა დამტკიცებასა იმ ჰაზრისასა, რომელ უმცირესი მცნების დავიწყებაც და დარღვევაც საშინელს ზარალს აძლევს კაცსა: უკუეთუ ვინმე დაჰხსნეს ერთი მცნებათა ამათაგანი უმცირესთაი და ასწავოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა, ხოლო რომელმან ჰყოს და ასწავოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა (მათე 5, 19). და კიდევ: ყოველი სიტყვა უქმი, რომელსა იტყოდეს კაცნი მისცნენ სიტყვა მათთვის დღესა მას სასჯელისასა. ერთი უქმი სიტყვის თქმა რა დიდი უნდა იყოს, მაგრამ ამისთვისაც პასუხს მისცემს კაცი ღმერთს. ჩვენ კი, ვინ იცის და ვინ დათვლის, რაოდენ უქმს, უსარგებლო სიტყვას ვიტყვით ყოველს საათში, არა თუ ყოველ დღეს. რისთვის? მისთვის რომ არაფრად მიგვაჩნია ეს ცოდვა, მცირე ცოდვადაც არ მიგვაჩნია იგი. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

04.03.2024
"ჴმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა" ესაია იტყვის წინასწარმეტყველი (ესაია, 40, 3).

რა არს ჴმა ესე?
04.03.2024
ჰოი ღვინის სმა ბოროტი და მემთრვალობა აღსავსე სიბილწითა, რომლისა მიერ დაეცნენ მრავალნი წმიდანი კაცნი და ამის მიერ/ შთაცვიეს საბრჴესა ძნიად განსარინებელსა!

04.03.2024
"მთა ესე რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა და, რამეთუ უფალმანცა დაიმკჳდროს იგი სრულიად, ეტლნი ღმრთისანი ბევრ წილ არიან
04.03.2024
"იხარის უფალი ქმნულსა ზედა თჳსა" — დავით იტყვის რგ ფსალმუნსა შინა (ფს. 103, 31).

რა არს სიყვარული ესე, ქრისტეანებო, რომე ღმერთი იხარებს ჩვენ ზედა, ქმნილთა მისთა ზედა?
04.03.2024
"დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა სამოსლითა ოქრო-ქსოვილი/თა შემკული და შემოსილი პირად-პირადად" - დავით იტყვის მდ ფსალმუნსა შინა (ფს. 44, 9).

04.03.2024
"მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა"— დავით იტყვის პგ ფსალმუნსა შინა (ფს. 83, 3-4).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს აღდგომა ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედია. ეს მოვლენა დღესაწაულთა დღესასწაულია, ვინაიდან სწორედ მისით დამარცხდა სიკვდილი, ცოდვა და ეშმაკი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler