აბბა დოროთე
ღმერთმა ადამიანს შეუქმნა მთელი ცა და ამკობენ მას ვარსკვლავები. ადამიანის გამო შექმნა მან მიწა, რასაც თავისთვის ამუშავებენ კაცნი. ისინი, რომლებიც ვერ გრძნობენ ღვთის ესოდენ წინაგანგებას, სულით უგუნურნი არიან.
რაც უფრო მახვილი მხედველობა გვაქვს, მით მეტად შევიცნობთ, რამდენად შორს ვართ ზეცისაგან. ამრიგადვე, რაც მეტად წარვემატებით სათნოებაში, მით მეტად ვისწავლით შეცნობას იმისას, რაოდენ დიდი მანძილია ღმერთსა და ჩვენს შორის.
ყველაზე გვიან შექმნა ღმერთმა ადამიანი, რათა მას ყველა საკვირველება დაენახა, უფლებულიყო მათზე, გულისხმაეყო მისთვის ბოძებული, ეცნა ძალა შემოქმედისა.
წმინდა ანტონი დიდი
ასეთია სამი ბოროტი თვისება ფარისევლისა: ამპარტავნება, მოყვასის შეურაცხყოფა და პირში მოფერება ანუ მოტყუება.
ფარისეველი აქებს თავის თავს. იგი კმაყოფილია თავისი თავით, მას არა თუ არაფერი აწუხებს, არამედ გახარებულია კიდეც თავისი კარგი კაცობის გამო.
ფარისევლობაა ყოველთვის, როდესაც ითმენ შენს გულში სიყალბესა და სიცრუეს, ისე კი არ ლაპარაკობ და მოქმედებ, როგორც მოითხოვს შენი სინდისი და ჭკუა, არამედ სიცრუით და სიყალბით.
ვფიქრობ, რომ ადამიანს არ ჰყავს ფარისევლობაზე უსაშინლესი მტერი. იგი მით უფრო საშინელია, რამდენადაც მეტად დაფარულია, ამასთანავე მზაკვარი და შეუმეცნებელია.
წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)