წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა მართლ-მადიდებლობის კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) – სიტყვა მართლ-მადიდებლობის კვირიაკესა ზედა
გულითა გვწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღვიარებთ საცხოვრებელად (რომ. 10, 10).
დღეს, ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმინდა მართლ-მადიდებელი ეკკლესია ხმითა მაღლითა, სასმენელად ყოვლისა ერისა, აღიარებს სარწმუნოებასა მართლ-მადიდებლისა ეკკლესიისასა ყოველთა უმთავრესთა ტაძართა შინა. ვევედროთ ღმერთსა, რომ ეს აღსარება იქნეს საცხოვრებელად ჩვენდა, ვითარცა თქმულ არს ზემოდ მოყვანილთა სიტყვათა შინა წმიდისა პავლე მოციქულისა: პირითა აღვიარებთ საცხოვრებელად. გარნა ეს შესაძლებელი იქნება მით, თუ ჩვენ გვახსოვს და ვასრულებთ მეორე მუხლსა ზემოდ მოყვანილთა სიტყვათა შინა, ვითარმედ: გულთა გვწამს სიმართლედ. თუ კაცს გულითა ჰსწამს სიმართლედ, მაშინ პირითაც აღიარებს საცხოვრებელად. ამისათვის ფრიად საჭირო არის შევიტყოთ ნამდვილი ჰაზრი და სწავლა ზემო მოყვანილთა სიტყვათა, მეტადრე დღეს, როდესაც ვდღესასწაულობთ მართლ-მადიდებლობისა ძლევასა და გამარჯვებასა, და საქვეყნოდ აღვიარებთ მისსა სისრულესა და სავსებასა.

გულითა გვრწამს სიმართლედ. რით უნდა მიიღოს და მიითვისოს კაცმა სარწმუნოება? რომლითა სულიერითა ორღანოითა უნდა დაიჯეროს და შეიტკბოს კაცმა სახარება, ანუ საღმრთო სჯული? შენ მეტყვი რომ ჭკუით, ანუ გონებით. შენ იფიქრებ: ჭკუამ, ანუ გონებამ კაცისამან უნდა იცნას ჰაზრი და შინაარსი სჯულის სწავლისა, და დაეთანხმოს მას. ეგ მართალია! ჭკუამ კაცისამან კი უნდა იცნას წინა-პირველად ჰაზრი საღმრთოისა სჯულისა, გარნა დაჯერება, დარწმუნება, შეტკბობა მისი გულის საქმეა. გულითა გვრწამს სიმართლედ. სხვა არის მიღება, დათანხმება ჭკუით რომელიმე ჰაზრის, ანუ წინადადებისა, და სხვა არის დარწმუნება, შეტკბობა, დაჯერება. ჭკუა მიიღებს, იცნობს, დაეთანხმება, გული დაიჯერებს, შეიტკბობს, შეიყვარებს. მართლა, როდესაც ჭკუა, ანუ გონება კაცისა მიიღებს, დაეთანხმება რომელსამე ჰაზრსა, რომელსამე სამეცნიერო წინადადებასა, ესრედ მიღებული ჭკუისაგან ჰაზრი, სწავლა შეიქნება კერძო მასალა და ქონება საკუთრად გონებისა, და შეინახება მეხსიერებასა შინა. ესრედ მიღებულს ჰაზრს და ცოდნას თითქმის არაფერი გავლენა, ანუ ზედ-მოქმედება არ ექმნება კაცის ბუნებაზედ და ზნეობაზედ, და თუ აქვს ხან-და-ხან რომელიმე გავლენა, ისიც ზოგჯერ - ცუდი, მავნებელი. ბოლოს, მიღება, ანუ თანხმობა გონებისაგან, ჭკუისაგან რომელიმე ჰაზრის და ცნობისა არის უნებლივი, იძულებითი. გონებას არ შეუძლია არ მიიღოს, არ დაეთანხმოს რომელიმე ჰაზრსა, თუ ის ჰაზრი მართალია, ცხადია. არა ესრეთი არის გულით მითვისება და შეტკბობა სარწმუნოებისა. სარწმუნოებას თავისუფლად მიიღებს გული კაცისა, და მაშინ სარწმუნოება დაიმორჩილებს ყოველთა ძალთა კაცის ბუნებისათა; მაშინ იგი შეიქნება უმთავრესი მართველი, წინამძღვარი კაცის ცხოვრებისა. გული მიიღებს სარწმუნოებასა სრულიად თვისი ნებით და სურვილით; მიიღებს მისთვის, რომ მოსწონს მას იგი, ანუგეშებს, ახარებს მას. სარწმუნოება არა მარტო ჭკუისადმი მიიქცევა, არამედ მთელი კაცობრივი არსებისა და ბუნებისადმი. ამისათვის სარწმუნოება არის ზნეობითი მოღვაწეობა, თავისუფალი და სასურველი სულისა და გულისა, ანუ უმჯობესი არის თქმად, გულითადი სარწმუნოება არის უმჯობესი და უდიდესი ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღვთისათა, ვინაითგან აქ კაცი ღმერთს შესწირავს თვის გულს, ჩააბარებს ღმერთს თვის სულს და ყოველსა ცხოვრებასა, და დაუმორჩილებს თვით თავის ჭკუასა და გონებასაცა. ამისთვისაც წრფელს სარწმუნოებას აქვს დიდი ფასი ღვთის წინაშე. ვინც გულით მიითვისებს და შეიტკბობს სარწმუნოებას, ამით იგი ამტკიცებს, ცხად ჰყოფს, რომ მას კეთილი და წმინდა გული აქვს, იგი კეთილის, და სიწმინდის, და მადლის მოყვარული არის,. ვინაითგან ბოროტის კაცის გულში, ცოდვისაგან გაფუჭებულში, არ შევა სარწმუნოება. აქედგანვე ცხადი არს სიტყვა მოციქულისა, რომ კაცს გულითა სწამს სიმართლედ, ესე იგი გასამართლებლად. გულითადი სარწმუნოება გაამართლებს კაცს.

ვისაც აქვს ესრეთი გულითადი სარწმუნოება, იმას სარწმუნოების აღსარებაც ექნება საცხოვრებელად. მაგრამ რა არის აღსარება სარწმუნოებისა? ამასაც კარგი შეტყობა უნდა. შენ იქნება ფიქრობ, რომ სარწმუნოების აღსარება ის არის, როდესაც კაცი სიტყვიერად აუწყებს მოყვასსა თვისსა თავის სარწმუნოებასა. მართალია, ზოგიერთს შემთხვევაში სიტყვიერი აღსარებაც სარწმუნოების დიდი მოღვაწება არის და სიმართლედ დაეთვლება კაცს, მეტადრე ახლა, ამ ჩვენს დროში. ხომ იცი შენც, ძმაო, რა ნაირად განმრავლდენ ახლა კაცნი ურწმუნონი, სარწმუნოების შემარცხვენელნი და გამკიცხავნი. რისთვის განმრავლდენ ესრედ ისინი? პირველად მისთვის, რომ არ იციან, არ ესმისთ, არ ფიქრობენ რა არის სარწმუნოება, რა საჭირო არის იგი კაცის ცხოვრების გასაუმჯობესსებლად, ასე რომ გარეშე მისსა კაცის სული დაჩაგრული და დაღარიბებულია, და ცხოვრება მისი წამხდარია. მეორე მიზეზი ურწმუნოთა განმრავლებისა ის არის, რომ რომელიც მორწმუნენი არიან, ისინიც დაღონებულნი არიან, გულ-გრილნი, წინააღმდეგებს შეგონებას არ აძლევენ. გსურსა ერთი მოღვაწება აღასრულო? როდესაც შეხვდე ურწმუნოს, ერთს ანუ მრავალს, სასოებით, მტკიცედ, გულის გრძნობით აღუარე მათ სარწმუნოება შენი, რათა შეიკტიმონ მათ. თუ ასე მოიქცევი, სწორედ საცხოვრებელად შენდა და მსმენელთა იქნება შენი აღსარება. გარნა სიტყვიერი მხოლოდ აღსარება სარწმუნოებისა, უმეტეს ნაწილ, ადვილი საქმეა. ღმერთიც ჩვენგან მოითხოვს არა მარტო სიტყვიერსა სარწმუნოებასა, არამედ საქმიანსა. რა არის საქმიანი სარწმუნოება? ის, როდესაც მთელი შენი ცხოვრება შინაგანი და გარეგანი, ცხად-ჰყოფს, ცხადად ღაღადებს, რომ შენ გრწამს, მორწმუნე კაცი ხარ. შინაგანი ცხოვრება არის ჰაზრი, მიდრეკილება, ყოველიფერი შენი შინაგანი მოძრაობა; ეგენი უნდა გქონდეს შენ განათლებული, განცხოველებული და განწმენდილი სარწმუნოებით. გარეგანი ცხოვრება კაცისა არის ყოველი მისი საქმენი და სიტყვანი. ისინიც უნდა იყვნენ აღბეჭდილნი სარწმუნოებით. გულითა გვრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღვიარებ საცხოვრებელად. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
05.03.2024
ვითარცა სარკე/სა შინა რა იხილვების სახე კაცისა შვენიერისა და იქმნების საწადელ საჭვირობელად, ეგრეთვე იხილვების სარკესა შინა ძველისა შჯულისასა ხატი ახლისა შჯულისა შვენიერებისა და განიცადების საწადელად.
05.03.2024
"ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" — წმიდა პავლე დიდი მოციქული მიუწერს ეფესელთა ე [თავსა შინა] (ეფესელთა 5, 18).

05.03.2024
"მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათკს", - იოანე იტყვის წმიდა მახარებელი (იოანე, 10, 11).

05.03.2024
"ვინმცა მცნა მე ფრთენი, ვითარცა ტრედისანი, და აღვფრინდე და განვისუენო. ესე რა განვეშორო სივლტოლითა და განვისუენო უდაბნოსა შინა" დავით იტყვის ნდ ფსალმუნსა შინა (ფსალმუნი 54, 6-7).

04.03.2024
"ჴმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა" ესაია იტყვის წინასწარმეტყველი (ესაია, 40, 3).

რა არს ჴმა ესე?
04.03.2024
ჰოი ღვინის სმა ბოროტი და მემთრვალობა აღსავსე სიბილწითა, რომლისა მიერ დაეცნენ მრავალნი წმიდანი კაცნი და ამის მიერ/ შთაცვიეს საბრჴესა ძნიად განსარინებელსა!

04.03.2024
"მთა ესე რომელ სთნდა ღმერთსა დამკჳდრებად მას ზედა და, რამეთუ უფალმანცა დაიმკჳდროს იგი სრულიად, ეტლნი ღმრთისანი ბევრ წილ არიან
04.03.2024
"იხარის უფალი ქმნულსა ზედა თჳსა" — დავით იტყვის რგ ფსალმუნსა შინა (ფს. 103, 31).

რა არს სიყვარული ესე, ქრისტეანებო, რომე ღმერთი იხარებს ჩვენ ზედა, ქმნილთა მისთა ზედა?
04.03.2024
"დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა სამოსლითა ოქრო-ქსოვილი/თა შემკული და შემოსილი პირად-პირადად" - დავით იტყვის მდ ფსალმუნსა შინა (ფს. 44, 9).

04.03.2024
"მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა"— დავით იტყვის პგ ფსალმუნსა შინა (ფს. 83, 3-4).

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს აღდგომა ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედია. ეს მოვლენა დღესაწაულთა დღესასწაულია, ვინაიდან სწორედ მისით დამარცხდა სიკვდილი, ცოდვა და ეშმაკი.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler